Jump to content
Planeta.Ge

მეტროსექსუალიზმი


Recommended Posts

მეტროსექსუალიზმი :D

 

 

დღეს საინფორმაციო საშუალებები და ელექტრონული ქსელები, ხშირად საუბრობენ მეტროსექსუალიზმზე. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მეტროსექსუალიზმი, ანუ ცხოვრების ისეთი წესი, როცა მამაკაცი გადამეტებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ თავსა და გარეგნობას, რის გამოც რთულია იმის გარკვევა, ჰომოსექსუალისტია ის თუ ჰეტეროსექსუალი.

 

ესეც მეტროსექსუალისტი ბუჭუნაააა :D მალე ალბათ ტრამვაისექსუალისტებიც გამოვლინდებიან :D

 

http://i066.radikal.ru/1003/c0/82dbe687c246.jpg

 

 

პ.ს.

მეტროსექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ რამოდენიმე ბმულს :D

 

 

http://johanchamps.blogspot.com/2009/03/ho...hout-being.html

 

http://www.adrants.com/2009/12/dockers-to-...ack-on-mens.php

 

http://www.corrupt.org/tags/metrosexualism

 

http://www.associatedcontent.com/article/1...ory.html?cat=38

 

 

ხო, ახლა რატომ გავხსენი ეს თემა:

როგორ წარმოგიდგენიათ ქართველი მამაკაცი, რომელიც მეტროსექსუალისტი გახლავთ? :D

 

რამდენად მისაღებია თქვენთვის როცა მამაკაცი გადამეტებულ ყურადღებას ავლენს საკუთარ თავსა და გარეგნობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

რა გითხრა აბა?

1. ჩემს ტვინში ზიხარ... იმ დღეს ვსერჩავდი საინტერესო საკითხებს, რაზეც შეიძლებოდა აქ თემის გახსნა და იმენა გაშანშალებული მქონდა უკვე ინფორმაცია მეტეროსექსუალებზე და ა, დამასწარი :)

2. რაც შეეხება მეტეროსექსუალებს, ასეც უქნიათ კისერი უტეხიათ :( სულ ქვედაბოლო ჩაუცვამთ და წითელი ლაკი წაუსვამთ :( ხომ იცი, ყველა კალოშს თავისი სარგო ფეხი გამოუჩნდება, ანუ ვიღაცას მოსწონს (სხვათაშორის, ბევრი ვიცი, ვისაც ასეთი მამრების მოსწონთ).

 

მე პირადად არ განვიცდი არანაირ სექსუალურ სიმპატიასა და მიზიდულობას მსგავს მამაკაცებთან. მოვლილი მამაკაცი მიყვარს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ელემენტარული ჰიგიენა დაცული ქონდეს კაცს და თუ კანი უშრება, კრემიც უნდა წაისვას, მაგრამ ეს ყველაფერი ჰიგიენურ ნორმებში ჯდება, სადაც საზღვრების დაწესება არ არის საჭირო. ასევე ვიტყვი, რომ მკვებავი ნიღბის გაკეთება და კოსმეტოლოგის ყოლაც კარგ კულტურულ ჩვევებზე მიუთითებს.

 

მეტეროსექსუალის უფრო მეტად დამახასიათებელი ეს არის მანერულობა. ისინი გარდა იმისა, რომ ზედმეტად ზრუნავენ გარეგნობაზე, ასევე არიან მანერულები, ნაზები და ა.შ. და სანამ ლოგინში არ შეუძახებ, მანამდე რთული ხდება გარჩევა ზღვარისა მათ ჰეტეროსექსუალობასა და ჰომოსექსუალობას შორის.

ამიტომ, მე, რავარც მაჩო მამაკაცების მოყვარულს, ვერ მომეწონებიან მეტეროსექსუალები.

 

ამ თემის ირგვლივ მაქვს კიდევ ერთი მოსაზრება.

ეს არის იმ სახის ტენდენცია, რაც იყო ერთ დროს ქალების მიერ ლიფების დაწვა, თმის მოკლედ შეჭრა და შარვლების კოხტად მორგება. ჩვენ დავიმკვიდრეთ უფრო ახლო ადგილი მამაკაცის გვერდით საზოგადოებაში... ახლა ზოგიერთI მამაკაცი იმკვიდრებს ადგილს 'სხვაგან'...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა იმაში ცუდი არაფერია როცა კაცი თავს უვლის. როგორ არა, ნიღაბიც უნდა გაიკეთოს სახეზე, მკვებავიც უნდა წაისვას და ფრჩხილებიც უნდა მოიწესრიგოს. როგორც ქალის კანს სჭირდება დაცვა ისევეა კაცის კანის. მაგრამ აი სურათზე რომ ტიპია, უფრო გეის გავს ვიდრე ჰეტეროსექსუალს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტროსექსუალიზმი

ეგ ის ხალხია მეტროში საქსი რომ უყვართ ხო?

რავი არ მივესალმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მყავს ეგეთი ტროლეიბუსსექსუალი მეგობარი. მაგრამ აბა სცადოს და ვინმემ რამე უთხრას :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნარცისიზმია,,... ხოდა, საკუთარი თავის სიყვარული დასაძრახი რატომ უნდა იყოს....

 

ისედაც ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ და საკუთარი თავები მაინც შეიყვარონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგოისტები რომ გახდნენ მაგიტომაც აღარ არის სხვისი სიყვარული..

 

კაცი სხვა საქმით რომ დაკავდეს ის ეფრო მოსაწონია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიღაბიც უნდა გაიკეთოს სახეზე, მკვებავიც უნდა წაისვას და ფრჩხილებიც უნდა მოიწესრიგოს

სოლარიუმშიც უნდა იაროს და თმებიც უნდა ისწოროს სტილისტთან :suicide2:

მასეთი ჩამაკიაჟებული და თოჯინასავით გამოწყობილი კაცი ჩემგან შოოორს :puka:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რათა შვილო რათააა!

მე პირადად არ მომწონს, როცა კაცი დადის გაბანჯგვლული კისრით, ჭუჭყიანი ფრჩხილებით და ეფცქვნილი კანით. მე იცით როდის ვცემ პატივს ასეთ კაცს? როცა ფიზიკურად შრომობს, საკუთარი ოფლით მოჰყავს სარჩო, ცხოვრობს სოფელში და მისი ფრჩხილები ქალაქის ბოლით კი არა მადლიანი მიწით არის დასვრილი. ასეთი ხელები მიყვარს და ვეთაყვანები. მაგრამ როცა კაცი ზის მთელი დღეს სახლში ან თUნდაც ოფისში და თავს არ უვლის ის არ მომწონს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რათა შვილო რათააა!

მე პირადად არ მომწონს, როცა კაცი დადის გაბანჯგვლული კისრით, ჭუჭყიანი ფრჩხილებით და ეფცქვნილი კანით

მე არაჰიგიენურობაზე არ ვლაპარაკობ,ჰიგიენის დაცვა,თავის მოვლა და გადამეტებული ნარცისიზმი სხვადახვა რამეა, არ მინდა კაცი ჩემზე მეტ დროს ხარჯავდეს ბუტიკებშI და სალონებში სიარულში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ის ხალხია მეტროში საქსი რომ უყვართ ხო?

ხო, აი გემოვნებაც რომ აქვთ.

ანუ გემზეც უყვართ სექსი.:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ იგივე ნარცისი ხო?.. გასაგებ ენაზე მესაუბრეთ რა... :D

 

 

არ მიყვარს... არა... საშინელებაა... ვერ ვიტან ბიჭი რომ 24 საათი სარკის წინ ტრიალებს და მიმიკებს ამუღამებს... საკუთარ ვიზუალზე გიჟდება და ფოტოებს უღებს თავის თავს... მე-პას... :D

 

http://smiles.ge/fil/1002038.gif

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...