Nukriko Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ჩვენ საზოგადოებაში ახალი პროექტები არ არსებობს და რაში გამოიხატება ეს. იგივე ქართული ნაციონალიზმის ნაკლი ჩემი აზრით, სწორედაც ის არის რომ ახალ "პროექტებს" არ გვთავაზობს, კონკრეტულად ერი-სახელმწიფოს პროექტს, ანდა სახელმწიფოს შეგრძნების პროექტს, რაც მემარჯვენეებმა უნდა ქნან, იმას არ გვთავაზობს. მარა რას გვეუბნება, რომ ჩვენ მენტალობას არ სჭირდება არანაირი ცვლილება და ყველანაირი ცვლილება არ არის "ორგანულად ქართული", თუ ვინმეს ცვლილებები უნდა ის არ არის "ორგანულად ქართული". როგორც ვიცით ჩვენი პატრიოტიზმი დიდწილად გამოიხატება სუფრის-პატრიოტიზმში, იმის იქით არ მიდის, იგივე დაბინძურების მხრიდან, თავისუფლად ვაბინძურებთ, გვიტყდება იგივე სადარბაზოს დალაგება და ა.შ. არ გადადის რა ეს ნაციონალიზმი, სახელმწიფო ნაციონალიზმის საფეხურზე. ჩვენ გვეუბნებიან რომ ახალი იდეები არ შეიძლება ქართული იყოს, იმიტომ რომ ყველანაირი ახალი, არის ძველის ნგრევა და ძველი კი არის ქართული, ახალი უბრალოდ არ შეიძლება იყოს ქართული. ანუ გაიყინა ეს მომენტები. ძალიან დიდი როლი ეთმობა ტრადიციების თემას, მარა გინდა არ გინდა ბუნებრივი მოვლენაა თაობათა დაპირისპირება და იმის აღიარება რომ ყოველი ახალი თაობა ძველ თაობის გარკვეულ ღირებულებებს, გადააფასებს ხოლმე. ესე ხდებოდა იგივე ჭავჭავაძის დროს მამებისა და შვილების ბრძოლის დროს. აქ კი რა ხდება, ყველანაირი მსგავსი გადაფასება, აღიქმევა როგორც უცხო ძალებისადმი დაფინანსებული შეტევა ქართველობაზე როგორც ასეთი, ამიტომ პასუხი უნდა იყოს ამ ახალზე, რომ ჩვენ არანაირად არ ცვლით ჩვენ ფასეულობებს. რეალურად რა თქმა უნდა იცვლება, მარა ცვლილებებზე ხმამაღალი ლაპარაკი, მტრობას იწვევს ადამიანებში. რა ხდება ამ დროს, ხდება ის რომ არანაირი იდეა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ძველი იდეა არ გვაძლევს იმის წარმოდგენებს თუ რა უნდა ვქნათ მომავალში, რა უნდა შევქმნათ, ძირითადად მიჩნეულია რომ რაღაც არსებული უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, ამ კონტექსტში ახალის შენება არ შედის. რატომ არ შეიძლება ახალი იყოს ქართული? რატომ არ შეიძლება ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ახალგაზრდათა ამბოხი ტრადიციების წინააღმდეგ, ახალი იდეები, ავტორიტეტების ნგრევა და ახალი ფასეულობების შექმნა იყოს ქართული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) თუ ვინმეს ცვლილებები უნდა ის არ არის "ორგანულად ქართული". როგორც ვიცით ჩვენი პატრიოტიზმი დიდწილად გამოიხატება სუფრის-პატრიოტიზმში, იმის იქით არ მიდის, იგივე დაბინძურების მხრიდან, თავისუფლად ვაბინძურებთ, გვიტყდება იგივე სადარბაზოს დალაგება და ა.შ. არ გადადის რა ეს ნაციონალიზმი, სახელმწიფო ნაციონალიზმის საფეხურზე.გვახარიას ვუსმინე და მას ეკუთვნის ეს სიტყვები,მე სადარბაზოს დალაგების მომხრე ვარ, მაგრამ ვერანაირად ვერ ვუკავშირებ რა კავშირში აქვს ამას ნაციონალიზთან,სულაც სახელმწიფო ნაციონალიზმს და სადარბაზოს დალაგებას ერთმანეთთან,სადარბაზოს დალაგება-ეს სამოქალაქო საზოგადოების შეგნებაზეა დამოკიდებული,სახელმწიფო ნაციონალიზმის ეს სულ სხვა მოვლენაა, ტუკი ადამიანი კოსმოპოლიტია რაა, ეს იმას ნიშნავს რომ მულეხია?არიან უბრალოდ ბინდზური ადამიანები, ჰიგიენა არ ევსებათ, თორემ თუკი ეხლა დიასახლისს სახლი უკრიალებს,იასნია რომ სადარბაზოსაც გამოუსვავს ცოცხს რომ სიბინძურე სახში არ შეუვიდეს Edited March 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 გვახარიას ვუსმინე და მას ეკუთვნის ეს სიტყვები,მე არ ვიცი გვახარიამ ეს თქვა თუ არა, ამაზე გუშინ ჩემი ყოფილი ლექტორი მელაპარაკა შეიძლება იმან მოისმინა და იმის აზრებით მელაპარაკა. გვახარიას არ ვუყურებ ხოლმე. მე სადარბაზოს დალაგების მომხრე ვარ, მაგრამ ვერანაირად ვერ ვუკავშირებ რა კავშირში აქვს ამას ნაციონალიზთან,სახელმწიფოს შეგრძნებასთან გვაქვს აქ საუბარი, ნაციონალიზმმა კი ეს უნდა შეძლოს, ადამიანებში უნდა დანეგოს სახელმწიფოს შეგრძნება, თან მძაფრი შეგრძნებაც კი.სადარბაზოს დალაგება-ეს სამოქალაქო საზოგადოების შეგნებაზეა დამოკიდებული,ნაწილობრივ გეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ნუ აოფებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ჩვენ გვეუბნებიან რომ ახალი იდეები არ შეიძლება ქართული იყოს, იმიტომ რომ ყველანაირი ახალი, არის ძველის ნგრევა და ძველი კი არის ქართულირეტროგრადები ფიქრობენ ასე ანუ გაიყინა ეს მომენტები. ძალიან დიდი როლი ეთმობა ტრადიციების თემას, მარა გინდა არ გინდა ბუნებრივი მოვლენაა თაობათა დაპირისპირება და იმის აღიარება რომ ყოველი ახალი თაობა ძველ თაობის გარკვეულ ღირებულებებს, გადააფასებს ხოლმე. ესე ხდებოდა იგივე ჭავჭავაძის დროს მამებისა და შვილების ბრძოლის დროს. აქ კი რა ხდება, ყველანაირი მსგავსი გადაფასება, აღიქმევა როგორც უცხო ძალებისადმი დაფინანსებული შეტევა ქართველობაზე როგორც ასეთი, ამიტომ პასუხი უნდა იყოს ამ ახალზე, რომ ჩვენ არანაირად არ ცვლით ჩვენ ფასეულობებს.ვკითხოთ ტრადიციონალისტებს რას ეძახიან ისინი ქართულ ტრადიციებს,ერთადერთი რაც კი ჭკვიანური წამიკითხავს ამ მიმართულებით ეს იყო ანალგინის მიერ სპეციაურად ამ საკითხისადმი მიძღვნილი თემა,ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ვითომ ტრადიციონალისტები აზრზე არ არიან და ვერ ასახელებენ ქართულ ტრადიციებს, უტყდებათ იმის აღიარება რომ მათთვის ქართული ტრადიცია, ქეიფი, ფოლკლორი და ჩოხის ტარებაა,რაც შეეხება თაობათა დაპირისპირებას, ჭავჭავაძის დროს ამ დაპირისპირებას იდეოლოგია განაპირობებდადა მართლაც ჯანსაღი ფორმა ჰქონდა და მიმართულება, რაც მთავარია,ეხლა არ ვიცი რა დაპირისპირებაა, მამები ცდილობენ ქურდული წესები მოახვიონ შვილებს და შვილები უარზე არიან და ვანო ევასებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ისევ წამიშალეს პოსტები "ყველაზე თავისუფალ ფორუმზე"? :) გლეჯთ რა :D სექსები ჯერ არ ყოფილა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 მე მგონი ერის კვდომის პროცესი დაიწყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 Siknadmo შენ ნორმალურად მიგაჩნია რომ ყველა თაობას ერთნაირი ავტორიტეტები ჰქონდეს? შენ ნორმალურად მიგაჩნია რომ ახალგაზრდა არ იყოს "ამბოხებული სულის" პატრონი და იყოს დამჯერი, კომკავშირელების მსგავსი? დღევანდელი სტუდკავშირი და იმის ოპოზიცია არის იგივე კომკავშირი, თითქმის ყველა პარტიას ჰყავს თავის კომკავშირი დღეს საქართველოში, რომლებიც ლიდერს ბაძავენ. ეს ნორმალურად მიგაჩნია? ვინ უნდა ამბოხდეს ამის წინააღმდეგ შენი აზრით? მე ვხედავ რომ ამბოხებული ახალგაზრდობის მარგინალიზაცია სპეციალურად ხდება, რადგან მსგავსი იდეების პოპულარიზაციის შემთხვევაში გრეხი გახდება კომკავშირლობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) Siknadmo შენ ნორმალურად მიგაჩნია რომ ყველა თაობას ერთნაირი ავტორიტეტები ჰქონდეს? შენ ნორმალურად მიგაჩნია რომ ახალგაზრდა არ იყოს "ამბოხებული სულის" პატრონი და იყოს დამჯერი, კომკავშირელების მსგავსი? დღევანდელი სტუდკავშირი და იმის ოპოზიცია არის იგივე კომკავშირი, თითქმის ყველა პარტიას ჰყავს თავის კომკავშირი დღეს საქართველოში, რომლებიც ლიდერს ბაძავენ. ეს ნორმალურად მიგაჩნია? ვინ უნდა ამბოხდეს ამის წინააღმდეგ შენი აზრით? მე ვხედავ რომ ამბოხებული ახალგაზრდობის მარგინალიზაცია სპეციალურად ხდება, რადგან მსგავსი იდეების პოპულარიზაციის შემთხვევაში გრეხი გახდება კომკავშირლობა.ჩემი თაობის ავტორიტეტები ქურდები იყვნენ (1968),ახალგარდა თაობის ავტორიტეტები ეხლა ვინ არიან არ ვიცი კომკავშირი მაგრად გვეკიდა Edited March 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 მე მგონი ერის კვდომის პროცესი დაიწყოუფრო სწორად, ერის ფასეულობები კვდება, სხვათა შორის ძირითადად არაჯანსაღი ფასეულობები,მაგრამ სამწუხაროდ რაიმე ახალ ფასეულობას ვერ ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ჩემი თაობის ავტორიტეტები ქურდები იყვნენ (1968),ახალგარდა თაობის ავტორიტეტები ეხლა ვინ არიან არ ვიციქურდებიც რომანტიული ლეგენდებით იყო სავსე. საბჭოთა კავშირში ვითომ ამბოხებული ტიპები. არ ემორჩილებიან სსრკ-ს წესებს და იყვნენ ამიტომ დაფსებულნი. მაგრამ დღეს უკვე ეს იდეალები აღარ არის და მეტიც კარგი არის, რეალურად კომკავშირი, ოღონდ ე.წ "დემოკრატიული" კომკავშირი, რომელიც კომუნიზმის მაგივრად დემოკრატიაზე საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 Nukriko შენ ნორმალურად მიგაჩნია რომ ახალგაზრდა არ იყოს "ამბოხებული სულის" პატრონი და იყოს დამჯერი, კომკავშირელების მსგავსი?კომკავშირლები ანუ ახალგაზრდა ბოლშევიკებიც მეამბოხეები იყვნენ ერთ დროს. მარაზმად მოგვიანებით იქცა კომკავშირლობა. ყველა მეამბოხის ბოლო პრაქტიკულად ეგაა. ამიტომ მიამბოხეობა კი არ უნდა იყოს ახალგაზრდა ადამიანის მიზანი, არამედ მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) ქურდებიც რომანტიული ლეგენდებით იყო სავსე. საბჭოთა კავშირში ვითომ ამბოხებული ტიპები. არ ემორჩილებიან სსრკ-ს წესებს და იყვნენ ამიტომ დაფსებულნი. მაგრამ დღეს უკვე ეს იდეალები აღარ არის და მეტიც კარგი არის, რეალურად კომკავშირი, ოღონდ ე.წ "დემოკრატიული" კომკავშირი, რომელიც კომუნიზმის მაგივრად დემოკრატიაზე საუბარი.კომკავშირლებმა გადაუარეს შავებს აი, ყველაზე რეალური ცვლილება რაც მოხდა ქართულ საზოგადოებაში ამ 20 წლის მანძილზე რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში ახალგაზრდა თაობის მენტალიტეტზეც მოახდენს დიდ გავლენას,ქურდული გაგება ხდება მარგინალური-მგონი ამაზე დიდ საჩუქარზე ვერც კი იოცნებებდა ქართული საზოგადოება, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ავად ვართ და ორგანიზმი დასუსტებული გვაქვს, ზედმეტ დატვირთვას ვერ გაუძლებს და შეიძლება დაიღუპოს კიდეც ჯერ ქურდულ მენტალიტეტთან გამომშვიდობება უნდა გადაამუშავოს საზოგადოებამ,ხომ ხედავ დღეს სახელმწიფოებრიობა აღიქმება როგორც რეჟიმის სიძლიერე,ანუ გარკვეულ ეტაპს გავდივართ და აშკარად პროგრესია Edited March 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 Saturn კომკავშირლები ანუ ახალგაზრდა ბოლშევიკებიც მეამბოხეები იყვნენ ერთ დროს. მარაზმად მოგვიანებით იქცა კომკავშირლობა. ყველა მეამბოხის ბოლო პრაქტიკულად ეგაა. ამიტომ მიამბოხეობა კი არ უნდა იყოს ახალგაზრდა ადამიანის მიზანი, არამედ მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბება.მეამბოხე ახალგაზრდა არის ადამიანი რომელიც ახალ ფასეულობებს ნერგავს და გააჩნია დიდი პროტესტი რეალობისადმი. ნუ ახალგაზრდა რომ ბერდება რა თქმა უნდა ამბოხებული სულიც ეკარგება, ეს ბუნებრივია და მერე ამ დაბერებულმა ყოფილმა მეამბოხე უპირისპირდება ახალგაზრდა მეამბოხეს. ეს არის ჩემი აზრით პროგრესის, ცვლილებების გზა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 (edited) Saturn მეამბოხე ახალგაზრდა არის ადამიანი რომელიც ახალ ფასეულობებს ნერგავს და გააჩნია დიდი პროტესტი რეალობისადმი. ნუ ახალგაზრდა რომ ბერდება რა თქმა უნდა ამბოხებული სულიც ეკარგება, ეს ბუნებრივია და მერე ამ დაბერებულმა ყოფილმა მეამბოხე უპირისპირდება ახალგაზრდა მეამბოხეს. ეს არის ჩემი აზრით პროგრესის, ცვლილებების გზა.სხვათა შორის, გრეჩიხას არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ახალგაზრდა მეამბოზე სული ახალგაზრდებში არ არსებობს,რომ ისინი უკვე ბებრები არიანდა მათ, ეხლა გვახარიას სიტყვებს გამოვიყენებ, კომფორტში გაცვალეს თავისუფლება, კომფორმისტი ახალგაზრდობაა ამჟამად და ალბათ ესეცაა საჭირო Edited March 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.