planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://nichieri.ge/files/2010/04/zura.jpgზურა ალხანიშვილისამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის პრეზიდენტი “ნიჭიერის” გუნდი მომწონს, კარგად მუშაობენ. ზოგჯერ იმდენად ემოციური სიუჟეტია, რომ აბსოლუტურ უნიჭობას მთელი არსებით ვგულშემატკივრობ. უდიდესი სიმპატიით განვეწყე თიკას და ვანიკოს მიმართ. სრულიად ახალ ამპლუაში თავი არაჩვეულებრივად წარმოადგინეს.ერთადერთი, რაც არ მომწონს – ინტერიერია, თუმცა საერთო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა! http://nichieri.ge/files/2010/04/ninobe-228x300.jpgნინო ბექიშვილიჟურნალ ”ლიბერალის” ადამიანის უფლებათა და სამართლის განყოფილების რედაქტორი ”ნიჭიერმა” იმ გადაცემების მიხედვით, რომლებიც უკვე ვნახეთ, მგონი, ნამდვილად გაამართლა. კარგია, როცა ის, რაც დანარჩენ მსოფლიოს გამოსდის, შენც შეგიძლია. შერეკილებიც და ნიჭიერებიც ქართველებსაც ისევე გვყავს, როგორც დანარჩენ ხალხებს და ამის განცდა სასიამოვნოა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთნი სულ ჩვენს გამორჩეულობაზე საუბრობენ, მეორე – ნიჰილიზმში არიან გადავარდნილნი და ამბობენ, რომ არაფერი შეგვიძლია. გამომსვლელებზე არანაკლებ სახალისო ჟიურის ყურებაა. ერთადერთი, მგონია, რომ მაია ასათიანის მაგივრად ვინმე სხვა რომ დაესვათ, აჯობებდა http://nichieri.ge/files/2010/04/eel-300x242.jpgელზა ბადაშვილი136-ე საჯარო სკოლის დირექტორი როგორც სკოლის დირექტორი, “ნიჭიერს” ცოტა განსხვავებული თვალით ვუყურებ. ვცდილობ შევაფასო, თუ რა გავლენა აქვს გადაცემას ახალგაზრდა თაობაზე. ჯერჯერობით, ძალიან მომწონს ის, რასაც ვხედავ – პროექტი ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღეს და მრავალფეროვნებას ასახავს, ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა ასაკის, გამოცდილების, ეთნოსის ადამიანები, ერთ სცენაზე მღერის გამოცდილი ანსამბლი ფოლკლორულ სიმღერას და იმავე სცენაზე ცეკვავენ ბრეიქდანსს, რომელსაც ენაცვლება პატარა ნიჭიერი მომღერალი, შემდეგ ნომრად კი ახალგაზრდები, რომლებიც სასწაულ სალტოებს აკეთებენ. და ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაში ხდებოდა თურმე, არ ჩანდა – “ნიჭიერმა” ზედაპირზე ამოატივტივა. უნიჭოებიც გვყავს, რომელთა ფონზეც კიდევ უფრო ვაფასებთ ნამდვილ ნიჭს. ახალი თაობა თვითდამკვიდრების ახალ გზებს ეძებს და პოულობს – ყურადღების მიქცევა თურმე მარტო ქუჩაში დგომით და ჩხუბით კი არ ყოფილა შესაძლებელი, გაცილებით ეფექტურია კარგი ფოკუსების ჩატარება და გარშემომყოფთა გაოცება, ან საქართველოში უმრავლესობისთვის აქამდე უცნობი ბიტბოქსის სწავლა – იბადებიან ახალი თაობის გმირები, ჯანსაღი, საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც არიან მიბაძვის ღირსნი. nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსკ-ის 236-ე მუხლით ძებნილი, View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://i.ytimg.com/vi/Z6-4GyVSjFU/2.jpgVideo: Nino Dvalidze - MananaAdded by user: SandoDate: 07.04.2010 (14:01)Description: ანსამბლ "გვირილას" სოლისტი ნინო დვალიძე - მანანა<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://i.ytimg.com/vi/9hrynmTxxjM/2.jpgVideo: Beradzeebis Ojakhi - SapovnelaAdded by user: SandoDate: 07.04.2010 (14:06)Description: ბერაძეების ოჯახი - საპოვნელა<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://i.ytimg.com/vi/Gwk_i9vx3mU/2.jpgVideo: Ana Doiashvili - The Sound of MusicAdded by user: SandoDate: 07.04.2010 (14:27)Description: ანა დოიაშვილი სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://i.ytimg.com/vi/45taApSlM14/2.jpgVideo: Giorgi Tskrialashvili - Deutsche SoldatenAdded by user: SandoDate: 07.04.2010 (14:39)Description: გიორგი წკრიალაშვილი სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ვისაც არ ეზარება ყველა HD 58XX სერიის კარტების თავისებურ მოდელებს აკეთებს, არც Zalman იყო გამონაკილისი, მან გააკეთა 5870 და 5850 ისთვისVF3000A, რომელსაც ორი 92მმ იანი ფენი და 5 სითბური მილაკი აქვს. ამ ორგინალური ქულერ-რადიატორის ზომები 239 х 98 х 51 მმ-ა და იწონის 430 გრამს. თუ თქვენ ამ რადიატორს დააყენებთ ვიდეო კართასთან არსებული 2 სლოტი მსხვერპად უნდა შეწიროთ. http://www.overclockers.ru/images/news/2010/04/08/zalman_01.jpg ფენების ზომებია 92 х 92 х 15 მმ და მათი ბრუნები მერყებოს 1300-2500 ის ფარგლებში, ხოლო ხმაურის დონე 18-32 დეციბელი. http://www.overclockers.ru/images/news/2010/04/08/zalman_02.jpg რადიატორს კომფლექტში მოყვება მინი რადიატორები რომლებიც ედგმება კარტის ცხელ წერტილებს, ასევე მოყვება Fan Mate 2 რომლის მეშვეობითაც რეგულირდება ფენის ბრუნვები. http://www.overclockers.ru/images/news/2010/04/08/zalman_03.jpg კომპლექტში ასევე არის თერმოპასტა ZM-STG2M. ფასსზე და გამოსვლის თარიღზე ინფორმაცია არ არის. overclockers.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ხუთშაბათი – ტრივიას დღე ბლოგზე. ვისაც გაუმარჯვია და მოსაწვევები მიუღია – დამეთანხმებიან, დარბაზში ბევრად უფრო სახალისოა “ნიჭიერის” კონცერტის ნახვა, ვიდრე ტელეეკრანთან. პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით. კითხვები: 1. რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი ანი პავლიაშვილს? 2. ვისი სიმღერა შეასრულეს მამა-შვილმა ღამბაშიძეებმა ნიჭიერის ნახევარფინალში? 3. გაიხსენეთ ნიჭიერის მონაწილე მოცეკვავე გოგონა, რომელმაც სპეციალურად კასტინგისთვის შეიძინა სამუხლეები, მაგრამ გამოყენება არ დასცალდა. 4. რა ნიჭითაა დაჯილდოებული თელაველი ლუდვიგ სხირტლაძე? 5. საიდან არის ნახევარფინალისტი ჯგუფი “ფანტაზია”? 6. რა პროფესიისაა ალა პუგაჩოვას მოტრფიალე ნატა მესხი? 7. რატომ გადაწყვიტა ავთანდილ ნაცარაშვილმა გიტარის შესწავლა? 8. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ნიჭიერის მონაწილე ზურა კვარაცხელია? 9. ვინ არის რუსთაველი მომღერალი, კომპოზიტორი და დიჯეი, რომელსაც ბლოკავენ? 10. რამდენი წლისაა ყველაზე ძლიერი ყურების მქონე თედო ულუნბელაშვილი? კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.IV ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს. nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ცოტა ხნის წინ შვედმა ამჩქარებელმა Elmor-მა ახალ Core i7-980X Extreme-ზე, რომელიც 6431MHz-მდე ააჩქარა, დაამყარა ახალი რეკორდი SuperPI 32M-ში, რომელიც 5 წუთსა და 41 წამს უდრის. http://images.geotorrents.com/images/0k9edvlyxez3ifmssg5.jpg დავძენ ასევე, რომ პროცესორი A0 სტეპინგის გახლავთ და მომავალ სტეპინგებზე ალბათ უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ. ტესტში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა Gigabyte-ს უახლესმა დედადაფამ GA-X58A-UD9, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა გაყიდვაში overclockers.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან “ხალხი ბრძენია!” - ხალხური “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალმა ფინალისტების ნახევარი უკვე განსაზღვრა. მისმა დასასრულმა კი რაღაცით არტურ კონან დოილის დეტექტივების კვანძის გახსნა მომაგონა: გაშერლოკჰოლმსებულმა ხალხმა ფავორიტად ის(ინი) დაასახელა, ვისაც ამ ამპლუაში მთელი კონცერტის მანძილზე ვერ წარმოვიდგენდი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა შანსი იმისა, რომ ფინალში საქართველო ნიჭიერ მომღერალს აირჩევს. სიტუაცია დაახლოებით ისეა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებათა უმეტესობაში, სადაც მეოთხედფინალებში ინგლისის ოთხივე გუნდი გადის ხოლმე და სხვები უბრალოდ იმიტომ ხვდებიან, რომ ტურნირზე მეტი ინგლისური გუნდი აღარ მონაწილეობს. იქ ფეხბურთი გამოსდით კარგად, აქ – სიმღერა და შედეგიც სახეზეა. ამასთანავე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ნახევარფინალში ანა ხანჩალიანის გასვლის დიდი ალბათობაც არსებობს. თიკას საკონცერტო ჩაცმულობა რატომღაც ჩემი დაკვირვების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, წინა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად მისი დიზაინერის შესახებ სასიამოვნოდ დადებითმა აზრებმა გამიელვა. იმდენად დადებითმა, რომ წამყვანის კაბა ვეღარც რაინდის აბჯარს, ვეღარც შივას ხალათს და ვეღარც რაიმე ასეთ ინტრიგანულ საგანს შევადარე… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თიკა ამ დღეს უჩვეულოდ შეუდარებელი იყო. http://s56.radikal.ru/i152/1004/ac/db4447309d64.jpg სამაგიეროდ, ისევ დაფიქსირდა ჩვეული კომენტარები, ჩვეული გრამატიკული შეცდომებით და ჩვეული ადგილიდან: ა) “ნეტავ თქვენ სად დაგიმაგრეს მიკროფონი ბატონებო და ქალბატონებო” – “ებ” ნაწილაკი, როგორც წესი, მრავლობით რიცხვს აღნიშნავს. ვანიკო, ისევე როგორც თიკა მხოლობითი რიცხვია. მიკროფონები მაგრდება ტანსაცმელზე. ტანსაცმელს იცვამენ. ჯამი ჭურჭელია… გრამატიკულად გამართვის შემთხვევაში კი, ეს ფრაზა შინაარსობრივად რელევანტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია:ტაქსისტს შიშველი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და რადგანაც ყველა კაცი ერთნაირია, მათი ეს მუზმუზელა წარმომადგენელიც პერიოდულად სარკეში აპარებს თვალს.“-რა იყო შიშველი ქალი არ გინახავს?!” - უკვირს მგზავრი” – როგორ არა. უბრალოდ, მაინტერესებს ფულს საიდან უნდა ამოიღოთო” – პასუხობს ტაქსისტი…ეს ისე ბ) “დღეს თქვენ დგეხართ დიდ სცენაზე…” - ზმნა “დგომა” მეორე პირის მრავლობით რიცხვში გამოითქმის როგორც “დგახართ” გ) “ცოტა მეშინოდა დღევანდელი დღე წარუმატებლად დაიწყო – თქო” - ნაწილაკი “თქო” გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი პირი მეორეს მესამესთან რაიმე სათქმელს აბარებს, ხოლო როდესაც ადამიანი თავის მიერ ნათქვამ სიტყვებს, გამოიყენება ნაწილაკი – ”მეთქი” (მეხუთე კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო) ამასობაში, კონცერტებზე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. წამყვანები “აიძულებენ” ხალხს, რომ გამოიცნონ სად მთავრდება ამოქაქანება და იწყება კომენტარი. როდესაც გულის კალაპოტიდან ამომგდები ნომრები სრულდება, ალბათ გადაცემისთვის უფრიანი (უფრო უპრიანი) იქნება, თუ გულს, ამ ბუნებრივ თხოვნას შეუსრულებენ და დააცდიან, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. http://i055.radikal.ru/1004/ab/1b41a2b8c32d.jpg გულიდან სხეულის სხვა ორგანოებზე გადავინაცვლოთ. ერთი ბრეჟინევისეული ფრაზის გათანამედროვებული ვერსიით თუ ვიტყვით: “ანახეთ გუგას ფილტვები მსოფლიოს და სიგარეტის მოწევა აღარ იქნება”.ახალგაზრდა შეპირმოქმედის გამოსვლა იმდენად ყურმბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი ფინალსმიღმა დატოვება, შემდეგ ორშაბათს ”ნიჭიერზე” ჩართული ათიდან ცხრა ტელევიზორის რიცხვს კიდევ რამდენიმე ერთეულით შეამცირებდა. ჰო, რეიტინგზე გამახსენდა… ”ნიჭიერში” პროფილისეულმა წიაღსვლებმა ისე იმატა, რომ დიდია შანსი, მალე ორშაბათობითაც “პროფილი” გავიდეს, ამჯერად “ნიჭიერისეული” წიაღსვლებით. გასაგებია, რომ აკას და გვანცას ერთმანეთი უყვართ, რომ ქორწილიც ამისთვის გადადეს და ნომრის შესრულებისასაც იგრძნობოდა, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ცეკვის სიყვარული არ აკავშირებთ. მე მგონი, არც ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, თუ სად არის მებონიების ოჯახისათვის ამ გვარის მიმნიჭებელი ადამიანი. უკვე “ხუთშაბათი საღამოს” სიტყვათშეთანხმებით ხუმრობაც იმ დასაშვებ ზღვარს გაცდა, რომლის იქით სიცილის ნაცვლად უფრო სხვაგვარ ემოციებს იწვევს. ესეც ისე… http://s57.radikal.ru/i155/1004/9f/94beaa007996.jpg კარგი გამოსვლა ჰქონდა რამაზ გარშაულაშვილს… გამოსვლა რა, გადასვლა! ფინალის მრავალფეროვნებისათვის, მეორე ფინალისტ, ალბათ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს, სიმღერა ყოველ მესამე ქართველს შეუძლია და თოკზე უთოკოდ ტაშტით სიარული მხოლოდ ერთეულებს. მართალია, სუნთქვის შეკვრა კარგ სიმღერასაც შეუძლია, მაგრამ დაძაბულობით შეკრული სუნთქვა უფრო ძნელი გასახსნელია და ნომერიც შესაბამისად, უფრო ეფექტური. რადგან მეორე ფინალისტზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე გამოვთქვამ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით აირჩია ხალხმა მეორე ფინალისტ(ებ)ი: ვერსია # 1: “კარგად იმღერეს” – თუმცა, ამ ლოგიკით მეორე ნახევარფინალში მარიამ კახელიშვილს უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა;ვერსია # 2: “მხიარული დუეტი” - თუმცა, ამ ლოგიკით ფინალში მამა-შვილი ღამბაშიძეები უნდა გასულიყვნენ;ვერსია # 3: “თბილი ისტორია ” (ბაღიდან ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები) – თუმცა, ამ ლოგიკით, აკას და გვანცას ქორწილი კიდევ უნდა გადაედოთ…ვერსია # 4: “საყვარლები არიან” – თუმცა, ამ ლოგიკით ტყუპებს კონკურენტი არ უნდა ჰყოლოდათ.ვერსია # 5: “სტრეიზანდის სიმღერა შეასრულეს” – თუმცა, ამ ლოგიკით, ხათუნა მეგრელიშვილმა რაღა დააშავა?ვერსია # 6: … ყველაზე მართალი, მე მაინც ბოლო, მეექვსე ვერსია მგონია. ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ახალი სტილისგან” ჟიურის მსგავსად, სხვებიც უფრო მეტს ელოდნენ. ერთადერთი რამაც გაოცებისაკენ მიბიძგა ის მოცეკვავე იყო, რომელსაც თავისი სხეულის ტერიტორიაზე “თავბრუსხვევა ნონ-გრატა” ჰქონდა გამოცხადებული. http://s55.radikal.ru/i149/1004/7e/1474728da0d6.jpg იოსებ გოგიას ცეკვას რაც შეეხება. მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გვეწოდებინა, გარდა “ეროტიკულისა”. კლასიკური მუსიკის მოყვარული ნიკასგან კი ის გამიკვირდა, რომ მას ამ მუსიკის ბოლომდე მოსმენის სურვილი აღარ გაუჩნდა. ჰო, ეროტიკულს რაც შეეხება. შემდეგი ნახევარფინალი, სულ მცირე, იმით მაინც იქნება გამორჩეული, რომ… …და ისე, ქართული რეალური შოუები ყოველთვის გოგოების აქტიურობით უფრო გამოირჩეოდა. შემდეგ გადაცემაში კი უკვე მამაკაცთა “გახურებას” უნდა ველოდოთ… nichieri.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://i.ytimg.com/vi/rIah41Cjreg/2.jpgVideo: 3G & Stephane Mghebrishvili - Somebody to loveAdded by user: AdminiDate: 08.04.2010 (12:40)Description: 3ჯ & სტეფანე მღებრიშვილი<br> სრულად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://police.ge/uploads_script/news/thumb_rpd5vfibv9v03e8.jpg-გაზეთ „კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსდიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts