planetanews Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტ ნათია კობერიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. სამოტივაციო ნაწილი, თუ რატომ მიიღო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი კვირის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დრო კი ეთერ თურაძის, ეთიკის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ სამოტივაციო ნაწილი მომზადდეს და შემდეგ გამოქვეყნდეს. რაც შეეხება ქარტიის პირველ პუნქტს, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, კობერიძემ დაარღვია არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. "არანაირ გაფრთხილებას და სხვა ტიპის სანქციებს საბჭო არ ითვალისწინებს და ერთადერთი სანქცია ჟურნალისტისადმი არის ის გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკის ქარტიის პრინციპი"– ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თურაძე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts