Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შურისძიებაა

ვერ გამიგე, იმას კი არ ვამბობ რატომ აფეთქებენ, თავს რატომ იფეთქებენ,

მაშინ როდესაც შესაძლებელია ისე განახორციელო ტერაქტი რომ საკუთარი ორგანიზაციის წევრი სასიკვდილოდ არ გაწირო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

თუ თვითმკვლელი, თანაც ქალების გაკეთებულია, მე მგონი არავის არ ეწყინება და მანდ ქართველების ხელი არ უნდა ერიოს.90% ჩეჩნები იქნებიან, დანარჩენი 10 კი სხვა ჩრდილოეთკავკასიელები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ამ კონტექსტში მოდელირებული სლეობა რა ჰარმონიულად ჯდება? :)

თავის დაზღვევის მცდელობას არ გავს? იმ დროს როდესაც იცი რომ მსგავსი რამ უნდა მოხდეს? :)

დასაფიქრებელია...

ისე კი, არ მგონია ასეთ იდიოტიზმში თავი გაეყოთ ჩვენებს.

თუმცაღა არც გამოსარიცხია არაფერი...

არც ის რომ თვითონვე ააფეთქეს რაღაც სიბინძურის ჩასადენად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ტერორისტებმა აიღეს

 

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ტერორისტებმა აიღეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება სეპარატისტების ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, CNN ამ საიტს არ ასახელებს.

დასავლური მედიის ვერსიით, რუსეთის ხელისუფლება დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას ჩეჩენ სეპარატისტებს დააკისრებს.

აფეთქებების შემდეგ რუსული საგამოძიებო ორგანოები ტერორისტი თვითმკვლელების ვერსიაზე მუშაობს.

მოსკოვის მეტრო სადგურებში „ლუბიანკასა“ და „კულტური პარკში“ აფეთქება ადგილობრივი დროით, 07:52 და 08:32 საათებზე მოხდა. მომხდარს უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა, სავარაუდოდ, შაჰიდმა ქალებმა განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტერაქტების შედეგად 37 ადამიანი დაუღუპა და 62 დაიჭრა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა სჯობს, ეგ ჩრდილოკავკასიელი ხალხები ისევ რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ, რუსეთთან ჰქონდეთ პრეტენზიები და რუსებს მოუწყონ ტერაქტები, ვიდრე ამდენი წვრილ-წვრილი ფანატიკოსების და გიჟების დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩვენს საზღვრებთან ლეკიანობას დაიწყებდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა სჯობს, ეგ ჩრდილოკავკასიელი ხალხები ისევ რუსეთის შემადგენლობაში იყვნენ, რუსეთთან ჰქონდეთ პრეტენზიები და რუსებს მოუწყონ ტერაქტები, ვიდრე ამდენი წვრილ-წვრილი ფანატიკოსების და გიჟების დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩვენს საზღვრებთან ლეკიანობას დაიწყებდნენ.

ისედაც ცოტანი არიან ჩეჩნები და საკუთარ ხალხს არ ინდობენ მაინც,

ძალიან საშიში ხალხია, დაუნდობელი, უშიშარი და დერსკი,

რუსების არ ეშინიათ და მაგათ რამე რომ მოუნდეთ ჩვენგან ვინ დაგვიცავს,

ჩვენი გმირი მთავარსარდალი დ ნაცმოძრაობა?

 

იარაღს ეგენი არ მოგვცემენ

 

არადა, რად მინდა იარაღი, იმდენი ჩანგალი მაქვს სახში რო :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი მედვედევი - ტერორიზმთან ბრძოლა ყოყმანის გარეშე, ბოლომდე გაგრძელდება

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა ყოყმანის გარეშე და ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ პრეზიდენტმა კრემლში გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა.

"ტერორისტების განადგურება და ტერორიამთან ბრძოლა გაგრძელდება. ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციის ყოყმანის გარეშე და ბოლომდე გავაგრძელებთ", - განაცხადა მედვედევმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალექსნდრე ბორტნიკოვი - მოსკოვის მეტროში მატარებლები ჰექსოგენის გამოყენებით ააფეთქეს

 

 

 

მოსკოვის მეტრო სადგურებში მატარებლები ჰექსოგენის გამოყენებით ააფეთქეს.

როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსნდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, "ლუბიანკაზე" აფეთქებული ბომბის სიმძლავრე, დაახლოებით, 4 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო. სადგურ "კულტურის პარკში" კი 1,5-2 ტროტილის ეკვივალენტის ბომბი აფეთქდა.

გამანადგურებელ ელემენტად ბომბებში გამოყენებული იყო ჭანჭიკები და არმატურის ნაჭრები.

რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის უფროსის, ვლადიმერ მარკინის განცხადებით კი, მოსკოვის მეტროში პლასტიტიზე დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს.

"ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის მონაცემებით, აფეთქებებისას გამოყენებული იყო 3 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტის სიძლიერის ასაფეთქებელი მოწყობილობა (გარსის გარეშე)”, - განაცხადა მარკინმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტერორისტებს უშიშროების სამმართველოსა და შს სამინისტრო შენობის აფეთქება სურდათ

 

ტერორისტებს რუსეთის უშიშროების მთავარი სამმართველოსა და შს სამინისტრო ცენტრალური აპარატის შენობის აფეთქება სურდათ, თუმცა მეტროში გზა აებნათ.

“ნიუსრუ.კომ”-ის ცნობით, ტერორისტებს “ლუბიანკაზე” რუსეთის უშიშროების მთავარი სამმართველო, ხოლო მეტრო “აქტიაბრსკაიაზე” რუსეთის შს ცენტრალური აპარატის შენობის აფეთქებ ჰქონდათ განზრახული. მათივე ცნობით, ამ ქმედებით ტერორიტებს რუსეთის სპეცსამსახურების “მოკითხვა” უნდოდათ.

“კულტურის პარკისა და ~ლუბიანკას” მეტრო სადგურებზე ტერორისტი ქალების სხეულის ნაწილები იპოვეს.

არსებული მონაცემებით, ორი თვითმკვლელი ტეტორისტი ქალი დილით მეტრო სადგურ “იუგა-ზაპადნაიაში” ჩავიდა.

მოსკოვის მეტრო სადგურებში “ლუბიანკასა” და “კულტურის პარკში” აფეთქება ადგილობრივი დროით, 07:52 და 08:32 საათებზე მოხდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საშინელებაა, ძალიან ვწუხვარ

ჩვეულებრივი ადამიანები არაფრის შუაში არ არიან :)

იქ ყველა სეიძლებოდა მომხვდარიყო ამ დროს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა ვის დააბრალებენ? უკვე ალაპარაკდნენ, რომ კავკასიელების ხელი ჩანსო///

 

Private Nodari

ჭკუა უნდა ისწავლოს რუსეთმა..

კარგი რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

взрыва в вагоне на станции "Лубянка"

ლუბიანკა კრემლთან ახლოსაა, ცენტრში აუფეთქებიათ.

საღობ ტერორებო....

 

უკვე ალაპარაკდნენ, რომ კავკასიელების ხელი ჩანსო///

აბა ბანგლადეში ხო არ მოაწყობდა ტერაქტს

 

თუ რუსი ხალხი ვერ აჩერებს თავიანთ ტანკებს, მაშინ სხვები შეაჩრებენ პადრობნიმ პლანამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...