Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სტუდენტების ნაწილი კვლავ სტიპენდიის გარეშე


Recommended Posts

პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე დარჩენილი სტუდენტები განაგრძობენ სწავლას უცხოეთის უნივერსიტეტებში. ზოგიერთ სტუდენტს დაფინანსების პრობლემა მოეხსნა, თუმცა ზოგიერთი სტუდენტი კვლავაც ელოდება განათლების სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას.

 

ერთ-ერთი საჯარო სივრცე, სადაც აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია საინტერესო ინფორმაციის მიღება ”ფეისბუქია.” ამ სოციალურ ქსელზე გასულ კვირას ახალი ჯგუფი შეიქმნა სახელწოდებით ”შეწყვიტეთ უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებული სტუდენტების ღირსების შელახვა!”. მასში ათასამდე ადამიანი გაწევრიანდა და ცდილობს აქტიურად მიადევნოს თვალი მოვლენების განვითარებას და მხარი დაუჭიროს სტუდენტებს.

 

ვირტუალურ საუბრებში განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც ჩაერთო.

 

”განვითრებისა და რეფორმების ფონდი” პრეზიდენტის დადაგენილებით 2010 წლის 28 იანვრიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

 

თამარ ონოფრიენკო, სამაგისტრო პროგრამების სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ სამინისტრო გააგრძელებს ქართველი მაგისტრანტების დაფინანსებას. თუმცა, მაგისტრანტებმა აუცილებლად განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდა.

 

მისი თქმით, 2010 წლის თებერვალიდან სუდენტების ნაწილმა განაცხადებით მიმართეს სამინისტროს. შესაბამისად, თანხა ჯერ გადაერიცხებათ პირველ ეტაპზე შემოსული განცხადების ავტორებს. როგორც ცნობილი გახდა, გასული ოთხშაბათიდან განახლდა სტუდენტების ანგარიშზე თანხის დარიცხვა.

 

ანა გაგოიძე და მარიამ ნასყიდაშვილი იმ სტუდენტებს შორის არიან, ვისაც სწავლის საფასური უკვე ჩაერიცხათ. თუმცა, სტუდენტების ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. ნინო აბრამიშვილს დღემდე არ დარიცხვია ანგარიშზე თანხა. იგი ახლა ამერიკაშია სტუდენტურ შეჯიბრებაზე.

 

როგორც თამარ ონოფრიენკო აცხადებს, მთავარი მიზეზი, რის გამოც სტუდენტებს ვერ გადაერიცხათ აქამდე თანხა, არის გაურკვევლად და არასრულად შევსებული მონაცემები, რის გამოც, ბევრი გადარიცხვა არ დაჯდა ანგარიშზე და უკან დაბრუნდა. არასრული ინფორმაციის მქონე სტუდენტებს შორის ნინო აბრამიშვილიც იყო დასახელებული.

 

ნინა აბრამიშვილის მეგობარმა თამარ ღონღაძემ ”ნეტგაზეთთან” საუბარში თქვა, რომ მათ სამინისტროდან სხვა რამ განუცხადეს. ნინომ გასულ პარასკევსაც დარეკა განათლების სამინისტროში. სამინისტრომ განუცხადა, რომ საღამოს მის ანგარშზე ფული დაირიცხებოდა. ამასთან, არავითარი გაუგებრობა მის რეკვიზიტებთან დაკავშირებით არ ყოფილა.

 

ნინო აბრამიშვილი ისე გაემგზავრა სტუდენტურ შეჯიბრებაზე, რომ თანხა მის ანგარშზე არ ჩარიცხულა. აბრამიშვილი თვენახევარია ელის სწავლის საფასურის დარიცხვას.

 

მსგავსი პრობლემა აქვს ნინუცა თანდილაშვილსაც. მან 2009 წლის ივნისში გამართლ კონკურში გამარჯვების შემდეგ ფონდისგან დაფინანსება მოიპოვა და ამსტერდამში გამგზავრებამდე დაერიცხა სწავლის საფასური. მისი თქმით თებერვლამდე რაიმე წინაღობა არ შექმნია.

 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფონდი განათლების სამინისტროს დაექვემდებარა, მას კუთვნილი თანხა არ დარიცხვია. ნინუცა ამბობს, რომ:

 

”თითქმის თვენახევარია ველოდებით სტიპენდიას და დღემდე არ მიმიღია. პარასკევს (19 მარტს) დავრეკე (სამინისტროში) და ერთ-ერთმა უფლებამოსილმა პირმა მითხრა, რომ ჩემს საბანკო მონაცემებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და თანხა უკვე წამოსულია. მე მაქვს ჰოლანდიური საბანკო ანგარიში გახსნილი, სადაც თანხის გადმორიცხვას 24 საათი სჭირდება. სამწუხაროდ 24 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს ჩემი სტიპენდია.”

 

ახალგაზრდა იურიდსტთა ასოციაციის ადვოკატი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ სულ ხუთმა სტიპენდიანტმა მიმართა მას დახმარებისთვის, მაშინ როცა სტუდენტების რიცხვი 120-ს აღწევს. მისი ინფორმაციით, ამ სტუდენტებიდან ყველას არ შექმნია ასეთი პრობლემა. სტიპენდიანტებს ინდივიდუალურად ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ფონდთან.

 

”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” სტუდენტებს უფინანსებს ცალკე სწავლის საფასურს, ცალკე საცხოვრებლის გადასახადს. შეთანხმების მიხედვით, დაფინანსება ერიცხებოდათ ან კვარტლურად, ან ყოველთვიურად. გურჩიანის განცხადებით, კვარტალში დაფინანსებულ სტუდენტებს ნაკლებად ან საერთოდ არ შეხებიათ ასეთი პრობლემა, ყოველთვიურად დაფინანსებულ სტუდენტებს კი შეექმნათ. თუმცა, ნინუცა თანდილაშვილს ”განვითარებისა და რეფორმების ფონდი” კვარტლურად აფინანსებს.

 

რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სასამართლოში იჩივლონ. თამარ გურჩიანის თქმით, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დროულად და სრულად ურიცხავს ფონდი თანხას. ეს იურისტს ბუნდოვან განსაზღვრებად მიაჩნია. თუმცა, რადგანაც არსებობს დაფინანსების ორი წესი - კვარტლური და ყოველთვიური, მაინც არის შესაძლებელი დასაფინანსებელი ვადის განსაზღვრა.

 

გურჩიანი ადასტურებს, რომ ინდივიდუალური განცხადების შემდეგ არის შესაძლებელი დაფინანსების მიღება. სტუდენტებს განცხადება აუცილებლად უნდა შეევსოთ. თუმცა, ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნია სამინისტროს არგუმენტები: "ერთი, სტიპენდიანტების რეკვიზიტების პრობლემა არ არის ვალიდური, მაშინ, როცა მანამდე სტუდენტებს პრობლემა არ შექმნიათ ამ საკითხში. მეორე, სწორად ვერ ავსებენ განაცხადის ფორმას, რომელიც აქამდეც აქვთ შევსებული?".

 

ადვოკატი არ მოელის საქმის სასამართლომდე მისვლას. გამორკვეულია, რომ უფლებამონაცვლე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგ არის განათლების სამინისტრო. "სამინისტროს წარმომადგენლები კი ცდილობენ მათ ხელთ არსებული ბერკეტებით დაეხმარონ სტუდენტებს, რაც იმედს მაძლევს, რომ ეს არეულობა ორშაბათისთვის მაინც მოგვარდება,-ამბობს თამარ გურჩიანი.

 

რაც შეეხება, თავად ”განვითარებისა და რეფორმების ფონდს”, იგი 2004 წელს შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდმა 2005 წლიდან დაიწყო სტუდენტების დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაუფლების მიზნით. აღნიშნულმა პროგრამამ ასობით ადამიანი დააფინანსა დღემდე.

 

2010 წლის 28 იანვრიდან კი პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა. ცვლილების გამო სტუდენტებს მოუწიათ ხელახლა დაეწერათ განცხადება სამინისტროს სახელზე დაფინანსების გაგარძელების მოთხოვნით. ყოველივე ამან კი დამოიწვია გაურკვევლობა, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

 

”ფეისბუქზე” შექმნილი ჯგუფის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯგუფი არ გაუქმდეს, შეიცვალოს დანიშნულება და უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრებაზე წეროს. თუმცა სანამ პროფილის შეცვლაზე დაფიქრდება ჯგუფის შემქმნელი, მანამდე სტუდენტების დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...