Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “აფბა” ფარმაცევტული ბაზრის კვლევას იწყებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/wamlebi-150x150.jpg“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევას იწყებს.

 

 

ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრმა მერაბ ჯალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

როგორც “აფბას” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ინიციატივა განპირობებულია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების განუზომლად დიდი სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობით, მითუფრო იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როცა 800 ათასზე მეტი პენსიონერის შემოსავლის ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება.

 

 

“აფბას” წევრები მიიჩნევენ, რომ პრობლემა უწინარესად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა და ამდენად, ის არ უნდა გახდეს წინასაარჩევნო დემაგოგიის ნაწილი და უსაფუძვლო განცხადებებისა და ბრალდებების საბაბი.

 

 

“აფბას” მიერ ჩასატარებელი კვლევის მიზანია საზოგადოებისთვის ამ ბაზარზე არსებული რეალური ვითარების გაცნობა. ტენდენციებისა და ფაქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, მართლაც დაუსაბუთებლად ძვირია თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასები და უჭირავთ თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდის შემქმნელ კომპანიებს მოგების მაღალი მარჟა” – განაცხადა მერაბ ჯალიაშვილმა.

 

 

“აფბა” მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, პირველ რიგში კი ფარმაცევტულ კომპანიებს და შესაბამისად სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ კვლევის მიმდინარეობისას.

 

 

“აფბას” ინიციატივით უკვე განხორციელდა ფიჭური კავშირგაბმულობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...