epn.ge Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/praimer44-150x150.jpgეროვნული საბჭოს’ ლიდერები დღეს გორში, კინოთეატრ გამარჯვების’ შენობაში, 13:00 საათზე, მოსახლეობას შეხვდებიან. გორის შემდეგ, ლიდერები სურამს ეწვევიან, სადაც კულტურის სახლში 15:00 საათზე, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. ეროვნულ საბჭოში შემავალმა პარტიებმა რეგიონებში საარჩევნო კამპანია კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. ისინი კახეთში გურჯაანისა და ახმეტის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მოგვიანებით საბჭო იმერეთს ესტუმრა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის ამომრჩევლებს შეხვდა, რამდენიმე დღის წინ კი ისინი გურიის, კერძოდ ოზურგეთისა და ლანჩხუთის ამომრჩევლებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ეროვნული საბჭოს ლიდერთა განცხადებებით, არჩევნებში მათი გამარჯვება ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ლიდერები თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდებიან, თავიანთ საერთო კანდიდატს კი მოსახლეობას 9 აპრილს წარუდგენენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts