planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/333-150x150.gifსახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელა. გეგუთის #8 დაწესებულებაში ვითარება 28 თებერვლის შემდეგ დამძიმდა. 28 თებერვალს მსჯავრდებულებმა კარცერში გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალების გამო შიმშილობა გამოაცხადეს. კარცერში მყოფ რამდენიმე მსჯავრდებულს სხეულზე სხვადასხვა ხასიათისა და ხანდაზმულობის დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მათ არ მიუწვდებათ ხელი მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებაზე, ისინი რეაგირებას ახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა მათ ადმინისტრაცია იძახებს. მთავარი ექიმის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფაქტებს, რომ პაციენტთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტაში, როგორც სამოქალაქო, ისე პენიტენციური სისტემის სტაციონარებში, ექიმის მოსაზრება პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული. დაწესებულებაში პრობლემატურია სამედიცინო მომსახურება. თითქმის 3000 მსჯავრდებულს 2 ექიმი (თითო ცვლაში – 1) და ერთი ექთანი ემსახურება. შესაბამისად, ექიმები ვერ იცავენ კანონმდებლობის მოთხოვნას, სისტემატურად მოინახულონ პატიმრები, გააკონტროლონ ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი და ა.შ. მონიტორინგის დროს ნანახი იქნა სამედიცინო ცნობა, გაცემული ერთ–ერთ მსჯავრდებულზე აკადემიკოს ს. ცხაკაიას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიერ, სადაც გაცემული იყო შემდეგი რეკომენდაცია: „ესაჭიროება შემდგომი გამოკვლევა და მკურნალობა ნევროლოგიურ სტაციონარში (ჩვენს კლინიკას ნევროლოგიაში ლიცენზია არ აქვს)“. ამის მიუხედავად, აღნიშნული მსჯავრდებული დაბრუნებულ იქნა გეგუთის #8 დაწესებულებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts