planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nogaideli01-150x126.jpgკომპანია “აირზენას” მიერ რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს ეროვნული საბჭო საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ დღეს, “ხალხის პარტიის” ოფისში გამართულ ეროვნული საბჭოს პრესკონფერენციაზე, ეროვნული საბჭოს ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული საბჭოს და რუსეთის დედაქალაქში განხორცილებული კონკრეტულად მისი ვიზიტების შედეგია ის, რომ რუსეთის მიმართულებით სააღდგომოდ რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდება. “შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არDშედგეს. ამას ხელს მიხეილ სააკაშვილი უშლის. ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ავიაკომპანიებს, რომ მათ აქტიურად იფიქრონ რეგულარულ რეისებზე,” – განაცხადა ნოღაიდელმა. სიტყვით გამოსვლისას ის რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესის გაფართოებისა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია პროდუქცია ბაზარზე დაბრუნდეს. ნოღაიდელმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთში მისი ბოლო ვიზიტიც.მისი თქმით, გაჩნდა შესაძლებლობა კოჯორსა და ახალგორში დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. ნოღაიდელი ამბობს, რომ მისი ოპოზიციაში ყოფნის პირობებში მოხერხდა რამდენიმე ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებაში. ეროვნულმა საბჭომ დღევანდელ ბრიფინგზე მოსკოვში მომხდარი აფეთქება დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts