planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://s44.radikal.ru/i105/1004/d0/5c734275972c.jpgარსენალის თავდასხმელი ნიკლას ბენდტნერი მოუთმენლად ელოდება თავისი თანაგუნდელის რობინ ვან პერსის მოედანზე გამოსვლას. ვან პერსიმ შეიძლება ითამაშოს პრემიერლიგის 34-ე ტური ტოტენჰემის წინააღმდეგ, რომელიც 14 აპრილს გაიმართება. “ძალიან კარგი იქნება თუ პერსი მოედანზე გამოვა. მან მიიღო არასასიამოვნო ტრავმა, მაგრამ გულმოდგინე ვარიშებმა ის დროზე ადრე დააბრუნა მოედანზე, და შეიძლება მან ითამაშოს ტოტენჰემთან შეხვედრაში. თუ ის დაგვეხმარება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან კარგი იქნება და გუნდი უფრო მეტად გაძლიერდება მისი დაბრუნებით.” – განაცხადა ბენდტნერმა arsenal.com-თან საუბარში. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ნიჭიერის მეოთხე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 26 732 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა: 1. ანა ხანჩალიანი – 37,4%2. ნაზი და ქეთი – 11,3%3. ელენე და გიორგი – 10%4. Westside Dancers – 10%5. ბერაძეების ოჯახი – 8,6%6. ავთო ნაცარაშვილი – 7,6%7. ფანტაზია – 5,9%8. ნინო ჯავახიშვილი – 4,8%9. ვასილ ხაჩიძე – 2,5%10. ანა პავლიაშვილი – 1,9% ელოდით მსგავს გადანაწილებას? კმაყოფილი ხართ შედეგით? nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 თინი, ბლოგერი tiny.ge-დან მეოთხე ნახევარფინალმაც ჩაიარა- ამჯერად კარგი შედეგებით! თუმცა “შედეგებამდე” კონკურსანტები მიმოვიხილოთ… “პროექტმა გაგვანებივრა ამ სახეობაში კარგი ნომრებით-ნიკა მემანიშვილი” West Side Dancers-ის შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი უხარისხო ნომერი შოუს ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც იმ ტიპის ნომერს სთავაზობ მაყურებელს, სადაც რამდენიმე მოცეკვავე ცეკვავს ერთად break dance-ს, მინიმუმ სინქრონი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც არ უნდა საოცარ ილეთებს აკეთებდნენ დამოუკიდებლად, თუ სინქრონი დარღვეულია, ყველაფერი ფუჭდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არც სხვა დანარჩენ ასპექტებში არიან ძლიერები- მოძრაობები საკმაოდ მარტივი იყო. მუსიკის მიქსიც ცუდად იყო შერჩეული. განსაკუთრებით 2 შეცდომაა აღსანიშნავი: როდესაც ჯექსონის მელოდიას იყენებ, მინიმუმ ერთი მოძრაობა მაინც უნდა დაამსგავსო მის ცეკვას მიქსში ჩასმისთვის აზრის მისაცემად. უბრალოდ რომ გამოეყენებინათ მელოდია და თუნდაც სხვა მოძრაობები ეკეთებინათ, არავის ექნებოდა პრეტენზია, მაგრამ როდესაც ქუდით გამოდიხარ, moonwalk-ის მცდელობაც გაქვს და მოლოდინს ქმნი და აშკარად არ გამოგდის, არც უნდა გამოიყენომიქსში იყო next level-ის მიერ გამოყენებული სიმღერა, რამაც ძალაუნებურად ასოციაციები გააჩინა მათთან, რაც არც ისე სასარგებლო იყო west side dancers-სთვის გასაგები მიზეზების გამო…http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1455.jpg “ჩემთან ერთად გამუმარჯოი იქ ჩემ ვირ და აქ ჩემ მაროი” ელენეს და გიორგის ნამდვილად ჰქონდათ ნაშრომი, თუნდაც ცეკვაში ეტყობოდათ ეს, მაგრამ თუ იმ ყველა პირობას ჩამოვაშორებთ, რომლებიც ნიკამ აღნიშნა – ასაკი, დამოუკიდებლად მომზადება და სხვა მსგავსი მიზეზები, ხელთ შეგვრჩება დაუხვეწავი იუმორი. სკეტჩის ლექსად მოყოლა კახური კილოთი არც ისე დიდ იუმორს შეიცავდა. თუმცა საერთო ჯამში სახალისო ნომერი გამოვიდა. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1461.jpg “თავმდაბალი პროფესიონალი” ავთო ნაცარაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალშიც ისეთივე პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ნომერს გვიჩვენებდა, მაგრამ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა შედეგმა! ალბათ ეს იყო გენიალური შემთხვევა, როცა ქართული ფოლკლორი და როკი ასე ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. კომპოზიცია რთული იყო შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს მარტივად აღსაქმელი მაყურებლისთვის- ქართული მოტივები ყველას ყურში გვაქვს გამჯდარი. კარგი იდეა იყო მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე, მაგრამ ალბათ მაყურებლის უმეტესობას არც მიუქცევია მათთვის ყურადღება. სცენაზე ხომ “თავმდაბალი პროფესიონალი” იდგა… ეს ის შემთხვევაა, როცა ინსტრუმენტიც კი გრძნობს პატრონს! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1464.jpg “მე ისევ გაოცებული ვარ, ოღონდ ამჯერად სხვა მიმართულებით”-გეგა გაოცების მიმართულება ძალიან ბევრს შეეცვალა ნინო ჯავახიშვილის ამ გამოსვლის შემდეგ. ყველანაირად გამართული ნომერი იყო: სწორად შერჩეული სიმღერალამაზი კოსტუმიშოუს მორგებულირთულიყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ასპექტის შერწყმამ მოგვცა სწორედ ის შედეგი, რასაც არავინ არ ელოდა. ნინო მეოთხე ნახევარფინალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა! იმედია ახლა მაინც მისცემენ გამართლებას ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ ტურში მიიღეს და რომლის გამოც ნახევარი საქართველო თავდასხმაზე გადავიდა. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ურთულესი და ულამაზესი ნომერი ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1418.jpg “2010 წლის ნიჭიერში თქვენ ხართ საუკეთესო ოჯახი” ბერაძეების ოჯახის გამოსვლის შეფასებას ნიკა ცოტა არ იყოს სუბიექტურად მიუდგა. ვისაც ქართულ ფოლკლორთან შეხება ჰქონია და “სმენა ერჩის”, აუცილებლად შეამჩნევდა იმ ხარვეზებს, რაც ბერაძეებს ჰქონდათ. დეტონაციებიც იყო, დარღვეული იყო ერთიანობაც- ბევრ მომენტში ცალ-ცალკე დაიწყეს სიმღერა. საერთო ჯამში მოსაწყენი იყო… http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1476.jpg “ჩვენ რომ ჩიკაგოელები გვეგონნენ, სამტრედიელები ყოფილან” “ფანტაზია” იმ კონკურსანტთა შორის არის, რომლებიც კასტინგის შემდეგ საგრძნობლად დახვეწილები არიან. ლამაზი კოსტუმები, კარგი ქორეოგრაფია და სინქრონი უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით! გარკვეულწილად მართალი იყო ჟიურის სამივე წევრი, როცა ნომრის ასაკთან შეუსაბამობას გაუსვეს ხაზი, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1480.jpg “რანაირად მოგეცით “კი” ისიც კი არ მახსოვს” ვასილ ხაჩიძე იმდენად სახასიათო პერსონაა, რომ საკუთარ გამოსვლას თავისებურ ელფერს აძლევს ხოლმე. ძალოსანი მონაწილეებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია თავის შესაძლებლობებით, თუმცა ერთჯერადი ან მაქსიმუმ ორჯერადია ყველა სპორტსმენის გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე იმიტომ, რომ შოუს ელემენტები აკლია ყველა მათგანს. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1484.jpg საერთოდ,ტანვარჯიშს ძალიან ღრმა ბავშვობიდან ეჭიდებიან ხოლმე სპორტის ამ სახეობის მიმდევრები. ქეთის და ნაზის შემთხვევაში ეს გვიან, 10 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ- განსაკუთრებული ნიჭია. ფენომენალურად ელასტიურები არიან და მართლა ურთულეს ილეთებს ასრულებენ. სირთულეს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი ნომერი იყო. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1485.jpg “ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მომისმენია არაამერიკელის მიერი ნამღერი ასეთი სიმღერა ამერიკულ ენაზე” ანის განსაკუთრებით ელოდებოდა გუშინ მაყურებელი. პირველი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ყველა უკეთესს ელოდა. თანაც ვაღიაროთ, ნერვიულობისგან თუ სხვა ფაქტორებისგან, კასტინგზე სიმღერისას დეტონაციები ჰქონდა და ცოტ-ცოტა შეცდომებიც. სწორედ ამიტომ, როდესაც რეპეტიციისას გავესაუბრე, პირველი კითხვა იყო- მასწავლებელთან თუ მიხვედი მეთქი და როგორც აღმოჩნდა, ისევ ფაქტიურად დამოუკიდებლად იმეცადინა. (ამით ხაზს არ ვუსვამ, რომ ვინმე თუ პროფესიონალურ დონეზე ემზადება და მასწავლებელთან დადის, ეს რამით ამცირებს მის ნიჭიერებას. უბრალოდ, მართლა დამაინტერესა როგორ ახერხებს ამდენს მარტო) . ძალიან ბევრჯერ დავუგდე ყური, რომ ერთი არასწორი ბგერა მაინც აღმომეჩინა (ეს იმისთვის, რომ იმ სიტყვების სითამამის საზომი მქონოდა, რასაც ახლა ვიტყვი), მაგრამ არაფერიც: აბსოლიტური სისუფთავესწორი სუნთქვაიდეალური გამოთქმამომღერლისთვის ისიც მთავარია, რომ სწორი ემოციით იმღეროს. ანის ეს ნამდვილად გამოსდის! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1490.jpg ჟიურის და მაყურებელს ალბათ ერთნაირად გაუკვირდათ ანი პავლიაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ მისი სანახევარფინალო გარდასახვა. შეიძლება ძალიან კარგია, რომ ასე მრავალფეროვანი შემოქმედება აქვს, მაგრამ როდესაც მუსიკასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით საკუთარ შემოქმედებასთან (კომპოზიტორობასთან), ცოტა საფრთხილოდ არის საქმე. შეუძლებელია ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი იყო. თანაც, შენს სახასიათოს კარგავ ასეთ დროს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრენდს ვერ ქმნი, თუ ერთი კონკრეტული ხაზი არ არსებობს. უკვე ვოკალურ მონაცემებზეც ძნელი ხდება გარკვევით ლაპარაკი და სხვა დანარჩენზეც. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1491.jpg ასეთი იყო მეოთხე ნახევარფინალის 10 მონაწილე… http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1496.jpg საბოლოო შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ – ანიც და ავთოც დამსახურებულად არიან ფინალისტები. წინ მეხუთე ლაივი გვაქვს. ჩემთვის სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩემი ფავორიტი მოხვდა ერთად ამ ათეულში და წინასწარ გული მწყდება ყველაზე. მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ორშაბათს და ნიჭიერის ბოლო, მეხუთე ნახევარფინალს! მომავალ სამშაბათამდე nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://i.ytimg.com/vi/bsl3fcEPOlw/2.jpgVideo: Soft Eject - Dozing DayAdded by user: AdminiDate: 13.04.2010 (11:19)Description: Director Kutsna Amirejibi სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://police.ge/uploads_script/news/thumb_i6pojtf0xpjmwfz.jpg2010 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომელთაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდათ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://police.ge/uploads_script/news/thumb_58xx570wstt98o7.jpg2009 წლის 24 ნოემბერს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება საქმეზე, დანაშაულით გათვალისწინებული View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://police.ge/uploads_script/news/thumb_0np0emzmrdzyo7e.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს გერმანიის ბუნდესტაგის წევრები რეინჰარდ ვაისჰუნი და იოლა ფონ კრემონი ესტუმრნენ. საქართველოში ჰენრიხ ბიოლის ფონდის და ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ეს შეხვედრა მიზნად საარქივო სამმართველოს გაცნობას ,ორ ქვეყანას შორის გამოცდილებების გაცვლას და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას ისახავდა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ორშაბათს, “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალისას მაია ასათიანმა მაყურებლებს სურპრიზის შესახებ შეატყობინა: ნახევარფინალისტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფინალში, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ! მეხუთე ნახევარფინალის შემდეგ, როდესაც გაირკვევა მე-9 და მე-10 ფინალისტების ვინაობა, ჟიური გამოაცხადებს რამდენიმე ნახევარფინალისტს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს კონცერტებზე, მაგრამ ვერ მოხვდნენ ფინალში, რის გამოც ხალხსაც და ჟიურისაც ძალიან დასწყდა გული. რამდენიმე კონკურსანტის დასახელების შემდეგ მაყურებელის ჯერი დგება – გვექნება ჩვენი ფავორიტებისთვის დასამესიჯებელი დრო. პირველი ორი კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს განკუთვნილი რამდენიმე წუთის მანძილზე, ავტომატურად მოხვდება ფინალში. ამრიგად, გვეყოლება არა 10, არამედ 12 ფინალისტი და ბევრად უფრო მრავალფეროვანი ფინალი. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაასახელოს ჟიურიმ? ვის უნდა მისცენ ფინალში მოხვედრის შანსი? nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 8 ბირთვიანი Xeon პროცესორებიIntel Xeon X7560 სერია საკმაოდ ნაყოფიერი იყო Intel, AMD და Nvidia-ს უკანასკნელი თვეები. მათ გამოუშვეს თავისი პროდუქტების რამოდენიმე ოჯახი. და აი Q1 ბოლოს კომპანია ინტელი უშვებს Xeon 7500 სერიის პროცესორებს სერვერული სეგმენტისათვის. მაინც რას წარმოადგენენ ინტელის Xeon 7500 სერიის პროცესორები? დესკტოპ სეგმენტისგან განსხვავებით ინტელი თავის სერვერული სეგმენტის პროცესორებს გარკვეული ლოგიკით ანიჭებს სახელს. მაგალითად პირველი ციფრი გვეუბნება პროცესორი SMP (multi-processor) ჯგუფს მიეკუთვნება თუ არა (3=არა; 5= კი, ორი პროცესორი ერთად; 7=კი პროცესორების რაოდენობა 2-ზე მეტი შეიძლება იყოს), მეორე ციფრი მიუთითებს არქიტექტურას, ხოლო მესამე და მეოთხე ციფრი წარმადობაზე მიგვითითებენ (რაც მეტია ეს ციფრები მით მაღალ სიხშირეზე მუშაობს პროცესორი). პროცესორი X7560 სახელი გვეუბნება რომ მინიმუმ ორი ასეთი პროცესორის ჩართვა შეგვიძლია ერთ დედა დაფაზე და რომ ის 7400 სერიაზე ახალი არქიტექტურით არის აგებული. ინტელმა უკვე დიდი ხანია core 2 არქიტექტურა Nehalem არქიტექტურით ჩაანაცვლა ხოლო მისი სრულყოფით მიღებულ იქნა სერვერული სეგმენტისთვის განკუთვნილი Nehalem EX არქიტექტურა რაც რამოდენიმე პროცესორიანი სერვერული სისტემების აწყობის საშუალებას იძლევა. http://img151.imageshack.us/img151/9350/taskmanagerb733x250.jpg 64 ნაკადი ერთ სისტემაზე ახალი სერიის ტოპ პროცესორებს 8 ბირთვი აქვთ და Hyper Threading ტექნოლოგიით 16 ნაკადად შეუძლიათ მუშაობა http://www.intel.com…ions/343718.htm http://img213.imageshack.us/img213/3945/38983951.jpg AMD-ს უკვე აქვს 12 ბირთვიანი პროცესორები Opteron 6000 სერიის სახით. და 8 ბირთვიანი პროცესორი აღარ ჩანს ისე შთამბეჭდავად, თუმცა ეს უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 6 ბირთვიან Xeon 7400 სერიის პროცესორებთან შედარებით. ახალი სერიის ტოპ წარმომადგენელის ფასი 3838 დოლარს შეადგენს !!! overclockers.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 Landish, ბლოგერი landish.ge-დან არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა. განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს. მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა. “დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1456.jpg"დასავლეთელი მოცეკვავეები" მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც. კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს. გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1482.jpgვასილ ხაჩიძე ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის? ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1470.jpgნინო ჯავახიშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე … მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ. ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1463.jpgავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც. ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით. http://nichieri.ge/files/2010/04/ana.jpgანა ხანჩალიანი სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს . სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება. გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : ) პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის . nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 გთავაზობთ V ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ტყუპების, ლაშა და გიორგი ქარქაშაძეებისა და მაგდა ნიკოლეიშვილის ნომერიც, რომელიც სრულად არ იყო ნაჩვენები ტელეეთერში. კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში. </h2><h2>1. მოზაიკა – 9121 5 ხმა ერთდროულად – 91215 2. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 9122 5 ხმა ერთდროულად – 91225 3. მაგდა ნიკოლეიშვილი – 9123 5 ხმა ერთდროულად – 91235 4. ფიცვერცხლი – 9124 5 ხმა ერთდროულად – 91245 5. სოფო და ლევანი – 9125 5 ხმა ერთდროულად – 91255 6. მარიამ ფაჩულია – 9126 5 ხმა ერთდროულად – 91265 7. პარკური – 9127 5 ხმა ერთდროულად – 91275 8. დათო რობაქიძე – 9128 5 ხმა ერთდროულად – 91285 9. პეტრე (გირო) ჩილინგარაშვილი – 9129 5 ხმა ერთდროულად – 91295 10. ელენე ჩიხლაძე – 9130 5 ხმა ერთდროულად – 91305 nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://police.ge/uploads_script/news/thumb_c5wb3jtpbw0lfji.jpg2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ლეიტენანტ დავით ავალიანის ოჯახს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით ძებნილი, View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts