planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Subeliani-Koba2-150x130.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო “ბახტრიონში” მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ ობიექტზე გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაზე ესაუბრა. ,,როცა ახალი დანიშნული ვიყავი, ამ კორპუსში მოუწესრიგებელი კანალიზაცია მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. კანალიზაცია იმ დონემდე ივსებოდა, რომ ელექტორსადენებს ეხებოდა და შესაძლებელი იყო, მსხვერპლი გამოეწვია. ეს ყველაფერი გაკეთდა, ქარიშხლისგან დაზიანებული შენობა გადაიხურა, ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხიც მოგვარდება და დევნილთა თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული ფართები მათი საკუთრება გახდება. ამ ყველაფრის შემდეგ, ეთხელ და სამუდამოდ სიტუაცია მოწესრიგდება” – აღნიშნა სუბელიანმა. სასტუმროში მცხოვრებმა დევნილებმა ჩატარებული სამუშაოებით მინისტრთან კმაყოფილება გამოთქვეს. “17 წელია აქ ვცხოვრობთ, ამ 17 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა თუ არ ჩავთვლით იმ ორ წელს რაც ბატონმა სუბელიანმა გააკეთა ჩვენთვის. ეს ორი კორპუსი მთლიანად წყალზე იდგა. გაკეთდა ახალი გაყვანილობა, გამოიცვალა კანალიზაციის სისტემა. რაც გაკეთდა ყველაფრისთვის მადლობელი ვართ,” – აღნიშნეს დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას. ყოფილ სასტუმროში ამჟამად, აფხაზეთიდან დევნილი 345 ოჯახი ცხოვრობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts