planetanews Posted March 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2010 არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი, შემოვლითი სარკინიგზო პროექტი, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, არ არის კარგად დამუშავებული და კარგად არ არის დანახული ის რისკები, რაც გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება. ორგანიზაცია " მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის რაიონების 20 000 მდე მოსახლე ხმაურის და ვიბრაციის ქვეშ იქნება. “რკინიგზა ზოგ ადგილას 20 მეტრში გადის დასახლებული პუნქტიდან, ხმაურის გავრცელების არეალი კი დაახლოებით კილომეტრამდე იქნება. ეს საკმაოდ ცუდად არის განხილული რა ზომები უნდა იქნეს მიღებული. თუმცა გვპირდებიან, რომ გააკეთებენ დამცავ ზონებს. იქნება დამცავი ფარები, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა რთული აღსაქმელი იქნება.” "მწვანეების" თქმით ხმაურის თავიდან ასაცილებლად არ იქნება საკმარისი სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრების მეტალოპლასტმასში ჩასმა. მეორე სერიოზულ საფრთხეს, ნინო ჩხობაძის აზრით, თბილისის ზღვის დაბინძურება წარმოადგენს. კერძოდ კი სარკინიგზო ხაზი ზღვას 900 მეტრით უახლოვდება. ნავთობის დაღვრის შემთხვევაში ზღვა დაბინძურდება და წყალი გარკვეული ხნის განმავლობაში უვარგისი იქნება. "როგორც ცნობილია თბილისის 70 000 მდე მოსახლე სასმელი წყლით ზღვიდან მარაგდება. აქ გვთავაზობენ აუზების გაკეთებას ტრანშით, რაც ვთვლით, რომ არის ძალიან საშიში. კიდევ ერთი საფრთხე კი უკავშირდება იმას, რომ გლდანის და ავჭალის მონაკვეთებში რკინიგზის ხაზი კვეთს დენის და წყლის მომარაგების სისტემებს”, – ამბობს ნინო ჩხობაძე - “ყველა ალტერნატივიდან, რომელიც განიხილებოდა ეს ალტერნატივა არის ყველაზე პრობლემატური გარემოს დაცვის კუთხით. დოკუმენტში წერია, რომ არჩევანი ალრერნატივებს შორის გაკეთებული იყო არა გარემოს დაცვის და სოციალური კუთხით, არამედ მისი ღირებულების მიხედვით.” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით ავჭალაში ეს მაგისტრალი 9 სართულიან სახლებთან გაივლის, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლის მიწაყრილზე:- “ამ პროექტში არ არის აგრეთვე გათვალისწინებული იმ საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა, რითიც ისარგებლებს ამ უბანში ავჭალის მოსახლეობის ერთი ნაწილი. ავჭალაში არის აგრეთვე ბევრი ხევი და ნიაღვრის მოვარდნის შემთხვევაში იქმნება საშიშროება.” შენიშვნები საქართველოს მთავრობას "მწვანე ალტერნატივამ" უკვე წარუდგინა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts