Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მოსკოვის მეტროში ორ მუსულმან ქალს მგზავრები თავს დაესხნენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/tavdasxma-150x150.jpg- მოსკოვის მეტრო-სადგურზე “ავტოზავოდსკაია” მგზავრებმა ორი მუსულმანი ქალი სცემეს.

 

 

ამის შესახებ ინცინდენტის თვითმხილველმა “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, თავსაფრიანი ქალები მეტრო-სადგურზე “ავტოზავოდსკაია” ვაგონში შევიდნენ, რის შემდეგადაც ერთ-ერთი მგზავრი მათ თავს დაესხმა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

შეგახსენებთ, რომ აფეთქებე მოსკოვის ორ მეტროსადგურში დღეს დილით განხორცილდა. მეტროსადგურები თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა ააფეთქეს.

 

 

2 შაჰიდ-ქალს ტროტილი წელზე ჰქონდათ მიბმული. აფეთქება მეტროსადგურებში ნახევარი საათის ინტერვალით მაშინ მოხდა, როდესაც ვაგონებში ხალხმა ჩაჯდომა დაიწყო.

 

 

პირველი აფეთქება მგზავრების ვაგონში შესვლისას განხორციელდა, მეორე კი პირიქით, ვაგონის გაჩერების შემდეგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, მობილური ტელეფონის საშუალებით ამოქმედდა.

 

 

რუსეთის ფედერალური ოპერატიული შტაბის წინასწარი ინფორმაციითაც, აფეთქებები მოსკოვის მეტრო სადგურებზე “ლუბიანკა” და “პარკ კულტურაში” სწორად თვითმკვლელმა-ტერორისტმა ქალებმა განახორციელეს.

 

 

აფეთქების შედეგად 40-დე ადამიანი დაიღუპა. გამოძიება ტერაქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...