Jump to content
Planeta.Ge

აჯაფსანდალი ძველი რსს თემებიდან


Recommended Posts

თინი, ბლოგერი
-დან

 

 

გუშინდელ ლაივს ყველაზე ნაკლები ემოციებით ველოდებოდი რატომღაც, მაგრამ ყველაზე ემოციური კი აღმოჩნდა ჩემთვის! ბევრი მოულოდნელობა და კარგი შოუ – კარგი ნომრებით, ასე შემიძლია საერთო ჯამში შევაფასო. თუმცა,  რა თქმა უნდა, ყველა ნომერი არ მომეწონა…

 

 

ჩვენს ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში მხოლოდ ერთადერთი სპორტული ფორმები იყიდებოდა და იმას მაგონებს… – მაია

 

 

new style-ს პირველი გამოსვლა ყველას დაგვამახსოვრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შოუს ისტორიაში. იმ გადაცემის ფავორიტებიც გახდნენ და საერთოდაც, ითვლებოდა, რომ შოუს ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ამის ფონზე მაყურებელსაც და ჟიურისაც გაუცრუვდათ იმედები. შეიძლება არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ ალბათ სულ პირველად რომ ვხედავდე მსგავსი სახის ცეკვებს, მაინც ვიტყოდი, რომ მთლიანობა არ იგრძნობოდა ცეკვაში. სინქრონიც არ იყო დიდად დაცული. შეიძლება იმის გამო ხდება, რომ ძალიან ბევრი მონაწილეა და ყურადღება იფანტება, ვეღარ ხვდები რომელს მიაქციო ყურადღება. თუმცა, პროფესიონალები რომ არიან, ნამდვილად ეტყობათ და ვიცი,  შრომა არ დაეკარგებათ. ჟიურის კრიტიკას რაც შეეხება, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო. ისე, მაიას შეფასებაზე გულიანად ვიცინე და გავხალისდი, ისეთი ეპითეტით შეამკო ჯგუფის ჩაცმულობა :D ჩაცმულობას მე არ შევეხები, საბჭოთა ბავშვობაში არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ  ეს უცნაური სპორტულები საერთო ჯამში არაეფექტური ნამდვილად იყო…

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1285.jpg

 

 

ხათუნამ გმირულად გაართვა თავი ამ სიმღერის ტექნიკურ სირთულეებს-ნიკა

 

 

სიმღერის ტექნიკურ სირთულეებზე დავეთანხმები ნიკას და კარგად გაართვა თავი ხათუნა მეგრელიშვილმა, თუმცა გეგასაც უნდა დავეთანხმო და ისევ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შესრულება არასწორი გადაწყვეტილება მგონია. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ემოციები ვერ გამოიწვია ჩემში მისმა სიმღერამ. დავაკონკრეტებ: არიან ადამიანები, რომლებიც სულ უინტერესო თემაზე რომც ლაპარაკობდნენ, უნარი აქვთ “გაიძულონ” მოსმენა. ასევე არიან მომღერლები, რომლებსაც უნარი აქვთ “გაიძულონ” მოგასმენინონ, თუნდაც შენთვის არასაინტერესო ჟანრის სიმღერა. ჩემი აზრით, ეს უნარი აკლდა ხათუნა მეგრელიშვილს და ამიტომაც ვერ მიიქცია დიდად ჩემი ყურადღება…

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1287.jpg

 

 

ეს იყო ქუთაისში…

 

 

დიახ, ეს ქუთაისში იყო ის დიდი შეცდომა, რაც ჟიურიმ დაუშვა იოსებ გოგიას ნახევარფინალში გადაყვანით. სულ ვამბობდი, რომ არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ გარკვეული იმედები გამიჩნდა, როცა პრომოები ვნახე და საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი იოსებ გოგია დავინახე. არ გავდა რაღაც თავის წინა გამოსვლას… მაგრამ ნომერი როგორც კი დაიწყო, მაშინვე მივხვდი- განწირული იყო მინიმუმ კრიტიკისთვის. კრიტიკის მაქსიმუმი სამი ღილაკი აღმოჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურის ნახევარფინალის დროსაც აქვს უფლება წითელ ღილაკებს ხელი დააჭიროს და გამომსვლელს შეაწყვეტინოს ნომერი, რაც მოხდა კიდეც იოსებ გოგიას გამოსვლისას, პირველად “ნიჭიერის” ისტორიაში. ძალიან მოსაწყენი იყო მართლა! მაიამ ცოტა არასწორედ დასვა აქცენტი – არაესთეტიური იყო, დამთრგუნველიო. შეიძლება რაღაც იყოს დამთრგუნველი, მაგრამ თან საინტერესო და ყურებადი. უბრალოდ,  მოსაწყენი იყო. პანტომიმა ისეთი ჟანრია, უამრავი საინტერესო ნომრის მოფიქრება შეიძლება. თანაც, მარტო არ იდგა სცენაზე  და მოსწავლეებთან ერთად შეიძლებოდა მრავალფეროვანი ნომრის გაკეთება. მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ხდებოდა ნომერში შემდეგ – რეპეტიციებიდან როგორც ვიცი, არც არაფერი, მაგ ტემპში და სტილში გრძელდებოდა გამოსვლა.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1291.jpg

 

 

ჯგუფის სახელი მინიმუმ მათ შინაგან და გარეგან სამყაროს შორის გამყოფს უნდა ნიშნავდეს- ვანიკო

 

 

ვაშა, დაბრუნდა ცეცხლი ჩვენს სცენაზე! – მაია

 

 

“შუშა”-ს თუ ასეთი მუხტი ჰქონდა,არ ვიცოდი :D მთელი დარბაზის თავიანთი მუსიკით დამუხტვა მოახერხეს, მართლა. აი ეს იყო ნამდვილი მოჭარბებული ემოციები ერთად! კომპოზიცია ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ისეთია, რომ მაშინვე აგეკვიატება, მაშინვე გემღერება,  მაშინვე ითავისებ. ბოლოს უკვე მეც დავიწყე მათთან ერთად სიმღერა :D პირველ ტურთან შედარებითაც დახვეწილები იყვნენ ჩემი აზრით და გუშინდელი შოუს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებში თამამად დავასახელებ!

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1298.jpg

 

 

შეხმატკბილებული ოჯახი

 

 

ურთიერთობების შეხმატკბილებას გულისხმობდნენ ალბათ წამყვანები, თორემ სიმღერაში შეხმატკბილება მაინცდამაინც ვერ შევნიშნე. საერთოდაც, როცა მათი გამოსვლის სრული ვერსია დაიდო (ტელევიზორში სულ რამდენიმე წამით აჩვენეს და ვერ მივხვდი რა იყო), დავფიქრდი – რა მიზეზით გადაიყვანეს მეთქი. სანახევარფინალო გამოსვლაც არ მომეწონა. საქართველოში ყოველი მეორე მღერის მსგავსად და მსგავს რეპერტუარს, არაფერი განსაკუთრებული არ იყო.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1304.jpg

 

 

ჟიურიმ გვითხრა, რომ კარგი გოგოები ვართ…

 

 

როცა ტყუპებს გავესაუბრე და მითხრეს, დღეში 4 საათს ვვარჯიშობთო, მაინცდამაინც არ დავიჯერე :D მაგრამ მათი გამოსვლა რომ ვნახე, მივხვდი -სიმართლე მითხრეს, სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მოძრაობები შეასრულო!

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1306.jpg

 

 

_გეგა, შენც შეგეშინდა?

 

 

_ვაღიარებ, ვინერვიულე!

 

 

თამამად შემიძლია ვთქვა, რამაზ გარშაულაშვილი უფრო მყარად დგას ჰაერში გაჭიმულ ბაგირზე, ვიდრე მე მიწაზე! თან მეშინოდა, თან  გაოცებული ვიყავი, თან “ვაიმე, რა მაგარია” აღმომხდებოდა ხოლმე დროდადრო… ძალიან მომეწონა, რომ სრულიად განსხვავებული ნომერი შემოგვთავაზა და პირველი ტურის მსგავსი რამე არ გაიმეორა. იმდენად პროფესიონალია ეს ადამიანი, რომ ამაზე მეტად ალბათ შეუძლებელია საცირკო ხელოვნების დახვეწა! აბა, ბევრს გინახავთ ჰაერში შესრულებული შალახო? :D

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1311.jpg

 

 

გუგა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინა გამოსვლიდან აქამდე! -გეგა

 

 

გუგას გამოსვლის დროს მთეელი დარბაზი იდგა ფეხზე! ძალიან სწორად შერჩეული რეპერტუარი, ძალიან დიდი წინსვლა პირველი ტურის შემდეგ (თუმცა მე პირველი ტურის ნომრითაც აღფრთოვანებული ვიყავი) და კიდევ ერთი ფავორიტი ნომერი ნიჭიერის სცენაზე!  როგორც ნიკამ თქვა, მეც მინდოდა არ დამთავრებულიყო გუგას ნომერი :D

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1321.jpg

 

 

თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო-მაიას “ანდაზირებული” შეფასება

 

 

მგონი, რომ გაიგეს ნიკა მემანიშვილს ბარბარა სტრეიზანდი უყვარსო, ყველამ გადაწყვიტა ამით მოეგოთ მისი გული :D  ამჯერად ჟიურიმ მარის და ბაბის ნამღერში ვერ აღმოაჩინა მუტაციები. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ ნომერზე, მომეწონა პრინციპში მათი ნამღერი, მაგრამ მოდი, ბოლოსთვის შემოვინახავ მთავარ სათქმელს.

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1322.jpg

 

 

ძალიან მიყვარს ეს სცენა…ნიჭიერი მიყვარს…და ყველანი მიყვარხართ…დედიკო მიყვარხარ…

 

 

მართალი გითხრათ, პირველ ტურში მაინცდამაინც არ მომეწონა გვანცას და აკას გამოსვლა. სანახევარფინალო ნომერი უფრო ემოციური იყო. გრძნობებზე ლაპარაკი  (რაც რატომღაც პირდაპირ გადაჯაჭვულია ხუთშაბათ საღამოსთან და ისეთი დოზებით, ბოლოს უკვეე გავღიზიანდი :D) ჟიურის ამ გადაცემაში ბევრი მოუვიდა და მეც აღარ მინდა მივამატო. უბრალოდ, მართლა ლამაზი ნომერი იყო :givi:

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1332.jpg

 

 

და ყველასათვის საძულველი და თან საინტერესო ბოლო მომენტი…ბოლო წამები…

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1336.jpg

 

 

უკვე გავიგეთ, რომ არანაირი პროგნოზები არ არსებობს, მაგრამ ასეთ დონეზე? “ბაბი და მარი”-ო რომ გამოაცხადეს, მართლა შოკი დამემართა. ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი, რატომ უნდა დაეჭირა 32%-ს მათთვის მხარი. სიმართლეს თვალებში შევხედოთ და საფინალოები ნამდვილად არ არიან! კი ბატონო, კარგი იყო პირველი ტური…კი ბატონო, ნახევარფინალშიც მოვისმინეთ, მაგრამ ფინალში არანაირი სურვილი არ მქონდა მათი ხილვის – მომიტევონ გულშემატკივრებმა.

 

 

ჟიურის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუგა ნამდვილად ნიჭიერია და რომ არ გადასულიყო ფინალში, გული დამწყდებოდა.

 

 

საერთო ჯამში, როგორც შოუ კარგი იყო თავისი ემოციებიან-მოულოდნელობებიანად და ვთვლი, რომ წარმატებულად გრძელდება ნიჭიერი! მეოთხე ნახევარფინალამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. იაქტიურეთ და ამჯერად მაინც მოვახერხოთ, რომ მაყურებლის ხმებით ის მონაწილე გავიდეს ფინალში, რომელიც მართლა იმსახურებს ამას!

 

 

გადაცემის ფავორიტ კადრს გიტოვებთ და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით :D

 

 

http://nichieri.ge/files/2010/04/SGPhoto_2010_04_06-19_43_22.png

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 373
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • planetanews

    374

http://police.ge/uploads_script/news/thumb_xt6kralbgesse1o.jpg2010 წლის 7 აპრილს, რუსულ გამოცემა ‘’კომერსანტში’’ დაიბეჭდა ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბავშვთა სურათების გალერეაში 2010წლის 10 აპრილს იხსნება ტრადიციული ~სააღდგომო გამოფენა~. გამოფენაში მონაწილეობს 400-ზე მეტი ბავშვი ქ. თბილისისა და საქართველოს ზოგიერთი რაიონის სკოლებიდან. ექსპოზიციაში წარმოდგენილია 500-მდე ნამუშევარი. მონაწილეთა ასაკი 3-დან 17 წლამდე.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ATI FirePro ეს არის პროფესიონალური ვიდეოდაფა, Nvidia QuadroFX-ის კონკურენტი. ჰოდა რადეონების მეხუთე სერიის გამოსვლის შემდეგ ფაირპრო სერიასაც შეემატა ახალი ვიდეოდაფა - ATI FirePro V8800:

http://images.geotorrents.com/images/zt6r0k533yoplwdcdxu1.jpg

მახასიათებლებით იგი ფაქტობრივად HD 5870-ია. აქვს 1600 ნაკადური ბირთვი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, 2GB GDDR5 მეხსიერება და 825/4600MHz სიხშირეები. ენერგომოხმარება 225 ვატს არ სცდება. “უკანა” პანელზე აქვს ოთხი DisplayPort კონექტორი.

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უყურეს კომპანია NEC-ში ხალხის ცოდვილობას ATI Eyefinity-სთან, იფიქრეს რა ვქნათ რა ვქნათო და მოიფიქრეს NEC P521:





სურათმა არ მოგატყუოთ, დისპლეი არის 52-დუიმიანი. აქვს 1920×1080 გაფართოება (მეტს რატომღაც არ აქაჩინებენ), ონტრასტულობა 2000:1 უდრის, ხოლო სიკაშკაშე – 700 კანდელი კვადრატულ მეტრზე.


დისპლეის აქვს Ethernet, DisplayPort, DVI-D, HDMI, Component, Composite და სხვა მრავალგვარი კონექტორი. აგრეთვე გააჩნია IP Tuner და QAM Tuner. დისპლეი გაყიდვაში ამ თვის ბოლოსკენ გამოვა და 3000 დოლარი ეღირება.




overclockers.ge
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი მოდის და მოექანება კომპანია ენ-ერის HP-Slate, რომელიც უნდა იქცეს დამპალი ვაშლის წარმოების iPad-ის კონკურენტად და ცნობილი გახდა ამ ჯადო-მოწყობილობის მონაცემებიც! მოდით გავეცნოთ და შევადაროთ…

 

 

http://images.geotorrents.com/images/v10etvpxdwmwegzqip2.jpg

 

 

ფორმატი – 8.9″ (iPad – 9.7″)

სისქე – 14.7მმ (iPad – 13.4მმ)

წონა – 670 გრამი (ვაშლი – 680/730 გრამი)

გაფართოება – 1024×600 (iPad – 1024 x 786)

სენსორული ხელსაწყო – კალამი

პროცესორი – Intel Atom Z530 (1.6GHz)

ოპ. მეხსიერება – 1GB

SSD – 32/64GB

დამატებითი მეხსიერება – SD/SDHC/SDXC მაქს. 128GB სიდიდით.

ერთი USB 2.0 პორტი

 

http://images.geotorrents.com/images/62nywz19g8x6dbpszx.jpg http://images.geotorrents.com/images/qo8o0evwos0sss9j99.jpg

 

 

გარდა ამ ყველაფრისა, კომპიუტერი აღჭურვილია სპეციალური პორტით, სადაც შეგიძლიათ USB-კონექტორიდან დაწყებული და HDMI პორტით დასრულებული, ყველაფერი შეაკვეტოთ (სპეციალური კოდეკის მეშვეობით Slate-ს შეეძლება 1080p ხარისხის ვიდეოს ჩვენება, ოღონდ არა საკუთარ დისპლეიზე). აკუმულატორი ხუთ საათიან მუშაობაზეა გათვლილი. მოწყობილობას აქვს ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, WiFi 802.11b/g სტანდარტის მხარდაჭერა, Bluetooth პორტი, WWAN და GPS სისტემები… აგრეთვე მყიდველის სურვილისამებრ გათვალისწინებულია 3G მოდემიც.

 

 

32GB-იანი სლეიტის ფასი “სულ რაღაც” 550 დოლარი იქნება, ხოლო 64GB-იანისა – 600$ (ეფლთან შედარებით მართლაც “სულ რაღაც”. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო რა )

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომპანია AMD-მ ისე გადახუნძლა ბაზარი პროცესორებით, რომ ვისი კეში ვის კრისტალშია ვეღარ გაიგებს კაცი, მაგრამ ამით არ კმაყოფიდლება და ამა წლი მეორე კვარტალში კიდევ ორი პროცესორის გამოშვებას აპირებს. ეს იქნება AMD Athlon II X3 445 და 450.

 

 

http://images.geotorrents.com/images/k8hm74xbdglkee69g8r0.jpg

 

 

პირველ პროცესორს 3.1GHz სიხშირე ექნება, ხოლო მეორეს – 3.2GHz. სავარაუდოდ პროცესორები 45nm-იან Rana ბირთვზე არიან აგებულნი, აქვთ 1.5MB მეორე დონის კეში და 95 ვატი TDP ექნებათ, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/blog/maia_mukhiguli/mastopatia.jpgქალებში განვითარებულ ავთვისებიან, სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია მკერდის კიბო. კიბოსწინარე დაავადებებიდან ძალიან დიდი მნიშვნელვნელობა ენიჭება მასტოპათიას - სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებს, რომლებიც 4-5-ჯერ ზრდიან კიბოს წარმოქმნის რისკს.

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/merabishvili_v_01.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც თვლიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად, რუსული გაზეთის, კომერსანტის ჟურნალისტს ოლგა ალენოვას მოუყვა, თუ როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის შანსებს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებში, მან ასევე ისაუბრა თბილისის ურთიერთობებზე რუსეთთან და ევროპასთან.

 

 

 

polity.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 28 258 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

 

1. ბაბი და მარი – 32,6%

2. გუგა ჭყონია – 14,8%

3. ელენე და ეკა – 12,7%

4. რამაზ გარშაულაშვილი – 9%

5. ხათუნა მეგრელიშვილი – 7,6%

6. New Style – 7,2%

7. მებონიები – 5,5%

8. გვანცა და აკა – 5,4%

9. ჯგუფი “შუშა” – 3,3%

10. იოსებ გოგია – 1,8%

 

 

ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას?

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გთავაზობთ IV ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ბერაძეებისა და “ფანტაზიას” ნომერიც, რომელიც სრულად არ იყო ნაჩვენები ტელეეთერში, ჩვენს ბლოგზე კი ექსკლუზიურად თქვენთვის  ნომრებს მთლიანად ვდებთ!

 

 

კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში.

 

 

 

1. Westside Dancers – 9121

 

5 ხმა ერთდროულად – 91215

 

 

 

 

2. ელენე და გიორგი ჭამიაშვილები – 9122

 

5 ხმა ერთდროულად – 91225

 

 

 

 

3. ავთო ნაცარაშვილი – 9123

 

5 ხმა ერთდროულად – 91235

 

 

 

 

4. ნინო ჯავახიშვილი – 9124

 

5 ხმა ერთდროულად – 91245

 

 

 

 

5. ბერაძეების ოჯახი – 9125

 

5 ხმა ერთდროულად – 91255

 

 

 

 

6. “ფანტაზია” – 9126

 

5 ხმა ერთდროულად – 91265

 

 

 

 

7. ვასილ ხაჩიძე – 9127

 

5 ხმა ერთდროულად – 91275

 

 

 

 

8. ნაზი და ქეთი – 9128

 

ხუთი ხმა ერთდროულად – 91285

 

 

 

 

 

 

9. ანი ხანჩალიანი – 9129

 

5 ხმა ერთდროულად – 91295

 

 

 

 

 

 

10. ანი პავლიაშვილი – 9130

 

5 ხმა ერთდროულად – 91305

 

 

 

 

 

 

 

nichieri.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...