Jump to content
Planeta.Ge

აჯაფსანდალი ძველი რსს თემებიდან


Recommended Posts

თქვენს კითხვებს პირველი next level უპასუხებს. ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც ფინალში გადასვლა მოახერხა და ჟანრში კონკურენტები უკან მოიტოვა. კარგი შოუ, სინქრონი, რთული მოძრაობები და შინაარსობრივი ცეკვა – ჯგუფმა ღირსეულად მიიღო საგზური ფინალისკენ და ფინალშიც შთამბეჭდავ ნომერს გვპირდება. Next Level-ის ბიოს ხილვა შეგიძლიათ

 

 

- ვინ არიან ჯგუფის წევრები?

 

 

- ფინალში Next Level-ის 5 წევრი იცეკვებს: გიორგი ახალაძე, ირაკლი ლომიძე, ამიკო სამადაშვილი, ზურა მამისაშვილი და გაია კეროკიანი.

 

 

- თქვენი ჯგუფი და New style ადრე მართლა ერთი ჯგუფი იყო?

 

 

- კი, თავიდან New style-ში ვიყავით ამიკო, ირაკლი, ზურა და ნიუ სთაილის გიორგი (დიჯი). შემდეგ რაღაც უთანხმოების გამო გავიყავით, დიჯიმ new style განაგრძო, ჩვენ კი ახალ ლეველზე გადავედით და new style შევქმენით.

 

 

- ამიკოს: შენთან მეგობრობა შეიძლება?

 

 

ამიკო: – კი, შეიძლება :yes:

 

 

- “ნიჭიერის” შემდეგ ვინმე თუ დაინტერესდა თქვენით, რაიმე შემოთავაზება გქონდათ?

 

 

- კი, ერთი ცნობილი ღამის კლუბი დაგვიკავშირდა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა.

 

 

- სად ცხოვრობთ?

 

 

- ნაწილი – რუსთავში, ნაწილი – ვარკეთილში.

 

 

- ფინალის ნომერი თქვენ თვითონ მოამზადეთ?

 

 

- კი, ისევე, როგორც კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები, იდეაც და ქორეოგრაფიაც ჩვენია.

 

 

- გიორგი ახალაძეს შეყვარებული ჰყავს?

 

 

გიორგი: - არა, არ მყავს, ასე რომ მებრდღვენით!

 

 

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

 

 

- უდიდეს მადლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები არ გავაცრუოთ და დაუვიწყარი შოუ შემოგთავაზოთ!

 

 

Next Level კასტინგზე:

 

 

 

 

 

ნახევარფინალის ვიდეო:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 373
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • planetanews

    374

ლევან შავაძემ არა მხოლოდ თავისი სიმღერებით, არამედ გარეგნობითაც კი ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ყველასთვის საყვარელი გოგი დოლიძე. ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება და არ გასულა დიდ სცენაზე, საქართველოს გული დაიპყრო და ხალხის რჩეული გახდა ნახევარფინალურ კონცერტზე. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ

 

- რაიმე ანსამბლში თუ გიმღერიათ?

 

 

- კი, მიმღერია. ჩემი პირველი გამოსვლა ანსამბლთან ერთად იყო, 1986-87 წელს. ჩვენი სოფლის ანსამბლთან ერთად ვიმღერე, ეს პირველი შეხება იყო სცენასთან.

 

 

- მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?

 

 

- არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს.

 

 

- ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით? რა რეაქცია გქონდათ?

 

 

- კი, ველოდი. აღუწერელი, ენით უთქმელი იყო ის ემოცია, რაც დამეუფლა. ხალხის რჩეულობასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის, უნდა გაამართლო მათი იმედები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო გულშემატკივრებისათვის.

 

 

- ჩვენ მოგვწერა ერთმა პატარამ, 9 წლის ლიკამ და გვითხრა, რომ თქვენი დიდი გულშემატკივარია, შევპირდით, რომ აუცილებლად გადმოგცემდით ამას.

 

 

- ძალიან დიდი მადლობა. მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, რომ თურმე ცხოვრებაში გვიანი არაფერი არ არის. თუ რაიმე ნიჭითაა დაჯილდოებული ან ოცნება აქვს, აუცილებლად მისდიოს ბოლომდე.

 

 

- მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა მიგიღიათ?

 

 

- დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო. ახლა მე ბედმა გამიღიმა, ასაკში მომეცა ოცნების განხორციელების შანსი.

 

 

- რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

 

 

- ყოველთვის, როცა ვიმღერებ, მე მათთვის ვიმღერებ და არა საკუთარი თავისთვის.

 

 

ლევან შავაძე კასტინგზე:

 

 

 

 

 

ლევან შავაძის გამოსვლა ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

16 წლის გუგა ჭყონია გარდა იმისა, რომ ფეხბურთელია და აპირებს ამ სპორტს გაჰყვეს, განსაკუთრებული ნიჭითაცაა დაჯილდოებული – მას კარგად ეხერხება მუსიკალური ინსტრუმენტების, ხშირად კი – რამდენიმეს ერთად მიბაძვა. გუგა ჭყონიას გამოჩენამდე საქართველოში უამრავმა ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს ბიტბოქსი, ახლა კი ამ ჟანრს უკვე თავისი თაყვანისმცემლებიც ჰყავს, რაც მთლიანად გუგას დამსახურებაა. მისი ბიოს ხილვა
. კითხვებზე პასუხს რაც შეეხება – საკმაოდ სიტყვაძუნწი რესპოდენტია, ალბათ უნდა გვეთხოვა, რომ ჩვეულებრივად კი არა, ბიტბოქსით გაეცა პასუხები.

 

- რამდენი წელია, რაც ბიტბოქსს აკეთებ?

 

 

- ერთ წელზე ცოტა მეტია. (ფიქრობს) ერთი წელი და 2 თვეა!

 

 

- თუ ვერ გაიმარჯვე, გააგრძელებ ბიტბოქსს?

 

 

- კი, რა თქმა უნდა!

 

 

- როგორი გოგოები მოგწონს?

 

 

- გარეგნობას დიდ ყურადღებას ვანიჭებ. განათლებული უნდა იყოს და თავშეკავებული.

 

 

- შეყვარებული გყავს?

 

 

- არა, არ მყავს!

 

 

- ფინალზე რამდენ სიმღერას შეასრულებ ერთ ნომერში?

 

 

- (დიდხანს ითვლის) დაახლოებით ათს.

 

 

- Beardyman მოგწონს?

 

 

- ჰმ, მომწონს? მომწონს? მომწონს კი არა, ფანი ვარ!

 

 

- როგორ ისწავლე ბიტბოქსი?

 

 

- ერთ ვიდეოს ვუყურე და მეც მომინდა ცდა, შემდეგ ბევრს ვვარჯიშობდი და ვისწავლე.

 

 

- ადვილია ბიტბოქსის სწავლა?

 

 

- ვისთვის როგორ, ზოგს ძალიან უძნელდება, ჩემთვის იმდენად რთული არაა.

 

 

- რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობ?

 

 

- 5 წელია.

 

 

- ფეხბურთში რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

 

 

- არსენალს!

 

 

- რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს?

 

 

- ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომ გვერდში მიდგანან და მხარს მიჭერენ!

 

 

გუგა ჭყონია კასტინგზე:

 

 

 

 

 

გუგა ჭყონია ნახევარფინალზე:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭიერის ფინალისტებზე ბევრს საუბრობენ, ზოგის ნიჭიერებას ეჭვქვეშ აყენებენ, თვლიან, რომ არ იმსახურებდა ფინალს. მაგრამ ყველა, ნიჭიერის ყველაზე გულფიცხი კრიტიკოსებიც კი ერთ რამეზე თანხმდებიან – ავთო ნაცარაშვილი უდაოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. “ნიჭიერის” სცენაზე მან პროფესიონალიზმის სულ სხვა დონე აჩვენა, ბევრად მაღალი, რასაც ის ადამიანებიც კი ადვილად მიხვდნენ, რომლებსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ავთო ნაცარაშვილის ნიჭის, ნებისყოფისა და პროფესიონალიზმისადმი შეუძლებელია არ გაგიჩნდეს უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გრძნობა. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა
.

 

- მოსწავლეები თუ გყავთ და თუ ასწავლით გიტარაზე დაკვრას?

 

 

- ადრე მყავდა მოსწავლეები. ახლა ჯერჯერობით ჩემს თავს ვამეცადინებ. კარგ ფორმაში რომ ჩავდგები, შემდეგ მოსწავლეებსაც ავიყვან.

 

 

- Deep purple გიყვართ?

 

 

- კი, ძალიან, ჩემს ბავშვობაში ეტალონები იყვნენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ფაქტიურად, ჩემი მასწავლებლები არიან.

 

 

- დღეში რამდენ საათს მეცადინეობთ?

 

 

- როცა კარგად ვმეცადინეობ – სულ ცოტა 8 საათი მჭირდება. ხანდახან 11 ან 12 საათიც მივარჯიშია.

 

 

- რომელი კუთხიდან ხართ?

 

 

- კახელი ვარ.

 

 

- სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

 

 

- ჯერჯერობით არსად, თუმცა ამჟამად დისკზე ვმუშაობ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ინტერნეტში და ხალხს შეეძლება გადმოწეროს და მოუსმინოს ჩემს შემოქმედებას.

 

 

- რამდენი კომპოზიცია გაქვთ სულ დაწერილი?

 

 

- დაწერილი უამრავი მაქვს, თუმცა ამჟამად 12 მათგანზე ვმუშაობ.

 

 

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

 

 

- დიდ მადლობას მოვახსენებ. მინდა, რომ იმედიანად იყვნენ – სამომავლო გეგმები მაქვს, აუცილებლად შევთავაზებ მათ კარგ კომპოზიციებს და სიმღერებსაც!

 

 

ავთო ნაცარაშვილი კასტინგზე:

 

 

 

 

 

ავთო ნაცარაშვილი ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანა ხანჩალიანი – გოგონა, რომლის ხმამაც უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, ნიჭიერის ნახევარფინალზე ხალხის რჩეული გახდა და ფინალის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. გარდა იმისა, რომ ძალიან საყვარელი, ლამაზი და ნიჭიერი ბავშვია, ურთიერთობაშიც საოცრად თბილი და უშუალოა, ზრდილობიანი და მორიდებული. მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია
წაიკითხოთ.

 

- ვოკალის მასწავლებელი მართლა არ გყავს?

 

 

- არა, არ მყავს, არ მოვმზადებულვარ სიმღერაში არასდროს.

 

 

- ვიოლინოს სწავლა რატომ გადაწყვიტე?

 

 

- ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, მცოდნოდა ვიოლინოზე დაკვრა. 6 წელი ვსწავლობდი ფორტეპიანოს, შემდეგ შემომთავაზეს მეორე ინსტრუმენტის დამატება და ვიოლინო ავირჩიე.

 

 

- მარიამ კახელიშვილს ძლიერ კონკურენტად თვლი?

 

 

- კი, ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია. არამხოლოდ ის, ფინალში ბევრი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი შეიკრიბა.

 

 

- რაიმე მუსიკალურ კონკურსზე თუ გიმღერია?

 

 

- არა, არასდროს მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა.

 

 

- რატომ?

 

 

- ძირითადად იმის გამო, რომ მაგის შესაძლებლობა არ გვქონდა ხოლმე.

 

 

- რამდენიმე კითხვა იყო, ანას შეყვარებული თუ ჰყავსო…

 

 

(გაოცებული თვალებით მიყურებს) – კი, მაგრამ ეგ რაში აინტერესებთ?

 

 

- რა ვიცი, აინტერესებთ : )

 

 

(ძალიან დარცხვენილი) - არა, არ მყავს.

 

 

- სულ უცხოურ სიმღერებს მღერი, ქართული სიმღერები თუ გაქვს რეპერტუარში?

 

 

- ბავშვობიდან ქართულ სიმღერებს ვმღერი, ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა ცაბაძის “ალიონზე გამიღიმა თბილისმა”. უბრალოდ ახლა უცხოენოვანი სიმღერები ვარჩიე.

 

 

- შენი საყვარელი მომღერლები ვინ არიან?

 

 

(აქ იბნევა, ბევრნი არიან და როგორ ჩამოვთვალოო, და მთხოვს, რომ ცოტა დრო მივცე მოსაფიქრებლად)

 

 

- ბიორკი, ბარბრა სტრეიზანდი, სელინ დიონი, ვიტნი ჰიუსტონი.

 

 

- ვინმე დაინტერესდა შენი ვოკალით? რაიმე შემოთავაზება გქონდა?

 

 

- ჯერჯერობით არანაირი, მხოლოდ ერთი ადამიანი დამიკავშირდა ფილადელფიიდან და საჩუქარი გამომიგზავნა.

 

 

- ელოდი, რომ ხალხის რჩეული გახდებოდი?

 

 

- არ ველოდი. სცენაზე ძალიან შემრცხვა ემოციების გამოვლენა, თუმცა კულისებში რომ გავედი, ვხტუნავდი სიხარულით, სახლშიც სულ დავხტოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

 

 

- რას ეტყვი გულშემატკივრებს?

 

 

- ყველას ძალიან დიდი მადლობა, იმ ადამიანებსაც, ვისაც მესიჯის გამოგზავნის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ ამის გარეშე მიჭერდნენ მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც მიგულშემატკივრებენ.

 

 

ანა კასტინგზე:

 

 

 

 

 

ანა ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერკა და გიორგი ერთადერთი წყვილია სამეჯლისო ცეკვის ნომრით, რომლებიც ფინალში მოხვდნენ. გულშემატკივრების გამოხმაურების მიხედვით, იმ სამი წყვილიდან, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ, ვერკამ და გიორგიმ ხალხის ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. ამის გამო ჟიურიმ მათ მეორე შანსი მისცა და 2 დამატებითი ფინალისტის არჩევისას ხუთეულში დაასახელა, რის შემდეგაც უკვე მაყურებლებმა გააკეთეს არჩევანი და წყვილი ფინალში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ კასტინგების დროს მათი ნომერი ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდა ეკრანზე, მათ მოახერხეს უამრავი ადამიანის გული მოეგოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ვერკასა და გიორგის შესახებ შეგიძლიათ
ნახოთ.

 

 

- სად სწავლობთ?

 

 

- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპორტის ფაკულტეტზე. გიორგი მე-4 კურსზეა, ვერკა – მე-3-ზე.

 

 

- ჭიათურაში ხშირად ჩადიხართ ხოლმე?

 

 

- კი, ძალიან ხშირად ჩავდივართ.

 

 

- როდის დაიწყეთ ცეკვა?

 

 

- ვერკამ 7 წლიდან დაიწყო, თუმცა მანამდე ქართულს ცეკვავდა, სამეჯლისო ცეკვებს კი 13 წლიდან მიჰყო ხელი. გიორგი 12-13 წლის იყო და პირდაპირ სამეჯლისო ცეკვებით დაიწყო. ცოტა ხანი ქართულ ცეკვებზეც იარა, მაგრამ სამეჯლისო უფრო ახლოს იყო მასთან.

 

 

- ელოდებით, რომ მეორე შანსი მოგეცემოდათ და 5-ეულში დაგასახელებდათ ჟიური?

 

 

- გეგას კომენტარის შემდეგ, მართალი რომ გითხრათ, ველოდით და ძალიან გაგვიხარდა.

 

 

- სად გაიცანით ერთმანეთი?

 

 

- ჩვენ მეზობლები ვართ ჭიათურაში, შემდეგ ცეკვაზეც ერთად დავიწყეთ სიარული და დავახლოვდით.

 

 

- მოსწავლეები გყავთ? ვინმეს ასწავლოთ ცეკვას?

 

 

- არა, ჯერჯერობით მოსწავლეები არ გვყავს.

 

 

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

 

 

- უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან გვიყვარხართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერად გვიგულშემატკივროთ.

 

 

ვერკა და გიორგი კასტინგზე:

 

 

 

 

 

ვერკა და გიორგი ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გულნაზი გოლეთიანი – ეს სახელი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ალბათ ყველამ იცის. მისი სიმღერის შემდეგ უამრავი წერილი მივიღეთ აქ მცხოვრები ადამიანებისგანაც და ემიგრანტებისგანაც, ისინი სიყვარულს გამოხატავდნენ გულნაზისადმი და მადლობას უხდიდნენ მას იმ ემოციებისათვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში მისმა სიმღერამ გამოიწვია. თავადაც ამბობს, რომ იმ სამმა წუთმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, “ნიჭიერმა” ის უბედნიერეს ადამიანად აქცია და დიდი ხნის ოცნება, რომელსაც გულში ინახავდა, აუსრულა. გულნაზი გოლეთიანის შესახებ პოსტი შეგიძლიათ

 

- ვოკალის მასწავლებელთან ემზადებოდით?

 

 

- არა, არასდროს მოვმზადებულვარ სიმღერაში.

 

 

- რამდენი ხანია, რაც მღერით?

 

 

- ბავშვობიდან ვმღერი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე არასდროს გავსულვარ.

 

 

- ელოდებოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით?

 

 

- არ ველოდებოდი, გულის სიღრმეში კი მქონდა იმედი, მაგრამ მაინც არ ველოდებოდი. იმ წუთში სისხლი გამეყინა, ნაბიჯი ძლივს გადავდგი თიკასკენ და ვანიკოსკენ. უბედნიერესი წუთები იყო.

 

 

- სიმღერას “ნიჭიერის” შემდეგ გააგრძელებთ?

 

 

- კი, სანამ შემეძლება, აუცილებლად ვიმღერებ.

 

 

- სადმე თუ მუშაობთ?

 

 

- ამჟამად ჩვენი რაიონის კულტურის სახლში ვმუშაობ.

 

 

- რას ეტყვით გულშემატკივრებს?

 

 

- დიდ მადლობას! ვეცდები, მთელი ენერგია და შემართება ჩავდო ჩემს სიმღერაში, მინდა, რომ თქვენი გულები გავახარო!

 

 

გულნაზი გოლეთიანი კასტინგზე:

 

 

 

 

 

გულნაზი გოლეთიანი ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარიამ კახელიშვილის ვიდეომ ყველა რეკორდი მოხსნა ვიდეოებს შორის – ის 195 000-ზე მეტჯერ იხილეს. პატარა გოგონამ, რომელსაც სხვა კონკურსებში არ უმართლებდა და ლამის ამის გამო სიმღერაც მიატოვა, მოახერხა და მთელი საქართველო აალაპარაკა. მის შესახებ პოსტის წაკითხვა
შეგიძლიათ. ამჯერად ის თქვენს გამოგზავნილ შეკითხვებს პასუხობს:

 

- ერთ-ერთ ვიდეოში ამბობ, რომ სიმღერისთვის თავის დანებებას აპირებდი. რამდენიმე კითხვა მოგვწერეს ამასთან დაკავშირებით, თუ ვერ გაიმარჯვებ ნიჭიერში, სიმღერას მაინც გააგრძელებ?

 

 

ოთახში ჩვენთან ერთად ბაბი და მარი და ანა ხანჩალიანი არიან. ამ კითხვაზე მარიამი თავჩახრილი დგას, ბაბი, მარი და ანა გარშემო დახტუნავენ და ყვირიან – გააგრძელებს, აბა რას იზამს! აბა რას იზამს! : ) მარიამი ისევ დუმს.

 

 

- რამდენი ხანია, რაც ბზიკების სტუდიაში ხარ?

 

 

- 2 წელია.

 

 

- კონცერტები თუ გაქვთ, სადაც შენც გამოდიხარ?

 

 

- კი, საკმაოდ ხშირად იმართება კონცერტები თბილისში და ვმონაწილეობ ხოლმე.

 

 

- ნიჭიერში უცხოურ რეპერტუარს ასრულებ, ქართულ სიმღერებს მღერი ხოლმე ისე?

 

 

- არა, ადრე ვმღეროდი, შემდეგ ეს სტილი ავირჩიე. თუმცა, როცა სიტუაცია მოითხოვს, ქართულსაც ვმღერი.

 

 

- ვინ არიან შენი საყვარელი მომღერლები?

 

 

- უიტნი ჰიუსტონი, ბიონსი, ჯენიფერ გადსონი, ჯენიფერ ჰოლიდეი.

 

 

- თუ გაქვს საყვარელი სიმღერა შენი რეპერტუარიდან, რომელსაც კონცერტების და რეპეტიციების გარეშეც, შენთვის სახლში ხშირად მღერი?

 

 

- ბევრია ასეთი, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს And I’m telling you.

 

 

- რას ეტყოდი შენს უამრავ გულშემატკივარს?

 

 

- დიდი მადლობა ყველას, დამიმესიჯეთ!

 

 

მარიამის კასტინგის ვიდეო:

 

 

 

 

 

მარიამი ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღებთ ერთი შეხედვით მარტივ ფოკუსებს, ვამატებთ დიდ იუმორის გრძნობას, ცოტაოდენ ქარიზმას და ვიღებთ ნიჭიერის ფინალისტს, დავით რობაქიძეს. ათი წუთის მანძილზე სცენაზე მარტო მდგომი დათო ახერხებს, რომ არ დაკარგოს არც ერთი მაყურებელი, ყველა სუნთქვაშეკრული უყურებს, დარბაზს ხან სიცილის ტალღა გადაუვლის, ხან გაოგნებისგან პირი აქვს დაღებული ყველას. თვითნასწავლი ილუზიონისტის, დავით რობაქიძის ფინალური ნომერი ისეთივე უნიკალური და დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც მისი კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები. დათოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია
შეგიძლიათ იხილოთ, ახლა კი ის თქვენს შეკითხვებს პასუხობს:

 

- როგორი გოგოები მოგწონს?

 

 

- აქტიური, ჭკვიანი თუ იქნება – კარგია, მაგრამ აუცილებელი არ არის. ჩემი ტოლი უნდა იყოს ასაკით… არა, არა, ასაკს აზრი არ აქვს. მაღალი თუ იქნება, კარგია… არა, არა, სიმაღლესაც არ აქვს მნიშვნელობა. ქერა თუ შავგვრემანი? არც ამას აქვს მნიშვნელობა. ა, როგორ არა, შავგვრემანი, რომელიც ქერად იღებავს, ხო. არა, არა, ასე არ დაწერო!

 

 

- ასეთი კითხვა დასვეს – ათლარიანზე რამე რომ დავაწერო, დათო კივიდან ამოიღებს მერე იმას?

 

 

- კი, როცა გაგიხარდება.

 

 

- ვინმე მასწავლებელი გყავდა?

 

 

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ილუზიონისტს ვიცნობ.

 

 

- ვინაა შენი საყვარელი ილუზიონისტი?

 

 

(აქ ოთახში მყოფი ავთო გოგეშვილი ხმამაღლა  ამბობს: “ავთო გოგეშვილი, ავთო გოგეშვილი!”)

 

 

- დევიდ ბლეინი.

 

 

- რა რეაქცია გქონდა, ჟიურიმ შენი სახელი და გვარი რომ გამოაცხადა და გაიგე, რომ ფინალში გადახვედი?

 

 

- ხელები დამიბუჟდა და ვერ ვინძრეოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

 

 

- რამდენი ხანი ემზადებოდი ფინალური ნომრისთვის?

 

 

- 1 კვირაზე ნაკლებ დროში მოვამზადე ფინალის ნომერი.

 

 

- რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს?

 

 

- რაც მთავარია, ფინალში ღირსეულ კონკურსანტს უნდა უგულშემატკივრონ. ყველას უდიდესი მადლობა, ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა მათგან.

 

 

დათო კასტინგზე:

 

 

 

 

 

დათო ნახევარფინალში:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ნიჭიერს” მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. ჟიურის არჩევანის გაკეთების უფლება არ აქვს – იმას, თუ ვინ გახდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და დააგვირგვინებს “ნიჭიერის” პირველ სეზონს მხოლოდ თქვენ, მაყურებლები წყვეტთ.

 

 

არ დაგავიწყდეთ, მიეცით ხმა მას, ვინც, თქვენი აზრით, ღირსეულია იწოდებოდეს ყველაზე ნიჭიერად!

 

 

http://nichieri.ge/files/2010/05/28341_420680285844_193078555844_5752895_528496_n.jpg

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭიერის დაწყებიდან სამი თვე გავიდა! ვნახეთ უამრავი მონაწილე, კასტინგები, წარმატებები, წარუმატებლობები. აღმოვაჩინეთ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ზოგი – უნიჭოც. ნახევარფინალებზე ჩვენი ფავორიტების გადასვლა გვიხაროდა, ვერგადასვლაზე – ვბრაზობდით. ზოგს ანა მოსწონდა, ზოგს – მარი, ზოგს პარკური ერჩივნა ორივეს, სხვები სახეს დაგაკორტნიდნენ “მოზაიკა” თუ არ მოგეწონებოდა.

 

 

თუმცა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე “ნიჭიერს” ვუყურებდით.

 

 

დღეს ნიჭიერის პირველი სეზონის ფინალია, კულმინაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! სწორედ დღეს ირკვევა, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის საამაყო ტიტულს!

 

 

სულ რამდენიმე წუთში დაუვიწყარი შოუ გველოდება, შოუ, რომელზეც კიდევ ბევრს ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში.

 

 

კარგად მოთავსდით ტელევიზორების წინ და მხოლოდ რეკლამებზე ისუნთქეთ – ნიჭიერის ფინალი იწყება!!!

 

 

არ დაგავიწყდეთ, თქვენი ფავორიტის ბედი თქვენს ხელთაა – დაუმესიჯეთ მას, ვისაც თვლით გამარჯვების ღირსად!

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/blog/shalva_khachapuridze/khachapuridze_sh_02.jpgჩვენ იურისტები ვართ, ადვოკატები, იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდება, სასამართლო დავები ჩვენ უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ რა ვქნათ, როცა ვხედავთ, რომ თუ ამ კოდექსით ჩატარდება არჩევნები, შემდეგ სასამართლოში დავას აზრი აღარ ექნება, რადგან თავად კოდექსი არ გაძლევს საშუალებას რაიმე სახით და ფორმით იდავო.

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/Xaf6L_caQUQ/2.jpgVideo: Mariam Tevzadze & Giorgi Makharashvili - Imghere rame

Added by user: Sando

Date: 03.05.2010 (14:22)

Description: მარიამ თევზაძე & გიორგი მახარაშვილი - იმღერე რამე

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/UaBHeXKRg_s/2.jpgVideo: Nugzar Ergemlidze & Zura Kobeshavidze - Tamunia

Added by user: Sando

Date: 03.05.2010 (14:25)

Description: ნუგზარ ერგემლიძე & ზურა კობეშავიძე - თამუნია

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...