planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba21-150x129.jpg- კამერუნის მოქალაქე აპპოლინაირე კენმეუგნე ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე დააკავეს. კამერუნელი აქამდე უცნობი მეთოდებით, კუსტარული გზით ამზადებდა და შემდეგ სხვადასხვა ადგილას ასაღებდა ყალბ აშშ დოლარს. სამართლადამცველებმა კამერუნის მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა მან 150 000 ყალბი აშშ დოლარის დასამზადებლად მოქალაქისაგან 50 000 ნამდვილი აშშ დოლარი მოითხოვა, რომლის თაღლითურად მითვისება და საქართველოდან გაქცევა ჰქონდა დაგეგმილი. მას თან ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი თურქეთის მიმართულებით. აპპოლინაირე კენმეუგნის მიერ დამზადებულ სხვადასხვა კუპიურას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნის თანახმად, აღნიშნული კუპიურები დამზადებულია კუსტარული წესით პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიისა და საშუალებების გამოყენებით. დაკავებული ყალბი ფულის დასამზადებლად საგანგებოდ უშუალოდ მის მიერ საქართველოში ჩამოტანილ სპეციალურ ქაღალდსა და ქიმიურ ფხვნილებს იყენებდა. წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე და 6-9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კამერუნის მოქალაქე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა აიყვანეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts