planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/118-150x150.jpgმეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს დაკარგული წერილები ადრესატებს “ეძებენ”, მისამართებს შორის საქართველოცაა. თბილისში- კეჟერაშვილი ალექსანდრე, აბაშაში- სომონია გაიანე, ახალციხეში – დიალანიანი ლუსია, ზესტაფონში – გუმბერიძე ნიკოლოზი, ლანჩხუთში- ნაკაიძე ვალოდია, მაიაკოვსკსში – ბუხულეიშვილი ვალოდია, საგარეჯოში – წიკლაური. თელავში – ნეგრუსიშვილი გირგი, წულუკიძეში – სანაძე ნიკოლაი. ეს იმ ადამიანების სიაა, რომლებამდეც წერილებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მიაღწია. 68 წლის შემდეგ, ვენიდან უკრაინაში სულ 1186 წერილი დაბრუნდება, მათ შორის ცხრა წერილი საქართველოში უნდა გამოგზავნილიყო.საფოსტო გზავნილები 1942 წლის ივნისი –ივლისის თვით თარიღდება. ისინი ამ დრომდე ავსტრიაში, ვენის მზეუმში ინახებოდა. წერილები ხელუხლებლია, გაუხსნელია და ისინი არავის წაუკითხავს. ინფორმაცია დაკარგული წერილების შესახებ უკრაინის დიდი სამამულო ომის ისტორიის ნაციონალური მუზეუმის ვებ-გვერდზე განთავსდა. მუზე4უმში აცხადებენ, რომ ადრესატებისთვის, ან თუნდაც მათი შთამომავლებისთვის წერილები ფასადაუდებელი სიმდიდრეა. იმედია 70 წლის შემდეგ მაინც, წერილები საკუთარ ადრესატებამდე მიაღწევენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts