planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/122-150x150.jpg- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და საზოგადოებას სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრთან ერთად ბათუმში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძეც იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება უფასო იურიდიული დახმარების შესახებ. ირაკლი კობიძემ და ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალაც დაურიგეს. სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts