epn.ge Posted March 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/112-150x150.jpgყვითელ ზღვაში, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან კუნძულ პენნედოსთან სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ჩაიძირა. სამხრეთ კორეის საზღვაო შტაბების მეთაურთა განცხადებით, 58 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. დადგენილია, რომ გემის ჩაძირვა გემბანის უკანა ნაწილში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების მიზეზები ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხომალდებმა სამხრეთ კორეის ხომალდებს ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს, მაგრამ არც ერთი შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts