Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებით, პარლამენტში ორი კანონპროექტია შესული


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti11-150x130.jpgპარლამენტში ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებით, უკვე ორი კანონპროექტია შესული.

 

 

პარლამენტის ბიუროს გასულ სხდომაზე პირველი პროექტი ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ წარუდგინეს, დღევანდელ ბიუროს მეორე პროექტი კი მთავრობამ.

 

 

,,ქრისტიან-დემოკრატების’’ მიერ ინიცირებულ ,,საგადასახადო კოდექსში’’ ცვლილებების პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს საქართველოს ადგილობრივი საერთო მაუწყებლებისათვის ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა და არადეკლარირებული გადასახადების ამნისტირება, რომლებიც წარმოშობილ იქნა 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით.

 

 

ამასთან, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება ყველა საგადასახადო, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში, რომლებიც დაკავშირებულია 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლიY წარმოშობილ აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებთან.

 

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს შეუწყდებათ საგადასახადო დავალიანებები, თუმცა არა 1 იანვრის ჩათვლით, არამედ კანონის ამოქმედებამდე.

 

 

მთავრობის ინიციატივით საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნული დავალიანებათა ჩამოწერა უნდა განახორციელონ გადამხდელის პირად ანგარიშზე ასახვით, ხოლო დავალიანების ჩამოწერის წესი ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებრივ აქტით განისაზრღვრება.

 

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას გამოვიდა. თუმცა, ამასთან, მანამდე კი ტელეკომპანიებსითვის ამინისტიის გამოცხადებას ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ლიდერი გიორგი თარგამაძე მოითხოვდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...