planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/214-150x150.jpg_ ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის ინიციატივით, რუსთაველებს ინგლისური ენისა და კომპიუტერის პროგრამების შესწავლა უფასოდ შეეძლებათ. ქალაქ რუსთავის მერის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, თითოეულ რუსთაველს, რომელიც მოინდომებს მსგავსი განათლების მიღებას, საშუალება ექნება შესაბამისი კურსები სრულიად უფასოდ გაიაროს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განათლების მიღება ყველა რუსთაველს შეეძლება. შეზღუდული არ იქნება მსურველთა ასაკი და რაოდენობა.დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით თვითმმართველი ქალაქ რუსთავის სამოქალაქო მისაღებს უნდა მიმართონ. პროგრამის ამოქმედება აპრილიდან იგეგმება, მანამდე კი რუსთავის თვითმმართველობის სამოქალაქო მისაღები მსურველთა განცხადებებს დაელოდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts