planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/agmochena-150x150.jpgქარელის რაიონის სოფელ ურბნისთან ცენტრალური ავტობანის მშენებლობის დროს უძველესი სამარხები აღმოაჩინეს. 20-მდე სარკოფაგი სავარაუდოდ IV-V საუკუნეებით თარიღდება. მომხდართან დაკავშირებით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფი მოიწვია. შესაბამის სამუშაოებს არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე IV-V საუკუნეების 20-მდე სარკოფაგია აღმოჩენილი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ პირველ ქრისტანებს ეკუთვნოდათ. როგორც არქეოლოგი აღნიშნავს, ამაზე მიუთითებს ის, რომ სამარხები ინვენტარის სიმრავლით არ გამოირჩევა. ~ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის შესწავლა საკმარისი არ არის, რადგან სოფელ ურბნისში უამრავი სამარხი ნადგურდება და შესწავლას საჭიროებს. ეს კი, თავის მხრივ დაფინანსების მოითხოვს~, – განაცხადა ლიჩელმა. აღმოჩენა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. სოფელ ავლევში დვალიშვილების ეზოში უძველესი ბეჭედი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერთა მოსაზრებით, ადრეულ ელინისტურ ხანას ეკუთვნის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts