epn.ge Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/beeline3-150x130.jpgმობილური ოპერატორი კომპანია ”ბილაინი” დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ”მწვანე შაბათს” აწყობს. როგორც “ექსპრესნიუსს” ბილაინიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კომპანიის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას მიიღებს ”ბილაინის” თბილისის ოფისის თანამშრომლები ”ვეტერანთა პარკში” 120 ძირ ნეკერჩხალს და ცაცხვს დარგავენ. ბათუმის თანამშროლები კი, ”6 მაისის” პარკს ნაძვებით გაამწვანებენ. საქართველოს ექვსი ქალაქის პარკების მოვლა- დასუფთავებაში.აქცია დღეს, 13:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხესა, ზუგდიდში. თელავში იგეგმება სანერგე მეურნეობაში 1 000 ცალი ნუშის ნერგის დარგვა, ხოლო ზუგდიდში ცაიშის ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ეზოების გამწვანება, ხილისა და ზეთის ხილის ნერგების დარგვა.ახალციხეში ”ბილაინის” თანამშრომლები ცენტრალურ პარკს გაამწვანებენ, ხოლო ქუთაისში ავანგარდის უბნის გამწვანება იგეგმება. ”მოხარული ვართ, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ”მწვანე შაბათის” ორგანიზებაში ჩაერთვნენ არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონების თანამშრომლები”, – აცხადებს ”ბილაინის” გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts