planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili-gia03-150x131.jpgოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა თბილისის მერს გიგი უგულავას უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, დღეს 10 კითხვა გაუგზავნა, რომელზეც პასუხების გაცემას 15 დღის ვადაში მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, მერმა დეპუტატის კითხვას პასუხები 15 დღის ვადაში უნდა გასცეს. ცაგარეიშვილი მოითხოვს პასუხებს კითხვებზე: 2004 წლიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თბილისის მერიისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაზე და მათი მიზნობრიობაზე, თბილისში ილია ჭავაჭავაძის გამზირზე ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაზე, თბილისში რიყეზე დამონტაჟებული ე.წ სათვალთვალო კოშკურების ღირებულებაზე და მისი დემონტაჟის მიზეზებზე, თამარ მეფის სახელობის ხიდთან პრომეთეს ძეგლის მონტაჟისა და შემდგომი დემონტაჟის ღირებულებაზე და ასევე, რამდენიმე თვეში ძეგლის გადატანის მიზეზებზე. დეპუტატის თქმით, იგი ასევე, მოითხოვს პასუხებს რიყის ე.წ რეკრიაციულ ზონად გადაქცევისა და შემდგომი განვითარების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობის დასახელებას და ტენდერის პირობებს, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობითვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას, გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯებს, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის საპროექტო ხარჯებს. ცაგარეიშვილის ასევე, მოვითხოვს პასუხებს თბილისის მერისა და ვიცე მერის, მერის მოადგილეებისა და გამგებლების მობილური კავშირგამბულობის ხარჯებს, სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციისათვის გაწეული ხარჯებს და თბილისის გარე განათებისათვის გამოყოფილი სახსრების ოდენობას 2007-2009 წლების ზამთრის პიკის სეზონისთვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts