Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აშშ საქართველოში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს


Recommended Posts

დაწყნარდით , დაწყნარდიტ.. თორემ ჩვენც ავღელდიT :givi: ... აჩქარება არ მართებს ამ საკიტხს...კარგად და საიმედოდ უნდა მოევლოს რუსის აგრესიისფაქტორის შეკავებას... Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანს არტყავენ ალყას და დიდი შანსია მართლა რომ განლაგდეს ჩვენთან სერიოზული ბაზა. რუსებს გაუტარეს სამაჩაბლოც და აფხაზეთიც ეხლა ისინი დაუბრუნებენ ხურდას და ეგაა, გვაბურთავებენ როგორც უნდათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანიაც ასე იყო - ამერიკელები არვის არც უტარებენ და არც ტავად შემოვიდნენ დაუპატიჯებლად.. ყველგან სადაც ევროპამ და ამერიკამ შექმნა ნატოს ბაზები შეადარეთ რუსულ უბედურების ზონებს .. რუსისთვის არ არსებობს პარტნიორი ან მოკავშირე, (ნაურუს გარდა) მისთვის მხოლოდ არსებობს რუსული ინტერესები და ტერიტორია დასაპყრობად.

ვინმემ თუ იცის რუსეთის პარტნიორი? ასეთი რამე თუ გსმენიათ - რუსეთის მოკავშირეობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავითარი კონტიგენტი არ განლაგდება საქარტველოში, მხოლოდ სამხედრო სპეციალისტების ერთობლივი ცენტრი კეთდებას... ისე აფხაზეტში რუსის ბაზებს ნატოს ბაზები ჯობია დავუდგატ გერმანიასავიტ... ნეტავი..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეციალისტები ჩამოვლენ, წავლენს სხვები ცამოვლენ წავლენ
ცოტა ჩვენც ამოვისუნთქებთ

სპეციალისტების ჩამოსვლა არაა საკმარისი ამოსუნთქვისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი საიდუმლო ინფორმაიის ამ ფორუმზე გამოტანა და ასეთი საყოველტაო მსჯელობსი გამართვა, მგონებ ქვეყნის ღალატია. ნუთუ რუსეთის წისქვილზე ასხავთ წყალს? მტერი 40 კილომეტრში მომდგარი და თქვენ კი მხედართმთავრის საიდუმლო გეგემებს ამზეურებთ. არ გეკადრებათ, ცხადია თუკი რუსეთის და ნოღაიდელის აგენტები არ ხართ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სააკაშვილის ოპონენტი ვარ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ანტირუსული, პროამერიკული პოზიციებიდან.

 

რაც შეეხება თემას ვაღიარებ სააკაშვილის უდიდესი გამარჯვება. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. კიდევ არ ვართ აზრზე რამხელა წარმატებაა.

 

ნეტავ კიდევ ბევრი წარმატების აღიარების საშუალება მომცეს ბატონმა პრეზიდენტმა

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეციალისტები ჩამოვლენ, წავლენს სხვები ცამოვლენ წავლენ ჩვენც წავალტ მოვალთ..და ასეეე შემდეგ.

იშ! რა კაია - წადი-წამოდი სხვის ხარჯზე და შემდეგ გაყარე ნასწავლი სამხედროები ჯარიდან

 

რაში ყრიან ფულს ეს ამერიკელები?

სად არიან წლობით ნასწავლი მაგათი ოფიცრები?

 

თუ მხოლოდ სიარულისთვისაა ეს ყველაფერი - რა გიჭირთ რა, თქვენ იხდით ამ ფულს?

ამერიკელი გადამხდელების მაყუთზე წამოპლაკულან და ფართოთ ხევენ - მიკვირს ამერიკელების, რატომ არ სთხოვენ ანგარიშს

 

 

shamili

ე სააკაშვილის ოპონენტი ვარ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ანტირუსული, პროამერიკული პოზიციებიდან.

 

რაც შეეხება თემას ვაღიარებ სააკაშვილის უდიდესი გამარჯვება. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. კიდევ არ ვართ აზრზე რამხელა წარმატებაა.

 

ნეტავ კიდევ ბევრი წარმატების აღიარების საშუალება მომცეს ბატონმა პრეზიდენტმა

რა არის წარმატება - იქნებ დააკონკრეტო და ჩვენც გაგვახარო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სააკაშვილის ოპონენტი ვარ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ანტირუსული, პროამერიკული პოზიციებიდან.

 

რაც შეეხება თემას ვაღიარებ სააკაშვილის უდიდესი გამარჯვება. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. კიდევ არ ვართ აზრზე რამხელა წარმატებაა.

 

ნეტავ კიდევ ბევრი წარმატების აღიარების საშუალება მომცეს ბატონმა პრეზიდენტმა

ეჰ, ჩვე ვინ მოგვცა ასე აზროვნების უნარი რომ მივხვდეთ ამ წარმატებებს. ის კი არა და დღემდე ვერ დავიჯერეთ რომ აგვისტოს ომი მოვიგეთმ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ამერიკელი გადამხდელების მაყუთზე წამოპლაკულან და ფართოთ ხევენ - მიკვირს ამერიკელების, რატომ არ სთხოვენ ანგარიშს

მეც მიკვირს, ნუთუ ასეთი დაუნები არიან, რაში ყრიან ფულებს არ აინტერესებთ, ანუ შედეგი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტყუილკია მგონი. საბედნიეროდ.

თორემ ვაი დებილო ქართველო ერო...

იქით უკულტურო ლოთები, აქეთ ცბიერი და გარეწრები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი სესიაშვილი: "აშშ-ის სამხედრო დახმარება სისტემური, გრძელვადიანი და არა მყისიერი იქნება"

12:48 - 30.03.2010

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტის განთავსების თაობაზე თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაირკვა, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა შესაბამისი ოფიციალური განცხადებით აშშ-ის კონგრესს უკვე მიმართეს. "როიტერის" ინფორმაციით, აღნიშნული ზომები აუცილებელია ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამას გარდა, პენტაგონმა უკვე საქმის კურსში ჩააყენა კონგრესი იმის შესახებ, რომ ანალოგიური გეგმები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ხორვატიისა და უნგრეთის მიმართ გააჩნია, სადაც ამერიკელ სამხედროებთან ერთად ასევე ავღანური ოპერაციები დაიგეგმება. საყურადღებოა, რომ პენტაგონის ეს განცხადება მალევე გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას 8 აპრილს პრაღაში მოაწერდნენ ხელს. ხომ არ არის შესაძლებელი, პენტაგონის გადაწყვეტილებამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს? იქონიებს თუ არა პენტაგონის აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას საქართველოს უსაფრთხოებაზე? - ამ და სხვა საკითხებზე "პირWელი" უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს მან საქართველოს უსაფრთხოებაზე?

 

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პენტაგონის მიმართვაში საქართველოსადმი დახმარება ავღანეთის ოპერაციის მხარდაჭერის კონტექსტში მოიზარება. თუკი ამას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ დამხარებას გაგვიწევს შეიარაღებული ძალების მომზადებაში, მათ წვრთნაში და შესაძლოა, აღჭურვაშიც. თუმცა ასევე შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით, აშშ-მა დახმარება საშტაბო მართვითი კომპონენტების გაძლიერებაში, ოფიცერთა მომზადებაში და ჩვენი შეიარაღებული ძალების იმ მიმართულებებში მომზადებაში გაგვიწიოს, რომელთა სუსტმა მხარეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იჩინა თავი. რაც შეეხება სამხედრო შეიარაღებით დახმარებას, ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა მასშტაბები შემცირებული იქნება. დახმარებას ექნება თანმიმდევრული ხასიათი და ის გათვლილი იქნება ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიან განვითარებაზე.

 

- ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთთან "გადატვირტვის" პოლიტიკის მიმდინარეობისას ექსპერტების ნაწილს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ აშშ-სთვის საქართველო პრიორიტეტული არ არის, რადგან რუსეთთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს. თქვენი აზრით, ხომ არ ელოდა ამერიკა რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და ეხლა, როცა ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხომ არ დაიწყებს აშშ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

 

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარება იქნება თანმიმდევრული და არა მასშტაბური და მყისიერი, რათა ამით სიტუაციის ესკალირება ან ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. სწორედ ამიტომ პენტაგონის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ეს კეთდება ავღანეთის მისიის მხარდასაჭერად და არა იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერდეს.

 

- მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან პენტაგონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ალბათ, მაინც უარყოფითი რეაქცია მოჰყვება...

 

- რუსეთი, როგორც სჩვევია, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გამოთქვავს თავის პროტესტს და კვლავაც შეუქმნის თავის მოსახლეობას სურათს, თითქოს "ბოროტი ამერიკელები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აძლიერებენ და აქეზებენ". რეალურად კრემლმა კარგად იცის, რომ საქართველოს უახლოეს ხანებში არ აქვს შანსი, ისე გაძლიერდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ ბაზებს რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას. თუმცა ამ შემთხვევაში მათი მუდმივი პროტესტის გამოხატულება თავის ზეგავლენას ახდენს პოლიტიკაზე.

 

- ექსპერტების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს იარაღის შეძენის კუთხით პრობლემები შეექმნა. ამას უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაც დაემატა (უკრაინა ხომ საქართველოსთვის იარაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელი ქვეყანა იყო). თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ამ კუთხით სადღეისოდ?

 

- გასაგები პოლიტიკური ცვლილების გამო საქართველომ უკრაინის სახით იარაღის მოწოდების თვალსაზრისით მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი დაკარგა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ზუსტი ინფორმაცია შეუძლებელია, გამაჩნდეს, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, საქართველომ მაინც მოახერხა საკუთარი არსენალის განახლება და გაძლიერებაც. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის რესურსი და შესაძლებლობები არასაკმარისია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, ვითარება მშვიდი ძილის საშუალებას არ გვაძლევს.

 

- რუსეთის მიერ საფრანგეთისგან სამხედრო გემ "მისტრალის" შესყიდვის შესახებ საუბრები დღემდე არ წყდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღნიშნული გემი შავ ზღვაში შემოიყვანა, ხომ არ დაირღვევა ე.წ. "ძალთა ბალანსი" და ხომ არ არის შესაძლებელი, რეგიონში დარღვეული ბალანსის აღსადგენად მსგავსი ტიპის გემი დასავლეთმა საქართველოში შემოიყვანოს?

 

- "ძალთა ბალანსი ვერ დაირღვევა იმდენად, რამდენადაც არასდროს არსებობდა: რუსეთს ყოველთვის უპირატესი მდგომარეობა ჰქონდა. შავ ზღვაში ფრანგული "მისტრალი" იქნება თუ რუსული "მოსკვა", ისედაც კატასტროფული საფრთხეების არსებობის კუთხით მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება, თუმცა მიმაჩნია, რომ რუსეთი "მისტრალს" შავ ზღვაში ვერ შემოიყვანს, რადგან მას ამის უფლებას თურქეთი არ მისცემს.

 

- გუშინ მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით ოფიციალურად საკუთარ თავზე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება, იყოს ამ აფეთქებების ორგანიზატორი და რა მიზნებს შეიძლება, ემსახურებოდეს აღნიშნული ქმედება?

 

- ცივილური საზოგადოებისთვის ნებისმიერი ტერაქტი მიუღებელია და მას გამართლება ვერ ექნება. ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კავკასიის ე.წ. ბოევიკებისთვის ცნობილია, რომ რუსეთი უახლოეს ხანებში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას გეგმავს. შესაბამისად, შესაძლოა, ეს ტერაქტი მათი მხრიდან ერთგვარი პრევენციული ხასიათის ქმედება იყოს, რომლის მიზანს რუსეთის მოსახლეობის დათრგუნვა და იმის მიღწევა წარმოადგენს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსულ სპეცოპერაციას თავად რუსული საზოგადოება შეეწინააღმდეგოს.

 

- და ბოლოს, ხომ არ შეიძლება, კრემლმა აღნიშნულ ტერაქტში რაღაც ფორმით საქართველო დაადანაშაულოს?

 

- არა მგონია, ამ შემთხვევაში რუსეთმა პირდაპირ კავშირებზე მიანიშნოს. ალბათ, ადრე თუ გვიან, ის კვლავაც წამოგვაძახებს, თითქოს ამ ტერორისტების მომზადება საქართველოში ხორციედლება, თუმცა აღნიშნულს დასავლეთი, რა თქმა უნდა, არ დაიჯერებს. რაც შეეხება რუსულ საზოგადოებას, მის დეზინფორმირებას კრემლი ყოველთვის ახერხებდა.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...17&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი სესიაშვილი: "აშშ-ის სამხედრო დახმარება სისტემური, გრძელვადიანი და არა მყისიერი იქნება"

12:48 - 30.03.2010

 

აბა დედა დაიფიცეთქო :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...