planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2222.gifსახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელა. ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის დროს დაწესებულებაში განთავსებული იყო 1188 პატიმარი, მათ შორის 13 ქალი და 18 არასრულწლოვანი, 824 მისჯილი, 264 მიუსჯელი. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ნაწილში მიმდინარეობს რემონტი, არ არის გადატვირთულობის პრობლემა. პატიმრთა განცხადებით, დაწესებულების თანამშრომლები კარგად ეპყრობიან, ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ თხოვნებს. მათი თქმით, დირექტორს შერჩეული აქვს პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრის და გასაუბრების ფორმა, რაც შესაძლებელს ხდის რაიმე საკითხის გადაჭრას და პრობლემების მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ პატიმრების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესებულია. ამ დროისთვის ისინი სისტემატურად სარგებლობენ სეირნობის უფლებით. მათ შეუფერხებლად, კანონით დადგენილი წესით, მიეწოდებათ ამანათი. პატიმრების გადმოცემით, ისინი შეუზღუდავად სარგებლობენ მიმოწერის უფლებით, დაშვებულია ბანდეროლების მიღების უფლება. გაზეთების და რამდენიმე სახეობის ჟურნალის შეძენა პატიმრებს შეუძლიათ დაწესებულების მაღაზიაში, ჟურნალები. პატიმრები ტელეფონით კვირაში ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ. პარასკევ დღეს პატიმრებს შეუძლიათ დარეკონ საზღვარგარეთს. შეუზღუდავად ეძლევათ პაემნის უფლებით სარგებლობის საშუალება. რადიომიმღების შეძენა შესაძლებელია დაწესებულების მაღაზიაში. აბანოთი სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებას ქალაქიდან წყალი მიეწოდება შეფერხებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts