planetanews Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://i.ytimg.com/vi/K5RPNZa8x3g/2.jpgVideo: Manana Todadze - Mze itsinisAdded by user: AdminiDate: 21.04.2010 (9:12)Description: მანანა თოდაძე - მზე იცინის<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://i.ytimg.com/vi/XjRC8qk_uck/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - UflistsikheAdded by user: AdminiDate: 21.04.2010 (9:15)Description: თემურ წიკლაური - უფლისციხე<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://i.ytimg.com/vi/Ahhy1f41-SU/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 3Added by user: AdminiDate: 22.04.2010 (9:23)Description: თემურ წიკლაური - ნიკალას არია<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://i.ytimg.com/vi/wFLztzrIdQ0/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 4Added by user: AdminiDate: 22.04.2010 (9:24)Description: სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://i.ytimg.com/vi/LTCg_Y-LPwE/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Nikalas aria 5Added by user: AdminiDate: 22.04.2010 (9:26)Description: სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 როგორც იცით, ყოველი ნახევაფინალის წინ ამ ბლოგზე იდებოდა ხოლმე იმ ნახევარფინალში მონაწილე კონკურსანტების შესახებ მოკლე ინფორმაციული პოსტები. ფინალისთვის გადავწყვიტეთ თქვენ, მაყურებლებს (და ამ ბლოგის მკითხველებს) მოგცეთ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები თქვენს ფავორიტ ან ნაკლებად ფავორიტ ფინალისტებს და გაიგოთ მათგან ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. თქვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს კი მომავალ კვირას, ფინალის წინ გამოვაქვეყნებთ. შეგახსენებთ “ნიჭიერის” ფინალისტებს: 1. გულნაზი გოლეთიანი2. ლევან შავაძე3. Next Level4. მარიამ კახელიშვილი5. ბაბი და მარი6. ანა ხანჩალიანი7. გუგა ჭყონია8. პარკური9. დათო რობაქიძე10. მარიამ ფაჩულია11. ვერკა და გიორგი12. ავთო ნაცარაშვილი კითხვები შეგიძლიათ დაწეროთ აქ, კომენტარებში, ან გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მიუთითეთ, ვის უსვამთ კითხვას, მაგალითისთვის: დათო რობაქიძეს – როგორი გოგოები მოგწონს?Next level-ს – ახალ წევრებს თუ იღებთ ჯგუფში? კითხვების რაოდენობა შეზღუდული, რა თქმა უნდა, არ არის. იკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ყველა კითხვა აუცილებლად მივა ადრესატამდე. : ) nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან “მათემატიკა მხოლოდ ჰიპოთეზების გამო მიყვარს. წარმოიდგინეთ – ამტკიცებთ, რომ მაგალითად “პარალელური წრფეები ერთმანეთს არ კვეთენ” და კაციშვილს არ უჩნდება სურვილი, შეგეწინააღმდეგოთ” - ”რას იტყვის ხალხი”-ს ფობიით შეპყრობილი ფილოლოგი. შეუძლებელია ისეთი რამე დაწერო, რაზეც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება. სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, რომ ამის გაკეთება თვით ღმერთმაც კი ვერ მოახერხა და მოსეს “ალპინისტური შესაძლებლობები” კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მცნებების რღვევით მთლიანად წყალში ჩაყარა. მიხვდებოდით, რომ დილეტანტურ-თეოლოგიური ფილოსოფია დასაწყისში ტყუილად არ მომიტანია. ამის გამო, ”ზეგარდმო მადლით მოსილი იდეებიდან” ისეთ ყოფიერ საკითხებზე თუ გადავინაცვლებთ, როგორიც “ნიჭიერის” დასკვნითი ნახევარფინალია, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი ვნებათა-ღელვის ფონზე ჩაიარა. ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გადაცემა ბოლო დროს გავრცელებული აქსიომების ფონზე განმეხილა და მათი ჰიპოთეზებად ქცევა, ან, უარყოფა მეცადა: http://i058.radikal.ru/1004/f9/a8448503823c.jpg აქსიომა # 1: “მარიამ ფაჩულია ძალიან საყვარელი, ნიჭიერი ბავშვია და შემდეგ ეტაპზეც სამართლიანად გადავიდა” როგორც ილია იტყოდა, “ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს”. თითქმის ყოველთვის გვგონია, რომ ჩვენს ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოება ჩვენ გარეშე, ისედაც ყოველთვის იმას აირჩევს, ვინც გვინდა. თუმცა, უცნაური ზნე მხოლოდ ერთი რომ იყოს, კიდევ არაფერი. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მყისიერად ვიწყებთ “მოთქმას ხმითა თავ-ბოლო ერთი”, რომლის თავიც და ბოლოც მომხდარის მიზეზების სხვებისათვის გადაბრალებაა. ასეთ დროს კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ისინიც ხვდებიან, ვისაც ამ მიზეზებთან საერთო არაფერი აქვთ და დომინირებს ფრაზები: “ოჰ, ეს საზიზღარი ჟიური; გაგიხმათ ხელი (ან უკიდურეს შემთხვევაში “ენა”-ც), ხალხი კი არა, ბრბოა” და ა.შ. http://i081.radikal.ru/1004/5c/1c265324c5b7.jpg ვისაც კლავიატურა ჰქონდა და არ დაეზარა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ მარიამს თვით უსამართლობამ “დაუმესიჯა” და თავისი უდიდესი ანგარიშით ყველა სხვა მიწიერის სატელეფონო ბალანსი გადაფარა. ისიც თქვეს, რომ “ანა-ბანაში” მყოფ ბავშვებს სიმღერის ანა-ბანა უკეთესად ესმით და მარიამი “ბასტი-ბუბუ”-ში უნდა მისულიყო. ხოლო, ვისაც საქართველოში მცხოვრები ყველა მოგვარე ერთმანეთის ნათესავი ჰგონია, იმას ამერიკაში მყოფი ერთი კალათბურთელიც გაახსენდა. თუმცა, რა თქმა უნდა, “მჯობზე მჯობით წყურვილის მოუკვლელობის” ანდაზის მიხედვით, მაგალითად, ფიზიკაში აინშტაინი რეზერფორდზე უფრო ნიჭიერი თუ იყო, ეს რეზერფორდის უნიჭობაზე სულაც არ მეტყველებს. ამასთან, ზოგმა ისიც გადაწყვიტა, რომ მარიამი დედის არყოლით მანიპულირებდა. საერთოდ, “მანიპულირება” ამ შემთხვევაში ძალიან უხეში სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერში” “moneyპულირების” მიზნით ხშირად ამოტივტივდება, ამ ნომრის შეფასებისას, რთულია, იგივე სიტყვა გამოიყენო. ისე, თუკი ადამიანი ახერხებს იმას, რომ თავისი გამოსვლით პოტენციურ და მოსალოდნელ ფავორიტზე მეტი ხმა შეაგროვოს, ალბათ, ესეც უკვე თავისებური ნიჭია. აქსიომა # 2: “პარკურიც კი კარგი იყო, მაგრამ მოზაიკა ხუთეულში მაინც რატომ არ დაასახელეს? საკითხისადმი სპირიტუალური მიდგომა არასოდეს მიყვარდა, ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, იამაყებდა თუ არა ჯექსონი, ცოცხალი რომ ყოფილიყო და ”მოზაიკის” ცეკვა ენახა. კაცია და გუნება, ბოლოსდაბოლოს. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან (უფრო სწორად, შესახედიდან) შევაფასებ, რომ ამ ჯგუფის ნომერი “ილია და მის უკან მდგომი სარკეები”-თ დაგვესათაურებინა. მართალია, ზედმეტი გამოყენებისგან ეს ”კარგი სინქრონიც” უკვე ძალიან გაიცვითა, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ ამ შემთხვევის აღსაწერად ეს არ აღვნიშნო. (აქვე დავსძენ იმასაც, რომ ილიას ძმაკაცი არ ვარ) http://i070.radikal.ru/1004/45/1f049b1161c5.jpg “პარკურის” გადაფრენისას, ერთადერთი რაც ვერ გავიგე ნომრის “პროფილის” მუსიკით დაწყება იყო. შეიძლება იმიტომ, რომ პირველი ეფექტური გამოსვლის შემდეგ რაღაც “ზე”-ს ველოდი. პრინციპში, ამისი მიზანი თუ მაიას ჩამოდნობა და მისი მზერის გაღიმილიანება იყო, მაშინ ყველაფერი გასაგებია. ფაქტი ერთია, პარკური მოზაიკაზე არანაკლებ ეფექტური გამოდგა და იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო მეტად იმსახურებდა გადასვლას, სჯობდა კვირის განმავლობაში ცოტა მეტ “მესიჯში” გადაზრდილიყო, რაც ყველანაირ კამათს მარტივად გადაჭრიდა. რა პრინციპით გადაწყდა ხუთეულში ერთ-ერთის შეყვანა ჟიურის და მათი ნაცნობების, ან, მათი ნაცნობებისა და ჟიურის გარდა არავინ იცის. სიტუაციამ, თავისი სიმძაფრით, ბურიდანის ერთი ცნობილი ექსპერიმენტის პირობა მომაგონა, როდესაც ორი თივის ზვინს შორის მყოფი მშიერი ვირი მათ შორის არჩევანის გაკეთების პროცესში, შიმშილით განიგმირა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორ კარგს შორის საუკეთესოს ამორჩევა ყოველთვის ძნელია და ჟიურისაც ეს გადაწყვეტილება “ცივ გონებაზე” უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი კონკურსანტი მის წევრთა ჰოროსკოპების იმდღევანდელი პროგნოზის საშუალო არითმეტიკულით უნდა გადაეყვანათ. პარკური უბრალოდ უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. აქსიომა # 3: “ფსიქოლოგიურად დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმეს პრეზენტაციას აკეთებს, 7 წუთის შემდეგ მას უკვე ნაკლებად უსმენენ” ფსიქოლოგებმა უნდა აღიარონ, რომ რობაქიძესთან ბრძოლაში იოლად დამარცხდნენ. ილუზიასთან შეჭიდებისას მაყურებელიც დამარცხდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მთავარი ფაქტორი, რამაც ერთადერთი უეჭველი აზრი: “ილუზიონისტმა ფინალი ნამდვილად დაიმსახურაო” განამტკიცა, იუმორისა და შოუს შექმნის დიდი ნიჭია (he did it). რა თქმა უნდა, შესაშური უნარია, რომ მაყურებელი “მაჩვების” საშუალებით much web-ში (ილუზიის უფრო მეტ ქსელში) რაც შეიძლება მეტად გაახვიო. http://s49.radikal.ru/i123/1004/2b/ed125237d5c2.jpg არ გამიზომია ზუსტად რამდენი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც რობაქიძე სცენაზე შემოვიდა და ბანქოს ქაღალდები როგორც “პოტენციური დაბრკოლება” წიქარაზე მჯდომი ბიჭივით უკან გადაყარა, მაგრამ ფაქტია, რომ შვიდი, რვა, ცხრა,ათი და… (თვლა მილიონამდე ვიცი) მეტი წუთიც რომ ყოფილიყო, ალბათ (კარგი სიტყვაა, ყოველთვის გაზღვევს ხოლმე) არ მომწყინდებოდა. აზრი # 1: “ის ორი, ან, შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?” ლათინური ცეკვების შესახებ საუბრისას, გეგამ სრულ დაბნეულობაში ჩამაგდო. წინა გადაცემაზე, აკა და გვანცას შეფასებისას, მან ჭიათურელმა წყვილმა მათზე უკეთესად იცეკვა. სოფოსა და ლევანის წყვილის შეფასებისას კი ისინი წინა ორი წყვილის ტოლფასად გამოაცხადა. მათემატიკურად რომ ვთქვათ, პირველი მეტი იყო მეორეზე (I > II) და მესამე პირველ ორს არც აღემატებოდა და არც ჩამორჩებოდა (III = II = I). თუმცა, მათემატიკურადვე თუ დავფიქრდებით, მსგავსი რამ ყველანაირად შეუძლებელია. (ეს ისე, ციკლიდან “მე ინტრიგანობის პოტენციალი მაქვს”) http://s54.radikal.ru/i143/1004/f7/7cfb1d4cc240.jpg ორი რამ მომხვდა თვალში: მოცეკვავეთა სიშავე (რაც ვიცი, რომ მიღებული და კარგია. უბრალოდ თვალს ხვდება) და კარგად შესრულებული ცეკვა. ამასთან, ვერ მივხვდი, თუ რატომ უნდა მიაქციო ყურადღება მოცეკვავე ადამიანებს პირზე, როცა ეს ორგანო ცეკვაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს. არაბულ ცეკვას რაც შეეხება. მის შესახებ დადებითი აზრი და სიმპათია, რომელიც შესარჩევ კონკურსზე გამიჩნდა, ამ გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა და ელენე ფინალშიც რომ გადაეყვანათ, ალბათ სრულ(წლოვან)ყოფილების ასაკსაც მიაღწევდა. ჰო, და, კიდევ არაბული სამყაროს ილუსტრირებისათვის გამოყვანილ დამატებით კონკურსანტებზე “ორი კაცი რაღა საჭირო იყო. ჰა?” დამოკიდებულებაც ვერ გავიგე კარგად, სიმართლე რომ ვთქვა. აქსიომა # 4: “მაგდა ნიკოლეიშვილი გულნაზ გოლეთიანზე ნაკლები არაფრით ყოფილა”. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფინალში გულნაზ გოლეთიანია და არა მაგდა ნიკოლეიშვილი სწორედ ის პრეისტორიაა, რომელსაც მავანნი თავშიხსენებულ “მანიპულირებას” უწოდებენ. ჩვენ “გაგვიპიარეს” გულნაზ გოლეთიანი, მოაყოლეს ისტორია, გაგვიჩინეს რაღაცნაირად თბილი დამოკიდებულება (კარგადაც იმღერა, რა თქმა უნდა), რაც მაგდა ნიკოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს იყო და ეს. აზრი # 2: гиро – герой с гирой http://s52.radikal.ru/i136/1004/c9/6013d6e149cc.jpg აი, ასე… დაეფსოს ახლა ბერძნულ მითოლოგიას, ან, მასში მყოფ ციკლოპს ის ერთადერთი თვალი, საუკუნეების მანძილზე ჰერაკლესა და ატლანტის (დედამიწა რომ ეჭირა) დიდი მონდომებით რომ გვაშურინებდა (ახალი სიტყვაა). არ ვიცი, თორმეტი გმირობა ჰერაკლეს მსგავსად გიროსაც თუ აქვს ჩადენილი, მაგრამ მან თუ მოინდომა და საყრდენი წერტილი მისცეს, იქნებ არქიმედეს ერთი ცნობილი სურვილიც განახორციელოს. სხვა ძალოსნებთან შედარებით ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო (“ერთ-ერთის” გარეშე თუ არა) ნომერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტათი გაიწელა, ფინალს ისიც არანაკლებ იმსახურებდა. რას გვეკითხება ამოცანა: ძნელია ისეთი რაიმე დაწერო, რაზედაც ყველა უსიტყვოდ დაგეთანხმება……ვნების ტალღები კი ისეთი რამ არის, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანისათვის ვნების მოტანა შეუძლია… სწორედ ამიტომ, პოსტის წერისას, მე ორი აქსიომის/აზრის გადმოცემის მომენტში გულწრფელი არ ვიყავი და თუ რომელი იყო ეს ორი აქსიომა, ყველამ თავისი დამოკიდებულების მიხედვით გადაწყვიტოს… nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 ნიჭიერი ადამიანები უკვე ემზადებიან “ნიჭიერის” მეორე სეზონისთვის! - http://nichieri.ge/files/2010/04/gt-1-mini-1024x765.jpg © ჯანო ჟვანია nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://i.ytimg.com/vi/w5lCGuXWA3s/2.jpgVideo: Salome Korkotashvili - I'm SuperStarAdded by user: SandoDate: 23.04.2010 (8:52)Description: სალომე კორკოტაშვილი სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://i.ytimg.com/vi/cR0vbSHvjY0/2.jpgVideo: Diana Gurtskaya - BambiniAdded by user: SandoDate: 23.04.2010 (9:01)Description: Диана Гурцкая & Аl Bano (Альбано) - Bambini/Сынишка<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://i.ytimg.com/vi/cls_Jcsl0T0/2.jpgVideo: Qeti Merkviladze - Somewhere awayAdded by user: SandoDate: 23.04.2010 (9:17)Description: ქეთი მერკვილაძე სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 ნელ-ნელა გადის დრო და ახლოვდება 2011 წელი, ანუ ის თარიღი, როდესაც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს Intel-ის ახალი, “Sandy Bridge” პროცესორები. როგორც იცით, ეს გახლავთ Intel-ის “tick-tock” სტრატეგიის მეორე, “tock” ფაზა. მათთვის, ვინც არ იცის რას ნიშნავს “tick-tock”, ავხსნი, რომ “tick” არის არსებული არქიტექტურის უფრო მცირე ტექპროცესზე გადაყვანა, ხოლო “tock” არის ამ ტექპროცესისთვის ახალი არქიტექტურის შემუშავება. ჩვენს შემთხვევაში “tick” გახლავთ Intel Gulftown, რომელიც 45 ნანომეტრიანი Nehalem არქიტექტურის 32nm-ზე დაყვანილი ნიმუშია, ხოლო “tock” იქნება სწორედ Sandy Bridge, რომელიც 32nm-ზე აგებული ახალი არქიტექტურით დაჯილდოვდება. ცნობილი ხდება, რომ ბაზრის “მეინსტრიმ” სეგმენტს დაეპატრონება Sandy Bridge-MS (Cougar Point პლატფორმა) პროცესორი მაშინ, როდესაც ჰა-ენდ სეგმენტში Sandy Bridge-E (Patsburg პლატფორმა) გაბატონდება. ორივე ზემოხსენებული პლაფორმა LGA1155 სოკეტით დაკომპლექტდება, რომელზედაც სენდი ბრიჯის მხოლოდ ორ- და ოთხბირთვიანი პროცესორები იმუშავებს. ამიტომ მათთვის, ვისაც ექვსბირთვიანი პროცესორის ქონა მოუნდება, მოუწევს ფულის Waimea Bay პლატფორმისთვის გადადება. ამ პლატფორმის შესახებ ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა ინფორმაციაა: ცნობილია, რომ მასზე დადგება Sandy Bridge-E სერიის ოთხ და ექვსბირთვიანი პროცესორები, ამასთან ექვსბირთვიან პროცესორს ექნება 15MB-იანი “Intel Smart Cache”, “Intel Turbo Boost” და ჰიპერნაკადების (HyperThreading) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. გარდა ამისა პროცესორში ჩაიდება სიახლე – AVX (Advanced Vector Extension) ბრძანებათა ნაკრები, რომელიც სახელიდან გამომდინარე, ხელს უნდა უწყობდეს ვექტორულ გამოთვლებს. სურათზე ნაჩვენებია LGA1155-სა და LGA1156-ს შორის განსხვავება:http://images.geotorrents.com/images/zy4wknud0f1g2hg9nzp.pngროგორც ჩანს 1156-ის პროცესორისთვის “კბილის ამოღებით” მას 1155-ში ვერ ჩასვამთ, მაგრამ დიდად ნუ იდარდებთ ამ ამბავს http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/gigi.gif პროცესორში ინტეგრირებულ ახალ მეხსიერების კონტროლერს ექნება მაქს. 32GB DDR3-1600 მეხსიერების ოთხი არხის მხარდაჭერა. კონტროლერის ძაბვა 0.85 ვოლტამდე დაიწევს (ნეჰალემში – 1.1V). ასე რომ DDR4-ის გამოჩენამდე Quad Channel DDR3 კიტები გამოჩნდება http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/ugly_wink.gif . http://images.geotorrents.com/images/h1i88yv7260zgk8tsq50.jpeg სიახლეები გველოდება ვიდეოკონტროლერის მხრითაც – ბოლოს და ბოლოს დაინერგება PCI-Express 3.0-ის მხარდაჭერა, რომელსაც 36-იდან 40 არხამდე ექნება გამოყოფილი (რიცხვი იცვლება პლატფორმების მიხედვით). გარდა ამისა PCIe 3.0 იქნება 1.0 და 2.0 სტანდარტის დაფებთან სრულად თავსებადი.რაც შეეხება “ნაკლებმნიშვნელოვან” ფუნქციებს, ყველა ახალ პლატფორმას ექნება USB 3.0-ის, AHCI-ს, SCU-ს, SAS-ის, SATA 6Gb/s-ის მხარდაჭერა. გარდა 1155 სოკეტისა, Intel ამზადებს 2011 პინიან სოკეტსაც (FCLGA 2011), რომელიც ოთხ და ექვსბირთვიანი Sandy Bridge-E-სთვის იქნება განკუთვნილი. სოკეტის ზომები 58.5×51მმ-ა და მას კვლავინდებურად Tyco და Foxconn დაამზადებს. ახალი “სტანდარტული” რადიატორი RCBF5 გახდება, რომლის სქემასაც სურათზე ხედავთ:http://images.geotorrents.com/images/lf749ivhpkcw8rt1251.jpegპროცესორის მაქსიმალური სითბური გათვლა კვლავ 130 ვატი დარჩება. Intel გეგმავს “აჩქარების მხარდაჭერის” ჩართვას Sandy Bridge-E-ს “ექსტრიმ” მოდელებში. არა, ნუ აღელდებით, უფრო “დაბალი დონის” სენდი ბრიჯებიც აჩქარებადი იქნება, მაგრამ ექსტრიმ მოდელებს ექნებათ ბირთვისა და მეხსიერების გახსნილი მამრავლები. გარდა ამისა ინტელი გეგმავს XTU (Extreme Tuning Utility)-ს გამოშვებას, რომელიც აჩქარებას გაამარტივებს. რახან პროგრამულ ნაწილზე ჩამოვარდა საუბარი, დავძენ იმასაც, რომ 32-ბიტიანი სისტემა Sandy Bridge-ზე კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება, ამიტომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგი ისევ იპარპაშებს კომპიუტერულ ბაზარზე. “პრგრამული” იქნება პროცესორის სტეპინგიც. დიახ დიახ, სტეპინგი. Waimea Bay სერიის პლატფორმას ჩაშენებული ექნება დაპატჩვის ტექნოლოგია, რომელიც პროცესორის სტეპინგის შემცვლელი გახდება. მოკლედ, დიდი შანსია იმისა, რომ C0, E0, D0 და მისთანები აღარასდროს შეგვაწუხებენ. ————————————————————- ახლა კი საინტერესო დეტალი – Sandy Bridge პროცესორები და მათი შესაბამისი დედადაფები უკვე გადაეცათ დედადაფების უმსხვილეს მწარმოებლებს. შედეგი – ინტერნეტში გაჟონეს პროცესორისა და CPU-z-ის სურათებმა: http://images.geotorrents.com/images/dlb6l7oscul5gh0er3.jpg http://images.geotorrents.com/images/zbf39v8qm8j7w1jzv2d.jpg იმედია აქ ყველაფერს თქვენ თვითონ გაარჩევთ. ————————————————————- ახლა პატარა დასკვნასავითაც მინდა რამე რომ დავდო… როგორც ჩანს 2011 წლიდან ბოლოსდაბოლოს ყოველდღიურობაში შემოაბიჯებს PCIe 3.0, USB 3.0, ოთხარხიანი მეხსიერების სქემები და რაღათქმაუნდა 32nm-იანი პროცესორებიც დაიკავებენ ბაზრის მეტ წილს. რაც შეეხება დღევანდელ “ძალოსნებს”, Core i5/i7-ს, ისინი ალბათ ისეთსავე დღეში აღმოჩნდებიან, როგორშიც დღესდღეობით Core 2 პროცესორები არიან. თავის მხრივ ეს უკანასკნელნი ალბათ საბოლოოდ დაადგებიან გადაშენების გზას. ხოლო მათ, ვისაც სურს სნედი ბრიჯის უმაღლესი ხარისხის პროცესორების “დაგემოვნება”, მოუწევთ Waimea Bay პლატფორმის შეძენა FCLGA 2011 სოკეტითურთ. იგი ალბათ დღევანდელი 1366-ის მსგავსად ლიდერი იქნება როგორც წარმადობით, ასევე სოკეტში კბილების რაოდენობით http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif . იმედია CPU-z-ის სქრინის გარდა ნელ-ნელა გამოჟონავს სხვა მახასიათებლები, ტესტები და ა.შ., რომ უკეთ გავერკვეთ, რასთან გვექნება საქმე. overclockers.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://i.ytimg.com/vi/j3USUR0AvOc/2.jpgVideo: Duet Georgia - MonatrebaAdded by user: ani2310Date: 24.04.2010 (10:55)Description: დუეტი ჯეორჯია - მონატრება (ეძღვნება ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას)<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://i.ytimg.com/vi/a3_-D7_8Ix4/2.jpgVideo: Nugzar Ergemlidze - Romeli tseliaAdded by user: GelkaDate: 24.04.2010 (10:58)Description: ნუგზარ ერგემლიძე - რომელი წელია სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://i.ytimg.com/vi/RT0xEn7-re8/2.jpgVideo: Anri Jokhadze & Ani Siradze - BatumiAdded by user: SandoDate: 24.04.2010 (12:17)Description: ანრი ჯოხაძე &ანი სირაძე - ბათუმს სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts