Jump to content
Planeta.Ge

აჯაფსანდალი ძველი რსს თემებიდან


Recommended Posts

ხუთშაბათი  – დილიდან უამრავი წერილი, უამრავი კითხვა, თუ როდის, ზუსტად რომელ საათზე დაიდება ტრივია, რომ მსურველებმა არ გამოტოვონ, მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ “ნიჭიერის” ნახევარფინალის მოსაწვევები.

 

 

და აი, ტრივიას დადების დროც დადგა.

 

 

პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით.

 

 

 

კითხვები:

 

1. დაასახელეთ ნახევარფინალში გადასული სამი სამეჯლისო მოცეკვავე წყვილი.

 

 

2. რა კარტი ეჭირა ნიკა მემანიშვილს ავთო გოგეშვილის ფოკუსისას ფოტოზე?

 

 

3. რა სიმღერა შეასრულა ნიჭიერის ფინალისტმა ლევან შავაძემ ნახევარფინალში?

 

 

4. დაასახელეთ ორი მამა-შვილი, რომლებიც გამოვიდნენ ნიჭიერის II ნახევარფინალურ კონცერტზე.

 

 

5. სად მუშაობს ნინო ჯავახიშვილი?

 

 

6. საიდან არის ნიჭიერის მონაწილე მარიამ გუჯაბიძე?

 

 

7. რა ნივთი დამალა ვანიკომ ყუთში, რომელიც უნდა ეპოვა დოქტორ ბუნას?

 

 

8. რამდენი ხანია რაც არსებობს ჯგუფი “შუშა”?

 

 

9. რამდენი წლისაა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, ხათუნა მეგრელიშვილი?

 

 

10. შეგიძლიათ გაიხსენით 3 ნომერი ნიჭიერში, სადაც ფაუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ?

 

 

* * *

 

 

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

III ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.

სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 373
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • planetanews

    374

http://i.ytimg.com/vi/HMo2Ph336UQ/2.jpgVideo: Mgzavrebi - Otsnebis qalaqi (1)

Added by user: Admini

Date: 01.04.2010 (8:32)

Description: მგზავრები - ოცნების ქალაქი<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

    ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

 

 

   “უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც “ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

 

 

   სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

 

 

 

 

 

http://s41.radikal.ru/i092/1004/ec/d334b64afdcc.jpg"volk-როლი ფოლკლორში"

 

 

   “ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

 

 

<ul style="text-align: justify">

[*]

“შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;

 

[*]

 ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;

 

[*]

“ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…

 

[*]

… და სხვა.

 

     ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

 

 

http://s55.radikal.ru/i147/1004/37/415e66a07626.jpg

 

 

     მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

 

 

   ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა (“იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე “ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

 

 

     მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

 

 

   (შენიშვნა: “დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

 

 

 

 

 

http://i060.radikal.ru/1004/87/aa100a54a515.jpg"წითელი და შავი"

 

 

     კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური “ქების პულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებას შეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ “მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

 

 

http://i078.radikal.ru/1004/51/c7bf58273d06.jpg"ჟრჟოლვის კატალიზატორი"

 

 

    “რასაცა გასცემ შენია”-სა და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით “დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის “საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

 

 

    რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს “უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

 

 

http://i069.radikal.ru/1004/05/276817565460.jpg"გრავიტაციის ძალა"

 

 

    ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის “ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – “მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

 

 

    თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე “მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/didi_paraskevi.jpgდღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/4S1Za37zWjg/2.jpgVideo: Lamara Chkonia - Madame Butterfly (Acto III)

Added by user: Class8Elite

Date: 02.04.2010 (11:24)

Description: ლამარა ჭყონია - Madame Butterfly (Acto III)

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/6Tb5AZ2IIxk/2.jpgVideo: Lamara Chkonia - Madame Butterfly

Added by user: Class8Elite

Date: 02.04.2010 (11:25)

Description: ლამარა ჭყონია - Opera Madame Butterfly - Aria Chio Chio San - (Puccini)

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/oesOK9trxF4/2.jpgVideo: Koka Nikoladze, Eka Mamaladze & Forest - Is aq aris (ReMix)

Added by user: Gelka

Date: 02.04.2010 (11:42)

Description: კოკა ნიკოლაძე, ეკა მამალაძე, ჯგუფი Forest."ის აქ არის..."./გია ყანჩელი, გალაკტიონ ტაბიძე/.(მუს-ექსპერიმენტი). ლენა ბარსიაგოვას ქორეოგრაფიული ჯგუფი

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/w-FiRiHN22Q/2.jpgVideo: Otar kapanadze's Ensemble - Oqros dielo

Added by user: Gelka

Date: 02.04.2010 (11:46)

Description: ფოლკლორული ანსამბლი ოთარ კაპანაძის ხელმძღვანელობით."ოქროს დიელო"./ქიზიყური ხალხური სიმღერა/ (აღდგენილია ანდრეა ბენაშვილის ნოტების კრებულის მიხედვით. 1886 წ.)

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/EC9iG9EOZr0/2.jpgVideo: Eliza Bojgua - Ar mikvarkhar

Added by user: Sando

Date: 02.04.2010 (12:46)

Description: ელიზა ბოჯგუა - არ მიყვარხარ<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/ivanishvili_n_01.jpgეს კითხვა ისეთივე ძველია, როგორც ყოფნა-არყოფნის არსი, მაგრამ განსაკუთრებული სიმძაფრით მაშინ წამოიჭრება ხოლმე, როცა საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უხდება. ამ დროს, წესისამებრ, ჩნდება ორი მხარე: ერთი - ინიციატორი, მეორე - ამ ინიციატივის გამზიარებელი ან უარმყოფი. პირველი თავდაუზოგავად ცდილობს დააჯეროს მეორე თავის ჭეშმარიტებაში, მეორე - სწავლობს შეთავაზებას, ფიქრობს, ორჭოფობს... პირველი ახლ-ახლ არგუმენტებს იშველიებს, ნემსის ყუნწში ძვრება და თავის სასარგებლოდ ყველა ხერხს იყენებს, აკრძალულსაც კი. სწორედ ასეთ დროს ჩნდება მარადიული პასუხგაუცემელი კითხვაც: მიზანს ყველა საშუალება ამართლებს?

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრივიას გამარჯვებულებო, გილოცავთ – თითოეული თქვენგანი მიიღებს 2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ ლაივ-კონცერტზე. დეტალებისთვის შეამოწმეთ მეილები.

 

 

1. ილია სამადაშვილი

2. ნინო რატიანი

3. ნიაკო ნინიძე

4. ნესტან მამუკაშვილი

5. დათო ზარნაძე

6. ლადო სახვაძე

7. ია ლუაშვილი

8. დათო ბაქრაძე

9. ნინო გელაშვილი

10. ავთო ჯანელიძე

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომპანია Gainward-მა, რომელიც არასოდეს მიყვარდა, თავის საიტზე წარმოადგინა GF100 ჩიპზე შექმნილი ორი ფერმი GTX470 და GTX480

 

 

დავიწყოთ 470-ით. იგი ვიზუალურად ასე გამოიყურება:

 

 

http://i049.radikal.ru/1004/b8/55bca3b62594.jpg

 

 

როგორც ვხედავთ მისი გაგრილება რეფერენს მოდელისაა (ვიზუალურად ასე ჩანს და შიგნით რა ხდება არ ვიცი უკვე  ) და წესით გვარიანად უნდა დასცხეს.

 

 

ტექნიკური მონაცემები კი ასეთია:

 

 

GPU : GeForce GTX470

GPU Clockspeed : 607 Mhz

Memory : 1280MB GDDR5 (384 bits)

Memory Clockspeed : 1674 Mhz

Bandwidth : 133.9 GB/s

Ramdac : 400 MHz

Bus : PCI-Express 2.0

Cooling : 2-Slot Fan

 

მეორე ფერმი ანუ GTX480 კი ასეთი გარეგნობისაა:

http://i014.radikal.ru/1004/ce/724866d8a271.jpg

 

 

ვიდზე დიდი ვერაფერია, ამას XFX ჯობია. გაგრილების მხრივ კი მაგრად დაენძრა, რადგან რაღაც სასწაულ გაგრილების სისტემას ზედ ვერ ვხედავ და სავარაუდოდ მასზე თავისუფლად შევძლებთ წყლის ადუღებას

 

 

ტექნიკური მონაცემები:

 

 

GPU : GeForce GTX480

GPU Clockspeed : 700 Mhz

Memory : 1536MB GDDR5 (384 bits)

Memory Clockspeed : 1848 Mhz

Bandwidth : 177.4 GB/s

Ramdac : 400 MHz

Cooling : 2-Slot Fan

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მ თემაში ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ კომპიუტერის დედადაფებს კომპანია Gigabyte-ს ქარხანაში.

http://images.geotorrents.com/images/bvxxeulzdbe1qizsiohn.jpg

ეს ქარხანა ტაივანში, ნან-პინში მდებარეობს, ჯერ კიდევ 1986 წელსაა აშენებული, თუმცა მაშინ ალბათ აქ კალოშებს ამზადებდნენ… ქარხანა 45000 კვადრატულ მეტრ სამუშაო ფართს შეიცავს. დღესდღეობით ამ ქარხანაში არის 18 ზედაპირული მონტაჟის ხაზი, 10 ხელით აწყობის ხაზი და 9 სატესტო ხაზი. ყველა ხაზის დატვირთვით ქარხანას თვეში 800000 დედადაფისა და 400000 ვიდეოდაფის გამოშვება შეუძლია (!).

 

პირველი საფეხური – სქემის დაფა

 

 

Gigabyte-ს ქარხანაში უკვე დამზადებული დაფა მოდის, რომელზეც დატანილია საჭირო კონტაქტები და ნახვრეტები ელექტროსქემების დასამაგრებლად. ამის მიუხედავად, სანამ დაფაზე რამეს დავამაგრებდეთ, საჭიროა მასზე სპეციალური პასტის წასმა, რასაც განსაკუთრებულ მოწყობილობაში – “DEK-პრინტერში” აკეთებენ. სურათზე ის მარცხნივაა:

http://images.geotorrents.com/images/8u4rlym4o4w5ueuhh3mm.jpg

სარჩილავი (“მისაპაიკებელი”) პასტის წასმა თუნუქის ფირფიტაზე:

http://images.geotorrents.com/images/hlhrrmtgymw4d0p3pdkr.jpg

თვით პასტა და მისი კონსისტენცია:

http://images.geotorrents.com/images/1qqrk4flckoruzvw7uc3.jpg

პასტა წასმული დაფები “ბუფერში” თავსდება:

http://images.geotorrents.com/images/v8g9h05zcvb0f0m0in.jpg

 

 

მეორე საფეხური – მონტაჟი

 

 

შემდეგ ეტაპზე დაფები გადაინაცვლებენ ზედაპირული მონტაჟის ხაზზე:

http://images.geotorrents.com/images/b9v3wyy8uz9pkqh89gpo.jpg

http://images.geotorrents.com/images/yui7halg7jok7en7gkm.jpg

FUJI CP742 ტიპის საამწყობო დანადგარი ავტომატურად ალაგებს და არჩილავს დედადაფაზე ყველა მიკროსქემას, კონდენსატორს და ა.შ. მათგან ზოგიერთები 1 მილიმეტრზე პატარაა, ასე რომ მანქანა ქირურგიული სიზუსტით მუშაობს!

დაზგის მართვის პანელი:

http://images.geotorrents.com/images/7jk3muo4i45vyz8cez6c.jpg

http://images.geotorrents.com/images/g50vs2zhz592vxlli18a.jpg

ჩვეულებრივი აპარატით გადაღებული პროცესი:

http://images.geotorrents.com/images/bcsxasf3vf5tcgjc404.jpg

შენელებით გადაღებული პროცესი:

http://images.geotorrents.com/images/ltaoxq112cexo6vbkqr.jpg

თითოეულ მანქანას აქვს 10-16 დამჭერი, რომლის მეშვეობითაც დედაფაზე მაგრდება ესა თუ ის კომპონენტი. ერთი დამჭერი თავის საქმის შესრულებას მხოლოდ 1/8 წამს ანდომებს! ორიოდე წუთში ყველა მცირე დეტალი დამაგრებული და დარჩილულია:

http://images.geotorrents.com/images/iz08i6cp46ukl5bfxpi.jpg

მაგრამ მსხვილი კომპონენტები ჯერ კიდევ დასამაგრებელია:

http://images.geotorrents.com/images/fwjdjvo026cbld4xbcq.jpg

მსხვილი კომპონენტები, ანუ MOSFET-ები (საველე ტრანზისტორები), აუდიო ჩიპები, სოკეტები და სლოტები, სპეციალური ოპტიკური დამხმარე მოწყობილობის მეშვეობით განსაკუთრებული სიზუსტით მონტაჟდება. ისინი ისეა დალაგებული, რომ ავტომატომა იოლად აიღოს:

http://images.geotorrents.com/images/m7ucf1fbmbaogv24h14.jpg

თითოეული ჩიპი სინათლეზე მოწმდება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დეფექტები, შემდეგ კი დაფაზე თავსდება:

http://images.geotorrents.com/images/pa4qxmh3vyjzabg0gcj.jpg

http://images.geotorrents.com/images/y5btesbf9n83sai11auw.jpg

http://images.geotorrents.com/images/v9b93tewxr0y0c8eibm6.jpg

თითო ასეთ მონტაჟს ერთი, მაქსიმუმ ორი წამი მიაქვს.

 

 

მესამე საფეხური – ღუმელი

 

 

ნახევრად აწყობილი დედადაფების პარტია ცხელ ღუმელში ინაცვლებს იმისთვის, რომ ყველა დეტალი კარგად დამაგრდეს:

http://images.geotorrents.com/images/olke6g4zolflqlwo8a9.jpg

http://images.geotorrents.com/images/5qwiwjbc5aorlhsfakdy.jpg

http://images.geotorrents.com/images/iv7qf0c5c6szvfftvb3x.jpg

 

 

მეოთხე საფეხური – ოპტიკური ტესტირება

 

 

ოპტიკურ ტესტირებას სპეციალური დანადგარი ახორციელებს. თითოეული დედადაფა რიგ-რიგობით მაგრდება სტენდზე და ისინჯება დენის გამტარობა მნიშვნელოვან წრედებში:

http://images.geotorrents.com/images/ynq32tk7rv7ou2jdyk2f.jpg

ადამიანის დახმარების გარეშე ამ ეტაპზე არაფერი გამოვა

http://images.geotorrents.com/images/83uhqyfbt7xl08qhk8e.jpg

http://images.geotorrents.com/images/u3nwvkuz10gt5jajeor.jpg

http://images.geotorrents.com/images/rtf8xl5qd7hevkszxhqw.jpg

რათქმაუნდა დედადაფის თითოეული მოდელისთვის განსხვავებული სტენდია საჭირო.

http://images.geotorrents.com/images/sqe1m89pql3wp15q9j9y.jpg

 

 

მეხუთე საფეხური – საამწყობო ხაზის საწყობი

 

 

ამ საწყობში ინახება ყველა ის დეტალი, რაც დედადაფაზე უნდა დამაგრდეს. აი, როგორ ფიქრობთ, რა არის ეს:

http://images.geotorrents.com/images/68kbxpd6o2fp36vmwj8i.jpg

http://images.geotorrents.com/images/ugpij033rnjep81x2hw.jpg

ტუალეტის ქაღალდი? არა. სპეციალურ ლენტაზე დახვეული ჩიპები! უშუალოდ აწყობამდე ჩიპების დაპროგრამება მიმდინარეობს:

http://images.geotorrents.com/images/5hxr8bgqlyfl7eiw9717.jpg

ცხადია ამ ჩიპებს მსგავსი შენახვითა და მოპყრობით არაფერი დაუშავდებათ, მაგრამ ძვირადღირებული ჩიპები, მაგალითად GPU-ები ასეთ კამერებში ინახება:

http://images.geotorrents.com/images/rogidt8ock97waqcu6.jpg

http://images.geotorrents.com/images/v1m5ywvfd1uhlbyit1x.jpg

http://images.geotorrents.com/images/9akwhk014iynhvfk09.jpg

ეს გახლავთ ნესტისგან დამცავი კამერა, რომელშიც მოთავსებულია Mobility Radeon-ის ვიდეოჩიპები.

 

 

მეექვსე საფეხური – ხელით აწყობა

 

 

მართალია შეიძლება იფიქროთ, რომ ქარხანაში ყველაფერს ავტომატები ასრულებენ, მაგრამ ასე სულაც არ არის. ადამიანები საწარმოო ძალის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ის, რაც აქამდე იხილეთ, იყო პროდუქციის 35%-მდე გამზადება. დანარჩენს კი ადამიანები ახორციელებენ. აი სწორედ აქ არის ტაივანში და ჩინეთში ქარხნების განლაგების მთავარი მიზეზი – იქ ადამიანი უფრო იაფი მუშახელია, ვიდრე ევროპაში, ან ამერიკაში.

http://images.geotorrents.com/images/rap68xi1i0i7fuo30gr.jpg

http://images.geotorrents.com/images/ugc43qyxrjoz2moj8wg7.jpg

http://images.geotorrents.com/images/jrf1zckm83edhbjk6omn.jpg

http://images.geotorrents.com/images/9bc7nqq1dlt3m9ujvndu.jpg

აქ, სწორედ ადამიანის ხელით მაგრდება ყველა სოკეტი, ყველა სლოტი, კვების მიმწოდებელი შტეკერი, SATA შტეკერი და ა.შ. აი, მაგალითად, მეხსიერების სლოტები:

http://images.geotorrents.com/images/7xtv7v4zunc11we2cikk.jpghttp://images.geotorrents.com/images/syzqxnq1oznu5astls.jpg

ეს კი აუდიო კონექტორები:

http://images.geotorrents.com/images/mi5ytn0c4xws9g9ps53.jpg

http://images.geotorrents.com/images/aqzd1wqp7ojauntpvifv.jpg

 

 

მეშვიდე საფეხური – მეორადი გამოცხობა და გადარეცხვა

 

 

მეორადი გამოცხობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხელით აწყობისას დამაგრებული დეტალები დაირჩილოს.

http://images.geotorrents.com/images/d7158d9pkuujosdod0mb.jpg

http://images.geotorrents.com/images/q2cfwpb00e6qlnm8vchy.jpg

http://images.geotorrents.com/images/1dxedoar0c5bggfbzd0l.jpg

შემდეგ კი დედადაფა ცხელი კალით გადაირეცხება:

http://images.geotorrents.com/images/jepkw9o706v4ves2otm.jpg

http://images.geotorrents.com/images/8vg00th44gdnfi9c5x8g.jpg

http://images.geotorrents.com/images/rb6v0ehfdei46spkbrqu.jpg

http://images.geotorrents.com/images/6vh3f8g6mi9ybmzcn4pd.jpg

 

 

მერვე საფეხური – მეორე ტესტირება

 

 

ამ დროს უკვე მზა დედადაფა და მისი ყველა ფუნქცია ისინჯება. საბედნიეროდ, ნახევრადავტომატურ რეჟიმში:

http://images.geotorrents.com/images/6hvtnczw6z0sr7z89d6.jpg

http://images.geotorrents.com/images/kkog4ih8d431hzprkpg.jpg

http://images.geotorrents.com/images/773e2rytsottxco1q1bf.jpg

http://images.geotorrents.com/images/dirhzt9gmdnqn3fhtrx.jpg

http://images.geotorrents.com/images/5d7ohl5ho7iqc28hfk18.jpg

აი ამ ძიას კი არ გაუმართლა – ის ყველაფერს ხელით ამოწმებს:

http://images.geotorrents.com/images/og8ddqa0ywv67wruqj2.jpg

გეცნობათ? Open Stand http://www.pic4ever.com/images/chojinfc.gif

http://images.geotorrents.com/images/f9k24z1814dm2dlbac4.jpg

http://images.geotorrents.com/images/mjits0fywu3jj5jr6mme.jpg

 

 

მეცხრე საფეხური – სტრეს-ტესტი

 

 

სტრეს-ტესტის დროს დედადაფები “ცხელ კამერებში” იდგმება. კამერის შიგნით ტემპერატურა 40 გრადუსს უდრის. ამ პირობებში თითოეულ დედადაფაზე რამდენჯერმე ატარებენ 3DMark-ს (მგონი 2001-ია http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/givi.gif ):

http://images.geotorrents.com/images/h2131heooh4m41cgovgn.jpg

http://images.geotorrents.com/images/a228z9vmdjvkctxjcul.jpg

http://images.geotorrents.com/images/5umt328favy96iw0stfx.jpg

http://images.geotorrents.com/images/jypcrald9p1uoy89jzm.jpg

 

 

მეათე საფეხური – შეფუთვა

 

 

დამწვარ-დადაგული, ყველანაირად ნახმარი და გაუპატიურებული დედადაფები ბოლოს ყუთებში იდება:

http://images.geotorrents.com/images/e6fnzht1dq0r2mdkldj.jpg

http://images.geotorrents.com/images/nc9tfmjzhw5k2tqv3pvk.jpg

http://images.geotorrents.com/images/adcxylte130vemo3f09y.jpg

http://images.geotorrents.com/images/0i7xs8yuv72vx748glbm.jpg

http://images.geotorrents.com/images/94cbw1jkgywknvp9u700.jpg

http://images.geotorrents.com/images/mzmjy4bfty882mbyn6ld.jpg

 

 

დროებითი თავშესაფარი – საწყობი

 

 

მართალია დედადაფის დამზადების პროცესში საწყობს არავითარი “ღვაწლი” არ მიუძღვის, მაგრამ სტატიაში მაინც მოხვდა. გიგაბაიტს უზარმაზარი საწყობი აქვს, რომელშიაც უვკე დამზადებულ პროდუქციას ინახავს. საწყობს რვა სართული უჭირავს. რვა კომპიუტერიზებული, ავტომატურად მომუშავე სართული. ფაქტობრივად ცალკე ეკოსისტემა. მართალია სრულად ვერ დააფიქსირეს, მაგრამ ამ ფოტოებით გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეიქმნით. მექანიკური მონორელსი:

http://images.geotorrents.com/images/afsnralf4ox4qas6ku0.jpg

ლიფტი, რომელიც რვა სართულს ემსახურება:

http://images.geotorrents.com/images/wyz8co4nbt6rvbkwdex.jpg

ცინცხალი კომპონენტები, რომლებიც საწყობში უნდა მოთავსდეს:

http://images.geotorrents.com/images/7gs8lk6r0t7v9m08h8c.jpg

 

 

————————————————————————————————————

 

 

აი, პრინციპში სულ ეს იყო http://www.pic4ever.com/images/127fs4555773.gif

 

 

Overclockers.ge-სთვის, მიხეილ რ. A.k.a. Mr. Bubbles

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...