Jump to content
Planeta.Ge

აჯაფსანდალი ძველი რსს თემებიდან


Recommended Posts

ამ კვირის ტრივიაში 150-ზე მეტი პასუხი მივიღეთ, ყველაზე სწრაფი ათი ადამიანი კი 2-2 მოსაწვევს იღებს მეხუთე ნახევარფინალზე დასასწრებად:

 

 

1. ნესტან მამუკაშვილი

2. ნიკოლოზ ყოლბაია

3. ირაკლი გიორგაძე

4. ნუცა აბესაძე

5. გია ბარბაქაძე

6. ლაშა თორია

7. ნინო გელაშვილი

8. მარიკო აბულაძე

9. ნიაკო ნინიძე

10.  რატი ფრუიძე

 

 

გილოცავთ, ჩვენთან ერთად მოგიწევთ ლაივ კონცერტზე ნერვიულობა! : )

 

 

დეტალებისთვის შეამოწმეთ მეილი.

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 373
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • planetanews

    374

http://i.ytimg.com/vi/JWWsdI-6Qpk/2.jpgVideo: Hereli gogonebi - Kvavilebis qvekana

Added by user: Gelka

Date: 17.04.2010 (13:33)

Description: ჰერელი გოგონები - ყვავილების ქვეყანა

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/2ALORu6Dy8U/2.jpgVideo: Luiza Kobaladze & Alexander Basilaia - Mere

Added by user: Gelka

Date: 17.04.2010 (13:41)

Description: ლუიზა კობალაძე & ალექსანდრე ბასილაია - მერე<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუმინელმა ოვერქლოქერმა ნიკით matose (ნამდვილი სახელი Matei Mihatoiu) შეძლო მშრალ ყინულზე დაერაზგონებინა თავისი მეხსიერების მოდულებიCorsair GTX1 2906MHz-მდე (ტაქტური სიხშირე 1453.3 MHz)

 

 

http://i029.radikal.ru/1004/66/a6d28be4db3a.png

 

 

სატესტო სისტემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • CPU: Core i7 870 on DICE
  • MB: Gigabyte P55A-UD7
  • RAM: 2 x Corsair GTX1 on DICE
  • HDD: Kingston X25-M 80GB
  • PSU: Sapphire PURE 1250W
  • VGA: Radeon HD5770

 

 

ასე გამოიყურებოდა სატესტო სისტემა სამუშაო ფორმაში

 

 

http://s04.radikal.ru/i177/1004/1c/caf6a44f8f05.jpg

 

 

მოდულები დაფარული იყო ფოლგის ქაღალდით შუაში ღარით რომელშიც მშრალი ყინული ჩაყარა

 

 

http://s002.radikal.ru/i197/1004/53/ac37eb079007.jpg

 

 

ამ შედეგით მან თვით კორსაირის ყურადღებაც მიიპყრო

http://blog.corsair.com/?p=2330

 

 

საინტერესოა რომ შედეგი დაფიქსირდა DRAM 1.76 ვოლტზე და VTT 1.56 ვოლტზე

ტაიმინგები 10-13-10-30 1T

 

 

ვალიდაციის ლინკი

http://valid.canardp….php?id=1131961

 

 

ესეც თავად ოპერები ტესტების შემდეგ

 

 

http://s51.radikal.ru/i132/1004/54/7975d9aadac3.jpg

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იქნება 2.5 დიუმიანი HDD-ები, რომლებსაც ექნებათ ერთი მაგნიტური ფირფიტა (single platter), ბრუნვის სიჩქარე 4,200 RPM, ინტერფეისი SATA. მოდელსMK2060GSC ექნება 200 GB მოცულობა, იქნება “ულტრა ჩუმი” – ხმაურის დონე 23DB. და მოწყობილობა გაუძლებს პირობების ცვლილებებს ზღვის დონის ქვევით 300-დან ზღვის დონის ზევით 12 000 მეტრამდე (ეს ვის დასჭირდება რომელი მანქანა დაფრინავს?! თუ მფრინავებს დასჭირდებათ?) გამორთული მდგომარეობაში; ხოლო ჩართული გაუძლებს ზღვის დონიდან -300-დან +5 650 მეტრამდე http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/smile.gif

http://s56.radikal.ru/i154/1004/a4/eeb5c5ac1245.jpg

გარდა MK2060GSC მოდელისა ტოშიბა გამოუშვებს MK1060GSC მოდელს იგივე მონაცემებით და 100 GB მოცულობით. ორივე მოდელს ექნება გამძლეობა დარტყმისადმი (“ანტიშოკი” http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif) და ვიბრაციისადმი. და ორივე მოდელი იდეალურია ექსტრემალური პირობებისათვის.

http://s58.radikal.ru/i160/1004/34/af5ad557aaf5.jpg

 

 

ასევე Toshiba-ს წარმომადგენლის განცხადებით HDD-ები შეესაბამება RoHS (Restriction of the Use of Hazardous Substances – გარკვეული ეკოლოგიურად საშიში ნივთიერებების გამოყენების ამკრძალავი საზოგადოება, რომელიც განსაზღვრავს ელექტრო საქონელში რამდენი სპილენძი, კადმიუმი, მერკური-უმი და “ათასი უბედურიუმი” უნდა იყოს და არ უნდა იყოს) მოთხოვნებს და არ შეიცავს ჰალოგენებს (halogen free). ამჟამად მოწყობილობები საბოლოო ტესტებს გადიან და მათი გაყიდვაში გამოსვლა 2010 წლის მესამე მეოთხედში იგეგმება. და იმედია მაგ დროისთვის SSD-ების ფასი ისე დაეცემა რომ ამ ვინჩესტერების გასაოცარი შესაძლებლობები აღარ იქნება საჭირო?! http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif

თუმცა ვინ იცის

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც Power_Vano-ს მიერ გახსნილი თემიდან ჩანს, ჩვენ ფორუმზეც დიდია ინტერესი NVIDIA-ას ახალი ფლაგმანი ვიდეოკარტების - GTX 470-ისა და GTX 480-ის მიმართ. ეს მიმოხილვა ასე თუ ისე სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით აღნიშნულ პროდუქტებსა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

 

როგორც იქნა დადგა ის დღეც, რომ უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარვყოთ რამდენიმე მითის არსებობა. უკვე ძველი GeForce FX -ის გამოჩენიდან დღემდე, NVIDIA-ას არ უწარმოებია ისეთი სერიის პროდუქტი, რომელიც ასეთ უზარმაზარ ყურადღებას მიიპყობდა და ესოდენ განხილვადი გახდებოდა. დიახ ჩემო მეგობრებო, უკვე საშუალება მოგვეცა, რომ ვიხილოთ პირველი DX11-ის, GeForce FX კლასის და სერია 400-ის გრაფიკული კარტები - NVIDIA-ამ შექმნა ორი ტყუპისცალი, რომელთა მიმოხილვასაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

NVIDIA-ას თავდაპირველად სურდა, რომ ამ პროდუქტების გამოშვება დაემთხვია Windows 7-ის წარდგენას. ეს ოპერაციული სისტემა კი, თავის მხრივ, გამოვიდა DirectX 11-ისა და DirectCompute-ის (მისი განმარტება იხილეთ აქ) შემოსვლის პერიოდში.

http://s51.radikal.ru/i133/1004/5d/190011bfc635.jpg

როდესაც Windows 7 წარმოებაში ჩაეშვა, ცოტათი გასაკვირიც კი იყო, რომ ATI-ს უკვე ჰქონდა არსენალში შესაფერისი ვიდეოკარტები (თუმცა მცირე რაოდენობით), მაგრამ NVIDIA-ას არა, რომელიც ამის შესახებ არაფერს არ იტყობინებოდა და ფაქტიურად ჩუმად იყო. ამის შემდეგ, ყველაფერი გადაიდო, ერთხელ, ორჯერ და რამოდენიმეჯერაც… ამა წლის იანვრის თვეში გამართულ CES-ის გამოფენაზე გამოჩნდა პირველი მინიშნებები ‘Fermi family‘-ზე დაფუძნებული გრაფიკული ბარათების შესახებ. მაგრამ რაშია საქმე, ამას ასეთი დიდი დრო დასჭირდა თუ რა არის მიზეზი?

 

 

NVIDIA-ას უახლესი და უდიდებულესი პროდუქტები, რომელთა აღწერასაც დღეს ვაპირებთ, წესით, ოქტომბრის თვეში უნდა გვეხილა. მას შემდეგ ნახევარმა წელიწადმა განვლო და ეს ინტერვალი GPU სფეროში უდრის ერთ სრულ, განახლების ციკლს.

შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და ვიმსჯელოთ თუ რა მოხდა, მაგრამ ნეტავ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ NVIDIA-ამ უკვე გამოუშვა ზემოხსენებული high end ვიდეოკარტები - GeForce GTX 470 და 480. დღეს ძირითადად განვიხილავთ და ვისაუბრებთ მათ თავისებურებებზე, წარმადობაზე, კვების მოხმარების დონესა და გაგრილებაზე. თუ გსურთ, რომ ტექნოლოგიურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ Fermi არქიტექტურისა და GF100 ჩიპის შესახებ, რომლითაც ეს ბარათები არიან აღჭურვილნი, ეწვიეთ ამ გვერდს

 

 

სანამ უშუალოდ მიმოხილვას დავიწყებდეთ, მოდით უბრალოდ თვალი შევავლოთ დღეს წარმოდგენილ მუქ მონსტრებს.

 

 

კარგით, მოდით საქმეზე გადავიდეთ.. დღეს NVIDIA-ამ გამოუშვა ორი high-end კლასის გრაფიკული ადაპტერი DirectX 11-ის მხარდაჭერით. გარდა Windows 7-ისა და Vista-სი, ასევე გვჭირდება რამოდენიმე თამაში, რომ სრულყოფილად გამოვცადოთ DirectCompute-ი, multi-threading-ი, Hardware Tessellation-ი და ახალი shader 5 გაფართოვებები.

 

 

ის ხმები, რომელიც დაახლოვებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაირხა, ან სრული სიმართლე იყო ან ყოველ შემთხვევაში მასთან ძალიან ახლოს იდგა. გადავხედოთ ამ ციფრებს:

 

 

GeForce GTX 480 : 480 SP, 384-bit, 250W TDP, US$ 449~499

GeForce GTX 470 : 448 SP, 320-bit, 225W TDP, US$ 299~349

 

 

‘ვერ გავიგე?!’ – ალბათ სწორედ ამას იტყვის ბევრი თქვენგანი, რადგან top line მოდელისაგან ყველა 512 სტრიმ-პროცესორს ელოდა, ანუ GT200-ზე (GeForce GTX 280/285) - 272-ით უფრო მეტს. ჩვენც გაგვიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს რაოდენობა GeForce GTX 480-ზე მართლაც 480-ია. აღსანიშნავია, რომ Fermi არქიტექტურა, GF100 გრაფიკული პროცესორი აღჭურვილია თექვსმეტი shader cluster-ით (SM-ების სახელით ცნობილი). GeForce GTX 480-ზე გათიშულია ერთი ასეთი cluster-ი, ხოლო GeForce GTX 470-ზე კი ორი (როგორც მოსალოდნელი იყო).

 

 

http://s44.radikal.ru/i106/1004/f8/fb2fe9b70245.jpg

 

 

http://i017.radikal.ru/1004/cf/f789a9dac340.jpg

 

 

თუ რატომ არის GTX 480-ზე ერთი ცალი SM-ი გათიშული, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. თუმცა, გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ NVIDIA ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამით უფრო გაეზარდა მოცულობის დონე – უკეთესი შედეგების მიღებისათვის. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მიებაძათ GeForce GTX 260 SP216-ის მაგალითისათვის, ანუ მომავალში ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, რომ გამოეშვათ ოდნავ სწრაფი პროდუქტი სრული 512 შეიდერ-პროცესორით. წარმადობის თვალსაზრისით, ეს არც თუ ისეთი დიდი დანაკლისია, რადგან 16-იდან მხოლოდ ერთი ცალი SM-ი გაკლდებათ და სინამდვილეში ეს არაფერს არ ნიშნავს.

 

 

GeForce GTX 400 ვიდეოკარტები Fermi-ის ტიპის, GF100 ჩიპებით ამაყობენ. ეს GPU ჩიპი მოთავსებულია 8-layer PCB-ზე და მხარდაჭერილია GDDR5-ზე მუშაობის შესაძლებლობა. ამ მხრივ, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრებთან გვაქვს საქმე, რადგან 1 გბ-იანი ზღვარი უკვე გადალახულია. ყოველი გამოყენებული (მეხსიერების) კონტროლერი – შესაბამის GPU-სთან ერთად, მიიღებს 256 მბ მეხსიერებას.

 

 

GTX 470-ს აქვს ხუთი კონტროლერი (5×256 მბ) = 1280 მბ GDDR5 მეხსიერებით

GTX 480-ს კი ექვსი ცალი (6×256 მბ) = 1536 მბ GDDR5 მეხსიერებით

 

 

როგორც ხვდებით, მეხსიერების მასიური განყოფილება, bus-width-ი და GDDR5 (quad data სიხშირით), GPU-ს საშუალებას აძლევს, რომ იმუშაოს ძალიან მაღალი framebuffer-ის გამტარობით. დროა GPU სიხშირეებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

 

 

http://s51.radikal.ru/i131/1004/44/3269923d4c1d.jpg

 

 

მაშ ასე, GeForce GTX 480-ის 1,54 გბ GDDR5 უშუალოდ დაკავშირებულია 384-ბიტიან bus-თან, რომელიც GPU-ში თავის მხრივ, თავს უყრის ექვს ცალ კონტროლერს (6×64=384 ბიტს). ეს მეხსიერება ‘დარაზგონებულია’ 924 მჰზ-მდე (= 3696 ეფექტურ მჰზ-ს).

 

 

GeForce GTX 470-ს რაც შეეხება, მას აქვს ხუთი მეხსიერების კონტროლერი x 64-ზე = 384 ბიტს. მეხსიერება ‘აწეულია’ 837 მჰზ-მდე (= 3348 ეფექტურ მჰზ-ს).

 

 

GeForce GTX 480-ის ბირთვის სიხშირე იქნება 700 მჰზ-ი (‘დარაზგონებული’), ხოლო სტრიმ-პროცესორებისა კი 1400 მჰზ-ი. GeForce GTX 470-ის ოვერქლოქინგი უფრო მცირეა და ეს მაჩვენებლები გაუთანაბრდება 607-1215 მჰზ-ს.

 

 

მოდით გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და თვალი შევავლოთ უფრო დეტალურ მონაცემებს:

 

 

http://i062.radikal.ru/1004/50/f845b8ec0ad9.jpg

 

 

ამგვარად, უკვე ვისაუბრეთ ბირთვის სიხშირეებზე, სპეციფიკაციებსა და მეხსიერების საკითხებზე. ცხადია, ჯერ მაინც უამრავი რამ არის განსახილველი.GF100 არქიტექტურის შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაციისათვის კი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ გვერდზე

 

 

ახლა კი გადავიდეთ გაუმჯობესებულ ROP (Raster Operation) ძრავზე. GTX 480-ს აქვს 48 ცალი, ხოლო 470-ს – 40 და ეს ყველაფერი ისეთი ფუნქციებისათვის, როგორიცაა pixel blending-ი და AA. საერთო ჯამში, GTX 480-ს გააჩნია 60 ცალი სტრუქტურული ფილტრაციის (texture filtering) ერთეული, ხოლო GTX 470-ს კი – 56 და ერთით ნაკლები SM-ი.

 

 

აქ მარტივი მათემატიკაა, ყოველ SM-ს თავისი ოთხი texture unit-ი აქვს.

 

 

GeForce GTX 470-ს გააჩნია 14 SM-ი x4 Texture unit-ზე = 56-ს

GeForce GTX 480-ს – 15 SM-ი x4 TU -ზე = 60-ს

• სიტყვაზე, ფიქტიურ GeForce GTX 485-ს ექნება 16 SM-ი x4 TU-ზე=64-ს

 

 

GTX 400-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე საინტერესოა, მაგრამ სირთულეებთან იყო დაკავშირებული ის ფაქტი, რომ მოხდა უფრო დაბალ ფაბრიკაციულ პროცესზე (40nm-ზე) გადასვლა, რომელიც გვაძლევს რამოდენიმე უპირატესობას. მაგალითად პირველი არის ის, რომ შესაძლებელია უფრო მეტი ტრანზისტორების განთავსება სილიკონში;

 

 

რაც შეეხება TDP-ებს, მათი მაჩვენებლები შედარებით მაღალია, GTX 480 მოიხმარს მაქსიმუმ 250 ვატს, მაშინ როდესაც GTX 470 იყენებს იმდენს, რასაც უახლესი თაობის პროდუქტი, დაახლოვებით 225 ვ-ს. პირველი ჭორებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეს ნამდვილად არც თუ ისე ცუდი ამბავია.

 

 

http://i070.radikal.ru/1004/30/79bc546e3596.jpg

 

 

GeForce GTX 480-ს აქვს 6, ასევე 8-პინიანი კვების კონექტორი – მცირეოდენი ოვერქლოქინგისათვის. ხოლო GeForce GTX 470-ს კი ორი ცალი 6-პინიანი PEGკონექტორი, რომელთაგან თვითოეული PCIe სლოტს აწვდის 75-ს და კიდევ დამატებით 75ვ ენერგიას PCIe სლოტს.

 

 

დროა წინ წავიდეთ და შევეხოთ სხვა საინტერესო საკითხებსაც, მაგალითად DirectX 11-სა და Tessellation-ს. პირველ რიგში შევხედოთ ფოტოსურათებს, ხოლო ამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ მოკლე აღწერას GPU-სა და შეიდერ ტექნოლოგიის შესახებ, რაც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ საერთოდ როგორ მუშაობს გრაფიკული ბარათი.

 

 

http://s16.radikal.ru/i191/1004/f9/bc54ed5f9140.jpg

 

 

GeForce GTX 470-ის ფოტო-გალერეა

 

 

http://i037.radikal.ru/1004/91/487bac08ebe8.jpg

 

 

მოდით თვალი ჯერ GeForce GTX 470-ს შევავლოთ. აუცილებლად სათანადოდ უნდა შეაფასოთ ის, თუ რა დონის წარმადობა იმალება ამ ვიდეოკარტის საფარის ქვეშ. ის აღჭურვილია 1280 მბ-იანი GDDR5 მეხსიერებით, რომლის სიხშირეც შეადგენს 3348 მჰზ-ს, ბირთვის ეს მაჩვენებელი უთანაბრდება 600-ს, ხოლო შეიდერ-პროცესორებისა კი – 1215-ს; მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული თანხა დაახლოვებით 350 დოლარია. ეს ბარათი უშუალოდ ATI Radeon HD 5850-ის კონკურენტად არის გათვლილი.

 

 

http://s58.radikal.ru/i161/1004/22/d581947a9a36.jpg

 

 

უფროს ძმასთან შედარებით, GeForce GTX 470-ს TDP-ის დონე უფრო დაბალი აქვს – 215 ვატი. მთლიანობაში კი, ეს მშვენიერი ვიდეოკარტაა შავი გაფორმებითა და მძლავრი წარმადობით.

უკანა მხარე საკმაოდ სუფთაა, საინტერესოა იმის დანახვა, რომ ყველა ახალ რეფერენს მოდელს PCB-ში აქვთ ღრმული, როგორც ჩანს ცივი ჰაერის ნაკადის მისაღებად და ქულერიც თავის მხრივ, სულაც არ არის ხმაურიანი.

 

 

http://s40.radikal.ru/i089/1004/b6/db9067f6abe9.jpg

 

 

http://s50.radikal.ru/i129/1004/29/ec967dbc6a73.jpg

 

 

GTX 480-ის მსგავსად, რომელსაც შემდეგ გავეცნობით, GTX 470-ზეც ვხედავთ ორ dual-link DVI კონექტორს, ყველა მაღალი გარჩევადობის მონიტორის მხარდაჭერით. ხოლო უკიდურეს მარცხენა მხარეს კი, მოხერხებულად მოკალათდა მინი HDMI პორტიც, რომელიც მიზანმიმართულად განათავსეს ქვედა ნახევარში ისე, რომ ზედა ნაწილს არ შეჰქმნოდა დაბრკოლება ჰაერის ცხელი ნაკადების გამოყოფისას. ასე, რომ ამ მიზეზით, დაგჭირდებათ სპეციალურიHDMI კაბელი.

 

 

http://i003.radikal.ru/1004/e8/32de254c0b4f.jpg

 

 

GTX 470-ს მხოლოდ ორ 6-პინიან PCIe PEG კონექტორს ითხოვს და საშუალოდ 550 ვ-იანი კვების ბლოკი მაინც დაგჭირდებათ.

 

 

http://s005.radikal.ru/i209/1004/af/aa0132feb26d.jpg

 

 

ზედა მარცხენა კუთხეში შეამჩნევდით ორ SLI finger-ს, რომლებითაც შესაძლებელია 3-way SLI-ის კონფიგურაციის გამოყენება. დაახლოვებით 300`350 აშშ დოლარის ფარგლებში, ეს ვიდეოკარტა ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ყველაზე საინტერესო ვარიანტი იქნება, მაგრამ დროა უკვე GeForce GTX 480-ზეც გადავინაცვლოთ და მასაც მივცეთ საკუთარი თავის დემონსტრირების საშუალება.

 

 

GeForce GTX 480

 

 

http://s45.radikal.ru/i110/1004/86/7e57f3bd3611.jpg

 

 

აი ისიც, შეეგებეთ GeForce GTX 480-ს. გაგრილების საშუალება მასიურია და სითბურ მილაკებზეა დაფუძნებული. საერთო ჯამში, მშვენიერი ვიდეოკარტაა შავი გაფორმებით. თუმცა, მოდით ის რამოდენიმე განსხვავებული კუთხიდან დავათვალიეროთ.

 

 

http://s001.radikal.ru/i195/1004/42/b768ae70cc3f.jpg

 

 

GTX 480 საკმაოდ სასიამოვნო შესახედაობისაა და დაახლოვებით 26,5 სმ / 10,4’ სიგრძისაა. ქვევით თქვენ ხედავთ GTX 470-ს, რომელიც უფრო მცირე ზომისაა – 24,5 სმ / 9,6 დუიმი.

 

 

http://s44.radikal.ru/i105/1004/a6/090d6febf78f.jpg

 

 

GeForce GTX 480-ის არსენალში არანაკლებ 1536 მბ მეხსიერებაა და ეს საკმარისზე უფრო მეტიცაა. ბირთვის სიხშირე თავის მხრივ, ‘დარაზგონებულია’ 700 მჰზ-მდე, სტრიმ-პროცესორებისა – 1400-მდე, ხოლო GDDR5 მუშაობს ეფექტურ 3700 მჰზ-ის დონეზე. 384-ბიტიანი მეხსიერების bus-ის საშუალებით, თქვენ მიიღებთ გამტარობის ძალიან მაღალ მაჩვენებელს – 177 გბ/წმ-მდე, ხოლო GTX 470-ზე კი – 320-ბიტიანი bus-ით შეძლებთ 134 გბ/წმ-ის დაფიქსირებას.

 

 

http://i077.radikal.ru/1004/f0/04a6a78b66f5.jpg

 

 

GTX 470-ის მსგავსად, GTX 480-საც გააჩნია ორი ცალი dual-link DVI პორტი – ასევე ყველა მაღალი გაფართოვების მქონე მონიტორების მხარდაჭერითა და მინი HDMI კონექტორი – უკიდურეს მარცხენა მხარეს. საინტერესოა ის, თუ რატომ არ მიანიჭეს უპირატესობა DispalyPort-ს, თუმცა … იმ შემთხვევაში თუ აპირებთ HD ტელევიზორის შეერთებასაც, HDMI უდავოდ უფრო მოსახერხებელია.

 

 

http://s002.radikal.ru/i197/1004/e3/b662459230ba.jpg

 

 

უკანა მხარეს უკვე ვეღარ ვხედავთ დამცავ საფარს, როგორც ეს წინამორბედ ვიდეოკარტებს ჰქონდათ. მთლიანობაში კი, შავი ფერის PCB საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურება. ვენტილატორის მიდამოებში, რა თქმა უნდა აქაც არის დატანებული ცარიელი ადგილი, რომელიც GTX 470-სთან შედარებით, ცოტა უფრო მეტ ჰაერს იწოვს – გაგრილებისათვის ეს გამოსადეგია.

 

 

http://s02.radikal.ru/i175/1004/8d/887a01f8d4b1.jpg

 

 

GeForce GTX 480 მაქსიმუმ 250 ვატ ენერგიას მოიხმარს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ მისი 6 და 8-პინიანი PCIe სლოტები კვების წყაროთი უზრუნვველყოთ. აღნიშნული ვიდეოდაფის მუშაობისათვის, დასაწყისისათვის გირჩევთ როგორც მინიმუმ 550-600 ვ-იანი კვების ბლოკს.

 

 

http://s47.radikal.ru/i116/1004/33/2391f1614a52.jpg

 

 

რასაკვირველია მხარდაჭერილია multi-GPU კონფიგურაცია – 2 და 3-way SLI-ის სახით.

 

 

http://s51.radikal.ru/i134/1004/2f/78c581a8d770.jpg

 

 

GTX 480 არის ის ვიდეოკარტა, რომელიც ცხელდება და თან ძალიან. სწორედ ამ მიზეზით, NVIDIA-ამ ის აღჭურვა ისეთი რეფერენს-ქულერით, რომელიც გაგრილების საკითხს თავს სრულყოფილად გაართმევდა. ეს არის ჰითპაიპებზე დაფუძნებული დიზაინი, რომელსაც გააჩნია GPU block-იდან გამომავალი ორხი სქელი მილაკი, რომლებიც შიდა ფარფლებისაკენ მიემართება. რაც შეეხება ბარათის ბოლოში განლაგებულ ვენტილატორს, ის პროდუქტს სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს.

 

 

http://s61.radikal.ru/i172/1004/6b/8d615fee7027.jpg

 

 

ცხელი ჰაერის ნაკადები GPU-დან და კომპიუტერიდან გამოიტყორცნება იმ ნაპრალებიდან, რომელსაც მონიტორის პორტებს ზემოთ ხედავთ.

 

 

http://s55.radikal.ru/i147/1004/a4/1518244e71eb.jpg

 

 

რაც არც თუ ისე მოდურია ის ფაქტი, რომ ზედა ფირფიტა, რომელიც ფარავს GeForce GTX 480-ს, არის გაგრილების ფარფლების შემადგენელი ნაწილი. ეს დაიმახსოვრეთ და ფრთხილადაც იყავით; თუ მას შეეხებით გახურებული სათამაშო პროცესის დროს, შესაძლებელია, რომ შეგექმნათ პრობლემა, რადგან ის ძალიან ხურდება. რა თქმა უნდა, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი კომპიუტერის კორპუსი შიგნიდან ნიავდება ვენტილატორებით, რომლებიც ასრულებენ როგორც ჰაერის შეწოვის, ასევე მისი გაწოვის ფუნქციასაც.

 

 

http://i070.radikal.ru/1004/89/78514fc3ab85.jpg

 

 

გრაფიკული ბარათებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების განხილვა

 

 

მიგვაჩნია, რომ ყოველთვის აუცილებელია უკან გახედვა და იმ ტერმინოლოგიების აღწერა, რომლებიც უკვე ძირფესვიანად დამკვიდრნენ ჩვენს ლექსიკონებში და ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, რომელმაც შეიძლება არც კი იცის მათი განმარტება. ამ პუნქტში განვიხილავთ იმ საწყისებს, თუ რა ხდება ვიდეოკარტის შიგნით და ასევე შევეხებით შეიდერებსა და სტრიმ-პროცესორებსაც.

 

 

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის უკვე ცნობილია, მაშინ უბრალოდ გამოტოვეთ ეს თემა და გადადით შემდეგზე.

 

 

მაგალითისათვის, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მოვახდინოთ 3-განზომილებიანი ობიექტის რენდერინგი - 2D-ში, თქვენს მონიტორზე? დავიწყებთ იმით, რომ შევქმნით გარკვეული ტიპის კონსტრუქციას, რომელსაც გააჩნია ზედაპირი, რომელიც თავის მხრივ, შედგება სამკუთხედებისაგან. მათი გამოთვლა კი საკმაოდ ადვილად და სწრაფად ხორციელდება. ყოველმა მათგანმა უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია, თავისივე შესაბამის პოზიციიდან გამომდინარე.

 

 

შეცვლილი ვერტიკალების გამოყენებით, ვახდენთ თვითოეული განსაზღვრული სინათლის კალკულაციას. დასასრულს კი, სამკუთხედი უნდა გამოტანილ იქნას ეკრანზე, იმისათვის, რომ მოხდეს მისი კონვერტირება. ამ პროცესის შემდეგ, მას გაუჩნდება ჩრდილები და ტექსტურები.

 

 

ისეთი გრაფიკულ პროცესორებისათვის, როგორებიცაა Radeon და GeForce სერიები, სირთულეს არ წარმოადგენს უამრავი ამგვარი ამოცანის შესრულება. საერთოდ, პირველი თაობის ამ პროდუქტებს (ასე დაახლოვებით ათი წლის წინ) შეეძლოთ ზემოაღნიშნული სამკუთხედების გადმოცემა აპარატულ მოწყობილობაში, რომელიც წარმოადგენდა გაფართოვებას.

 

 

სამკუთხედის პარამეტრების ინტეგრირება ჩიპში – იყო შემდეგი გადადგმული ნაბიჯი და როდესაც ტრანსფორმირება და განათება (TnLhardware-ში უკვე შესაძლებელი გახდა, პროცესორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა (ალბათ ყველას გახსოვთ GeForce 256 არა?).

 

 

იმ დროისათვის, არასახაარბიელო ფაქტი იყო ის, რომ თამაშების პროგრამისტს არ ჰქონდა უშუალო კონტროლი ტრანსფორმაციაზე, განათებასა და პიქსელ რენდერინგზე, იმიტომ, რომ კალკულაციის ყოველი მოდელი ჩიპში იყო ჩამონტაჟებული. სწორედ ამ დროს იჩინა თავი შეიდერულმა დიზაინმაც, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ პროდუქტისაგან მიგვეღო საუკეთესო გრაფიკა.

 

 

შეიდერები და სტრიმ პროცესორები

 

 

2000 წელს, როდესაც DirectX 8 გამოვიდა, გამოჩნდა პიქსელ შეიდერებიც, რომელმაც სოფტისა და თამაშების მწარმოებლებს საშუალება მისცა, რომ დაეპროგრამებინათ სპეციალურად შექმნილი ტრანსფორმაციები და სინათლის კალკულაციები. ასევე ეს შეეხო პიქსელთა გაფერადების ფუნქციასაც, რომელმაც შემოიტანა გრაფიკის სულ ახალი განზომილება და ნელ-ნელა, თამაშებიც გაცილებით უფრო რეალისტური გახდა.

 

 

თვითოეული შეიდერი არსობრივად მხოლოდ მცირე პროგრამაა (პროგრამული კოდი), რომელიც გრაფიკულ პროცესორზეა გაშვებული იმისათვის, რომ გააკონტროლოს ‘ვერტექსი’, პიქსელი ან გეომეტრიული დამუშავების მიმდინარეობა.

 

 

2002 წელს უკვე DirectX 9-ც ვიხილეთ, რომელიც ისეთი რევოლუციური აღმოჩნდა, რომ თამაშების უმრავლესობა დღესაც კი მას იყენებს. მისი უპირატესობა კი ის იყო, რომ პიქსელ და ვერტექსის 2.0 ვერსიის საშუალებით, შეიდერ პროგრამებს ის შედარებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა. თუმცა, შეზღუდვა მაინც არსებობდა.

 

 

DirectX 10-ის წარმოდგენის შემდეგ, უკვე დრო იყო, რომ შექმნილიყო ახალი, გაერთიანებული არქიტექტურა, რომელიც შეიდერების მრავალფეროვნებას თავს გაართმევდა.

• შეიდერ ანუ სტრიმ პროცესორები, რომელსაც ასე ხშირად ვახსენებთ, განლაგებულნი არიან GPU-ში. მათ NVIDIA-ამ სახელი გადაარქვა და CUDA ბირთვები უწოდა.

 

 

DX11-თან ერთაად კი, უკვე შეიდერების რამოდენიმე ტიპი გვაქვს: პიქსელი, ვერტექსი, გეომეტრია და ახალი – ეს არის compute shader-ი (DirectCompute-ი), რომელიც უშუალოდ GPU-ზე იძლევა GPGPU-ის ფუნქციის შესრულებას.

 

 

ასე თუ ისე, ალბათ უკვე შეგექმნათ რაღაც წარმოდგენა GPU-ს, მისი მუშაობის პრინციპისა და შეიდერ (სტრიმ) პროცესორების შესახებ.

ახლა კი ორიოდე სიტყვა DirectX 11-ის შესახებ.

 

 

http://s57.radikal.ru/i157/1004/61/c61bcd03fbbb.jpg

 

 

http://i078.radikal.ru/1004/5a/43f4c3ad8b17.jpg

 

 

DirectX 11

 

 

NVIDIA-ას GF100 Fermi არქიტექტურაზე დაფუძნებული გრაფიკულ ბარათებს უკვე აქვთ DirectX 11-ის მხარდაჭერა. უცნაურია, რომ თამაშების მწარმოებელთა უმეტესობამ გამოტოვა DX10. ამის გაგება რთული არ არის, რადგან DX9-თან შედარებით, მასში არასაკმარისი ცვლილებაა და რა მიზეზით უნდა დააფინანსონ ’software house’-ებმა ახალი კოდური მიმდინარეობა და რატომ უნდა გამოყონ კიდევ დამატებითი თანხები მის შემუშავებაზე?

 

 

ამას დაუმატეთ ის უზარმაზარი შეზღუდვა, რომელიც Microsoft-მა დააწესა და DX10-ის მუშაობის მხარდაჭერა მხოლოდ Windows Vista-სათვის უზრუნველყო. ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებით, ეს ალბათ მისი ყველაზე არასასიამოვნო განცხადება იყო.

 

 

კარგი ამბავი კი არის ის, რომ DirectX 11 მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, რომ უფრო ააჩქარონ და გააუმჯობესონ თამაშები – მეტი კომპლექტსური შეიდერითა და tessellation-ის მსგავსი რამოდენიმე ახალი ტრიუკის საშუალებით. გეიმერები თავის მხრივ, მიიღებენ უფრო სწრაფად მომუშავე თამაშებსა და გრაფიკასთან დაკავშირებულ მეტად საინტერესო სიახლეებს.

 

 

მწარმოებლები მიიღებენ VertexHullDomainGeometryPixel და Compute Shaders-ებს. ასევე DirectCompute-ს, რომლის საშუალებითაც Windows Vista-ზე ანWindows 7-ზე შესაძლებელია GPU-ს უშუალო გამოყენება სისტემაში. ეს ჯერჯერობით პირველი ნაბიჯია, მაგრამ ის მრავალი აპლიკაცია, რომელიც GPU computing-იდან სარგებელს ნახავს, უკვე თავისუფლად გამოიყენებს ამ ტექნოლოგიას. ეს უდავოდ რევოლუციური მიღწევაა წარმოების დარგში, ისევე, როგორც ინფორმაციის პარალელური დამუშავება, რომელიც ნამდვილად გამოსადეგი იქნება სპეციფიკურ სიტუაციებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში.

 

 

აი DirectX 11-ის ყველაზე გამორჩეული თავისებურებები:

 

 

• Shader model 5.0

• Multi-threading

• DirectCompute 11 – Physics and AI

• Hardware Tessellation

• Better shadows

• HDR Texture compression

 

 

მოდით ახლა გავეცნოთ იმ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებას, რომლებიც ყველაზე მეტად შეძლებენ თქვენზე გავლენის მოხდენას.

 

 

Multi-threaded rendering

 

 

როდესაც ხდება კოდისა და მონაცემთა ნაკრების გადატყორცნა GPU-ს მიმართულებით, ამას ჩვენ multi-threaded rendering-ს ვუწოდებთ და მისი საშუალებით მიიღება უფრო მეტი ეფექტურობა. თუ აუცილებლობის შემთხვევაში, ინსტრუქცია ან შეიდერი ერთ ადგილას ჩერდება (single threaded), ეს ქმნის გამტარობას, დაყოვნებას. ხოლო GPU-ს შეუძლია ამ მონაცემების მართვა სრულიად დანაწევრებულად, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანობაში მიიღება წარმადობისა და ეფექტურობის უკეთესი დონე.

ეს რომ უკეთესად გაიგოთ, წარმოიდგინეთ ასი ავტომანქანა, რომელიც A-დან B პუნქტში უნდა გადაადგილდეს გზის მხოლოდ ერთ სავალ ზოლზე.

ახლა კი წარმოიდგინეთ ის, რომ ასეთი სავალი ზოლი არის ასი ცალი და თვითოეული ავტომობილი მოძრაობს საკუთარზე.

 

 

როგორ ფიქრობთ რომელი ვარიანტის საშუალებით მიაღწევენ ისინი B პუნქტს უფრო სწრაფად? ის, რაც multi-threaded rendering-ის შესახებ უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ DirectX 10 და 11 ყველა ხელმისაწვდომ ბირთვისაგან გაცილებით უკეთეს პოტენციალს მიიღებენ.

 

 

DirectCompute 11

 

 

შემდეგი ახალი და საკმაოდ საინტერესო თავისებურება DirectX 11-ში არის DirectCompute-ი. ის Windows 7-ისა და Vista-ს მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, რომ შეძლონ თანამედროვე ვიდეოკარტების პარალელური დამუშავების კვების გამოყენება; ამგვარად ისინი მოახერხებენ GPU-სთან დაკავშირებასა და მის გამოყენებას იმისათვის, რომ სისტემურ პროცესორს გაუადვილონ ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა მაგალითად HD ვიდეოს ჩვენება ან მაღალი წარმადობის transcoding-ი.

 

 

თამაშებს რაც შეეხება.. DirectCompute 11 შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გამოსახულების დამუშავების ფილტრაციისათვის, დამოუკიდებელი გამჭვირვალეობის მოსაწესრიგებლად (ამ მეტად საინტერესო თავისებურების საშუალებით, შესაძლებელია ობიექტში გახედვა, ისე, თითქოს ის შუშისგან არის დამზადებული), ჩრდილთა რენდერინგისათვის, ხელოვნური ინტელექტისათვის და რაღა თქმა უნდა… სხივების თვალთვალისათვის (თუმცა გარკვეული შეზღუდვებით).

 

 

Compute Shader-ები არის ფუნქციონალურობის კიდევ ერთი საკითხი, სადაც DirectX 10-სა და DirectX 10.1-ის გრაფიკული პროცესორები მიიღებენ უპირატესობებს - DirectX 11-თან შედარებით.

 

 

Shader model 5.0

 

 

DirectX 11-მა ასევე წარადგინა Shader Model 5. მისი საშუალებით, შესაძლებელი გახდა ორმაგი-სიზუსტის მხარდაჭერა, რომელიც პროგრამისტებს საშუალებას აძლევს, რომ შეიდერ სპეციალიზაციას დაუკავშირონ პოლიმორფიზმი, ობიექტები და ინტერფეისები.

ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ საკითხსაც უფრო ჩავუღრმავდეთ. მაგრამ ეს უკვე თხრობას მეტისმეტად დააგრძელებს.

 

 

დროა გადავიდეთ DirectX 11-ის ყველაზე შთამბეჭდავ თავისებურება - Hardware Tessellation-ზე.

http://s005.radikal.ru/i209/1004/fb/f7128464caf0.jpg

 

 

DX11 Hardware Tessellation

 

 

როგორც ჩვენი ფორუმებიდან ჩანს, ბევრი თქვენგანი Tesselation-ს დიდად არ აფასებს და მას თავისებურებად საერთოდ არ მიიჩნევს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელ თამაშებში ის არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯს. თამაშების მწარმოებლები დიდი სიამოვნებით იყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიას, რამეთუ მისი საშუალებით უფრო სწრაფად ხდება რთული გეომეტრიისა და ობიექტების შექმნა. მომავალში აღნიშნული გარემო უფრო დეტალური გახდება, პერსონაჟები კი უფრო სრულყოფილი… Tesselation-ის გამოყენება მთელ რიგ გამოსახულებებში და 3-განზომილებაშია შესაძლებელი.

DX 11 pipeline-ის შიდა შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

 

 

• Vertex

• Patch assembly

• Hull

• Tesselator

• Domain

• Primitive assembly

• Geometry

 

 

რა არის hardware tessellation-ი საერთოდ? მარტივად რომ ვთქვათ, ის 3D ობიექტებს უფრო დეტალურს ხდის. DX11 გრაფიკული ბარათების გამოჩენასთან ერთად, ATI-სა და NVIDIA-ას ამ პროდუქტებსაც GPU-ებში უკვე ექნებათ აღნიშნული ტექნოლოგიის unit-ები და შესაძლებელი იქნება მათი სრული პროგრამირება.

 

 

Tessellation-ი ნიშნავს სივრცის გაზრდას – უფრო მეტი დეტალის მისაღებად. აი შეხედეთ ქვევით მოცემულ გამოსახულებას:

 

 

http://s005.radikal.ru/i211/1004/da/d463e6016bae.jpg

 

 

Tessellation-ი – ეს არის ზედაპირის მცირე ზომებად დანაწევრების პროცესი. იმისათვის, რომ გამოყვანილ იქნას ობიექტების ზედაპირის ნიმუშები,Tessellation-ი ჰყოფს მათ ადვილად სამართავ პოლიგონებად. მათგან ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფიგურებია – სამკუთხედები და ოთხკუთხედები, რადგან კომპიუტერულ მოწყობილობას ადვილად შეუძლია მათი მანიპულირება და გამოთვლა.

 

 

პირველ მაგალითზე ხედავთ სახეს. აქ პოლიგონების მცირე რაოდენობაა თავმოყრილი. ეს anno 2010-ია და ჩვენ უფრო დეტალური 3D გამოსახულება გვჭირდება. ასე, რომ თანდათანობით ვიყენებთ ქვე-დანაწევრების წესს, რითაც ვზრდით მათ რაოდენობას. ახლა დააკვირდით მეორე და მესამე სახეებს. მათში ბევრად მეტი დეტალია.

DirectX 11-ში, Tessellation-ი შეიცავს შეიდერის ორ ახალ ტიპს - Hull Shader-ს და Domain Shader-ს.

 

 

ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე შეამჩნევდა, რომ Tessellation-ი არ არის რაღაც ახალი რამ, ATI-ის წლების განმავლობაში ჰქონდა hardware tessellation unit-ი - GPU-ებში. თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო, ძველ unit-ებს ვერანაირად ვერ გადაიტანდა DirectX-ში, რამეთუ API-ს არ ჰქონდა ამის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

 

 

Tessellation-ის გამოყენების კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია გარემოს შექმნა, ძალიან მარტივი, ბაზური გეომეტრიით – სიმაღლისა და სტრუქტურული რუქების გამოყენებით. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ გენერირებული ტერიტორიის შეცვლა დინამიურად არის შესაძლებელი – სიმაღლის რუქის მანიპულირებით.

NVIDIA დიდი ხნის განმავლობაში გვიჩვენებდა დემოებს – წყლის ახალ და რეალურ დროში რენდერირებული თმის შესახებ. პირველ მათგანში, დეტალების რაოდენობა იზრდება 3 მაგნიტუდით და წარმადობის დონე – იგივე გამოსახულებასთან შედარებით (Tessellation-ის გარეშე), კლებულობს მხოლოდ ორის ფაქტორით. შევხედოთ რამოდენიმე სქრინშოტს:

 

 

http://i003.radikal.ru/1004/47/fca3c0400dd0.jpg

 

 

ეს გამოსახულება საკმაოდ კარგად გამოიყურება არა? მშვენივრად მოჩანს წყალი და მთებიც უკანა პლანზე. თუმცა, აქ შეიძლებოდა, რომ დამკვირვებლისთვის ან კამერისათვის ახლო ხედში, პოლიგონს უფრო მეტი კომპლექსურობა ჰქონოდა და უფრო ნაკლები – დისტანციის გაზრდასთან ერთად. მოდით სწორედ ასე მოვიქცეთ.

 

 

http://s51.radikal.ru/i133/1004/e8/c0d17a0bf5b3.jpg

 

 

აი სად გამოჩნდა Tessellation-ის ნამდვილი ძალა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დემო რეალურ დროშია რენდერირებული, 2560×1600 გაფართოვებაზე დაTessellation-ის დიდი რაოდენობით, ამისდა მიუხედავად, მაინც საკმაოდ მისაღები framerate-ის მაჩვენებელი მივიღეთ. და წყალს რაც შეეხება … უბრალოდ შეხედეთ მას და წარმოიდგინეთ ის სინამდვილეში.

 

 

Tessellation-ი საშუალებას იძლევა, რომ მოახდინოთ გაცილებით უკეთესი ხარისხის რენდერინგი და ანიმაცია. საერთო წესი აქ ასეთია: რაც მეტიაTessellation-ის გამოყენების დონე, მით უფრო ნელდება GPU, თუმცაღა ამ მიზეზით, უკვე გამოყოფილია ბირთვის ლოგიკა, ის ჩქარია და შეუძლია უზრუნველყოს დეტალების მასიურად მომატება და ამასთან სიმკვეთრისა და გაცილებით უკეთესი ხარისხის მიღება.

მოდით შევაჯამოთ.

 

 

DX 11 tessellation unit-ი, მიუხედავად ორი ახალი Domain და Hull shader-ისა, პროგრამირებას ექვემდებარება. რაც მეტია მისი დონე, ზედაპირის სიმკვეთრეც მით უფრო რეალისტურად გამოიყურება. NVIDIA-ამ HW Tesselation-ის დანერგვის საკითხი მართლაც, რომ ძალიან კარგად გადაწყვიტა.

 

 

გარდა მრავალი თავისებურებისა, NVIDIA გვთავაზობს უკეთეს Anti-Aliasing-ის ჩრდილებსა და ახალ AA რეჟიმსაც.

 

 

ახალი Anti-Aliasing რეჟიმი – 32x CSAA

 

 

წარმოდგენილ იქნა ახალი Anti-Aliasing რეჟიმი. NVIDIA-ამ საშუალება მოგვცა, რომ გამოვცადოთ 32xAA ნიმუშები, წარმადობის საკმაოდ მცირე დანაკარგით. ეს კი რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა ერთი, უფრო სწორედ კი ორი ტრიუკის გამოყენების გზით.

ეს თითქმის საჭმლის მომზადებას ჰგავს, ერთმანეთში ვურევთ საჭირო ინგრედიენტებს და მორჩა, მზადაა. რაც NVIDIA-ამ გააკეთა 32xCSAA რეჟიმის დროს, ამის ახსნა შედარებით უფრო ადვილია, ისინი იღებენ რვა ფერის ნიმუშს და შემდეგ 24 ე.წ. ‘coverage‘ მაგალითს, იმისათვის, რომ განსაზღვრონ AA პიქსელის შეფერილობის თავისებურება. როგორც მახსოვს, მეთოდი უკვე წარადგინეს G80 და GT200-ზე, მოგვიანებით კი გააუმჯობესეს.

 

 

http://s12.radikal.ru/i185/1004/78/b11175d2d23e.jpg

 

 

სურათზე მოცემულია 32xCSAA ფილტრზე მიმდინარე მოვლენები, რომელიც წესით ისეთი სწრაფი უნდა იყოს, როგორც GT200-ზე - 6xCSAA რეჟიმი. როგორც ხედავთ, გამოსახულების ხარისხში განსხვავება აშკარაა, როდესაც ვცვლით AA ოპციებს. სულ ზევით ჩართულია 32xCSAA, ხოლო ბოლოში კი ალიასინგი საერთოდ გათიშულია.

 

 

ორიგინალური სქრინშოტების სანახავად კი, შეგიძლიათ დაათვალიეროთ 24-ბიტიანი PNG ფაილები:

 

 

BBC2 32 xAA

BBC2 16 xAA

BBC2 8 xAA

BBC2 1 Xaa

 

 

ბოლო შენიშვნა: ქვევით თქვენ ხედავთ ნიმუშს 32xCSAA-თი, მკვეთრად ჩანს ფერთა 8 და 24 ცალი მაგალითები. ეს ძალიან ეფექტური AA მეთოდია.

 

 

Accelerated Jittered Sampling – Improving Anti-Aliased shadows

 

 

უმეტესობამ უთუოდ იცით, რომ თამაშის დროს, თუ 8xAA რეჟიმი გაქვთ ჩართული, ყველაფერი საკმაოდ ნატიფად და ლამაზად გამოიყურება. შემდეგ, როდესაც ჩრდილს დააკვირდებით, მიხვდებით რომ ცდებით. აღნიშნული მეთოდი სწორედ ამ შემთხვევის დროს ავლენს თავის შესაძლებლობებს ყველაზე მეტად და მისი სახელია - Accelerated Jittered Sampling-ი.

 

 

შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს (მარცხნივ). შეამჩნევთ უცნაურ, ამობურცულ ჩრდილებს. ეს არის 3DMark Vantage-ი AA რეჟიმებით ჩართული. ხოლო შემდეგ კი, ეს ფენები მოაშორეს და შეცვალეს ხმაურით. მივიღეთ გაცილებით უფრო დახვეწილი და სასიამოვნო შესახედაობის მქონე ჩრდილები.

 

 

http://i044.radikal.ru/1004/e9/55e63540ea0f.jpg

Traditional

 

 

http://s41.radikal.ru/i093/1004/45/5f20db8eade5.jpg

Accelerated Jittered Sampling

 

 

საკითხი რომ შევაჯამოთ, ვიტყვი იმასაც, რომ GF100-ს აქვს Accelerated Jittering Sampling-ი, რომელიც იძლევა AA ჩრდილების გაუმჯობესების საშუალებას და რასაკვირველია, დამატებით მოგვცემს AA წარმადობასაც.

 

 

NVIDIA’s VP4 Video processor

 

 

GeForce 400 სერიის GF100 ჩიპს ჩამონტაჟებული ექნება უახლესი ვიდეო-პროცესორის მოდელი ‘VP4‘, რომელიც თითქმის იმის იდენტურია, რომელიც გამოიყენება GT220/240/ION2-ზე. აღნიშნულ ძრავს უკვე გააჩნია MPEG-4 ASP (MPEG-4 Part 2) (Divx, Xvid)-ის კოდირების შესაძლებლობა.

 

 

ავღნიშნავთ სასიხარულო ფაქტსაც, რომ HDMI აუდიოს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სულელური S/PDIF კაბელები, რომლებითაც ხდებოდა ხმის კოდეკებთან დაკავშირება, უკვე აღარსადაა.

 

 

VP4-ს უკვე აქვს 8 channel LPCMDD+6 channel AAC-ის მხარდაჭერა, მაგრამ არა TrueHD და DTS Master Audio ბიტ სტრიმინგისა. ეს მაინც უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

NVIDIA 3D Surround

 

 

ახალ GPU-სთან ერთად, გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიასაც - NVIDIA 3D Surround-ს. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთდროულად სამი ცალი 3Dმონიტორით თამაში, რომელიც იძლევა გასაოცარ რეალისტურ 3-განზომილებიან გარემოს. რასაკვირველია, ეს იდეა ფრთხილად იქნა ნასესხები ATI-საგან (Eyefinity) და მას რომ ეს ტექნოლოგია არ შეექმნა, NVIDIA ალბათ არასდროს ეცდებოდა მის დანერგვას.

 

 

http://s56.radikal.ru/i151/1004/f5/21227dd0d71c.jpg

 

 

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება 2D რეჟიმშიც შესაძლებელია - 3D სტერეო აუცილებელ მოთხოვნილებას არ წარმოადგენს.

 

 

3D Vision Surround-ი ოფიციალურად GeForce GTX 470/480-თან ერთად გამოვიდა. თუმცა GeForce GTX 260275280285 და 295-ების მფლობელთათვის კარგი ამბები გვაქვს. ტექნოლოგიის მხარდაჭერა ამ სერიის პროდუქტებზეც გავრცელდება, აუცილებელი იქნება მხოლოდ დრაივერის განახლება, ორი ვიდეოკარტა და სამი მონიტორი. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება თუ 3D Vision კომპლექტიც გექნებათ.

 

 

შესაჯამებლად კი დავძენთ იმას, რომ 3D Vision Surround-ი გვთავაზობს 3-განზომილებიანი გარემოს მხარდაჭერას, რომლის საშუალებითაც, ერთდროულად შეგვეძლება სამი დისპლეის გამოყენება.

 

 

ორი-სამი პარაგრაფის წინ, უკვე ვახსენეთ, რომ ამ საკითხში შევხვდებოდით უარყოფით მხარესაც. აუცილებელი მოთხოვნილება იქნება SLI, რადგან ვიდეოკარტებს შეეძლებათ მხოლოდ 2 DVI პორტთან გამკლავება. ეს წესი ვრცელდება GeForce GTX 470 და 480-ზეც. დიახ, ეს ასეა, სწორედ ორი ბარათის მიზეზით, აღნიშნული ტექნოლოგია ძვირადღირებულ სიამოვნებას ემსგავსება.

 

 

http://i003.radikal.ru/1004/1e/c0828e34f281.jpg

3D Surround Stereo with three monitors

 

 

მაშ ასე, NVIDIA 3D Surround-ი თითქმის ATI Eyefinity-ის მსგავსია, რომელიც ასევე სამ მონიტორზე მუშაობდა; surround vision-ი 3D სათვალეებით არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნილებას, განსხვავებით GT200 ან GF100-ით შექმნილი SLI კონფიგურაციისა.

 

 

მოწყობილობის ჩამონტაჟება

 

 

ორივე პროდუქტის ჩადგმა საკმაოდ მარტივია. როდესაც ბარათს ჩავსვავთ, მას ვუერთებთ 6 და 8-პინიან კონექტორებს.

 

 

http://s57.radikal.ru/i158/1004/47/0eb7d3a62fb5.jpg

 

 

რა თქმა უნდა, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ შესაფერისი კვების ბლოკი გაქვთ:

 

 

GeForce GTX 470-ს სჭირდება ორი ცალი 6-პინიანი PEG კონექტორი

GeForce GTX 480-ს კი, ერთი 6-პინიანი და ერთი 8-იანი PEG connector-ი

 

 

სასურველია, რომ header-ები პირდაპირ კვების ბლოკიდან მომდინარეობდნენ და არ იყვნენ კონვერტირებული Molex-ის პერიფერიული კონექტორებიდან.

უკვე შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი კომპიუტერი, შეხვიდეთ სისტემაში და დააყენოთ NVIDIA Forceware-ის უახლესი დრაივერი. გადატვირთვის შემდეგ კი, წესით ყველაფერი უნდა მუშაობდეს. მორჩა, ამის გარდა, მეტი არაფრის გაკეთება აღარ არის საჭირო.

 

 

ენერგიის მოხმარების დონე

 

 

ახლა შემოგთავაზებთ რამოდენიმე ტესტს, რომელიც გავატარეთ. დააკვირდით მათ წარმადობისა და ვოლტაჟის შედარების კუთხით, ენერგიის მოხმარების დონე მაღალია, განსაკუთრებით GTX 480-სათვის.

 

 

მეთოდოლოგია მარტივია: ჩვენ გვაქვს მოწყობილობა, რომელიც შეუწყვეტლივ ახდენს კომპიუტერის კვების მონიტორინგს. ყველა ბენჩმარკისა და ტესტის შემდეგ, ვნახულობდით მაქსიმალურ დაფიქსირებულ შედეგს და სწორედ აქ უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ენერგიის პიკი მეტად მნიშვნელოვანია. ასაღნიშნია ის ფაქტი, რომ თქვენ აკვირდებით არა ვიდეოკარტის, არამედ მთლიანი კომპიუტერის კვების მოხმარებას.

 

 

ჩვენ სატესტო სისტემას - Core i7 965 / X58-ზე ბაზირებული და 3.75-მდე ‘დარაზგონებული’, კვების დიდი ოდენობა სჭირდება. ამასთან, სისტემური პლატისა და პროცესორისათვის გათიშული გვაქვს ენერგიის დაზოგვის ფუნქციები (უფრო ზუსტი ბენჩმარკების შედეგების მისაღებად).

 

 

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ სტანდარტულ კომპიუტერთან შედარებით, ჩვენ საშუალოდ დაახლოვებით 50-100 ვატით უფრო მეტს მოვიხმართ, რაც გამოწვეულია პროცესორის გაზრდილი სიხშირით, წყლის გაგრილებით, კათოდის დამატებითი განათებებით და ა.შ.

 

 

GeForce GTX 470

 

 

• სისტემა დაუტვირთავ რეჟიმში = 205 ვატი

• სისტემა - GPU-ს მაქსიმალური დატვირთვით = 419 ვატი

• განსხვავება (GPU-ის დატვირთვა) = 214 ვატი (TDP215ვ)

 

 

GeForce GTX 480

 

 

• სისტემა დაუტვირთავ რეჟიმში = 209

• სისტემა - GPU-ს მაქსიმალური დატვირთვით = 463

• განსხვავება (GPU-ის დატვირთვა) = 254

 

 

ჩვენს მიერ რეკომენდირებული კვების ბლოკი

 

 

GeForce GTX 470

 

 

• საშუალოდ, თქვენი სისტემისათვის, დაგჭირდებათ სულ ცოტა 550 ვატიანი კვების ბლოკი. გირჩევთ აირჩიოთ ის პროდუქტი, რომელსაც +12 ვოლტებიან რეილებზე ექნება მინიმუმ 35 ამპერი.

 

 

GeForce GTX 480

 

 

საშუალოდ, GTX 480-სათვის საჭიროა 600 ვ კვების ბლოკი მაინც – საერთო ჯამში 40 ამპერით თვითოეულ +12 ვ რეილზე.

 

 

GeForce GTX 400 in SLI

 

 

• მეორე ვიდეოკარტის დასაყენებლად, დაგჭირდებათ კიდევ 250 ვატის დამატება. ასე, რომ თუ high-end სისტემის მფლობელი ბრძანდებით, დარწმუნდით იმაში, რომ გაქვთ მინიმუმ 850 ვ-იანი კვების ბლოკი (რეკომენდირებულია 1 კილოვატი), რომელსაც საერთო ჯამში, უნდა ჰქონდეს 55-დან 60 ამპერამდე ყოველ 12 ვოლტ რეილზე.

 

 

ხოლო თუ 3-way SLI კონფიგურაცია გსურთ, კიდევ ერთ ბარათთან ერთად დაამატეთ 250 ვატი და 20A – 12V რეილებზე.

 

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კვების ბლოკის სიმძლავრე საკმარისი არ იქნება?

• ცუდი 3D წარმადობა

• ‘კრაშინგი’ თამაშებში

• კომპიუტერის მოულოდნელი გათიშვა

• თამაშების გაჭედვა

PSU-ს გადატვირთვამ შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს

 

 

ვიდეოკარტის ქულერის ტესტირება

 

 

GeForce GTX 480

 

 

http://s004.radikal.ru/i205/1004/8c/5b3115e12947.jpg

 

 

GeForce GTX 480-ის ძირითადი ტემპერატურები სიხშირეები დატვირთვის დროს

 

 

GeForce GTX 470

 

 

http://s003.radikal.ru/i203/1004/45/e7e5174e903c.jpg

 

 

GeForce GTX 470-ის ძირითადი ტემპერატურები სიხშირეები დატვირთვის დროს

 

 

ახლა ვნახოთ თუ როგორ შეიცვლება ტემპერატურები ინტენსიური თამაშის დროს, ჩვენ ვტვირთავთ GPU-ს 100%-ით.

 

 

ამ ტესტის გატარებისას, ოთახის ტემპერატურა იყო 21 გრადუსი ცელსიუსი. შევხედოთ შედეგებს, ერთში GPU(ები) არის IDLE რეჟიმში, მეორეში – დატვირთულში:

 

 

http://s07.radikal.ru/i180/1004/bf/e53a01378a1e.png

 

 

როგორც ხედავთ, ორივე ვიდეოკარტაზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა. როდესაც მათი სიხშირეები დავწიეთ, მივიღეთ 45 გრადუსი C , ხოლო როდესაც GPU ცოტა ხნით 100%-ით დავტვირთეთ, მაჩვენებლები 95-მდე გაიზარდა. როგორც ჩანს, NVIDIA-ამ ახალი თერმული ზღვარი დააწესა და მინდა გითხრათ, რომ ამ ციფრებით არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი.

 

 

ხმაურის დონე

 

 

როდესაც ვიდეოკარტები დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფენ, მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ეს მასები გადატყორცნილ იქნას ცხელი ბირთვისაგან რაც შეიძლება შორს. ჩვენ ხშირად ვხედავთ გაგრილების მასიურ საშუალებებს, რომლებსაც მართლაც შესწევთ ძალა იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვიტონ, თუმცა ყველა ვენტილატორი დღესდღეობით ზრდის კომპიუტერის ხმაურის დონეს. ჩვენ შევიძინეთ სერტიფიცირებული dBA მეტრი და შევუდექით დეციბელების დათვლას.

 

 

http://i052.radikal.ru/1004/80/ef3e6dccf4c3.png

 

 

დაუტვირთავ რეჟიმში ვიდეოკარტა 39~40 dBA-ს გამოსცემს, რომელსაც ვერც კი გაიგებთ, რადგან ეს კომპიუტერის მიერ გამოცემულ ხმაურზე უფრო ნაკლებია.

 

 

http://s08.radikal.ru/i181/1004/7d/5e22d5a86323.png

 

 

GTX 480 დატვირთულ რეჟიმში ოდნავ უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, სხვა დროს კი, ორივე ბარათის ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად არ განსხვავდება. როდესაც GPU ხურდება, მატულობს ფენის ბრუნვის მომენტიც და პროდუქტის მუშაობაც უფრო შესამჩნევი ხდება. GTX 470-ისათვის, საკმაოდ დატვირთულGPU-ზე ჩვენ დაახლოვებით დავაფიქსირეთ 43-45 dBA. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხმაური აუტანელი იქნება, უბრალოდ გაიგებთ ჰაერის ნაკადების მოძრაობას და სულ ესაა.

ორივე ქულერი თავის ფუნქციას შესანიშნავად ართმევს თავს და სითბოს სისტემიდან გამოტყორცნის, რითაც არამარტო სხვა კომპონენტებს ეხმარება გაგრილებაში, არამედ თავისთვისაც სუფთა, ცივ ჰაერს მიიღებს.

 

 

ერთი გაფრთხილება, GTX 480-ის სითბურ მილაკებზე დაფუძნებული ჰითსინკი, ზედა მხარეს აბსოლუტურად გახსნილია, ასე, რომ ამ ნაწილს, უშუალოდ თამაშის განმავლობაში ან მის მერე, მცირე ხნით, არ შეეხოთ, რადგან ის ძალიან ცხელდება და ეს საშიშია.

 

 

ხმაურის დონე GeForce GTX 480-ში

 

 

სანამ GeForce GTX 400 სერია გამოვიდოდა, ბევრი საუბარი მიმდინარეობდა, იმაზე, თუ როგორ ხმაურს გამოსცემდნენ აღნიშნული ვიდეოკარტები დატვირთვის დროს. განსაკუთრებით კი, უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ექცეოდა GTX 480. ბევრი საიტის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები 60-დან 70 DBa-მდე მერყეობდნენ, თუმცა პატიოსნად რომ ვთქვათ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

საქმე კი იმაშია, რომ ამ გაზომვებს ყველა განსხვავებულად და ხშირად ინდივიდუალურად ატარებს. თუ DBa ხელსაწყოს, გრაფიკული ბარათის ვენტილატორისაგან თუნდაც ერთი სანტიმეტრით მაინც დააშორებთ, მაშინ რა თქმა უნდა, ხმაურის დონე მართლაც მაღალი იქნება, მაგრამ თუ თამაშების მოყვარული ბრძანდებით, ყურს პირდაპირ ჰაერის გამწოვს ხომ არ ადებთ არა?

 

 

ტესტირება რეალური ცხოვრების პირობებში განვახორციელეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ DBa ხელსაწყო დავაშორეთ კომპიუტერს 75 სმ-ით და დავუმიზნეთ მას. ვფიქრობთ, რომ თქვენი კეისიც, ისევე, როგორც ჩვენი, არის დახურული. ხოლო, იმის დამტკიცებისათვის, რომ GTX 480 ხმაურიანია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ზოგიერთი ინფორმაციის წყარო ირწმუნებოდა, ჩავიწერე GTX 480-ის ორი ვიდეო – ერთი idle და მეორე – ძლიერ დატვირთულ რეჟიმში და შედეგები Furmark-ის საშუალებით მივიღეთ.

 

 

საბოლოო ჯამში, დავაფიქსირეთ ხმაურის ისეთი დონე, როგორიც დაახლოვებით GeForce GTX 295-ის შემთხვევაში. დიახ, მიღებული მაჩვენებელი მართლაც მაღალია და ამას არც ვვუარყოფთ, მაგრამ 60-70 DBa-ს მტკიცება, ცოტა არ იყოს და სისულელეა.

ახლა კი გადავიდეთ ვიდეოებზეც:

 

 

 

ზედა ვიდეო გვიჩვენებს GeForce GTX 480-ის მუშაობას IDLE რეჟიმში = ~ 37 DBa-ს.

 

 

 

 

 

ამ ვიდეოში კი, GeForce GTX 480Furmark -ის საშუალებით, ძლიერად არის დატვირთული = ~ 45 DBa

ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ სხვა ვებ-საიტებმა ეს პროცედურები შეცდომით ჩაატარეს, არა სერ. უბრალოდ ეს გაზომვები ჩვენ რეალურ-ცხოვრების პირობებში განვახორციელეთ, რაც დაახლოვებით იმ მანძილის ტოლია, როგორითაც თქვენი ყურებია განლაგებული.

კიდევ ერთი შენიშვნა, ვიდეო-კამერა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ზრდის მიკროფონის დონესაც, ასე, რომ ჩაწერილი ხმა სწორედ ამ მიზეზით ხდება არაპროპორციული.

 

 

GPU-თი დამუშავებული DXVA 1080P ვიდეოები

 

 

x.264 ფორმატი ხშირად გამოიყენება როგორც Matroska MKV-ის სინონიმი. 1920×1080p ხარისხის ფილმებს, ხშირად აქვთ h.264 ენკოდინგი, რომელიც მოთავსებულია x.264 ფორმატში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან მძლავრი კომპიუტერი, ძლიერი პროცესორით, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამგვარი ვიდეოს ჩვენება. ნებისმიერი პოპულარული ფორმატის (XVID/DIVX/MPEG2/MPEG4/h.264/MKV/VC1/AVC) მქონე ფილმი შეგიძლიათ უყუროთ ისეთ სტაბილურ პროგრამის გამოყენებით, როგორიცაა PowerDVD, ყოველგვარი კოდეკებისა და ფილტრების ინსტალირების გარეშე.

 

 

DXVA არის Direct X Video Acceleration-ის შემოკლება, მისი საშუალებით ხდება მასალის ასწრაფება GPU-ის გამოყენებითა და ამავდროულად არ ხდება პროცესორის დატვირთვაც.

 

 

მოდით უფრო დაწვრილებით ამ პროგრამის შესახებ:

 

 

NVIDIA PureVideo-სა და ATI UVD-ს, აქვთ საკმაოდ მარტივი ფუნქციის ნაკლებობა, ხალხისათვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანისა – ეს არის პიქსელის (გამოსახულების) სიმკვეთრე.

 

 

თუ ფილმს სტანდარტულ მონიტორზე უყურებთ, Purevideo შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ როგორც კი გადახვალთ უფრო დიდი ზომის HD ეკრანზე, მაშინვე ინატრებთ ისეთ მცირე დანამატების შესახებ, როგორიცაა სიმკვეთრე. მახსოვს, რომ GeForce-ის მე-7 სერიას ჰქონდა ამ შესაძლებლობის მხარდაჭერაForceware დრაივერებთან ერთად. მე-8 სერიის გამოშვებასთან ერთად, ეს თავისებურება გაქრა და დღესაც, ის ყველაზე ნანატრ HTPC ფუნქციად რჩება.

 

 

Media Player Classic-ს ჯერ კიდევ აქვს სხვა უპირატესობაც, ის არამარტო ცდილობს DXVA-ის ჩართვას შესაბამის დროს, GPU-ის საშუალებით, ასევე მას შეუძლია გრაფიკული ბარათის შეიდერ-პროცესორების გამოყენება – მასალის პოსტ-დამუშავების მიზნით.

 

 

შეიდერების დიდი რაოდენობა, შესაძლებელია, რომ გაშვებული იყოს GPU-ის შიგნით, რითაც უფრო გაუმჯობესდება გამოსახულების ხარისხი.

 

 

Media Player Classic HT edition-ს ეს თავისებურება ინტეგრირებული აქვს. თქვენ შეგეძლებათ რამოდენიმე შეიდერის არჩევა, მაგალითად სიმკვეთრისა დაde-interlacing-ისა… ეს ფანტასტიური ფუნქციებია HD კონტენტის დასაკვრელად.

 

 

http://i038.radikal.ru/1004/a9/63674f06c676t.jpg

 

 

სქრინშოტში თქვენ ხედავთ, თუ როგორ ასწრაფებს MPC HT edition-ი - x.264 ვერსიის მქონე, Pixar-ის ანიმაციურ ფილმ ‘UP’-ს – 1080P ხარისხით. შეიდერ-პროცესორების უზარმაზარ რაოდენობის საშუალებით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რომ საგულდაგულოდ მოვახდინოთ პოსტ-დამუშავება და ასევე გავაუმჯობესოთ გამოსახულების ხარისხის დონე (აქ გამოყენებულია შეიდერზე ბაზირებული სურათის სიმკვეთრე (Complex 2)).

 

 

აქ მთელ სამუშაოს GPU ასრულებს, როგორც ხედავთ, x.264-ში განლაგებული h.264 კონტენტი – პროცესორს სულაც არ ტვირთავს. თუ ამ თავისებურებაზე უფრო მეტის გაგება გსურთ, გადადით ამ გვერდზე

 

 

სატესტო გარემო და აღჭურვილობა

 

 

მოდით უკვე გადავიდეთ ბენჩმარკებზეც, მაგრამ პირველ რიგში, წარმოგიდგენთ ჩვენ სისტემასა და გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

 

სისტემური პლატა:

 

 

eVGA X58 Classified

 

 

პროცესორი:

 

 

Core i7 965 @ 3750 MHz (3.6 + Turbo mode)

 

 

გრაფიკული ბარათები:

 

 

GeForce GTX 470

GeForce GTX 480

Diverse

 

 

მეხსიერება:

 

 

6144 მბ (3x 2048 მბ) DDR3 Corsair @ 1500 მჰზ

 

 

კვების ბლოკი:

 

 

1200 ვატი

 

 

მონიტორი:

 

 

Dell 3007WFP2560×1600-მდე

 

 

ოპერაციული სისტემა და პროგრამები:

 

 

Windows 7 RTM 64-bit

DirectX 9/10 End User Runtime

ATI Catalyst 10.3 BETA

NVIDIA GeForce 197.17 BETA

 

 

პროგრამული ბენჩმარკების ჩამონათვალი:

 

 

• StoneGiant Benchmark

• Unigine Heaven

• Metro 2033

• Just Cause 2

• Battlefield Bad Company 2

• Colin MC Rae Dirt 2

• Far Cry 2

• Call of Duty Modern Warfare 2

• Mass Effect

• Crysis WARHEAD

• Tom Clancy’s HAWX

• Anno 1404

• 3DMark Vantage

• Brothers in Arms: Hells Highway

• GPU Transcoder

 

 

ორიოდე სიტყვა ‘FPS’-ზე

 

 

თამაშის საუკეთესო ხარისხი ყოველთვის უშუალო კავშირშია გრაფიკული ბარათის წარმადობასთან. ჩვენ მას ვზომავთ FPS-ებში, რომელიც თავის მხრივ, ნიშნავს ფრეიმების იმ რაოდენობას, რამდენის რენდერის უნარიც შესწევს ვიდეოკარტას და რაც მეტია ეს მაჩვენებელი, თამაშის გამოსახულებაც მით უფრო დახვეწილია.

 

 

FPS-ების გამოთვლა ხდება ტესტის მეშვეობით. ის, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დემოს, ანუ ხდება თამაშის გარკვეული ნაწილის ჩაწერა, რომელიც 1:1-ში იძლევა გეიმპლეისა და მისი ატმოსფეროს გაცნობის საშუალებას. შემდეგ, გამოსახულების პარამეტრები არ იცვლება და იგივე დემო გამოიყენება სხვა ვიდეოკარტებისათვის, ისე, რომ შედეგები მაქსიმალურად ზუსტად იქნას დაფიქსირებული.

 

 

http://s07.radikal.ru/i180/1004/30/0adf8c672e8e.png

 

 

30 FPS-ზე ნაკლები მაჩვენებლით, თამაში არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ასე არ მოხდეს.

30-დან 40 FPS-მდე, თამაში – გრაფიკულად დატვირთულ ადგილებში მცირე შეფერხებებით იმუშავებს. საერთო ჯამში, საკმაოდ სასიამოვნო გამოსახულება. შეუსაბამეთ ეს შედეგი – ეკრანის საუკეთესო გაფართოვებასა და მიიღებთ რენდერინგის უზადო ხარისხს – რეზოლუციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ორივე მათგანი რაც შეიძლება მაღალ დონეზე იმყოფებოდეს.

• როდესაც ვიდეოკარტა გაძლევთ 60 ან უფრო მეტი FPS-ის მიღების საშუალებას, მაშინ შეგიძლიათ არხეინად იყოთ, რადგან თამაშის ნებისმიერ ადგილას, გექნებათ საუკეთესო და დახვეწილი გამოსახულება.

100 FPS-ზე მეტი? ან მონსტრი ვიდეოკარტის მფლობელი ბრძანდებით, ან ძალიან ძველი თამაშით დაინტერესდით.

 

 

http://s45.radikal.ru/i110/1004/a2/963c8b6c5fab.jpg

 

 

მონიტორი მომართვა

 

 

სანამ უშუალოდ თამაშს შეუდგებოდეთ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორის კონტრასტულობისა და სიკაშკაშის პარამეტრების მომართვას.

 

 

http://i069.radikal.ru/1004/0e/71a15f8d8cb1.png

 

 

ეს მარტივი ტესტის ნიმუში გათვლილია სიკაშკაშის დონეებზე 0-დან 255-ამდე. თუ თქვენი მონიტორი სწორედ არის მომართული, არ უნდა გაგიძნელდეთ თვითოეული პუნქტის გარჩევა. უნდა შეამჩნიოთ ისიც, რომ ყოველ მეზობელ საფეხურს შორის განსხვავება დაახლოვებით ერთნაირია.

 

 

Battlefield Bad Company 2 DX11

 

 

Battlefield სერიის თამაშებს უკვე დიდი ხანია რაც ვიცნობთ. ბოლო მათგანია Bad Company, რომელიც კონსოლების ექსკლუზივი იყო და ამ მიზეზით, PCგეიმერები უკმაყოფილოები იყვნენ. DICE-მა დაამსხვრია ეს ფაქტი და გამოუშვა სიკველი, რომელიც Battlefield 2-იდან მოყოლებული, საუკეთესოდ მიიჩნევა.

 

 

სიუჟეტით, Bad Company-ის ოთხმა ჯარისკაცმა უნდა მოძებნოს ახალი, სუპერ იარაღი, რომელსაც რუსი სამხედროები ამზადებენ. თავდაპირველად, შეიძლება ვერ მიხვდეთ იმას, რომ თამაში Bad Company-ზეა, რადგან ინტრო მისია იწყება II მსოფლიო ომის ვითარებაში, თუმცა ბოლოში ყველაფერი მაინც ირკვევა.

გარდა იმისა, რომ ეს თამაში გეიმპლეის თვალსაზრისით შესანიშნავია, ის ასევე მშვენიერი საშუალებაა იმისათვის, რომ დავტესტოთ ორივე გრაფიკული კარტა და პროცესორები. DirectX 11 რა თქმა უნდა ადგილზეა, თამაშს აქვს შესაბამის დამუშავებას აქვს ორიდან რვამდე პარალელური არხის მხარდაჭერის შესაძლებლობა, რაც არაჩვეულებრივია, თუ quad core პროცესორის პატრონი ბრძანდებით.

 

 

http://s005.radikal.ru/i209/1004/e6/d052bee53170.jpg

 

 

ჩვენ გადავწყვიტეთ DX11-ის ტესტირება სპეციალურად ამ თამაშისათვის, რამეთუ სურვილი გვაქვს, რომ შევხედოთ ყველაზე თანამედროვე გამოსახულების ხარისხსა და წარმადობას. DX11-ით ჩვენ დამატებით ვიღებთ შერბილებულ, დინამიურ ჩრდილებსა და შეიდერებზე დაფუძნებული პერფომანსის გაუმჯობესებულ დონეს. ხარისხის პარამეტრები შემდეგნაირია:

 

 

DirectX 11 ჩართულია

8x Multi-sample Anti-aliasing

16x Anisotropic filtering

• გამოსახულების ხარისხის ყველა პარამეტრი ჩართულია მაქსიმალურ დონეზე

 

 

თავდაპირველად Radeon HD 5850GeForce GTX 470-ის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, განსხვავება ძალზედ უმნიშვნელოა (!)

 

 

http://i047.radikal.ru/1004/06/224d97aa6fcb.jpg

 

 

ამ გამოსახულებაზე კი GeForce GTX 480 მცირე მანძილით უსწრებს Radeon HD 5870-ს.

 

 

http://s42.radikal.ru/i098/1004/1a/1509f420feb2.jpg

 

 

აღნიშნული თამაში დაიტესტა რამოდენიმე DX11-ის მქონე ვიდეოკარტებზე - 8xAA და 16xAF პარამეტრებზე.

 

 

http://s44.radikal.ru/i103/1004/c3/e92a0b6eaf98.jpg

 

 

Far Cry 2

 

 

ახლა კი დაბრუნდით 2004 წელში და გაიხსენეთ ინოვაციური Far Cry-ის გამოსვლა PC-ზე. უდავოდ გეხსომებათ ჯეკ კარვერი, სხვა დანარჩენის წარმოდგენა კი გიჭირთ არა? კარგით გეტყვით, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით დაუსახლებელ ტროპიკულ კუნძულზე, ამის ნაცვლად, ჯდებით ჯიპში და ხვდებით აფრიკის ქვიშიან სავანებში. უკვე აღარ გადააწყდებით სხვადასხვა მუტანტებს, უცხოპლანეტელებს ან სუპერ სიმძლავრისა და ფსიქიკური ძალის მქონე არსებებს. ასევე, უკვე აღარ ხართ ჯეკ კარვერი, თქვენ მოირგებთ 9 სხვადასხვა დაქირავებული ჯარისკაციდან ერთ-ერთის როლს, რომლებიც ჩართული აღმოჩნდნენ სასტიკ სამოქალაქო ომში, რომელიც გამძვინვარებულია აფრიკის წარმოსახვით მკვიდრებში.

 

 

არსენალში გექნებათ ჟანგიანი AK-47 და ყველაფერი, რის გამოყენებასაც კი მოახერხებთ. ორი ფრაქცია იბრძვის უპირატესობის ხელში ჩასაგდებად: ‘გაერთიანებული ფრონტი თავისუფლებისა და სამუშაოსათვის’ და ‘ალიანსი – გავრცელებული წინააღმდეგობისათვის’, ორივე დაჯგუფებას, სისხლი და კონტროლის დაპატრონება სწყურია.

 

 

http://s40.radikal.ru/i087/1004/e9/4f532e417244.jpg

 

 

გეიმპლეის შესახებ სხვას ვერაფერს გეტყვით. თამაში გამოვცადეთ მაღალ-ხარისხოვან DX10 რეჟიმში, 8xAA (anti-aliasing)-ითა და 16xAF (anisotropic filtering)-ით. ზევით ერთმანეთს შევადარეთ 5850 და GTX 470Far Cry 2 არის შედის იმ კატეგორიის თამაშებში, რომლებიც მაქსიმალურად არის ოპტიმიზირებული…GXT 400 სერიის პროდუქტის შტამბეჭდავი წარმადობის დონე აქ შესამჩნევია.

 

 

http://s52.radikal.ru/i135/1004/0d/e360f88dc135.jpg

 

 

ამ დიაგრამაზე, GTX 480 აშკარა უპირატესობით ლიდერის პოზიციაზეა. ეს წარმადობის ნამდვილად უპრეცენდენტო მაჩვენებელია.

 

 

http://s42.radikal.ru/i098/1004/6a/fa6c1b4083e6.jpg

 

 

აქ მოცემულია თამაშის სრული შედარება სხვადასხვა ვიდეოკარტებით - 1900×1200 გაფართოვებაზე.

 

 

Tom Clancy’s HAWX

 

 

დღესდღეობით ბაზარზე არც თუ ისე ხშირად გამოდის ისეთი თამაშები, რომელიც საჰაერო ბატალიებზეა დაფუძნებული. განთქმული Ace Combat სერიები მშვენიერი იყო და მისი ბოლო ნაწილიც მხოლოდ ქებას იმსახურებდა.

 

 

HAWX-ის საშუალებით კი, ჩვენ გადავდივართ მთლად ახალ დონეზე. მასში 50-ზე მეტი თვითმფრინავია და თვითოეული მათგანი აღჭურვილია გამანადგურებელი არსენალით. ეს თქვენ გამოგადგებათ, რადგანაც მოგიწევთ მტრების გარკვეულ ნაწილთან შეხვედრა, ირგვლივ კი ყველაფერი სასიამოვნოდ გამოიყურება. თუმცაღა მარტო არ იქნებით, შეგეძლებათ გასცეთ ბრძანებები თქვენი თანამოძმეების მიმართ – დაახლოვებით ამგვარი შესაძლებლობა Ghost Recon-ის სერიებიდანაც გვახსოვს.

 

 

ვიზუალურად, თამაში შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ქალაქებთან ახლოს გიწევთ ფრენა და შესაძლებლობა გეძლევათ, რომ დატბეთ შენობა-ნაგებობების თვითოეული დეტალით. თუმცა, ნამდვილი აღფრთოვანება მაშინ გიპყრობთ, როდესაც გეიმპლეის გადაყავხართ ე.წ. ‘მესამე პირის რეჟიმში’, აქ გარემოს უფრო მკაფიოდ ამჩნევთ. Tom Clancy’s H.A.W.X. -ით, აღნიშნულმა ჟანრმა კვლავ გამოიღვიძა და არ შეიძლება, რომ ეს არ მოგვწონდეს… და თან ძალიან.

 

 

http://s42.radikal.ru/i098/1004/6a/fa6c1b4083e6.jpg

 

 

გრაფიკული თვალსაზრისით, ეს თამაში საკმაოდ მიმზიდველია. ჩვენ ჩავრთეთ 4xAA რეჟიმი, ხოლო ATI-სა და ყველა DX11 ვიდეოკარტებისათვის კი - DX10.1.

 

 

• 4xAA

• 16xAF

• ALL settings @ HIGH

• All candy like HDR, DOF etc ON

• DirectX 10/10.1 mode + Ambient Occlusion, sun shafts and shadows at HIGH

 

 

მეტად საოცარი ფაქტი, HAWX-ი 100%-ით ATI-ს ამჯობინებდა, თუმცა GTX 470, აქ მართლაც, რომ მოწოდების სიმაღლეზეა.

 

 

http://i070.radikal.ru/1004/67/4685dc835ce4.jpg

 

 

აქ GTX 480-მა თავისი ულმობელი სიმძლავრე გამოაჩინა. წარმადობის დონე ძალიან შთამბეჭდავია.

 

 

http://s41.radikal.ru/i092/1004/a6/96a6f50a7738.jpg

 

 

DX 10.1-ის საშუალებით, ATI-ს ვიდეოკარტები აქ საუკეთესო პოზიციებს ინარჩუნებენ.

 

 

Metro 2033

 

 

2033 წელი. საშინელი პოსტ-აპოკალიფსური სამყარო 40000 ადამიანით. ისინი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ყოფილ-საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქ – მოსკოვში. ატომურმა აფეთქებამ გაანადგურა მათი მშობლიური საცხოვრებელი ადგილი. ადამიანთა ევოლუცია უკვე დასასრულის პირასაა, ხოლო ახალი არსებები (ძალიან საზარელი შესახედაობის) ჩნდებიან დედამიწაზე და მეტროს წიაღში. ფსიქოლოგიურად თამაშში მეტად მძიმე ატმოსფეროა, ბავშვებს არასოდეს არ უნახავთ ცა, მოხუცებულებს კი კვლავაც ახსოვთ ძველი დრო და ახალგაზრდები კი იბრძვიან თავიანთი სამყაროსა და შვილების გადასარჩენად. აქვთ თუ არა მათ მომავალი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი საჭიროა ზედაპირზე ამოსვლა ან მიწისქვეშა საიდუმლო, სამხედრო ლაბორატორიებში ხეტიალი. ვინ იცის?

 

 

http://s50.radikal.ru/i129/1004/dd/bc5b83481579.jpg

 

 

Metro 2033-ს აქვს DX11-ის მთელი რიგი თავისებურებების მხარდაჭერა. DX11-ის მქონე ვიდეოკარტების საშუალებით, შესაძლებელია უფრო ღრმა სივრცული ეფექტებისა და ასევე სრული Tessellation-ის მქონე პერსონაჟების მოდელების დანახვა – აღნიშნა THQ-მ.

 

 

NVIDIA GTX 400 ლიდერის პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს. გაითვალისწინეთ, რომ ტესტი გავატარეთ გამოსახულების HIGH პარამეტრზე, AAA-თი და DX11-ში. თქვენ ალბათ უფრო ნორმალურ რეჟიმში თამაშს ამჯობინებთ და ამ შემთხვევაში, GTX 470 რა თქმა უნდა, FPS-ების უფრო მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს.

 

 

http://s16.radikal.ru/i191/1004/b5/831de6651084.jpg

 

 

Metro 2033 – ეს თამაში GTX 480-ს მეტისმეტად უხდება, შეხედეთ წარმადობის დონეს.

 

 

http://s61.radikal.ru/i174/1004/67/153dd3f4ea11.jpg

 

 

აი იმის მაგალითი, თუ გამოსახულების როგორი პარამეტრებით შეგიძლიათ თამაში. DX11 კვლავ ჩართულია.

აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ამ თამაშს ჩვენ შემდეგში გამოვიყენებთ როგორც DirectX 11-ის ბენჩმარკს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა თაობის (DX9/10) გრაფიკული ბარათები, ტესტირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

 

Call of Duty: Modern Warfare 2

 

 

ეს თამაში შექმნილია COD4-ის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ. ქალაქში ახალი არამზადაა – ვლადიმერ მაკაროვი. მთელი უსიამოვნება კი იწყება იმით, რომ ის ამერიკას ადანაშაულებს რუსულ აეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმაში. ყველა მისია თავის მხრივ, აღფრთოვანებას იმსახურებს, მაგალითად ნავთობის საბადოების შტურმი, ყინულოვან კლდეებზე ცოცვა და რა თქმა უნდა, ადრენალინით დატვირთული, ე.წ. ‘ბურანებით’ დადევნების პროცესი. ვიზუალურად, 3D ძრავი თითქმის COD4-ის იდენტურია, თუმცა უფრო მეტად არის დახვეწილი და იძლევა პრაქტიკულად მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევის საშუალებას. საერთო ჯამში კი, თამაში არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურება, კვამლი, ნისლი, მზე, დეტალური სტრუქტურის ბუნება, შენობა და პერსონაჟები – ყველაფერი ადგილზეა.

 

 

http://s004.radikal.ru/i205/1004/5b/f8f327dab42d.jpg

 

 

კვლავ GTX 470R5850-ის წინააღმდეგ. უცნაური კი არის, მაგრამ ზოგჯერ ხდება ასეთი რამეც, როდესაც ერთი ვიდეოკარტა გარკვეულ ადგილებში უფრო ძლიერია, ხოლო დანარჩენებში კი სუსტი.

4xAA, ანიზოტროპული ფილტრაციის უმაღლესი დონე, საუკეთესო ტექსტურები, ერთი სიტყვით ყველა პარამეტრი თავის მაქსიმუმზეა დაყენებული.

 

 

• Image Quality setting:

• 4x Anti-Aliasing

• 16x Anisotropic Filtering

• All settings maxed out

 

 

მოდით შევხედოთ GTX 480-ის წარმადობასაც.

 

 

http://s001.radikal.ru/i195/1004/ed/59558d68eace.jpg

 

 

შედარებით დაბალ გაფართოვებებზე, GTX 480-ის აშკარა უპირატესობა აშკარაა, 1920×1200-იდან მოყოლებული კი ეს დისტანცია უფრო მცირდება.

 

 

http://s54.radikal.ru/i146/1004/63/c4975ca4baf9.jpg

 

 

ამ დიაგრამაზე ვახდენთ უახლესი ვიდეოკარტების ტესტირებას აღნიშნული თამაშის დროს.

 

 

Colin McRae Dirt 2

 

 

სულ რამოდენიმე თვის წინ, Codemasters-მა განაცხადა, რომ Colin McRae DiRT 2, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ელოდებოდა. თუმცა, მაშინ სინამდვილეში ვერავინ ვერ მიხვდა, თუ რა მიზეზით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება – როდესაც კონსოლური ვერსია გამოდიოდა, გაირკვა, რომATI-ს ძალიან სურდა ეხილა high-profile ტიპის თამაშები, რომლებსაც ექნებოდათ DirectX 11-ის მხარდაჭერა.

 

 

DirectX 11-ის თავისებურებების საშუალებით, Codemasters-მა თამაშის გარემო უფრო რეალისტური გახადა. შეამჩნევთ წყლის გაუმჯობესებულ სახეცვლილებას, ასევე ხალხის უფრო დახვეწილ ანიმაციას; ეს ყველაფერი კი მიღწეულ იქნა ‘tessellation’-ით, რომელიც დეტალებს უფრო მეტ სიღრმეს ანიჭებს.

 

 

http://s14.radikal.ru/i187/1004/7c/55d30333f92b.jpg

 

 

გამოსახულების ხარისხის პარამეტრები:

 

 

• Image Quality setting:

• 8x Anti-Aliasing

• 16x Anisotropic Filtering

• All settings maxed out

 

 

წინა დემო-ტესტი დაფუძნებული იყო DX11-ზე. თუმა GeForce -ისათვის, დემო-კოდი მხოლოდ DX9-ზე იმუშავებდა.

მართალი რომ გითხრათ, მეგონა ATI უფრო დიდი ინტერვალით გაიმარჯვებდა, რამეთუ მათ დიდი ფული გადაუხადეს Codemasters-ს, იმისათვის, რომ ეს თამაში DX11-ის მხარდაჭერით გამოსულიყო – 5000 სერიის ვიდეოკარტებთან ერთად. თუმცა, როგორც ირკვევა, განსხვავება შედეგებში თითქმის არც არის, ამასთან დაბალ გაფართოვებებზე NVIDIA სულ მცირედით ლიდერობს.

 

 

http://s54.radikal.ru/i143/1004/e6/980abc47ac05.jpg

 

 

GTX 480-ის შემთხვევაშიც, პრაქტიკულად მსგავსი სურათია. Dirt 2-ის წარმადობა მართლაც გასაოცარია, ის ხომ ATI-ის DX11 თამაში უნდა ყოფილიყო.

 

 

http://s004.radikal.ru/i206/1004/4d/d279a4cbf7d3.jpg

 

 

ახლა კი შევხედოთ სხვა ვიდეოკარტებსაც, ყველა მათგანი 1900 x1200 გაფართოვებაზეა, ჩართულია 8xAA და 16xAF პარამეტრები.

 

 

Anno 1404 – Dawn of Discovery

 

 

Anno სერიის თამაშები მიეკუთვნება RTS-ის ტიპის ჟანრს, რომლის მოქმედებაც ვითარდება უზარმაზარ არქიპელაგებზე, რომელიც სავსეა მეკობრეებით, ადგილობრივი მაცხოვრებლებითა და მოქიშპე კოლონიებით. თავდაპირველად თამაშს იწყებთ ერთი გემით, რომელიც დატვირთულია იმ აუცილებელი საქონლით, რაც კუნძულის კოლონიზაციისათვისა და შემდეგში მისი გაფართოვებისათვის არის საჭირო.

 

 

თამაშის წესები და ფილოსოფია იგივე დარჩა, გაიზარდა მხოლოდ ვაჭრობის დინამიკა, რითაც სერია ცოტა შეიცვალა. გარდა ამისა, გრაფიკულ ძრავს უკვე გააჩნია DX10-ის კოდის მხარდაჭერა, რითაც მოხდება ტემპის მომატება და გამოსახულების გაუმჯობესება.

 

 

http://s50.radikal.ru/i129/1004/e0/7a3b49aa5902.jpg

 

 

თამაშის ტესტირებისას, ყველა პარამეტრი მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე დავაყენეთ. რენდერინგს ვახდენთ DirectX 10 რეჟიმში - 4x Anti-Aliasing-ით.

 

 

Anno 1404 და Radeon HD 5xxx სერიის ვიდეოკარტები, ერთმანეთს ყოველთვის კარგად ეწყობოდნენ. ეს თამაში განეკუთვნება იმ იშვიათი შემთხვევების რიცხვს, სადაც GTX 470 სულ მცირე მანძილით ჩამორჩება R5850-ს.

 

 

http://s51.radikal.ru/i132/1004/af/075b781a08a9.jpg

 

 

GTX 480-ის დროსაც, შედეგები იგივე პრინციპით დაფიქსირდა. ასევე, უახლესი Catalyst 10.3 დრაივერების მეშვეობით, ATI-ის ვიდეოკარტების წარმადობის დონე გაუმჯობესდა. Cat 10.1 რომ გამოგვეყენებინა, უპირატესობა ალბათ NVIDIA-ს ექნებოდა. თუმცა, პირველ პოზიციაზე ATI საკმაოდ დამსახურებულად გავიდა.

 

 

http://s45.radikal.ru/i109/1004/d7/99ffd086293c.jpg

 

 

ისევ გთავაზობთ GPU-თა შედარების ცხრილს, ყველა თამაში 1900 x1200 გაფართოვებაზეა დატესტილი.

 

 

Call of Duty 5: World at War

 

 

ერთ-ერთი პირველი ეტაპი იწყება ისე, რომ მიბმული ხართ სკამზე და წინ იაპონელი გენერალი გიდგათ, რომელიც სახეში სიგარის კვამლს გაბოლებთ. ამერიკის საზღვაო ქვეითები და რუსი ჯარისკაცების სახით, მოთამაშეები ასევე მიიღებენ ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა მაგალითად შეთანხმებული მოქმედება, საბრძოლო ტაქტიკას, ახალ იარაღს – ცეცხლის მფრქვევის სახითა და სხვა.

 

 

http://s003.radikal.ru/i203/1004/ae/feaeb528d8fa.jpg

 

 

Call of Duty 4: Modern Warfare-თან შედარებით, Call of Duty 5: World at War-შიც ზუსტად იგივე 3D ძრავი გამოიყენება. გრაფიკული თვალსაზრისით, მასში რამოდენიმე ახალი გაუმჯობესებაცაა. ჩვენ ავირჩიეთ GPU-სათვის ყველაზე რთული ეტაპი, რომელშიც გვიწევს მძიმე ამუნიციითა და ცეცხლის მფრქვევით აღჭურვილი ტანკის მართვა. როდესაც სიტუაცია უფრო განვითარდება, მაშინვე შეამჩნევთ ბუნების სიხშირეს, კომპლექსური შეიდერების დიდ რაოდენობას, მოცულობის მქონე კვამლსა და უამრავ ობიექტს. სხვა დანარჩენ ეტაპებზე, საშუალოდ 20-25%-ით უფრო მეტ წარმადობას მიიღებთ, მხოლოდ აღნიშნული ტურის რენდერინგია ყველაზე ძნელი.

4xAA, ანიზოტროპული ფილტრაცია მაქსიმუმზე, საუკეთესო ტექსტურები. გამოსახულების ყველა პარამეტრი მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე დავაყენეთ.

 

 

• Image Quality setting:

• 4x Anti-Aliasing

• 16x Anisotropic Filtering

• All settings maxed out

 

 

COD5-ში, GTX 400 სერიის ვიდეოკარტების უპირატესობა აშკარად შესამჩნევია.

 

 

http://s003.radikal.ru/i203/1004/59/1c5074df63a3.jpg

 

 

COD Modern Warfare 2-ის მსგავსად, GTX 480 აქაც დიდი დისტანციით ლიდერობს. 1280 x1024 -იდან 1920×1200 გაფართოვებამდე, პროცესორს საკმაოდ გადაიტვირთა, რაც ნიშნავს იმას, რომ GPU-ს დონე შეიძლებოდა კიდევ უფრო მაღალი ყოფილიყო.

 

 

http://s51.radikal.ru/i133/1004/b6/68f562f5cc89.jpg

 

 

COD5-ში თითქმის ანალოგიური შედეგები მივიღეთ.

 

 

Crysis WARHEAD

 

 

წინა წლის თამაშთან შედარებით, აქაც გვხვდება ჯუნგლები, უნაყოფო ყინულოვანი მინდვრები, კორეელი ჯარისკაცები და უამრავი მფრინავი უცხოპლანეტელი არსებები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ტერიტორიების შესწავლისას ახლა უფრო ნაკლები თავისუფლება გექნებათ.

 

 

თუ Top-end კომპიუტერის მფლობელი ბრძანდებით, შეგიძლიათ არხეინად იყოთ, რადგან Crytek-მა არამხოლოდ გრაფიკული ძრავი გააუმჯობესა.

 

 

ტრანსპორტის მართვა გაცილებით სახალისო გახდა, ურთიერთ-საპასუხო სროლა უფრო ინტენსიური და ფოკუსირებულია, ხოლო მონსტრები გაცილებით უფრო აქტიურად მოქმედებენ და თქვენს გარშემო ტყუილ-უბრალოდ აღარ გადაადგილდებიან. ურიგო არ იქნებოდა, რომ გარემო უფრო დამუშავებული ყოფილიყო, მაგრამ გეიმპლეი ახლა უფრო ჩამთრევია (თუმცა შედარებით მოკლე), ადგილზეა ახალი მულტიპლეიერ რეჟიმი და უცნობი ლოკაციების მთელი დასტა – ეს სწორედ ის თავისებურებებია, რითაც Crysis Warhead-ი შედის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო შუთერების რიცხვში.

 

 

მაღალ გაფართოვებაზე ჩვენ სისტემას ცოტათი გაუჭირდა ორიგინალური Crysis-ის გაშვება, თუმცა იგივე პარამეტრებით, Warhead-ს ის მშვენივრად გაუმკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენთვის უკვე ნაცნობი იყოს Crysis-ის ტექნიკური ხელოვნება, მაინც გაოგნებული დარჩებით, როდესაც შეხედავთ მოძრავ მცენარეულობას, წყლის ლივლივსა და მეტყველ ანიმაციას. გრაფიკა აქ უბრალოდ თვალწარმტაცია. აქ სხვას ვეღარაფერს დავამატებ.

 

 

http://s57.radikal.ru/i157/1004/86/fa3b787ed88d.jpg

 

 

Crysis Warhead-ი დღეს ყველაზე კერკეტი კაკალია. ჩვენ ჩავრთეთ DX10 და გამოსახულების ხარისხის რამოდენიმე მშვენიერი პარამეტრი.

 

 

• Level Ambush

• Codepath DX10

• Anti-Aliasing 2xMSAA

• In game Quality mode Gamer

 

 

როგორც ხედავთ, GeForce GTX 470 აქაც გამარჯვებულის ადგილს იკავებს, თუმცა მისი უპირატესობა არც თუ ისე დიდია.

 

 

http://s56.radikal.ru/i154/1004/77/7642695e3a12.jpg

 

 

GeForce GTX 480 თავის უმცროს ძმასთან შედარებით, უფრო კარგ შედეგს აჩვენებს. 1920×1200 გაფართოვებაზე ჩვენ მივიღეთ 50 FPS-ზე მეტი, რომელიც მშვენიერი მაჩვენებელია.

 

 

http://s53.radikal.ru/i142/1004/51/dfc5474f204d.jpg

 

 

Just Cause 2

 

 

აღნიშნული თამაში მხოლოდ DirectX 10-ის ეგიდის ქვეშ მუშაობს, ასე, რომ თუ Windows XP-ის მომხარებელი ბრძანდებით (რომელსაც DirectX 9-ის მხარდაჭერა აქვს), Just Cause 2-ს უბრალოდ ვერ ჩართავთ. გამოსავალია ან Vista-ს, ან Windows 7-ის დაყენება. თამაშს ასევე ექნება NVIDIA CUDAტექნოლოგიისა და 3D-ს მხარდაჭერა.

 

 

http://s60.radikal.ru/i169/1004/30/b741eee1886c.jpg

 

 

NVIDIA-ას ვიდეოკარტები მიიღებენ გამოსახულების ხარისხის დამატებით პარამეტრებს, მაგალითად ‘Bokeh’ ფილტრებსა და GPU წყლის სიმულაციას, რომლებიც ‘default’ რეჟიმში ჩართული მდგომარეობაშია.

 

 

ობიექტური ბენჩმარკის განსახორციელებლად, აუცილებელია, რომ Radeon-ის გრაფიკულ ბარათებს, ამ თამაშისათვის, აღნიშნული ფუნქცია გათიშული ჰქონდეთ. სწორედ ამგვარად მოვიქეცით და უნდა ვთქვათ, რომ შედეგები პირდაპირ გასაოცარია. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს JC2DX 10.1-ის პირობებშიც კი, ეს თამაში ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება.

 

 

ამ ტესტებისათვის ჩართული გვაქვს 8xAA და 16xAF.

 

 

http://i062.radikal.ru/1004/8b/f23051436579.jpg

 

 

როდესაც ჩავრთეთ (++NVIDIA CUDA-ს თავისებურებები (Bokeh ფილტრი და GPU წყლის სიმულაცია), წარმადობის დონე მკვეთრად შემცირდა. თუმცა, თამაში კვლავაც საკმაოდ მისაღებ მაჩვენებელს გვიჩვენებს!

 

 

მოდით შევხედოთ GeForce GTX 480-საც.

 

 

http://s54.radikal.ru/i143/1004/75/504ec08c6b4a.jpg

 

 

ძალიან შთამბეჭდავია და როგორია GTX 480… უბრალოდ შეხედეთ ამ პატარა ცუღლუტს… წარმადობის დონე მართლაც რომ უზარმაზარია.

 

 

http://s43.radikal.ru/i101/1004/4f/07b487d9f3a5.jpg

 

 

NVIDIA CUDA აქაც ჩავრთეთ, თუმცა GeForce GTX 480 უკვე ყველაფერს მშვენივრად უმკლავდება. ისევ და ისევ, 8xAA და 16xAF გააქტიურებული გვაქვს.

 

 

http://s58.radikal.ru/i160/1004/a5/618bf630349d.jpg

 

 

კვლავაც ვადარებთ უახლეს high-end ვიდეოკარტებს.

 

 

Mass Effect

 

 

საკამათოა, მაგრამ BioWare-ის Mass Effect-ი 2008 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თამაშია. თავდაპირველად, ის XBOX 360-ისათვის გამოვიდა და მასში წარმოდგენილი იყო უზარმაზარი, ლამაზი გალაქტიკა, რომელიც დასახლებული იყო სხვადასხვა, მომხიბვლელი უცხოპლანეტელების რასებით. მოთამაშეები მოირგებენ მეთაურ შეპარდის როლს, რომელიც ქვედანაყოფის გმირია და მათთან ერთად იბრძვის სამყაროს თავისუფლებისათვის, მოქიშპე არმიების წინააღმდეგ. ამგვარად, იწყება ეპიკური თავგადასავალი, რომელიც გაჯერებულია თვალწარმტაცი პერსონაჟებითა და მრავლისმეტყველი, შინაარსობრივი დიალოგებით.

 

 

http://i062.radikal.ru/1004/2b/0bf9fa1d67ea.jpg

 

 

Mass Effect-ს უდავოდ შესანიშნავი გრაფიკა, დეტალურად დამუშავებული სახეების ანიმაცია და ხმა აქვს. საერთო ჯამში, ეს ჩემი აზრით, 2008 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თამაშია. გამოსახულების ხარისხის პარამეტრები შემდეგნაირია:

 

 

• Noise Filter on

• Textures: Extreme high

• Filter: Anisotropic

• Everything maxed out

 

 

GeForce GTX 470 აქაც მცირე განსხვავებით ლიდერობს.

 

 

http://s55.radikal.ru/i147/1004/e1/17b7159609ab.jpg

 

 

GTX 480 კვლავაც პირველ პოზიციაზეა.

 

 

http://s04.radikal.ru/i177/1004/17/2dbcb2726e27.jpg

 

 

ვიდეოკარტისათვის ეს ამოცანა მეტად მარტივია. GTX 480-ით, 1920×1080 გაფართოვებაზე, საშუალოდ 120 FPS დავაფიქსირეთ.

 

 

Brothers in Arms: Hell’s Highway

 

 

თამაშის მთლიანი გარემო შეიქმნა ისტორიულ დოკუმენტებსა და სურათებზე დაყრდნობით. ცოტა უცნაურია 1944 წლის ჰოლანდიის დანახვა და შეგრძნება. ქუჩების აღმნიშვნელი ნიშნები, შენობა-ნაგებობები, ტანსაცმელი და აგურის ნამტვრებიც კი, საოცრად რეალისტურ განწყობილებას ქმნის. ერთ-ერთ საწყის ეტაპში, სადაც ვართ მინდორში და მივემართებით დიდი წისქვილისაკენ – აქ არის გეომეტრიის უზარმაზარი რაოდენობა და ამ მიზეზით, ეს ადგილი GPU-სათვის ყველაზე რთულად სარენდეროა. დიახ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლანდიაში.

 

 

http://s44.radikal.ru/i105/1004/b0/36ca4323e006.jpg

 

 

• Texture Quality HIGH

• Shadow Texture Quality HIGH

• Shadow Detail HIGH

• Vsync OFF

 

 

მაშ ასე, შედეგების მიხედვით, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა - GTX 470-მა.

 

 

http://i021.radikal.ru/1004/6a/3f2dd74767e3.jpg

 

 

ყველა ის პარამეტრი, რაც კი თვალს ესიამოვნება – ჩართულია. თამაშის დროს, პროცესორი ძალიან იტვირთება; ამ შემთხვევაშიც, NVIDIA-ას GTX 480 სულ პატარა დისტანციით უსწრებს R5870-ს.

 

 

http://s002.radikal.ru/i197/1004/21/298131a63b5b.jpg

 

 

1920×1200 გაფართოვებაზე, ჩვენ მივიღეთ წარმადობის ზუსტი დონე. BIA უდავოდ შესანიშნავი თამაშია თავის ჟანრში.

 

 

Resident Evil 5 (DirectX 10)

 

 

Capcom-მა ახლახანს გამოუშვა survival-horror თამაშის სიკველი, სადაც საშუალება გეძლევათ, რომ გაანადგუროთ ზომბების მთელი არმია. Resident Evil 5-ის PC ვერსიას, ultra-high გაფართოვებებთან ერთად, ექნება DirectX 9-ისა და 10-ის მხარდაჭერაც.

 

 

http://s45.radikal.ru/i107/1004/8d/76cb7351e250.jpg

 

 

თამაში ფანტასტიურად გამოიყურება და გააჩნია ინტეგრირებული ბენჩმარკიც. ტესტირების დროს, ჩავთეთ 4xAA რეჟიმი და ყველა პარამეტრი მაქსიმალურ დონეზე დავაყენეთ, გავააქტიურეთ ასევე BLUR-იც. GTX 470 კვლავ საწყის პოზიციას ინარჩუნებს.

 

 

http://s005.radikal.ru/i212/1004/ad/17411079a969.jpg

 

 

GeForce GTX 480 კვლავაც უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს, ვიდრე Radeon HD 5870. თუ გსურთ, რომ ეს შედეგები თქვენით მიიღოთ, მაშინ უნდა აირჩიოთ ინტეგრირებული ბენჩმარკი, რამეთუ ჩვენ მას time demo ვარჩიეთ.

 

 

http://s44.radikal.ru/i103/1004/a3/b0b05529fc57.jpg

 

 

იმის თქმაც კი საკმარისია, რომ გამოსახულების საუკეთესო ხარისხის დონეზეც კი, Resident Evil 5 უაღრესად დახვეწილად გამოიყურება.

 

 

StoneGiant BitSquid Engine DX11

 

 

თამაშების ძრავების შვედურმა მწარმოებელმა - BitSquid-მა და Fatshark-მა დააანონსეს ‘StoneGiant‘-ის შესახებ http://www.stonegiant.se/. ეს არის ტექნიკური დემო, რომელიც გვიჩვენებს DirectX 11-ის სიმძლავრის დონეს.

 

 

მისი საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ გამოსცადოს თავისი GPU-ს სრული წარმადობა.

 

 

‘იქიდან გამომდინარე, რომ DX11 hardware თანდათანობით უფრო ხელმისაწვდომი ხდება, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ შესაფერისი დროა იმისათვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ძრავის advanced თავისებურებებზე, DX11-ისა და tessellation-ის მხარდაჭერის ჩათვლით’ – განაცხადა ტობიას პერსონმა (Tobias Persson), BitSquid-ის წამყვანმა ინჟინერმა. ‘Tessellation-ი არის ის, რაც მომხმარებლებს დიდი სიამოვნებით სურთ, რომ ჰქონდეთ, მისი საშუალებით, გარემოს ვიზუალური სიზუსტე ბევრად მატულობს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმის გაგებას, თუ როგორ ისარგებლებენ თამაშები ჩვენი ძრავის უპირატესობით’.

 

 

http://s49.radikal.ru/i123/1004/6a/37355bec39fc.jpg

 

 

ამ დემოზე, BitSquid-ის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია Tessellation-ზე, რომლითაც დატვირთულია ამ კონკრეტული ადგილის უმეტესი ობიექტი.

 

 

აი ამ დროს კი, შეიქმნა ცოტა გაურკვეველი სიტუაია, რამეთუ GeForce GTX 400-ის შედეგები არანორმალურად მაღალია.

დემოს აქვს PhysX-ის მხარდაჭერა, ხოლო BitSquid-ი კი იყენებს PhysX API-ს. თუმცა ეს დაკვირვებით წაიკითხეთ: ჩვენ NVIDIA-ას დრაივერებში ჩვენ გავთიშეთ PhysX, რადგან ATI -სთან მიმართებით, შეგვექმნა მსგავსი მდგომარეობა.

 

 

 

 

 

3DMark Vantage (DirectX 10)

 

 

3DMark Vantage-ი აქცენტს თამაშის წარმადობის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს: პროცესორზე და ვიდეოკარტაზე. სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ორ-ორი სხვადასხვა ტესტი. პირველი მათგანისათვის, ისინი განსხვავდებიან ვიზუალური ტექნიკით, ხოლო მეორესათვის კი ყურადღება მახვილდება CPU-ს ორ ძირითად ამოცანაზე: Physics Simulation-ზე და AI-ზე. Advanced და Professional ვერსიებისათვის, ხელმისაწვდომია ოთხი პარამეტრი (Entry, Performance, High, და Extreme), რომლებითაც ხდება გრაფიკის დატვირთვა – უფრო მეტი ვიზუალური ხარისხის მისაღებად. ყოველი მათგანი გვიჩვენებს განსხვავებულ, ოფიციალურ 3Dmark-ის შედეგებს.

 

 

Performance’ ოპცია გათვლილია mid-range სისტემებისათვის - 256 მბ-იანი გრაფიკული მეხსიერებით. ‘Entry’ – ინტეგრირებული და low-end ტიპის აღჭურვილობისათვის - 128 მბ-ით, ‘higher’ -ს სჭირდება 512 მბ და რასაკვირველია high-end და multi-GPU კონფიგურაციებისთვისაა.

 

 

http://s005.radikal.ru/i212/1004/f1/9c75e83bbd8e.jpg

 

 

3Dmark Vantage-ი, როგორც ჩანს, განეკუთვნება იმ სფეროს, სადაც GeForce სერიის GTX 400-საგან ისეთი შედეგი ვერ მივიღეთ, როგორსაც ველოდით.

 

 

GTX 480: ელოდეთ მაჩვენებელს, დაახლოვებით 17.500 ქულის ფარგლებში, ხოლო თუ სწრაფი Core i7 პლატფორმის მქონე სისტემა გაქვთ, მაშინ საერთო ჯამში მიიღებთ 18.500-ს.

 

 

GTX 470: მიახლოვებით 14.000 ქულა და აქაც, ძლიერი კონფიგურაციის შემთხვევაში კი - 15.500.

შენიშვნა - high-end Radeon-ებისათვის გამოყენებული იყო უახლესი Catalyst 10.3 დრაივერები.

 

 

Anti Aliasing (32xCSAA) performance

 

 

არ შეიძლება, რომ გამოვტოვოთ სპეციალურად 32x Anti-Aliasing-ისათვის გაკეთებული, AA წარმადობის განმსაზღვრელი ტესტი. ამ რეჟიმის შესახებ, უკვე დაწვრილებით ვილაპარაკეთ, ასე, რომ ზედმეტი ახსნა-განმარტებით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ შემოგთავაზებთ შედეგებს.

ცოტა არ იყოს და გამიკვირდა, რომ ახალ AA რეჟიმმა, წარმადობაზე ასეთი მცირე ზეგავლენა მოახდინა.

 

 

http://i057.radikal.ru/1004/83/8bf1536057d3.jpg

 

 

ზედა შედეგები GeForce GTX 470-ს ეკუთვნის. როგორც ხედავთ, 1920×1200 გაფართოვების დროს, განსხვავება 8xAA-სა და 32xAA-ს შორის, მხოლოდ ~15%-ია.

 

 

http://s52.radikal.ru/i137/1004/74/fea20c377313.jpg

 

 

ეს კი უკვე GeForce GTX 480-ია.

 

 

Tessellation Performance

 

 

ახლა კი DX11-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურების შესახებ.. NVIDIA თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მათი Tesselation-ის წარმადობის დონე საუკეთესოა, რამეთუ GTX 480-ის 15 შეიდერულ cluster-იდან, თვითოეულს გააჩნია საკუთარი Tesselation unit-ი. ასე, რომ ჩავიწერეთ Unigine Heavenბენჩმარკის გარკვეული ნაწილი იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავით NVIDIA-ას ნათქვამში.

 

 

Radeon HD 5870-ისთვისაც და GeForce GTX 480-ისთვისაც ავირჩიეთ შემდეგი პარამეტრები:

 

 

• DX 11

• Shaders maxed out to HIGH

• 4x AF

• 8xAA

 

 

მოდით ვნახოთ თუ რა მოხდება.

 

 

http://s002.radikal.ru/i198/1004/b6/366578b9b0a7.jpg

 

 

ეს time demo-ს დაახლოვებით ნახევარი ნაწილია. თქვენ ხედავთ, რომ საერთო ჯამში, GTX 480 უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

 

 

თუმცა, მოდით ცოტა ხნით შევჩერდეთ და ყურადღება გავამახვილოთ timeframe-ზე - 11-დან 31 მაჩვენებლის ჩათვლით, სადაც tessellation-ი დიდი რაოდენობითაა. ვამჩნევთ, რომ GTX 480 ლიდერობს, იგივე შეგვიძლია ვთქვათ 61-დან 81 მაჩვენებლამდე.

 

 

ინტერვალი 111-დან 121-ის ჩათვლით, ბენჩმარკის ყველაზე დატვირთული ნაწილია, რადგან ამ დროს tessellation-ი ყველაზე მეტად არის დატვირთული.GTX 480 უდავოდ უფრო სწრაფია, როგორც tessellation-ში, ასევე საერთო ჯამშიც.

 

 

Radeon-მა გვიჩვენა 646 ქულა – დაახლოვებით 25 FPS-ით, GeForce GTX 480-მა - 722 და საშუალოდ 29 FPS-ი, ხოლო GeForce GTX 470-მა კი - 480 ქულა და მიახლოვებით 19 FPS-ი.

 

 

გაითვალისწინეთ, რომ გამოსახულების ხარისხის პარამეტრები ბოლო დონეებზე დავაყენეთ, იმისათვის რომ GPU-ებისათვის რაც შეიძლება მძიმე ვითარება შეგვექმნა.

 

 

GeForce GTX 480-ის ოვერქლოქინგი

 

 

http://s41.radikal.ru/i092/1004/f9/440c3d031cba.jpg

 

 

ზევით თქვენ ხედავთ ‘დარაზგონებულ’ შედეგებს Resident Evil 5-ისათვის, გამოვიყენეთ გამოსახულების ხარისხის იგივე პარამეტრები - DX10 რეჟიმში. ლურჯი ფერით აღნიშნულია default ტესტირება, რომელიც უკვე განახეთ, ხოლო წითლით კი ოვერქლოქინგის შედეგად მიღებული შედეგები.

 

 

http://i003.radikal.ru/1004/80/214ccde48798.jpg

 

 

ბოლოში გეტყვით იმასაც, რომ მეხსიერების underclocking-ი უკვე აღარ არის შესაძლებელი.

 

 

გთავაზობთ კიდევ ერთ ბენჩმარკს.

 

 

http://s44.radikal.ru/i104/1004/49/cbb4135d2591.jpg

 

 

ახლა კი ‘დარაზგონებული’ GTX 480. ეს არის Battlefield Bad Company 2, კვლავ DX11 – 8xAA / 16xAF-ითა და ყველა პარამეტრით მაქსიმალურ დონეზე. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ მიუხედავად ასეთი სიმძლავრისა, წარმადობის დონე არც თუ ისეთი დიდია.

 

 

GeForce GTX 470

 

 

http://s47.radikal.ru/i118/1004/a8/2a83b001c6ac.jpg

 

 

ახლა Resident Evil 5 GTX 470-ით გამოვცადოთ. რასაკვირველია, გამოსახულების ყველა პარამეტრი იგივეა. ლურჯი ფერით აღნიშნული შედეგები defaultტესტირებისას განახეთ, ხოლო წითლით კი მოცემულია ‘დარაზგონების’ შედეგად მიღწეული მაჩვენებელი.

 

 

http://s58.radikal.ru/i160/1004/6d/83bbabd8b3bd.jpg

 

 

უფროსი ძმის მსგავსად, GTX 470-იც საკმაოდ კარგად ‘რაზგონდება’. ჩვენ გავზარდეთ ფენის ბრუნვის სიხშირე, ვოლტაჟზე ცვლილების განხორციელება კი (ჯერჯერობით) არ შეგვიძლია.

 

 

კიდევ ერთი ბენჩმარკი, ამჯერად უკვე Battlefield Bad Company 2-ით:

 

 

http://s15.radikal.ru/i189/1004/8b/00c4d260ab45.jpg

 

 

‘დარაზგონებული’ GTX 470-ის ჯერია. Battlefield Bad Company 2-ში, DX11 – 8xAA / 16xAF-თან ერთად, ყველა პარამეტრი კვლავაც მაქსიმალურ დონეზეა დაყენებული.

 

 

დასკვნა

 

 

GeForce GTX 470-იც და 480-იც უდავოდ მომეწონა. წარმადობის დონე, მიუხედავად ბეტა დრაივერებისა, საკმაოდ სოლიდურია. ამ სერიის ვიდეოკარტები რომ ექვსი თვის წინ გამოსულიყო, ყველა ალბათ ისტერიკაში ჩავარდებოდა, როდესაც მათ შესანიშნავ მიმოხილვებს გადაიკითხავდა. თუმცა დიახ… რასაკვირველია არსებობდა ერთი კომპანია, სახელად ATI, რომელმაც თავისი პროდუქტები პირველივე ცდაზე გამოუშვა და წინ ისე შორს გაიქცა, რომ ზღვარი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დააწესა.

 

 

Radeon HD 5870GTX 480-ს, წინ დიდი მანძილით არ უშვებს და ის ფაქტი, რომ მისი ფასი, 469 დოლარიდან თანდათანობით 429 -მდე ვარდება (რაც თავისთავად საინტერესოა, რამეთუ გამოსვლისას, ეს მაჩვენებელი 399 USD-ის ტოლი იყო). Catalyst 10.3 -ის რელიზთან ერთად, ATI-იმ უამრავი უპირატესობა მიიღო. ის წარმადობის დონეს, Radeon HD 5800-იდან 5900 სერიების ჩათვლით, მნიშვნელოვნად ზრდის. მისი გამოსვლა რომ ცოტათი მაინც გადადებულიყო, ეს მიმოხილვაც აბსოლუტურად სხვა სახის იქნებოდა.

 

 

როდესაც შეჯამების დრო დადგა, გადავხედეთ ყველა თამაშს და აღმოჩნდა, რომ GeForce GTX 480 ყველა მათგანში იმარჯვებს, გარდა Anno 1404-ისა და ირონიულ 3DMark Vantage-ში. იყო შედეგები, სადაც GTX 480 მცირე მანძილით ჩამორჩებოდა 5870-ს, მაგრამ იყო ისეთი შედეგებიც, რომელშიც GTX 480უბრალოდ არანაირ შანსს არ უტოვებდა Radeon HD 5870-ს და მას შთამბეჭდავად უსწრებდა.

 

 

თუ ერთი წუთით გადავინაცვლებთ GTX 480-ზე, მის განხილვას დავიწყებთ TDP-თი – როდესაც ვიდეოკარტა დატვირთულ რეჟიმშია, ის მოიხმარს დაახლოვებით 250 ვატს, ეს მაჩვენებელი კი მეტისმეტად ბევრია, თუ მას შევადარებთ Radeon 5870-თან, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ 188 ვ-ს იყენებს. თქვენ უდავოდ დაგჭირდებათ საკმაოდ კარგი ვენტილაციის მქონე კორპუსი, რამეთუ GeForce GTX 480 საკმაოდ დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს. ასე, რომ არ შეცდეთ და მხედველობაში გქონდეთ ის ფაქტი, რომ ვიდეოკარტა გახურდება და თანაც საკმაოდ.

 

 

ერთი სიტყვით, GeForce GTX 480 არის ძალიან ძლიერი და უდავოდ ყველაზე სწრაფი, ერთ GPU-იანი ვიდეოკარტა ბაზარზე. წარმადობის დონე უბრალოდ უზარმაზარი და შთამბეჭდავია, ამ პროდუქტის საშუალებით, შეძლებთ ყველა თანამედროვე თამაშის გაშვებას – გამოსახულების ნებისმიერი ხარისხით თუ ეკრანის გაფართოვებით.

 

 

ახლა კი GeForce GTX 470 – ეს გრაფიკული ბარათი ეჭვგარეშე ATI Radeon HD 5850-ის უშუალო კონკურენტად მიიჩნევა და ამ დავალებას საკმაოდ მშვენივრად ართმევს თავს. TDP-ის დონე 215 ვატია და სითბოსაც ის დიდი რაოდენობით გამოყოფს, თუმცა GTX 480-თან შედარებით, უფრო ნაკლებს. წარმადობის დონე, აქაც ძალზედ დიდია და ასევე მხოლოდ ქების ღირსია მის მიერ მიღებული გამოსახულების ხარისხი. არც თუ ისეთი სასიამოვნოა მისი ფასი, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თანდათანობით, ის დაეცემა 300 დოლარის ნიშნულამდეც.

 

 

GeForce 400 სერიის ვიდეოკარტებით Metro 2033-ისა და Just Cause 2-ის თამაშით, შეიძლება აღფრთოვანებისაგან პირიც კი დაგრჩეთ ღია. წარმადობის შესანიშნავი მაჩვენებელი და გამოსახულების ხარისხის პარამეტრების დონე, უბრალოდ შთამბეჭდავია.

 

 

მართალია TDP და ტემპერატურა უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, თუმცა, უმეტესობა ამას დიდ ყურადღებას არც მიაქცევს და ერთი სიტყვით, თქვენ ახლა ეცნობით ბაზარზე ყველაზე სწრაფ GPU-ებს, შესაბამის კატეგორიაში. დამატებითი უპირატესობა რაღა თქმა უნდა PhysX-შია, რომელმაც წინა წელთან შედარებით, უფრო მეტად გავრცელდა. CUDA-ზე ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა როგორც ჩანს, GF100 ვიდეოკარტებს ექნებათ მისი მხარდაჭერა. ხოლო შეფასების კუთხით რომ ვთქვათ, ერთი რამ უდავოა, GF100 წესით შთამბეჭდავი უნდა იყოს.

 

 

კარგით, ნება მომეცით დასკვნას სრულყოფილი სახე მივცე. როდესაც ჩვენ უშუალოდ მხოლოდ გამოსახულების ხარისხსა და თამაშის ულმობელ წარმადობას ვაკვირდებით, სწორედ აქ ბრწყინავენ ყველაზე მეტად GTX 470 და 480. ამ პროდუქტების სახით, თქვენ მიიღებთ ბრუტალურ სიმძლავრეს. ფასი-წარმადობის მხრივ, GTX 480 საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იმყოფება და 150 დოლარის განსხვავებით, მათ შორის გამარჯვებული GTX 470-ია. საერთო შეთანხმება კი ამგვარია: GeForce GTX 480 უდავოდ უფრო სწრაფია, ვიდრე დღესდღეობით საუკეთესო ერთ GPU-იანი ფლაგმანი ვიდეოკარტა - Radeon HD 5870. ამის გათვალისწინებით, GeForce GTX უფრო დამაჯერებლად გამოიყურება და ახდენს უზარმაზარ შთაბეჭდილებას. NVIDIA კვლავ იბრუნებს საუკეთესო წარმადობის გვირგვინს და საერთოდ, ვიდეოკარტების არენაზე არასოდეს არ ყოფილა ასეთი თანასწორი შეჯიბრი, რაც არ შეიძლება, რომ არ გვახარებდეს…

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/N4bYhg9-31g/2.jpgVideo: Tamara Gvertsiteli - La Nostra Serenata

Added by user: Admini

Date: 18.04.2010 (9:34)

Description: Гвердцители & Al Bano Carrisi - La Nostra Serenata

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i.ytimg.com/vi/4PpzdAYGeWM/2.jpgVideo: Ani Siradze & Temo Sajaia - I love you baby

Added by user: Admini

Date: 18.04.2010 (9:47)

Description: ანი სირაძე & თემო საჯაია<br>

 

სრულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/blog/maia_toradze/imnaishvili_ir_01.jpg{jathumbnail off}როცა საზოგადოებას ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროება ემუქრება, მხოლოდ მაშინ ჩნდება და აკადემიური სიმშვიდით გვიხსნის, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას არა პანიკით, არამედ ცოდნით უნდა ვებრძოლოთ...

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯგუფი მოზაიკა ამ შემადგენლობით ორი წელია, რაც ცეკვავს. ილია მამაგულაშვილი, ინტერნეტ-სამყაროს მიერ შერქმეული მეტსახელით – “პატარა ჯექსონი” (“დიდ ჯექსონს” ჩვენი მკითხველები ჯიმის ეძახიან ხოლმე) მოზაიკას მაშინ დაემატა, როდესაც ჯგუფმა ჯექსონის რეპერტუარზე დაიწყო მუშაობა.

 

 

“მოზაიკა” ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, ასევე აქვთ მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, არიან I ადგილის მფლობელებიც.

 

 

ილია  ბავშვობიდან ჯექსონის ფანია და 6 წლიდან ცეკვავს მის ჟანრში. პატარაობიდანვე უყურებდა კლიპებს, აკვირდებოდა მოძრაობებს და ცდილობდა გამეორებას. ამ დროისთვის დამუშავებული აქვს ყველა ცეკვა, რომელიც ჯექსონს ჰქონდა რეპერტუარში.

 

 

ილიას სხვადასხვა სტუდიებშიც აქვს ნაცეკვი, მაგალითად, ნიჭიერის ფინალისტის, next level-ის სტუდიაშიც კი. ამ ლინკზე რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოს იხილავთ, სადაც next level-ის სოლისტი და ილია ერთად არიან სცენაზე.

 

 

ყველა წევრი ცხოვრობს რუსთავში, იქვე აქვთ სარეპეტიციო დარბაზიც – ამჟამად რეპეტიციობენ ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის სარდაფში, სადაც  იატაკი გაფუჭებულია და ძალიან ძნელია ცეკვა. თუმცა შრომობენ და მაქსიმალურად ცდილობენ პირობების მოუხედავად ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთონ, რადგან  ჯექსონის შემოქმედებით მაყურებლის წინაშე გამოსვლა მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა!

 

 

მხარი დაუჭირეთ “მოზაიკა”-ს. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9121. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91215.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1550.jpgმოზაიკა რეპეტიციაზე

 

 

 

 

 

“მოზაიკა” კასტინგზე:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17 წლის ტყუპები, ლაშა და გიორგი 4 წელია უკრავენ. როდესაც პირველად ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლას უყურეს, გადაწყვიტეს, რომ გიტარაზე დაკვრა ესწავლათ. ცოტა ხანს მასწავლებელი ჰყავდათ, თუმცა შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძეს მეცადინეობა.

 

 

ძირითადად უკრავენ ალტერნატივასა და პანკ როკს. მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა როკ-კონცერტებში. თუმცა ამბობენ, რომ ქუთაისში არც ისე ბევრი მსმენელი ჰყავს ამ ჟანრს და უჭირთ შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

 

 

მათ ჰყავთ ჯგუფი silver side და სურთ, ფინალში გადასვლის შემთხვევაში ჯგუფთან ერთად გამოვიდნენ.

 

 

აპირებენ სერიოზულად გაყვნენ მუსიკას და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვონ!

 

 

დაეხმარეთ ლაშას და გიორგის ფინალის საგზურის მოპოვებაში. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9122. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91225.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1542.jpg

 

 

ლაშა და გიორგი კასტინგზე:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგდა ნიკოლეიშვილმა კასტინგზე თქვა, მაინტერესებს ხალხის აზრი, ვარ თუ არა ნიჭიერიო. სიმღერის დასასრულს დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით გასცა პასუხი მაგდას შეკითხვას.

 

 

ის 3 წლიდან მღერის და ამ ხელოვნებას ემსახურება. გარდა ერთ-ერთ სალონურ კლუბში სიმღერისა, მოსწავლეებიც ჰყავს და თავის ცოდნას სხვებსაც უზიარებს.

 

 

მაგდას რეპერტუარი ძირითადად ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისგან შედგება. მისი ოცნებაა, მეგობრებთან ერთად სოლოკონცერტი გააკეთოს.

 

 

კასტინგისგან განსხვავებით, სადაც ის თავად უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნახევარფინალზე ის თავის მეგობრებთან ერთად წარსდგება აუდიტორიის წინაშე.

 

 

მაგდა ნიკოლეიშვილის სიმღერა კასტინგზე:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიცვერცხლი – მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული 6 ბიჭი და ერთი გოგო. კიდევ ერთი “მკვდარი თხა”, ჯგუფის ყველაზე უტყვი და მყრალი წევრი, როგორც ისინი უწოდებენ – ანუ გუდასტვირი, რომელიც მათი კასტინგის ნომრის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

 

 

ფიცვერცხლი ჯერ კიდევ კასტინგიდან მახსოვს, კულისებში შესვლამდე მათთან ვიყავი და მთელი ამ დროის მანძილზე არ გაჩერებულან, უკრავდნენ ყველაფერს, რაც მოაფიქრდებოდათ, უკრავდნენ უკუღმა (ინსტრუმენტებით თავს უკან), და, რატომაც დამამახსოვრდნენ – უკრავდნენ დიდი ხალისით და სიყვარულით.

 

 

ეს სიხალისე სცენაზეც გაიტანეს და, რა თქმა უნდა, ჟიურიც მოიხიბლა, რის გამოც “ფიცვერცხლი” ნახევარფინალშიც აღმოჩნდა.

 

 

“ფიცვერცხლის” წევრებმა ერთმანეთი არტგენზე გაიცნეს და წელიწადნახევრის წინ საბოლოოდ გადაწყვიტეს საზოგადოების წინაშე ფოლკ-ჯგუფის სტატუსით წარმსდგარიყვნენ.

 

 

ჯგუფის ისტორიას და შიდა სამზარეულოს შეგიძლიათ მისი ერთ-ერთი წევრის, რევაზის ბლოგზე გაეცნოთ.

 

 

“ნიჭიერში” სხვა ფოლკლორული ნომრებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ისინი თანამედროვე არანჟირებას ამატებენ სიმღერებს, რის გამოც ფოლკლორი ახალგაზრდობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ მიუხედავად ნომრების მრავალფეროვნებისა “ნიჭიერში”, ფოლკლორსაც აქვს შანსი, დაიკავოს ამ ნომრებს შორის საპატიო ადგილი.

 

 

უგულშემატკივრეთ “ფიცვერცხლს”, დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებმა ნომერზე 9124. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად – 91245.

 

 

რევაზის ბლოგიდან მოპარული ფოტო

 

 

ფიცვერცხლი კასტინგზე:

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...