Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნოტარიუსთა საანგარიშო კრებაზე 2009 – 2010 წლების საქმიანობის შედეგები განიხილეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/123-150x150.jpgნოტარიუსთა საანგარიშო კრება დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.

 

 

შეხვდრას საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კრებაზე ნოტარიუსთა პალატის, ასევე პალატის საფინანსო – სარევიზიო და დისციპლინური კომისიების 2009 – 2010 წლების საქმიანობის ანგარიშები განიხილეს, ასევე დამტკიცდა ნოტარიუსთა პალატის ახალი წესდება და 2010 – 2011 წლების ბიუჯეტი.

 

 

როგორც “ექსპრესნიუსსთან” საუბრისას პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატის წევრები საანგარიშო კრებაზე 3 წლის ვადით შეირჩევა.

 

 

“დღეს ასევე შეირჩნენ პალატის საფინანსო – სარევიზიო და დისციპლინური კომისიის წევრები. საფინანსო – სარევიზიო კომისია არის ნოტარიუსთა პალატის კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას, ხოლო სადისციპლინო კომისიის ფუნქცია პალატის კომპეტენციაში არსებული სადისციპლინო საკითხების განხილვაში მდგომარეობს”, – განაცხადა ხოფერიამ.

 

 

ნოტარიუსთაAპალატის წევრთა საანგარიშო კრება წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც 3 წლის ვადით ირჩევენ პალატის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას და გამგეობის თავმჯდომარეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და გამგეობის წევრები: ლალი გზირიშვილი, მარიამ გოგვაძე, ლელა გაზდელიანი და დავით ოყროშიძე გასული წლის მარტში ჩატარებულ კრებაზე აირჩიეს.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...