planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 “ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 43 135 ხმა, რომლებიც პროცენტლად შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ლევან შავაძე – 35,5%2. მარიამ კახელიშვილი – 29,6%3. ედიშერი და მარიამი – 10,1%4. ბაჩო და მიხეილი – 5,4%5. მერაბ კირაკოზაშვილი – 4,5%6. იავნანა – 4,5%7. პლატინა – 4%8. ჯიმი ჯექსონი – 2,8%9. ნინო ქუთათელაძე – 2%10. ჯამბული და ხვიჩა – 1,8% თქვენთვის მოსალოდნელი იყო ხმების ამგვარი განაწილება? თქვენ თუ გაუგზავნეთ ვინმეს სმს-ი? : ) nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 თინი, ბლოგერი tiny.ge-დან გუშინ იმდენად ემოციური და შოკისმომგვრელი, მოულოდნელობებით სავსე გადაცემა იყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება ის შთაბეჭდილებები! ყველანაირად არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულებულმა ლაივმა მართლა გაოცებული დატოვა მაყურებელი… თუმცა სანამ შედეგებამდე მივალთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მივყვეთ ქრონოლოგიურად…
“დაინგრა სცენა”- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ნინოს გამოსვლა, იქამდე არ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა რამენაირი ეფექტის მოხდენა სცენაზე მარტო მდგომი ამ ჟანრის მოცეკვავის მიერ. რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, მართლა ძალიან ძნელია მარტომ იცეკვო ამ ტიპის პროექტში, სადაც ყველა სანახაობას, შოუს ელის. შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი დოზით იყო მის ნომერში სცენის დანგრევას რაც შეეხება, ლაივის შემდეგ ნინოს გავესაუბრე და თქვა, სულ კორნელი მაისაშვილის ბრალია, ის მძიმე საგნები რომ გადაიმტვრია სცენაზეო! http://nichieri.ge/files/2010/03/nini.png
“ჩვენ ვართ ძმები ტყუპები, კარატისტები… “
ძმები “ტყუპები-კარატისტები”-ს გამოსვლა არ მომეწონა! კი ბატონო, მშვენივრად ფლობენ კარატეს ილეთებს და ჰაერშიც ბზრიალებდნენ, მაგრამ როგორც მაიამ თქვა- “სულ ეს არის?” ძალიან მოკლემეტრაჟიანი ნომერი იყო, ძალიან მშრალი და ყველანაირი სანახაობრიობისგან დაცლილი. არადა მახსოვს, პრომოში ამბობდნენ ქაძანაიები, კარატეს შოუს ელემენტები დავამატეთო… http://nichieri.ge/files/2010/03/qadzanaiebi.jpg
“მე თქვენ მიყვარხართ”- მაია ასათიანი
ლევან შავაძის სიმღერა ემოციების მხრივ ალბათ ისეთივე იყო, როგორიც მისი პირველი გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე. სწორად შერჩეული რეპერტუარი აქვს, ხმის ტემბრს და მოსახლეობის ნაწილის გემოვნებას რომ ერგება და ალბათ ამიტომაც არის ერთ-ერთი ფინალისტი. თუმცა, მოდი ჩემ აზრს ვიტყვი- ვფიქრობ, რომ საფინალოდ მაინცდამაინც არ გამოდგება ლევან შავაძე. ვაღიარებ, ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი დიდ პროცენტებიანი მხარდაჭერა ჰქონდა მაყურებლისგან. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD11712.jpg
თიკა და ვანიკო: “როგორ ფიქრობ, რატომ დააჭირეს იქსებს ხელი?” ჯიმი ჯექსონი: “არ ვიცი, არც გამიგია” მოდი, მცირე შესავლით დავიწყებ- ჯიმი ის მონაწილეა, რომლის ნახევარფინალში გადაყვანის წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე და იმდენად არ მინდოდა გადასულიყო, ლამის მაშინაც მაგას ვამბობდი, როცა სულ არ იყო შუაში! მაგრამ-ო ნათქვამია… და “მაგრამ”-ი ამ შემთხვევაში ისაა, რომ რეპეტიციაზე პირველად რომ ვნახე მისი სანახევარფინალო ცეკვა, ცოტა ხანს ვერც ვიჯერებდი, რომ ეს ჯიმი იყო აშკარად გაუმჯობესებული იყო ყველანაირად… ეფექტური დაწყება, კოსტუმი-მაკიაჟი, გაუმჯობესებული მოძრაობები და უცებ ორი წითელი ღილაკი! ხმა დარბაზში კარგად არ გაისმა ღილაკების. უცებ თვალში მომხვდა რაღაცა წითელი ფერი, ავიხედე და კინაღამ გავგიჟდი- არ ვაჭარბებ, თვალები ისე ამენთო, კორიდაზე რომ ხარებს აენთებათ ხოლმე წითელი ფერის დანახვისას კარგი, ორი წითელი ღილაკი ჯანდაბას… შეფასებების დრო რომ მოვიდა ჟიურის სიტყვება გაბრაზების უნარიც წამართვა გაოცებისგან. გეგამ- კი უკეთესი იყო, მაგრამ მომწყინდაო. იქ მაიამ ”ჯვარი სწერია აქაურობას, მართლა ძალიან გავხარ”, მაგრამ მეც მომწყინდაო. ნიკამაც არ დააკლო, სიმღერის ბოლომდე მოსმენა მინდოდა უბრალოდ და იმიტომ აღარ დავაჭირე ღილაკსო. იმდენად განვიცადე ასეთი შეფასებები, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა:|სულ რომ ვერ გამოძრავებულიყო სცენაზე, ასე როგორ უნდა გაემეტებინათ, თვით მე, ჯიმის პირველ კრიტიკოსს არ მესმის! თან ისეთი მონაწილეებისთვის არ იშურებენ ხოლმე ტკბილ-ტკბილ სიტყვებს, თვალები რომ შუბლზე აგივა და ამან რა დააშავა ვერ მივხვდი.რამდენი ვილაპარაკე, აშკარად ჯერ კიდევ გაოცებ-გაბრაზებას ვარ მიცემული http://nichieri.ge/files/2010/03/jimi.png
ფურორი, ფურორი, ფურორი..
მათი პრომოს ყურება ისე მომწყინდა თავისი კურიოზების მოყოლებიანად, რომ დიდი ხალისით აღარც ნომრისთვის მიყურებია. კი, იყო რაღაც საინტერესო მათ გამოსვლაში, რაღაც აქვთ სახასიათო, მაგრამ არც ისეთი აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ მათი საპირველტურო და სანახევარფინალო ნომრებით, როგორც ჟიური და განსაკუთრებით ნიკა მემანიშვილი… http://nichieri.ge/files/2010/03/iavnana2.jpg _მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა მყავს! _მადლობა, შვილო აი, მართლა ძალიან კარგი ნომერი! ამ მამა-შვილზე ისე ვარ შეყვარებული, როგორც მაია ასათიანი ლევან შავაძეზე ძალიან ხალისიანი, თან რაღაცნაირად სენტიმენტალური, თან ასეთი მაგარი ვოკალური მონაცემები… მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ღამბაშიძეებით! ძალიან ვგულშემატკივრობდი. http://nichieri.ge/files/2010/03/gambashidzeebi.jpg
“ბაჩო მიყვარხაააარ” – ხმები დარბაზიდან
მეორე მამა-შვილი ნიჭიერის სცენაზე. ამანათაშვილებიც ძალიან მიყვარს! თან ბაჩო ისეთი ემოციურია, ისეთი გრძნობებით უკრავს ხოლმე, რომ გინდება აჰყვე რიტმებს და მთლიანად გრძნობ იმ ხმებს. რეპეტიციებზეც ასე ემოციურად უკრავდა, არ გეგონოთ სპეციალურად პირდაპირ ეთერში “იემოციურა” როგორც ნიკა მემანიშვილმა თქვა, მისი სახით მართლა კარგი მუსიკოსი აღმოაჩინა ნიჭიერმა! http://nichieri.ge/files/2010/03/amanatashvilebi.jpg
“მართლა დაანთეს ცეცხლი”
დიახ დიახ, მართლა დაანთეს და მერე ვანიკომ ჩააქრო ეფექტური ნომერი იყო. კოსტუმებიც საინტერესო, შინაარსიც. ცეცხლმა და ბოლოს “დაბზრიალებულმა” ფოიერვერკებმა მართლა მომხიბლა! ალბათ გუშინდელი ნახევარფინალის ერთ-ერთ ფავორიტებად შეგვიძლია დავასახელოთ ჯგუფი “პლატინა”… http://nichieri.ge/files/2010/03/pplatina.jpg
“ღვინო, დუდუკი, ქალები და ყველაზე ძლიერი კბილები”
ეს ნომერი ალბათ ძალიან დიდხანს არ დაავიწყდება ნიჭიერის მაყურებელს! ძალიან მაგარი სანახაობა იყო, აი სიტყვები არ მყოფნის. მართალია არც ისე სასიამოვნო იყო მწვადის სურნელის სუნთქვა, ყურება და არ ჭამა, მაგრამ არ ვაჭარბებ მე და არც გეგა- ასეთი რამ არსად არ მომხდარა! http://nichieri.ge/files/2010/03/kirakozashvili.png
“მეტყველების უნარი გვაქვს წართმეული”
მარიამის გამოსვლამ მართლა ყველა დაამუნჯა. ისეთი შესრულების მანერა აქვს, თავისი ბუნებრივი ემოციებით, რომ რაღაც უნარი აქვს, ყველაში “დაბურძგვლის” მსგავსი ემოციები გამოიწვიოს ძალიან კარგად არჩევს რეპერტუარს, ხმის დიაპაზონიც ხელს უწყობს. მართალია ცოტა მწყინს ხოლმე სხვა მონაწილეების მაგივრად, როცა ამბობენ მხოლოდ მარიამის აღმოჩენის გამო ღირდა ნიჭიერიო (მე არ ვთვლი, რომ ასეა და იმიტომ), მაგრამ გუშინ მართლა ძალიან კარგად იმღერა! http://nichieri.ge/files/2010/03/mariami.jpg კონკურსანტების ნომრების შემდეგ დადგა ის საძულველი ნომერი, როცა ყველას გული გვიჩქარდება ხოლმე! შეწყდა წამზომის ხმა… აი, უნდა თქვან პირველი ფინალისტის ვინაობა და სახელი და გვარი რომ მოვისმინე, კარგა ხანს ყურებს არ ვუჯერებდი o_O ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ შედეგების გარდა… ყველა დარწმუნებული იყო, რომ მარიამ კახელიშვილი გავიდოდა მაყურებლის ხმებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ზუსტად ამ პროგნოზმა განაპირობა ასეთი შედეგი. ყველა მარიამის გულშემატკივარსაც ჩვენნაირად ეგონებოდა და არ დაუმესიჯებდნენ საჭირო დოზებით ამის იმედად… შესაბამისად, სხვა დროს ამ ფაქტორს ყოველთვის გავითვალისწინებ პროგნოზების გაკეთებისას და გულშემატკივრებმაც უნდა გაითვალისწინონ გულშემატკივრობისას! ნელ-ნელა უფრო ემატება აზარტი შოუს, წინ იმდენი კარგი ლაივი გველის, წინასწარ გული მიფანცქალებს მოუთმენლობისან მომავალ სამშაბათამდე და ბონუსად გიტოვებთ ექსკლუზიურ კადრს- სკამი, რომელზეც მერაბ კირაკოზაშვილის “ღვინო, დუდუკი, ქალები”-დან ერთ-ერთი იყო განთავსებული დიახ, ისტორიული სკამი ისტორიული კბილების ანაბეჭდებით! http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1136.jpg nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსკ-ის 19-109-ე მუხლით ძებნილი, View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i.ytimg.com/vi/UIsoM1Afrk4/2.jpgVideo: Valery Meladze - Obernites (Official)Added by user: SandoDate: 31.03.2010 (3:07)Description: Валерий Меладзе & Григорий Лепс - Обернитесь
სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i.ytimg.com/vi/GmisNNys6Sw/2.jpgVideo: Ramaz Chikviladze - Ghvinov KakhuroAdded by user: SandoDate: 31.03.2010 (4:53)Description: რამაზ ჩიკვილაძე - ღვინოვ კახურო (ცანგალა)
სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 Landish, ბლოგერი landish.ge-დან! სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც … პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა. http://nichieri.ge/files/2010/03/nino.jpg ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ. ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი, “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით . ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : ) http://nichieri.ge/files/2010/03/jimi45.jpgჯიმი - 45 გრადუსი პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში. აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა. http://nichieri.ge/files/2010/03/save.jpg ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია. არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი. http://nichieri.ge/files/2010/03/kira1.jpg კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია. სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე. ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ … მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა… მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას. როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ. ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : ) და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : ) nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i.ytimg.com/vi/klrV4YnZS80/2.jpgVideo: Metekhi - Dzveli TbilisiAdded by user: GelkaDate: 31.03.2010 (7:19)Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili. Italy სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i.ytimg.com/vi/ifo0tzWBboM/2.jpgVideo: Metekhi - Davluri (2)Added by user: GelkaDate: 31.03.2010 (7:20)Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili. Italy სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i2.ytimg.com/vi/quCaOypeGVU/default.jpgVideo: Metekhi - FarikaobaAdded by user: GelkaDate: 31.03.2010 (7:22)Description: სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted March 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://i.ytimg.com/vi/hv5rGkbuQ7Q/2.jpgVideo: Metekhi - Farikaoba (2)Added by user: GelkaDate: 31.03.2010 (7:23)Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili: სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts