Jump to content
Planeta.Ge

კახა შარტავა - “სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩვენ ვართ!”


Recommended Posts

კახა შარტავა - “სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩვენ ვართ!”

 

“ისეთი ტიპის რეჟიმებს, რომლებიც თითქოს ერთი გუნდი არიან, ახასიათებს მონოლითურობა, როცა ქვეყნის შიგნით სერიოზული საფრთხეა. თუ ქვეყნის შიგნით საფრთხე ისპობა ან მინელდება ოპოზიციური მუხტი, უკვე შიდა უთანხმოებები იჩენს თავს. როცა საგარეო მხარდაჭერა სუსტდება, შიგნით ყველა გადარჩენისა და მომავალი პერსპექტივისთვის ბრძოლას იწყებს. ამავე დროს, ქონების გადანაწილებისთვის ყოველთვის მიდის შიგნით ბრძოლა. როცა სააკაშვილის ხელისუფლებაზე შიდა ოპოზიციური პრესინგი მოიხსნა, მათ მიეცათ საშუალება შიდა განხეთქილებებისთვის. რღვევის ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დაწყებულია”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩვენ ვართ” / მიშას კიდევ 40 წელი უნდა ვუყუროთ?

“რადგან ხელისუფლების შიგნით უკვე თვითგადარჩენის ეტაპი დაიწყო, ალბათ, 2013 წლამდეგ ვერ მიაღწევს. აქ უკვე არავინ არავის აღარ დაინდობს. არც მიხეილ სააკაშვილს დაინდობს ვინმე და არც სააკაშვილი დაინდობს. რომელი ჯგუფები სად ამოყოფენ თავს, ახლა ძალიან ძნელი გასათვლელია, თუმცა ბევრი მათგანი აუცილებლად ითამაშებს ოპოზიციაშიც და შეეცდება, მისდამი ლოიალური ოპოზიციური ჯგუფები გამოავლინოს. ამ თამაშში მას ასეთ დროს აუცილებლოდ დასჭირდება გარედან მხარდაჭერა, ისევე როგორც ოპოზიციას სჭირდება ხოლმე რეჟიმთან ბრძოლისას გარედან მხარდაჭერა. ასეთ მხარდაჭერას ალბათ უფრო რუსეთში იპოვის. ალბათ, ასეთი თანამშრომლობა აგვისტოს ომის დროსაც არსებობდა, მანამდეც და იმის შემდეგაც გრძელდება, მაგრამ ახლა ამას მიეცემა მიმართულება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა შარტავა.

“დასავლელი პარტნიორებისთვის თხოვნა უნდა იყოს, რომ საბოლოოდ ვთანხმდებით ნორმალურ საარჩევნო გარემოზე და უნდა გადავირჩიოთ ეს ხელისუფლება - არავითარი მიხეილ სააკაშვილის მიერ წყალობად გადმოგდებული თბილისის მერის არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე გადავერთეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა შეირჩინა ეს ყველაფერი, გადააგორა და შესაბამისად, ამ არჩევნებსაც ისე ჩაატარებს, როგორც მოინდომებს. ამ შემთხვევაში სააკაშვილი დაინახავს, რომ რაც უნდა ჩაიდინოს, ყველაფერი შერჩება, რადგან ვერაფერს უშვრებიან. ამიტომ სააკაშვილი მერის არჩევნებს რატომ დაუთმობს ვინმეს? ამ ყველაფრის შემდეგ ისევ არჩევნებსა და კანდიდატების შერჩევაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს რეალობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა“, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ჩვენი უსუსურობა, პოლიტიკური და მაპატიეთ, საზოგადოებრივი იმპოტენცია კარგად დაინახა საერთაშორისო თანამეგობრობამ. პირველი ისარგებლებს ის, ვინც ყველაზე ახლოს არის და დაინტერესებულია - ეს რა თქმა უნდა, რუსეთია. ამ რეჟიმის შეცვლაში პირველი ის მიიღებს მონაწილეობას, თუ ქართველები დავამტკიცებთ, რომ არაფრის გამკეთებლები ვართ. ახლა მერის არჩევნებზე მივდივართ, მერე მოვიგებთ თუ წავაგებთ, შემდგომ არჩევნებსა და 2013 წელს ველოდეობით, მერე კი სააკაშვილი გვეუბნება, სინგაპურის გზის მივდივართ წინო - ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს კიდევ 40 წელი უნდა ვუყუროთ. მერე იქნებიან მისი შთამომავლები და მემკვიდრეები... ეს ყველაფერი ხელისუფლებას იმიტომ შერჩა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვართ ჩვენ - რაც ჩვენში ნეგატივი, უარყოფითი იყო, რასაც აქამდე თვალი არ გავუსწორეთ და მივჩქმალეთ, ყოვლისმომცველ სენად იქცა”, - დასძენს კახა შარტავა.

“სანამ ჩვენი დამოკიდებულება არ შეიცვლება ქვეყნისა და საქმისადმი, დასავლეთისა და რუსეთისადმი და სანამ ისეთივეები ვრჩებით, მმართველობაში რჩება ის, რაც ამას განასახიერებს. ეს არის სააკაშვილი და მისი გარემოცვა. ყველა სუსტი წერტილი ჩვენი და საზოგადოებისა იციან, იმიტომ რომ ამ სუსტ წერტილებს განასახიერებენ და ამ სუსტი წერტილებით უჭირავთ თავიდან ბოლომდე საზოგადოება. ეტყობა, ჩვენ - ოპოზიციასაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც - გვინდა ისე ორმაგ და ხუთმაგ სტანდარტში ყოფნა, ოღონდ სააკაშვილი აღარ იყოს. ასე სააკაშვილს ვერ იშორებ, იმიტომ რომ განგასახიერებს და თუ იშორებ, ისევ იმის ალი-კვალი მოდის აუცილებლად. იმიტომ რომ შენ, საზოგადოება, ისეთადვე დარჩი და მიღებ ისევ მეორე მიშას ან მიშაზე უარესს. ტყულიად კი არ არის ეს შიშები. მანამდე იქნება ეს შიშები, სანამ ჩვენ ისეთადვე ვრჩებით, როგორიც იოლი სამართავია სააკაშვილისთვის”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ძალიან გვიჭირს სიმართლის მოსმენა და მისთვის თვალის გასწორება. ლამაზად შეფუთული ტყუილი გვირჩევნია ჯერჯერობით და ამიტომ გასდის ეს ტყუილი სააკაშვილს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ნიშნავს სააკაშვილის რეჟიმის წაქცევასა და დამხობას და არა ის, რომ თოფით მივუცვივდეთ. ამ პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი და არა იმ ვარიანტების მოგონებას, რომელიც უფრო კომფორტულად აატანინებს ამ რეჟიმის პირობებში ცხოვრებას. რას უპასუხებს საზოგადოება სააკაშვილის ამ გამოწვევებს, ამის გარკვევა მეც ძალიან მაინტერესებს. თუ ნებით არ მიდის, იძულებული უნდა გახადო, რომ წავიდეს”, - აცხადებს კახა შარტავა და შეკითხვას - “რაზე მიანიშნებთ, რომ რევოლუციური ცვლილება გამართლებულია?” - პასუხობს:

“საქართველოში იარაღითა და სისხლიანი რევოლუციებით რამის შეცვლაზე ნურავინ ლაპარაკობს. არა მარტო იმიტომ, რომ ეს დაუშვებელი და საშიშია, ეს შეუძლებელია - აქ ამის რესურსი არ არსებობს. გარედან ამის განხორციელება არც არავინ უნდა ინატროს. ის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ღუპავ. საჭიროა აქტიური ნაწილის კონსოლიდირება მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ თბილისში. ამ ხელისუფლებას ფეხის დასადგმელი ადგილი უნდა ამოვუკვეთოთ. ის უნდა გახადო ქმედობაუუნარო. ამის მერე მიმართო მთელ მსოფლიოს, რომ ხელისუფლება არ ფუნქციობს... აქამდე უნდა მივიყვანოთ საქმე, თუმცა გააჩნია, რისი თავი გვაქვს”.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/129789.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...