planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/obama04-150x132.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუცხადა. წერილში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ობამა აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს რუსეთს ტერორიზმისა და სისხლისმღვრელი ექსტრემიზმის შეტევების საწინააღმდეგო მოქმედებებში. ტერორისტული აფეთქება მოსკოვში დღეს დილით განხორციელდა. რუსეთის დედაქალაქის მეტროსადგურებში აფეთქებები ნახევარი საათის ინტერვალით განხორციელდა. მოსკოვის მეტროსადგურები თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა ააფეთქეს. 2 შაჰიდ-ქალს ტროტილი წელზე ჰქონდათ მიბმული. აფეთქება მეტროსადგურებში ნახევარი საათის ინტერვალით მაშინ მოხდა, როდესაც ვაგონებში ხალხმა ჩაჯდომა დაიწყო. პირველი აფეთქება მგზავრების ვაგონში შესვლისას განხორციელდა, მეორე კი პირიქით, ვაგონის გაჩერების შემდეგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, მობილური ტელეფონის საშუალებით ამოქმედდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სკლიფოსოვსკას სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში – 7 ადამიანი, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში – 11, #1 რეანიმაციულ საავადმყოფოში- 9 ადამიანი, #71_ში – 4, #33 რეანიმაციულ საავადმყოფოში – 7, ხოლო #20 საავადმყოფოში კი, 12 ადამიანი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ, კინოლოგევბი ასაფეთქებელ მოწყობილობებს დედაქალაქის ყველა მეტრო-სადგურზე ეძებენ. განსაკუთრებული ყურადღება უპატრონო ნივთებს და დიდ ჩანთებს ეთმობა. ჯერჯერობით, ასაფეთქებელი მოწყობილებები არსად არის აღმოჩენილი.მეტროსადგურებში გაძლიერებულია საპასპორტო კონტროლი.ბოლო გაჩერებებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ყველა ვაგონს ათვალიერებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts