planetanews Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/1260101_20100329085431-150x150.jpg მოსკოვის მეტრო-სადგურებში მომხდარიაფეთქების გამო დაზარალებულთა რიცხვი ათეულობით გაიზარდა. მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ინფორმაციით, სადგურ “ლუბლიანკაზე” აფეთქების შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, “კულტურის პარკში” 12 ადამიანი, 37 მათგანი კი დაჭრილია, მათ შორის 17 “ლუბლიანკაზე”, 20 კი “კულტურის პარკში”. აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. Mმიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილებზე აფეთქების დროს. ლუშკოვის განცხადებით, დაჭრილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ამ დროისთვის ყველა დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსკოვის მეტროპოლიტენით ყოველდღიურად 8 მილიონი ადამიანი გადაადგილდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts