Jump to content
Planeta.Ge

აჯაფსანდალი ძველი რსს თემებიდან


Recommended Posts

  • Replies 373
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • planetanews

    374

http://i.ytimg.com/vi/vnql-LJ0khA/2.jpgVideo: Liza Tavdishvili - Murikela

Added by user: Gelka

Date: 20.04.2010 (2:02)

Description: ლიზა თავდიშვილი - მურიკელა<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/FGVSMTjVJoU/2.jpgVideo: Ksovrelebi - Qsovrelebi mgherian

Added by user: Gelka

Date: 20.04.2010 (2:07)

Description: ქსოვრელები მღერიან<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს განხილული კვების ბლოკის მოდელი SPS-XP1000.XQ.R2 Xilence XQ-ს შტოდან.

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169008.jpg

Xilence XQ სერიის მოდელების ენერგომოხმარება 850ვატიდან 1200ვატამდე მერყეობს.

ამ სერიის კვების ბლოკთა მახასიათებელია:

მოდულარული სადენები

იაპონური კონდენსატორები

აქტიური PFC

დაბალხმაურიანი 135 მმ-იანი ქულერი

სერთიპიკატი 80PLUS Bronze,Silver და Gold

5 წლიანი გარანტიით

 

 

კვების ბლოკ XQ 1000W 80PLUS Silver სერთიპიკატი აქვს

მარგი ქმედების კოეფიციენტი კი ~85% 20%დან 100%მდე დატვირთვით,89% მქკ-კი 50% დატვირთვაზე.

http://s49.radikal.ru/i126/1004/14/b2f9560c43a1.jpg

დაფასოება

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169000.jpg

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169001.jpg

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169002.jpg

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169003.jpg

 

 

Xilence XQ 1000W-ს კომპლექტში შედის:

სადენები

შიდა თერმული დატჩიკი

ქსელის სადენი

ექსპლუატაციის ინსტრუქცია

სამაგრები

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169004.jpg

ეს მოდელია გამოირჩევა სქელი მეტალის კორპუსით,საღებავი არის გაკაწვრამედეგი

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169005.jpg

მასში მოთვსებული 135მმ-იანი ქულერი ბრუნვათა რიცხვს ტემპერატურისდამიხედვით არეგულირებს.

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169007.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169009.jpg

 

 

Xilence XQ 1000W კაბელომანია ასე გამოიყურება:

1 მოუხსნელი 24 პინიანი სადენი

1 მოუხსნელი 4+4 საკონტაქტო სადენი +12ვ

4 მოდულარული 8(6+2)პინიანი სადენი PCI Express +12 ვ-სათვის

2 მოდულარული 6 პინიანი სადენი PCI Express +12 ვ სათვის

12 კვების კონექტორი SATA-სთვის

7 კონექტორი MOLEX,1 სადენი FDD სათვის

კვების სადენი და ქულერის ბრუნის კონტროლერი

სადენი თერმოდატჩიკით

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169010.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169011.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169012.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169013.jpg

 

 

ქულერი კომპანიაZonsu-ს მიერ წარმოებული (12В, 0,3А)

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169014.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169015.jpg

 

 

გამოყენებული მძლავრი კონდენსატორი პირველ წრედში

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169015.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169016.jpg

ალუმინის რადიატორი,მჭიდროდ დაფიქსირებული და დარჩილული დეტალებით

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169017.jpg

 

 

საგამოცდო ტესტირება

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/169006.jpg

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/168997.gif

 

 

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/28/168999.gif

 

 

http://s48.radikal.ru/i122/1004/f0/c41940072593.png

 

 

მისი ზუსტი ფასი უცნობია,მაგრამ ჭორის დონეზე 140 და 200 ევრომდე იქნება მისი ფასი

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nno3D-ს სოფელშიც დაიწყეს ალტერნატიული ფერმის მშენებლობა

 

 

ფერმა შიშველის შთაბეჭდილებას მიტოვებს

 

 

http://images.geotorrents.com/images/hwjtpfz65pv4p53af9by.jpg

 

ეს მისი რადიატორი:

http://images.geotorrents.com/images/rcmjll098yzt0nxeocam.jpg

 

 

ეს კი ის, რასაც “სახურავი” უნდა ერქვას წესით:

http://images.geotorrents.com/images/abdkzlv6gwjg11fpwym.jpg

 

 

http://images.geotorrents.com/images/kwiwh2spd9ekn9uikktu.jpg

 

 

http://images.geotorrents.com/images/91yjakdtarxmjah009c.jpg

 

 

ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ასეთი ფარღალალა რადიატორი უკეთ გააგრილებს სიცხიან ავადმყოფს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზედ მეორე ფენის დადგმაც შეიძლება. დაფის გამოშვების თარიღი და ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თინი, ბლოგერი
-დან

 

 

მეხუთე ნახევარფინალში იმდენმა საინტერესო მონაწილემ მოიყარა ერთად თავი, წინასწარ მწყდებოდა გული შედეგებზე. თუმცა გულდაწყვეტის ხარისხებზე ცოტა მოგვიანებით, იქამდე ტრადიციულად, კონკურსანტების  შეფასებით დავიწყოთ…

 

 

მე მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი ზუსტად გავდე შესახედავად ან ბაძავდე ყველა სხვა თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის, როდესაც აკეთებ ასეთ ნომერს, იმ ნიჭის ნაპერწკალი, რომელიც რთულია, რომ ვინმემ იპოვოს… და დღეს რაც ვნახე, ამ ადამიანის და მისი გარშემომყოფები ადამიანების თვალებიდან, ქცევიდან, მანერიდან და მოქმედებიდან, ზუსტად იყო დაჭერილი უდიდესი ჯექსონის ნიჭის ნაპერწკალი”
- ნიკა

 

 

პატარა შესავლით დავიწყებ – ვინც კარგად იცნობს ჯექსონის შემოქმედებას და მოსწონს კიდეც (მაინცდამაინც ფანობაზე არ მაქვს ლაპარაკი), ის ყველაზე კარგად აფასებს ყველაფერ იმას, რაც მასთან არის დაკავშირებული. ნამდვილად არავის სიამოვნებს, როცა ვიღაც უნიჭოდ ბაძავს და ბოლოს და ბოლოს, ბედავს ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეს ჯექსონის შემოქმედებით. უნიჭობაში მხოლოდ მოძრაობების ვერმიმსგავსებას არ ვგულისხმობ, პატარა არასწორი ემოცია და უკვე გამაღიზიანებელია. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ნაცნობი ემოციებია ჩემთვის… ძალიან ბევრი მინახავს სხვადასხვა ტალანტ შოუებში გამოსული “ჯექსონები”, მაგრამ ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე და იმაში დარწმუნებული, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში, თამამად ვამბობ –  ”მოზაიკა” საუკეთესო იყო. კარგად დადგმული ნომერი და ძალიან მაგარი სინქრონი!

 

 

ნიკას ციტატით იმიტომ დავიწყე, რომ ზუსტად თქვა სათქმელი – ილია რომ ცეკვას იწყებს, ისეთი ემოციით ცეკვავს, ალბათ ეკრანებიდანაც  კი აღწევს მისი ქარიზმა და გრძნობა. ემოციებზე ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ყველა მოძრაობაში ისეთ სიყვარულს ვხედავდი, რომ შეუძლებელი იყო ამისთვის გვერდი ამეარა. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა! მაიას კომპეტენციაში შევიჭრები და  სენტიმენტებს შემოვიტან – ჯექსონი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ენახა, მარტო კი არ მოეწონებოდა, იამაყებდა კიდეც :)

 

 

http://tiny.ge/wp-content/uploads/2010/04/BILD1604.jpg

 

 

 

 

 

მარტო ოქროსფერთმიანი პრინცობა არ ყოფნის…” – გეგა

 

 

ლაშა და გიორგი ქარქაშაძეების ნომერზე არაპროფესიონალური ნომერი მე ნიჭიერის სცენაზე არ მინახავს! არასწორად შეკრული პოპური, სამოყვარულო დონეზე კიდევ უფრო დაბალი დონის შესრულება და გეგას სამართლიანი წითელი ღილაკი!

 

 

http://tiny.ge/wp-content/uploads/2010/04/BILD16061.jpg

 

 

 

 

 

მაგდა ნიკოლეიშვილი კასტინგის შემდეგ ნამდვილად დახვეწილი იყო.  როგორც ჩანს ბევრი იშრომა და ეტყობოდა მის ნამღერს – არ ჰქონდა დეტონაციები და ხარვეზები სიმღერის დროს. კარგი იდეა იყო კვარტეტის დამატებაც, უფრო მრავალფეროვანი გახდა ნომერი.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1611.jpg

 

 

“თქვენ მოჰკალით ძერა?”

 

 

ქართული ფოლკლორი სათუთი საქმეა…განსაკუთრებით მაშინ, როცა აპირებ თანამედროვე ელემენტები დაუმატო. იმდენად სპეციფიურია, რომ ძნელია სწორად მოახერხო შერწყმა ძველის და ახლის. ამ დროს მისიაა – არ დაკარგო მთავარი ნიშა, არ დაკარგო ის, რაც მთავარი მახასიათებელია და ისე მოახდინო სინთეზი. ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო პოპური. დიდი დადებითია ის, რომ შოუს მორგებული იყო და სასცენო ხელოვნებაც ჰქონდათ ჩართული – შესრულება იყო ძალიან კარგი.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1614.jpg

 

 

სოფო და ლევანი ალბათ ყველაზე სუსტი წყვილი იყო ნიჭიერის იმ ნახევარფინალისტებს შორის, რომლებიც მაყურებლის წინაშე სამეჯლისო ცეკვით წარსდგნენ. მართალია მრავალფეროვანი იყო მათი ცეკვა და ბევრი სხვადასხვა ჟანრისგან შედგებოდა, მაგრამ იმდენად უხეშად იყო გადასვლები ერთიდან მეორეზე, რომ მთლიანობად ვერ აღიქმებოდა. შინაარსიც საერთოდ არ ჰქონდა… სხვათაშორის, გეგას კომენტარი სამართლიანი იყო და ნამდვილად ცუდი დასანახია  ანდრეა ბოჩელის ხმით მომღერალი გოგო :D

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1615.jpg

 

 

მარიამ ფაჩულია რომ ნიჭიერის ფინალისტების რიგებში არ იყოს ახლა, სიამოვნებით დავწერდი ” რა საყვარელი ბავშვია”- მეთქი. თუმცა, როგორც ფინალისტი ისე უნდა შევაფასო… არ მგონია გულშემატკივრებს ესიამოვნოთ, მაგრამ “საყვარელი ბავშვობის” ნიადაგზე, “ოცნება ავუხდინოთ”-ის ნიადაგზე გადაყვანილ ფინალისტობას მე ვერ ვუწოდებ ნორმალურ მოვლენას!

 

 

რეალურად რომ დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი:

 

 

  • დეტონაციებით იყო სავსე სიმღერა
  • გამოთქმა იყო ძალიან ცუდი

შედავების მცდელობები შეიძლება იყოს – პატარაა ჯერ, 7 წლის არისო, მაგრამ მყარი არგუმენტი მაქვს: მასზე პატარა ბავშვებიც მინახავს, უკეთესად რომ მღერიან ისეთები… შორს რომ არ წავიდეთ, რუსთავი2-ზე “ანა-ბანა”-ს მონაწილეების გახსენებაც საკმარისია ალბათ ნათქვამის სიზუსტეში დასარწმუნებლად :mad:

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1621.jpg

 

 

ნიჭიერის ტრეისერებს რთული მისიები ჰქონდათ შესასრულებელი – პირველი ეფექტების შემდეგ საშიშროება იყო, რომ მეორე გამოსვლა იმხელა შთაბეჭდილებას ვეღარ მოახდენდა. მართალია მაიას მოფანკლუბო ელემენტებმა ცოტა დამაბნია (შეიძლება იმიტომ, რომ ამდენი “პროფილი” მეტისმეტია), მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო. ფსიქოლოგიური ფონი ჰქონდათ რთული – მათ ერთ-ერთ წევრს ლავიწის ძვალი მოსტყდა რეპეტიციაზე და დაძაბულები იყვნენ. ახალი წევრის ჩასმაზე ერთი დღით ადრე მუშაობის დაწყება არ არის ადვილი და ფიზიკურადაც დაიღალნენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა და სანახაობრივადაც კარგი იყო.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1623.jpg

 

 

“ძალიან გავერთე და ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მეტი რომ არ შეიძლება ისე”…- ნიკა

 

 

- მაჩვიანი 50 ლარიანი გეგამ სად უნდა დახარჯოს?(მაია)

 

 

- ალბათ მაჩვებში…(გეგა)

 

 

მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციაზე სამჯერ (მინიმუმ) ვნახე დათო რობაქიძის ნომერი, ლაივზე ისევ ისე გავერთე, როგორც პირველი ნახვისას, ისევ ისე მეცინებოდა ყველა ხუმრობაზე. მართლა ნიჭია, როდესაც შეგიძლია შოუს აწყობა… და ეს მართლა შოუ იყო – საინტერესო და რთული ფოკუსების გარდა, დახვეწილი იუმორი და მაყურებლის მაქსიმალურად მიზიდვის ნიჭი! მართლა არ არის ადვილი ამდენი წუთის მანძილზე შეინარჩუნო პუბლიკა. ვთვლი, რომ ღირსეულად დაიკავა ფინალისტებში ადგილი. თანაც, რომ არა მისი ასეთი მაგარი ნომერი, რამდენი მარგალიტი მოაკლდებოდა ნიჭიერის ისტორიას…

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD16351.jpg

 

 

გირო ჩილინგარაშვილის ნომერი ცოტა მოსაწყენი იყო თავიდან… გირების ტრიალის  ყურება  ამდენი წუთის მანძილზე მოსაბეზრებელია. თუმცა თანდათან გაამრავალფეროვნა და საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. ორი “გაქანებული” კვადროციკლის მოთოკვა ცოტას თუ შეუძლია ალბათ. ნიჭიერის ძალოსნებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1627.jpg

 

 

ბოლო კონკურსანტმა,  ელენე ჩიხლაძემ პრომოში თქვა “ამ პროექტში მოვედი იმიტომ, რომ მეჩვენებინა თუ რამდენად მრავალფეროვანია და საინტერესოა აღმოსავლური ცეკვა”. ჩემი აზრით, მან თავის მისია შეასრულა! მაიას და გეგას  აქცენტები ცოტა არასწორად იყო დასმული მისი შეფასებისას – იმ ორ მამაკაცზე ყურადღების გამახვილება ზედმეტი იყო. ისინი მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებდნენ და მგონი ყველა მიხვდა ამას. როდესაც სცენაზე ელენესნაირი პროფესიონალი დგას და ასე ცეკვავს, შეუძლებელია სხვა რამეზე /ვინმეზე გადაიტანო ყურადღება!

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1630.jpg

 

 

 

ნახევარფინალების შეჯამება

 

 

ხალხის არჩევანი:

 

1. გულნაზი გოლეთიანი

2. ლევან შავაძე

3. მარი და ბაბი

4. ანა ხანჩალიანი

5. მარიამ ფაჩულია

 

 

სიმართლე გითხრათ, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ანი ხანჩალიანს მივიჩნევ ღირსეულ ფინალისტად.

 

 

 

ჟიურის არჩევანი:

 

6. Next Level

7. მარიამ კახელიშვილი

8. გუგა ჭყონია

9. ავთო ნაცარაშვილი

10. დათო რობაქიძე

 

 

ყველა არჩევანით კმაყოფილი ვარ.

 

 

 

დამატებითი ფინალისტები:

 

11. პარკური

12. ვერკა და გიორგი

 

 

ვერკა და გიორგი მართლა საუკეთესოები იყვნენ თავიანთ ჟანრში. პარკურიც  კარგი იყო  შემოთავაზებული “მეორე შანსიანებიდან”, თუმცა ჩემი აზრით. მათზე მეტად “მოზაიკა” იმსახურებდა მეორე შანსს ჟიურისგან.

 

 

და ბოლოს, ისინი, ვისზეც ყველაზე მეტად დამწყდა გული და ჩემი ნება რომ იყოს ფინალში კიდევ ერთხელ ვნახავდი მათ ნომერს, თუნდაც კონკურსგარეშე, მოწვეული ნომრების სახით:

 

 

 

[*]მოზაიკა

[*]ელენე ჩიხლაძე

[*]მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები

[*]რამაზ გარშაულაშვილი

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Got Talent, რომელიც ბრიტანული ტელეფორმატია,  30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ამ ქვეყნებს შორის არის ავსტრალია,ა.შ.შ., უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ა.შ. ამ წლის თებერვლიდან საერთაშორისო პროექტს საქართველოც შეუერთდა “ნიჭიერით”.

 

 

ამ პოსტის შთაგონება გახდა ინტერნეტში ატეხილი გლოვა ფინალში მოხვედრილი ბევრი მომღერლის გამო. მოვიძიე Got talent-ის სამი უდიდესი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის (პროექტის სამშობლო), ამერიკისა და გერმანიის 2009 წლის ფინალისტთა სია. ყველა ქვეყნის ფინალისტების ნახევარი, ზოგჯერ მეტიც კი, მომღერლებითაა დაკომპლექტებული. დანარჩენს კი თავად გადახედეთ – რომელ ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი ფინალი შედგა და გვაქვს თუ არა ამ მხრივ საწუწუნო:

 

 

 

</h2>

<h2>დიდი ბრიტანეთი – Britain’s Got Talent

 

2009 წელი

 

 

10 ფინალისტი

 

 

5 მომღერალი

4 მოცეკვავე

1 საქსაფონისტი

 

 

წყარო

 

 

 

</h2>

<h2>ამერიკის შეერთებული შტატები – America’s Got Talent

 

2009 წელი

 

 

10 ფინალისტი

 

 

6 მომღერალი

2 მოცეკვავე

1 პერკუციონისტი

1 სთენდაფ კომედიანტი

 

 

წყარო

 

 

 

</h2>

<h2>გერმანია – SuperTalant

 

2009 წელი

 

 

12 ფინალისტი

 

 

8 მომღერალი

1 კაცი ძაღლით

1 აკრობატული ნომერი

1 სალამური

1 პიროშოუ (შოუ ცეცხლებით)

 

 

წყარო

 

 

 

საქართველო – ნიჭიერი

 

2010 წელი

 

 

12 ფინალისტი

 

 

6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)

1 ცეკვა

1 ბიტბოქსი

1 პარკური

1 ილუზიონისტი

1 სამეჯლისო ცეკვა

1 გიტარისტი

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჭიერის მე-5 ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 25 648 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

 

1. მარიამ ფაჩულია – 32%

 

 

2. მოზაიკა – 16%

 

 

3. დათო რობაქიძე – 13%

 

 

4. მაგდა ნიკოლეიშვილი – 10,7%

 

 

5. ფიცვერცხლი – 8,6%

 

 

6. პარკური – 7,7%

 

 

7. ლევანი და სოფო – 5%

 

 

8. გირო – 4,5 %

 

 

9. ელენე ჩიხლაძე – 1,5 %

 

 

10. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 1%

 

 

ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას? თქვენ თუ დაუმესიჯეთ ვინმეს?

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც იცით, ორშაბათს, V ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ჟიურიმ კიდევ 5 მონაწილეს მისცა ფინალში გადასვლის შანსი. ეს მონაწილეები იყვნენ: ვერკა და გიორგი, კორნელი მაისაშვილი, მერაბ კირაკოზაშვილი, რამაზ გარშაულიშვილი და პარკური.

 

 

ფინალში ხალხმა პარკური და ვერკა და გიორგი გადაიყვანა.

 

 

3 წუთის მანძილზე შემოვიდა 6 596 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

 

1. პარკური – 42%

 

 

2. ვერკა და გიორგი – 27,5%

 

 

3. მერაბ კირაკოზაშვილი – 14,7%

 

 

4. რამაზ გარშაულიშვილი -12%

 

 

5. კორნელი მაისაშვილი – 3,8%

 

 

P.S.: საინტერესო ფაქტი – პარკურმა ბოლო 3 წუთში იმდენივე ხმა აიღო, რამდენიც მთელი 1 კვირის მანძილზე დაუგროვდა : )

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Landish, ბლოგერი
-დან.

 

 

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

 

 

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

 

 

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

 

 

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

 

 

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

 

 

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

 

 

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

 

 

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

 

 

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/25203_396840038368_688128368_3833182_664346_n.jpgეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :givi:

 

 

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

 

 

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

 

 

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :)), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

 

 

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

 

 

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

 

 

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/HFSjeeEOAyo/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Tiko, Tiko - Pirosmani

Added by user: Admini

Date: 21.04.2010 (9:08)

Description: თემურ წიკლაური & მხოლოდ შენთვის - მუზიკლიდან "ფიროსმანი"<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/bwcEr60BKsY/2.jpgVideo: Manana Todadze - Angelozad mokhval

Added by user: Admini

Date: 21.04.2010 (9:10)

Description: მანანა თოდაძე & ივერია - ანგელოზად მოხვალ<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...