epn.ge Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/1231.jpgმართლმადიდებელი ეკლესია ხვალ დიდმარხვის მეექვსე კვირას, ბზობას ანუ ბაიობას ზეიმობს. მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს.ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts