planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Ria-novosti-150x130.jpgსაკულტო ფილმი, “უდაბნოს თეთრი მზე” 40 წლისაა. ამასთან დაკავშირებით, დღეს 13:00 საათზე, საერთაშორისო პრეს-ცენტრის, “რია ნოვოსტის” ოფისში მოსკოვსა და თბილისს შორის ვიდეოხიდი გაიმართება. ვიდეოხიდის მონაწილეები ფილმის გადაღების პროცესს გაიხსენებენ და კინემატოგრაფიის ისტორიაში მის როლზე ისაუბრებენ. მონაწილეები საზოგადოებას, იმ კადრების შესახებ მოუყვებიან, რომლებიც ფილმიდან ამოიჭრა და შეეცდებიან ახსნან თუ რატომ გახდა ის საკულტო არა მარტო რუსეთში. მოსკოვის მხრიდან, ფილმში მონაწილეობას, რუსეთის სახალხო არტისტი, ანატოლი კუზნეცოვი, რუსი კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის გმირი, ვლადიმირ ტიტოვი, საბჭოთა კავშირის მფრინავი_კოსმონავტი, ვიცეპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი მუსა მანაროვი, კინოდრამატურგი, რეჟისორი და პროდიუსერი რუსტან იბრაგიმბეკოვი და კინოკრიტიკოსი ვალერი კიჩინი მიიღებენ. თბილისის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თეატრისა და კინოს დამსახურებული არტისტი კახი კავსაძე, საქართველოს გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, საერთაშორისო კულტურული კავშირის “რუსული კლუბის” პრეზიდენტი ნიკოლაი სვეტნიცკი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიღებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts