planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/img.aspx_-150x150.jpgფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა იმერეთში გამართა.ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ბაინდურაშვილი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ლაშა მაქაცარიას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საფინანსო სამსახურების უფროსებს შეხვდა. კახა ბაინდურაშვილი რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მიერ ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას გაეცნო. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მიმდინარეობა და მათი დაფინანსების კუთხით შექმნილი ვითარება, აგრეთვე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. „შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ ის თემები, რომლებიც საერთოა თითქმის ყველა რეგიონისთვის და ძირითადად, უკავშირდება სოციალურ პრობლემატიკას. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ბოლო დროს მომხდარი სტიქიური უბედურებების, მათ შორის, მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ზარალს, თითოეულ რაიონში ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების საკითხებს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts