epn.ge Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri3-150x130.jpgნოტარიატის ახალი კანონი ნოტარიუსთა დაზღვევის შესახებ 1 აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოში მოქმედმა ყველა ნოტარიუსმა და იურისტთა სამინისტროს წარმომაგდენლებმა, ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრებაზე ისაუბრეს. პროფესიული დაზღვევის საკითხი, ნოტარიუსის მიერ მოქალაქისათვის ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ,,დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი ნოტარიუსთა პროფესიული დაზღვევის საკითხი იყო. ეს ითვალისწინებს დავაზღვიოთ მესამე პირი, ანუ მოქალაქე, რომლის მონაწილეობით და მისავე სასარგებლოდ ნოტარიუსი ადასტურებს სანოტარო მოქმედებას, რათა არ მოხდეს ნოტარიუსის მიერ გაუფრთხილებლობის შედეგად მოქალაქის დაზარალება და შემდგომი აუნაზღაურებლობა. სადაზღვევო მინიმალური თანხა არის 100 000 ლარი, მაქსიმალური კი თავისუფალი”, – განაცხადა ,,ექსპრესნიუსთან’ საუბარში ნოტარიუსმა, ლალი რობაქიძემ. პრეტენდენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი საბაზისო პირობების გათვალისწინებით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად უპირატესობა მიენიჭათ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებს, ,,იმედი ელ ინტერნაიშენელ” ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” და ,,ალდაგი ბი სი აი”. 2010 წლის 1 აპრილიდან ნოტარიატის ახალი კანონი ძალაში შევა. ამ დრომდე კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს ზემოთ ხსენებულ სადაზღვევო კომპანიებთან გენერალური პირობების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება. მოპოვებულია ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მიერ. გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება სავალდებულოა.გამომშვები რედაქტორი ლექსო ბექაურიწწწ.ეხპრესსნეწს.გე; წწწ.ეპნ.გე ელ-ფოსტა: ეხპრესსნეწს@ეპნ-ნეწს.ცომ ტელეფონი: (+995 32) 14 44 57; 890 67 88 98 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted March 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2010 ეგენი გინდა დააზღვიეთ და გინდათ არა, მაინც გასაუქმებელები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.