planetanews Posted March 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2010 სახალხო დამცველის აპარატს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა და აცნობა, რომ გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი უმოწყალოდაა ნაცემი. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო გეგუთის კოლონიაში პატიმრების ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების დავით კოტორეიშვილისა და დავით ზარანდიას ცემის თაობაზე აბსურდულია და ისინი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულიად ჯანმრთელები იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, რომ გონივრულ ვადებში გადაამოწმებენ ამ ფაქტს. კომენტარიდან რამდენიმე წუთში კი სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა პრესრელიზი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ომბუდსმენის აპარატისთვის ცნობილი იყო გეგუთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არსებული ვითარება. როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, მან 19 მარტს გეგუთის #8 დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას გადაუგზავნა. ომბუდსმენის აპარატის დღეს გავრცელებული ინფორმაციით 2010 წლის 26 თებერვალს მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულების პატიმრების დიდმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან მესამე დღეს კი მსჯავრდებულებთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები მივიდნენ. "მსჯავრდებულთა განმარტებით, მასობრივი შიმშილობის მთავარი მიზეზი კარცერში განთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება იყო"– აღნიშნულია პრესრელიზში. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დაწესებულებაში მაშინ სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი შევიდა, რომლებმაც მსჯავრდებულთა საცხოვრებელ კორპუსებში ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ საკვების მიღების დრო ამცნეს. როდესაც რამდენიმე პატიმარმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, სპეცრაზმის ე.წ. კორიდორის გავლის დროს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც 200 მსჯავრდებული სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. გეგუთის დაწესებულებაში თებერვალში პატიმართა შიმშილობის და შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ დღემდე ცნობილი არ იყო. აქამდე ინფორმაცია არც ომბუდსმენის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. "ნეტგაზეთს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა განუცხადა, რომ მათ ომბუდსმენის მასალები მიიღეს და შესწავლაც დაიწყეს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts