Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ლიბერალიზმი “შოკოლადის” შემქმნელებისგან


Recommended Posts

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი “ლიბერალი” ნორვეგიულმა გამოხატვის თავისუფლების ინსტიტუტმა და გერმანულმა ZEIT–ის ფონდმა დამოუკიდებელი, გაბედული ჟურნალისტიკისა და მოკლე დროში მიღწეული პოპულარობისთვის დააჯილდოვა.

 

 

გერმანულ-ნორვეგიული ინსტიტუტების ჯილდო “ლიბერალისთვის” მოულოდნელი იყო. რედაქციაში თავიდან ეს ამბავი ხუმრობაც კი ეგონათ. დიდხანს ვერ იჯერებდნენ, რომ ჟურნალმა, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთისათვის თავისუფალი მედიისთვის განკუთვნილი პრესტიჟული პრემია მიიღო.

 

 

“ლიბერალის” მთავარი რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი ამბობს, რომ ეს მათთვის დიდი სტიმულია.

 

 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი _ “ლიბერალი” ქართულ მედიაბაზარზე გასული წლის მაისში გამოჩნდა. პრიალა გარეკანი და სხვა გამოცემებთან შედარებით მაღალი ფასი (ლიბერალი 2,80 თეთრი ღირს) ერთადერთი არ არის, რაც “ლიბერალს” ქართულ მედიაბაზარზე უკვე კარგად ცნობილ, ყოველთვიურ პუბლიცისტურ გამოცემა “ცხელ შოკოლადთან” აკავშირებს. “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი “ცხელი შოკოლადისა” და “ბიზნესი, ადამიანები, სტრატეგიების” დამფუძნებელი, შორენა შავერდაშვილია.

 

 

“ცხელი შოკოლადისაგან” განსხვავებით “ლიბერალი” არ წერს ტკბილ თემებზე. ჟურნალისტური გამოძიება, ეკონომიკა, რეგიონი, საზოგადოება, ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, რელიგია, თვალსაზრისი _ ეს ის თემებია, რაზეც მომზადებული სტატიები “ლიბერალის” ფურცლებზე ყველაზე ხშირად ხვდება.

 

 

“დავინახეთ ფაქტებზე დაყრდნობილი ჟურნალისტიკის სიმწირე, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ “ლიბერალის” გაკეთება. ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ ჟურნალი და ვწეროთ არა მარტო პოლიტიკაზე, არამედ საზოგადოებაზეც. ძალიან ხშირად “ეშმაკის თავი” დამალულია საზოგადოებაში, განათლების პრობლემებში, გაუთვითცნობიერებლობაში ან ჩვენს ქსენოფობიაში და ასე შემდეგ. ვწეროთ რეგიონზე, რადგან ვერ ვიქნებით მხოლოდ ნაჭუჭში ჩაკეტილი. ქართველმა მკითხველმა უფრო ფართოდ უნდა გაიაზროს, რა სივრცეში ცხოვრობს. ცხადი უნდა გახდეს, რომ ირანში მიმდინარე ამბები ჩვენც გვეხება და უნდა ვუთხრათ მკითხველს, რატომ ვართ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ნაწილი”, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი.

 

 

“ლიბერალი” ერთადერთი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელშიც საქართველოს კონფლიქტური ზონებიდან ოსი და აფხაზი თავისუფალი ჟურნალისტები წერენ სტატიებს. ჟურნალი წერს საზოგადოებისთვის ისეთ დელიკატურ თემაზე, როგორიცაა საპატრიარქოსთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გაშუქებასაც ქართული მედია ხშირად არიდებს თავს. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ “ლიბერალისთვის” ტაბუდადებული თემები არ არსებობს, მთავარი ფაქტები და მათი ანალიზია.

 

 

 

 

/get_img?NrArticle=1211&NrImage=200

 

ფოტო: ნინო ძანძავა

 

 

 

 

“ეს ადამიანის უფლებებზე და ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებული ჟურნალია, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი. _ მარტივად რომ ვთქვათ, ლიბერალიზმი პოლიტიკურ პლატფორმასთან ერთად არის ინდივიდის უფლებებზე ორიენტირებაც, მთავარია, ადამიანი და არა სისტემა. გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ჰქვია ჟურნალს “ლიბერალი”. ლიბერალიზმი თუ ლიბერალობა იყო უზურპირებული ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ, რომელიც კარგა ხანია აღარ არის ლიბერალური. ამიტომ გვინდოდა გადმოგვეტანა სამოქალაქო სივრცეში ეს ტერმინი და გვეთქვა, რომ რეალურად ეს შეიძლება იყოს ლიბერალური ღირებულებები”.

 

 

“ლიბერალი” მთლიანად გრანტებსა და გაყიდვებზე დამოკიდებული გამოცემაა. ფონდმა _ “ღია საზოგადოება საქართველომ” ჟურნალს ჯერ კიდევ გამოცემამდე აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. “ლიბერალის” რედაქტორი ამას “ცხელი შოკოლადისა” და სარედაქციო ჯგუფის მიერ გამოცემული სხვა ჟურნალების მიმართ არსებული დადებითი დამოკიდებულებით ხსნის.

 

 

ქართულ ბეჭდურ მედიაში “ლიბერალი” ერთ-ერთი გამოცემაა, სადაც დასაქმებულ ჟურნალისტებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ.

 

 

“ლიბერალს” ოთხი რედაქტორი ჰყავს, თითოეული მათგანის ხელფასი საშუალოდ ათასი დოლარია, რეპორტიორებს კი, შავერდაშვილის თქმით, საბაზისო ხელფასისა და ჰონორარების ჩათვლით, საშუალოდ, 500-600 ლარამდე გამოუდით.

 

 

მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ პროფესიონალიზმი ძვირი ღირს: “სხვანაირად ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სტანდარტებს, რომელიც გვინდოდა, რომ მიგვეღო. “ლიბერალის” მზიდი კედლები რედაქტორები არიან. მაღალი ანაზღაურება არ არის სირცხვილი, პირიქით _ ეს პროფესიონალს იმის საშუალებას აძლევს, რომ არ იმუშაოს 3-4 სამსახურში ერთად. არსებობს სნობური დამოკიდებულება, რომ თუ 300-400 ლარი გაქვს ხელფასი, მაინც მაღალი სტანდარტებით უნდა იმუშაო. თუ გვინდა პროფესიონალები, თუ გვინდა ღირსების შეგრძნება ჰქონდეთ ადამიანებს, ისიც არ არის საკმარისი, რასაც ჩვენ ვუხდით”.

 

 

ბიზნესგეგმის მიხედვით “ლიბერალმა” შემოსავლების 90 პროცენტი რეკლამიდან უნდა მიიღოს. მაგრამ 52-გვერდიან ფერად ჟურნალში, რომლის ტირაჟი, მთავარი რედაქტორის თქმით, სამი ათასს აღწევს, არც ერთი რეკლამა არ არის. “არსებობს ობიექტური მიზეზი _ ომი, ფინანსური კრიზისი, მაგრამ გვაქვს ჟურნალის კეთების გამოცდილება და ათი თვის შემდეგ 0 რეკლამა, ძალიან არაბუნებრივია. ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში სხვა ჟურნალებით, გვეუბნებიან _ პოლიტიკური შინაარსია და არ გვინდა.

 

 

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სარეკლამო ნაკადები კონტროლდება. შესაძლოა არ ზის ერთი ადამიანი ხელისუფლებაში ან სადმე, ღრუბლებში, რომელიც ამბობს, აქ წაიღეთ რეკლამა, აქ არ წაიღოთ, მაგრამ შექმნილია ისეთი გარემო, როცა კომპანიები ვერ იღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებას. მათ ჰგონიათ, რომ პრობლემები შეექმნებათ, თუ წაიღებენ რეკლამას ისეთ მედიასაშუალებაში, რომელიც შესაძლოა, იყოს კრიტიკული ხელისუფლებისადმი”, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი.

 

 

ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი, კრიტიკული წერილები “ლიბერალში” ხშირად იბეჭდება. თუმცა მთავარი რედაქტორის თქმით, ხელისუფლებასთან მხოლოდ “ირიბი” პრობლემები ჰქონია: “არ ყოფილა ისე, რომ ვიღაცას დაერეკოს და ეთქვას, ეს არ დაწერო. გვქონდა სირთულეები, რაზეც მე, ჯერჯერობით, ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, რადგან მეტი ინფორმაცია მჭირდება”.

 

 

კითხვაზე, რა იქნება გრანტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდეგ, შეძლებს თუ არა “ლიბერალი” ბიზნესად იქცეს, გამოცემის მთავარ რედაქტორს პროგნოზის გაკეთება უჭირს: “ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ, მაგრამ თუ რეკლამა პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის გამო არ მოდის, არ ვიცი, ეს როდის შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეუძლებელია არსებობდეს მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული დამოუკიდებელი მედიასაშუალება. თუ ჩვენ გვჭირდება ასეთი მედია, გრანტების გარეშე ამის გაკეთება დღეს შეუძლებელია”.

 

 

პოპულარული ქართული ვებ-გვერდების რეიტინგებზე დაყრდნობით, “ლიბერალის” ინტერნეტგვერდს დღეში, საშუალოდ, 600-მდე ადამიანი სტუმრობს. გამოცემას ჯერ არ ჩაუტარებია კვლევა, ვინ არიან “ლიბერალის” მკითხველები, მაგრამ ინტერნეტაქტივობისა და ხელმომწერების მიხედვით შორენა შავერდაშვილი ფიქრობს, რომ “ლიბერალის” მკითხველები სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები არიან. “ანუ ის სეგმენტი, რომელსაც მე ვეძახი საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილს”.

 

 

მთავარი რედაქტორი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ “ლიბერალის” მკითხველი საზოგადოების მხოლოდ ერთი, ფინანსურად შეძლებული ნაწილი _ “ცხელი შოკოლადის” აუდიტორიაა: “ჩვენი მკითხველი შეიძლება იყოს ყველა, ვისაც მოთხოვნა აქვს ფაქტების სიზუსტესა და ანალიზზე”.

 

 

20 მაისს “ლიბერალი” ერთი წლის გახდება. ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის: “მინდა “ლიბერალი” კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ავლებდეს ხელს და მკითხველს მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური წარმოდგენისთვის სხვა გამოცემების წაკითხვა არ სჭირდებოდეს. ჩვენ ბევრი რამ შევძელით, მაგრამ ჯერ კიდევ არის თემები, რომელიც გვისხლტება ხელიდან. ალბათ, ორი წლის თავზე “ლიბერალი” იქნება ისეთი ჟურნალი, როგორიც გვინდა რომ იყოს”.

 

 

მანამდე კი “ლიბერალი” თავის პირველ, საერთაშორისო ჯილდოს მიიღებს, რომელსაც თან სოლიდური ფულადი პრემია, 10 ათასი ევრო ახლავს. ახლა “ლიბერალს” ერთი სასიამოვნო საზრუნავიც დაემატა, როგორ დახარჯონ მიღებული თანხა, ორიგინალურ მარკეტინგულ ღონისძიებაში თუ “ლიბერალის” ვებგვერდის განვითარებისთვის.

 

 

 

 

/get_img?NrArticle=1211&NrImage=20

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...