Jump to content
Planeta.Ge

დღეს ეშმაკის ენა არის დიალოგი


Recommended Posts

დაახლოებით ერთი წლის წინ ნაციონალების მხარდამჭერები (და არა მარტო ისინი) ღადაობდნენ სალომე ზურაბიშვილის მიერ შესრულებულ "სიმღერაზე".

 

მეტიც ხელისუფლების მხარდამჭერები, ე.წ. კონტრუქციული ოპოზიცია, ე.წ. "დაღლილი" ოპოზიციონერები (მათ შორის ბატონი dire), ელჩები, ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლები, ყველა ერთხმად მოუწოდებდა არასაპარლამენტო ოპოზიციას წასულიყვნენ დიალოგზე.

 

თუ სწორად მახსოვს 11 მაისს შედგა პირველი შეხვედრა სააკაშვილთან. მაშინ სააკაშვილმა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა უარყო, და კომპრომისის სახით სამი შეთავაზება გაუკეთა ოპოზიციას:

 

1. მინისტრის მოადგილეების პოსტები შესთავაზა.

2. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ე.წ. NDI-ის ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართვა

3. საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელსაც მუშაობა 2010 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაესრულებინა და რომელსაც სააკაშვილი მისივე თქმით უსიტყვოდ მიიღებდა.

 

რა შესრულდა ამ 3 დაპირებიდან:

1. პირველი დანაპირები ზუსტად ერთ თვეში აღმოჩნდა რომ ყალბია. სალომე ზურაბიშვილმა თანხმობა განაცხადა შსს მინისტრის მოადგილის პოსტზე და მას ამაზე უარი უთხრეს.

2. NDI - ის ჯგუფის ფორმატში ახალი კოდექსის მიღება კომპრომისის გზით არ მოხერხდა. ნაციონალებმა ის გაიტანეს რაც უნდოდათ.

3.

როგორ აპირებს სააკაშვილი მეორედ მოსვლას - უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს

 

“სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ რაღა ფორმით ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას მოახერხებს. საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტთან საუბრობს. ინტერვიუ კი “კომერსანტმა” გამოაქვეყნა. ამის შესახებ ავთანდილ დემეტრაშვილმა გუშინ ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებთან” შეხვედრისას ისაუბრა. მთავარი კი ის არის, პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია - ინტერვიუში ის ამბობს, რომ იგი აქტიურ პოლიტიკას არ ჩამოშორდება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ აპირებს სააკაშვილი მეორედ მოსვლას / უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს.

“საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ პირადად იგი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე არ არის და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპული მოდელის კონსტიტუციის მიღება აქვს დეკლარირებული, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ ახალი კონსტიტუცია შერეული მოდელის მიხედვით შეიქმნება. მაგრამ აქ უკვე მნიშვნელოვანია, ვისი ფუნქციები იქნება დომინანტური და როგორ მოხდება პრეზიდენტის და მთავრობის ფუნქციების გამიჯვნა. ჯერჯერობით კი ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო კომისია დღემდე ვერ ახერხებს სახელმწიფო მმართველობის მოდელზე შეჯერებას. სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და მის ალტერნატივად ახალი პროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც ვასილ გონაშვილი მოამზადებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახელისუფლებო გუნდმა კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად ჩათვალა ჩათვალა. თავად ავთანდილ დემეტრაშვილს კი მიაჩნია, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი არა საპარლამენტო, არამედ შერეული ტიპისაა. როგორც ჩანს, ამ შერეულ მოდელში დომინანტური უფლებები პარლამენტს გააჩნია და ცხადია, სააკაშვილისთვის, რომლის მიზანსაც ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ყოფნა წარმოადგენს, ასეთი მოდელი არახელსაყრელია. სწორედ ამიტომ ვასილ გონაშვილი შეიმუშავებს შერეული მოდელის სახელისუფლებო ვარიანტს. სახელისუფლებო გუნდმა კომისიას მისეული ვარიანტი დაახლოებით ორ კვირაში უნდა წარუდგინოს და კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იქნება მიღებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიაში საკუთარი პროექტი წარდგენილი აქვს “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელ ლევან რამიშვილს, რომელიც მთლიანად ქვეყნის მმართველობის ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს გულისხმობს, რაც კომისიის თავმჯდომარესა და წევრებისთვის მიუღებელია. საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, არსებული წინაპირობები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში კომისიის პროექტიდან საბოლოოდ მოხდა თვითმმართველობების უფლებამოსილების მუხლების ამოღება და კენჭისყრაზე მხოლოდ ამის შემდეგ დადგა. ვენეციის კომისიამ კი დასკვნაში იმ საკითხების გათვალისწინების რეკომენდაცია დადო, რაც ხელისუფლების მოთხოვნის ამოიღეს. პრობლემა ის არის, რომ 56-წევრიანი კომისიიდან გადაწყვეტილება 2/3-ით მიიღება, ესა 2/3 კი ყოველთვის, რატომღაც, ხელისუფლების პოზიციების დამცველია. თავად დემეტრაშვილი კომისიის უახლოეს სხდომაზე ორპალატიანი პარლამენტის იდეას წარადგენს, თუმცა მისი იდეის გასვლის იმედი ნაკლებად აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამასთან, დემეტრაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა შემდეგში ყურადღება ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე გადაიტანონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დატოვონ ან საერთოდ უარი თქვან მათზე. ზოგადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმის გატარება არ სურს და კონსტიტუციის მხოლოდ 2-3 მუხლის შეცვლის ნება ჰქონდეს. როგორც ჩანს, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლის შესრულება პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას მოუწევს. საინტერესოა, რომ კომისიის შექმნისას დემეტრაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის პლებისციტზე გატანის იდეაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პრებისციტი არ პარლამენტისთვის და არც პრეზიდენტისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და მხოლოდ საზოგადოების განწყობის გამომხატველია, ხელისუფლების მხრიდან უკვე კატეგორიული წინააღმდეგობა ფიქსირდება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა პარლამენტში, ფრაქცია “ქრისტიან-დემორატებთან” გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმა პოლიტიკურ პარტიებთან განსაზღვარული კონსენსუსის საფუძველზე, მოსახლეობის ფართო ფენების აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ამიტომ დღეიდან შეხვდებიან ყველას, ვისაც საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. კომისიის თავმჯდომარეს არ ესმის, რატომ ხდება ამ პროცესის იგნორირება არასაპრალმენტო ოპოზიციის მიერ და რატომ არ არიან დაინტერესებულები”, - დასძენს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/129686.html

 

მესამე პუნქტი ნაწილობრივ უკვე დაირღვა, რადგან უკვე 2010 წლის 27 მარტია, და ახალი კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ გვაქვს. ახლა როგორც ჩანს საერთოდ აღარაფრად აგდებენ ამ კომისიას და ისევ თვითონ იღებენ ახალ კონსტიტუციას.

 

ესეც თქვენი დიალოგი.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცი რა მაინტერესებს? :suicide2:

ამაზე შენ რატომ საუბრობ და რატომ სხვა არვინ ხმას არ იღებს? :yes:

ფულები მამააა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...