planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 სახალხო დამცველის ოფისში 19-20 აპრილს სტუდენტებისათვის სემინარი ,,ინტეგრაცია და ტოლერანტობა” ჩატარდება. მონაწილეობისათვის შეირჩევა 20 სტუდენტი, მათ შორის 5 ქვემო ქართლიდან, 5 სამცხე- ჯავახეთიდან და 10 თბილისიდან. სემინარი ქართულ ენაზე გაიმართება და მისი ხანგრძლივობა 2 დღე იქნება. მასში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცემა. სემინარის ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის და ინტეგრაციის საკითხებზე. სემინარი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდება. სემინარის მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა, საქართელოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოები იქნებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts