planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/200912012601-150x150.jpgშეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით სააღდგომოდ 70-მდე პატიმარი განთავისუფლდება და ამდენივეს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მიეცა. ამის შესახებ პარლამენტარმა ლაშა თორდიამ დღეს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “პატიმრები, რომლებიც რეკომენდაციები გაეწიათ ისინი იყვნენ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულები. კომისიამ ასევე მათი სოციალური მდგომარეობა გაითავალისწინა. რეკომენდაცია რამდენიმე ქალსაც გაეწია. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ისინი მძიმე კატეგორიის დანაშაულში იყვნენ მსჯავრდებულნი, ამიტომ კომისიამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა”,- განაცხადა თორდიამ. კომისიამ სულ 238 პატიმრის საქმე განიხილა. კომისიის რეკომენდაციები პრეზიდენტს გაეგზავნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts