planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjanadze-nino03-150x131.jpgდემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველო” ხელისუფლებას დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ოფისში “ერტიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, საქართველო დღეს დეპოპულაციის საფრთხის წინაშე დგას და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი. “საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ოფიციალურად სტატისტიკით 1 მლნ-ით შემცირდა. მოსახლეობა კლებულობს და ბერდება, გაიზარდა სიკვდილიანობა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, შობადონა 80-წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. რთული სიტუაცია მიგრაციულ პროცესშიც _ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნით, გაორმაგებულია. გასული წლებთან შედარებით, გაორმაგებულია მიგრირებული მოქალაქეების რიცხვი, წელს 2009 წელს 10954 მოქალაქემ მიითხოვა საზღვარგარეთ თავშესაფარი,” – აცხადებს სოფრომაძე. “ერთიანი საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება, კერძოდ კი არსებული დემოგრაფიული ვითარებისა და ტენდენციების ანალიზი. სიტუაციის გამოსწორებისთვის უნდა შეიქმნეს ერის გასამრავლებლად ზოგადი და განსაკუთრებული მატერიალური პირობები, წინაამღდეგ შემთხვევაში, სოფრომაძე მიიჩნევს, რომ საქართველო დეპოპულაციის წინაშე დადგება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts