Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხათუნა კალმახელიძემ ბათუმელებს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze6-150x150.jpg- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და საზოგადოებას სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

 

 

მინისტრთან ერთად ბათუმში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძეც იმყოფებოდა.

 

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.

 

 

ირაკლი კობიძემ და ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალაც დაურიგეს.

 

 

სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...