planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili-shalva01-150x130.jpg“ლეიბორისტული პარტია” მოითხოვს, საქართველოს ტერიტორია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებულმა ძალებმა დატოვონ. განცხადება ამის შესახებ დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. “რუსეთისგან არაოკუპირებულ საქართველოს ტირიტორიის დარჩენილ ნაწილზე ამერიკის შეერტებული შტატების სამხედრო კონტიგენტი განლაგდება. სახეზეა სააკაშვილის რეჟიმთან რუსულ-ამერიკული გარიგება, ქვეყნის საბოლოო გაყოფა, დაგლეჯა განაწილებაზე. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, კონკრეტულად გამოხატონ პოზიცია რა სურთ მათ,- უცხო ჯარისკაცების ჩექმა იმპერიული კუთვნილების მიუხედავად, თუ თავისუფალი საქართველო”, -განაცხადა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ქმედებებმა ქვეყანა საერთაშორისო ტენდერებამდე მიიყვანა. “იყიდება და ჩუქდება ყველაფერი, ამიტომაც ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა დღეს დილით მოსკოვში მომდარი აფეთქების დროს გრდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts