planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/duma_rusetis1-150x150.jpg- მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებები რუსეთის ფედერაციის მიერ კავკასიაში დანაშაულებრივი პოლიტიკის რეზულტატია. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ყოფილი წევრმა იული რიბაკოვი აკეთებს. დუმის ყოფილი წევრი მოსკოვში დღეს მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ ვლადიმერ პუტუნის და მთლიანად რუსეთის მიერ კავკასიაში და ჩეჩნეთში გამოყენებულმა მეთოდებმა ადეკვატური შედეგები მიიღეს. “დღეს ჩვენ გვაქვს რეჟიმი, რომელიც ბევრად უარესია იმაზე, რაც 90-იანი წლების დასაწყისში იყო. კავკასიიდან ჩვენი ქმედებების პასუხად მოდის აგრესია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი კამპანიის დასაწყისში მუსულმანები აგრესიულნი არ იყვნენ, ისინი ომმა გახადა აგრესიულები. Dდა არც არის გასაკვირი. ჩეჩნეთში სამხედრო კამპანიის დროს ყოველი მე-4 ადამიანი დაიღუპა და ეს ძალადობა ჩვენ დაგვიბრუნდა,” _ განაცხადა რიბაკოვმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტრო_სადგერებზე “ლუბიანკასა” და “პარკ კულტურაში” დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა. მომხდარზე პასუხიმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts