planetanews Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ანდრეი ილარიონოვი ვაშინგტონის CATO Institute-ის წამყვანი მკვლევარი. 2000 წლიდან 2005 წლის დეკემბრამდე ის იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი. ილარიონოვი იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დიდი რვიანის ქვეყნების შეხვედრაზე. 1994 წელს ილარიონოვმა დააარსა ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტი და გახდა მისი დირექტორი. მან რუსეთის მთავრობისთვის შეიმუშავა რამდენიმე ეკონომიკური პროგრამა . იგი რუსულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე შექმნილი 300-ზე მეტი სტატიისა და 3 წიგნის ავტორია. იგი აღიარებულია რუსეთში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიული კაპიტალიზმის მხარდამჭერად. -მოგესალმებით ბატონო ანდრეი, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. -გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. -საუბარს ყველაზე კრიტიკულით დავიწყებ, რუსეთის ჯარი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. თქვენ ქართულ-რუსულ ომს პირველი გასროლიდან ბოლომდე თვალს ადევნებდით. კი, ევროპელი, ამერიკელი ლიდერები იმეორებენ რომ რუსეთი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას არღვევს, მაგრამ კონკრეტულ ბერკეტს არავინ გვთავაზობს. როგორ ფიქრობთ სიტუაციამ მკვდარ წერტილშია? - პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს იყო მართლაც ომი, მაგრამ არა საქართველო-რუსეთს, არამედ რუსეთ-საქართველოს შორის. ომი რომელსაც რუსეთი , ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ხნით ადრე სწავლობდა, ამზადებდა და ბოლოს დარტყმა განახორციელა.ომი გრძელდება, მაგრამ ახალი ინსტრუმენტებით. თქვენ გახსოვთ, რომ 2004-05 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე იყო ბევრი გაურკვეველი, ამოუცნობი აფეთქება, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის შერყევას ამ გზით ცდილობდა. ეს იმ კონკრეტული მომენტის ომი გახლდათ. ამის შედმეგ იყო 2006 წლის ეკონომიკური ბლოკადა, ესეც ომის ნაწილი, რომელიც მოგვიანებით დიპლომატიურ ომში გადაიზარდა. ამას 2008 წელს უკვე ცხელი ომი მოყვა დღეს სხვა სურათი გვაქვს, მიდის არა ცხელი არამედ თბილი, ან ცივი ომი ქართული საზოგადოების, ოპოზიციის ჩართულობით. მათ ამ ომში იყენებენ. -ოპოზიციის საკითხი რომ განვავრცოთ, თქვენ იცით რომ ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ზურაბ ნოღაიდელი უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში, პარტია “ედინაია როსიასთან” ხელშეკრულებაც კი გააფორმდა თანამშრომლობის შესახებ, ბოლოს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პრემიერმა პუტინმა, კრემლში საკმაოდ თბილად მიიღო, რა პროცესებთან გვაქვს საქმე? -რთულია შორი მანძილიდან განსჯა, ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია. მაგრამ შორიდანაც კი თავდა ფაქტი აღმაშფოტებელია, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილად იღებენ კრემლში, იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთან ცოტა ხნის წინ მწვავე ომს აწარმოებდა. - საუბრობენ იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციას, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გეგმა: იმ შემთხვევაში თუ რუსეთი, უარს იტყვი აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებაზე, საქართველო აღარ ავიღებ ნატოსკენ გეზს, რამდენდ რეალურად გეჩვენებათ ასეთი გეგმის არსებობა და იმუშავებს თუ არა ის? -გეგმა რომელზეც თქვენ საუბრობთ, მანამდე 3 ჯერ მაინც არის მოსინჯული. 1920-21 წლებში, როდესაც რუსეთის კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს შესთავაზე, რომ თუ ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, და არ მოინდომებდა რომელიმე სამხედრო ბლოკთან დაკავშირებას, ეს იქნებოდა მისი დამოუკიდებლობის აღიარების პირობა. საქართველო ამას დათანხმდა და რამდენიმე თვეში რუსულმა ჯარმა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია. ეს ისტორიული მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს სისტემა. შემდეგ, თუ არ ვცდები ბატონმა შევარდნაძემ, გვიან 90-იანებში რუსეთს შესთავაზა, რომ საქართველო ნეიტრალური დარჩებოდა და საერთო ინტერესების თანახმად იმოქმედებდა, ყველანაირ სამხედრო ბლოკთან კავშირის გარეშე, თუკი რუსეთი და საქართველო საერთო ძალისხმევით მოაგვარებდნენ შიდა პრობლემებს. რუსეთმა გეგმა არ მიიღო. უკვე 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილმა თითქმის იგივე შესთავაზა პუტინს, რომ თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდებოდა, ქვეყანა ნატოში ინტეგრაციაზე უარს იტყოდა, მაგრამ რუსეთმა წინადადება ამჯერადაც არ მიიღო. გამოდის რომ თუკი ოპოზიციას ამაზე ფიქრობს, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა მოძველებული გეგმისა, რომელიც რუსეთის სურვილით არ მუშაობს. ჩვენ ჯერ არ გაგვიგია არც ერთი ოფიციალური განცხადება რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. -რატომ? -რუსეთი მზად არ არის ამ გეგმი მისაღებად, სამხრეთ ოსაეთსა და აფხაზეთში დაბანდებული ინვესტიცია იმდენად დიდია, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და დიპლომატიური, რომ ამ გეგმის მიღება ტყუილ გარჯას ნიშნავს. იცით, უბრალოდ წარმოდგენაა შექმნილი, თითქოს რუსეთისთვის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები მნიშვნელოვანია, ეს დიდი თამაშის პატარა ნაწილია, ამას რუსეთი ევროპის, ნატოს უსაფრთხოების დასაკნინებლად იყენებს. -ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა ბოლოს განაცხადა, რომ ამერიკა მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს არ სცნოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ზოგადად მსგავსი განცხადებები მრავლად იყო სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებისგანაც, მაგრამ საქართველოსთვის ეს ამ ვითარებში საკმარისია? -რასაკვირველია ეს საკმარისი არ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაცშეიძლება, სხვა საკითხია რატომ, მაგრამ საკმარისი არ არის. ამერიკის მთავრობის საქებად, უნდა ვთქვა, რომ 2009 წლის ივნის-ივლიში მათი პოზიცია საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და ზოგადად ის რომ 2008 წლის ომის მეორე სერია არ განვითარდა, ამერიკის ხელშეწყობით მოხდა. ანტი ქართულმა პროპაგანდამ 2009 წელს, საკმაოდ იკლო. -თქვენ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ახსენეთ, რა უშუალო განსხვავებას ხედავთ დღევანდელ და ყოფილ ადმნისტრაციებს შორის, კონკრეტულად საგარეო პრიორიტეტებს შორის.? -ვიტყოდი, რომ ადმინისტრაცეიბს შორის დიდი განსხვევბაა, იგივე საქართველოსთან, რუსეთთან ურთიერთობაში. ნათელია, რომ ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, მაგრამ არა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, აქ მიხვდნენ, რომ ამ პოლიტიკამ მარცხი განიცადა, მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, რომ არ შედგა ომის მეორე რაუნდი, მაგრამ სხვა დანარჩენში ამერიკას სრული იმედგაცრუება აქვს. ის ეძებდა სანდო, რეალისტ, დასაყრდენ პარტნიორს, მაგრამ პროგრესი ნულის ტოლია. ამავე დროს ამერიკამ აჩვენა, რომ ის არ არის მზად საქართველო არაფრის გამო შეწიროს რუსეთს, ასე რომ ახალი ადმინისტრაციის მოღვაწეობის პირველი წლის შემდეგ, სახეზე გვაქვს საკმაოდ მტკივნეული პროცესი, როცა ხდება მიდგომების, ურთიერთობის გადახედვა. -დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი შეხვედრისას შედარებით ნათელი პოლიტიკური სურათი გვექნება. -მადლობა თქვენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts